ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს – 21 სექტემბერია

ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს. „კოჭებამდე თოვლია, იალაღებზე უფრო დიდი თოვლი იქნება… აქამდე არავის ახსოვს აქ თოვა სექტემბერში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ გუნდაძე, რომელიც კურორტ „გოდერძზე“ ცხოვრობს. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახების ნაწილი ისევ იალაღებზე არიან, თუმცა გზებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შუქი აღარ მიეწოდება კურორტ „ბეშუმს“.

კურორტ გოდერძიზე თოვს [ფოტო]

კურორტ გოდერძიზე თოვს, ადგილობრივების ინფორმაციით ამ დროისთვის თოვლის საფარი 10 სანტიმეტრია. ავტომანქანებისთვის გზაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეიძლება. სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. გოდერძი ბათუმიდან 109 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო  თბილისიდან  252 კილომეტრით.  ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა.

გოდერძის უღელტეხილზე მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი 8 ადამიანი გამოიყვანეს

გუშინ, 17 დეკემბერს, გოდერძის უღელტეხილზე მიმავალი 8 ადამიანი ჩარჩა თოვლში. მოქალაქეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს. „უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი. მეხანძრე-მაშველების მიერ ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა”, – იუწყება საგანგებო სიტუაციების …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“   მთავარი ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი / 17.11.2023 ამავე თემაზე: ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

ხულო-ზარზმის გზა დღეს – ფოტორეპორტაჟი

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ დამეწყრილი ადგილების გამაგრების სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „არალმა“, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 15,2 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული, ფერდსამაგრი სამუშაოები 8 ადგილზე უნდა ჩაატაროს. კომპანიას 1,5 მილიონი ლარი ავანსად ორი დღის წინ გადაურიცხეს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე მუშაობს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომელთანაც ხელშეკრულება ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული [ხულო-ზარზმის …

ბეშუმი, 4-სეზონიანი კურორტი – კონცეფცია, რომლის რეალიზებაც სახელმწიფოს $47 მილიონი დაუჯდება

ხულოს მუნიციპალიტეტმა კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფცია გამოაქვეყნა. გენგეგმის მთავარი გამოწვევა ბეშუმის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, კერძო ინვესტიციების გარდა, ახლანდელი გათვლებით, 47 მილიონი აშშ დოლარის გაღება სახელმწიფოსაც მოუწევს. დაგეგმილია ბეშუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობა-მოწყობა, კომუნალური ინფრასტრუქტურული პროექტები – კანალიზაცია, წყალი, გზები, საზოგადოებრივი სივრცეები და …

სასურველია, გოდერძის უბნის დაგეგმარება ჯვრის კომპოზიციიდან გამოვიდეს – კონცეფცია

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გოდერძის უღელტეხილის უბნის დაგეგმარება „სასურველია ჯვრის არქიტექტურული კომპოზიციიდან გამოვიდეს“. ამის შესახებ წერია კონცეფციაში, რომელიც კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ადგილების განვითარებას ეხება. იქვე აღნიშნულია, რომ არის საკმარისი მონაცემები „გოდერძის უღელტეხილი ეროვნული მნიშვნელობის ისტორიის ძეგლად იქნეს აღიარებული“. ბეშუმის გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, „გოდერძის უღელტეხილის უბანი განსაკუთრებული ფუნქციისა და პროფილის არეალია, რომლის ფართობი 115,3 ჰექტარია, …

გოდერძის უღელტეხილი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე (გოდერძის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე [მათ შორის გოდერძის უღელტეხილზე] სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის მონაკვეთი, რომელიც თავის დროზე კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, ორ ლოტად იყო დაყოფილი [დაბა ხულო-გოდერძი და გოდერძი-ზარზმა]. მთლიანი გზის რეაბილიტაცია „ტოდინს“ 2020 წლის …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.   მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო არქივიდან.

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე – გოდერძის უღელტეხილზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი. მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე – შტორმი, საავტომობილო …

გოდერძიზე ტურისტების ავტომანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 1 ადამიანი

გუშინ, 24 აგვისტოს, გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა, მათ შორის, ბავშვი. TV 25-ის ინფორმაციით, დაშავებული პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.  არიან თუ არა ავტოავარიაში მოყოლილი პირები ტურისტები, შს სამინისტროში დანამდვილებით არ იციან. „სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, – გვითხრეს პრესცენტრში. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 274 …

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეები მაშველებს გამოჰყავთ. ამ ეტაპზე 5 ავტომანქანის და მგზავრების გამოყვანას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და საფრთხე არავის ემუქრება. მაშველებმა ბუქსირის დახმარებით უკვე გამოიყვანეს 8 ავტომობილი, რომელმაც სვლა განაგრძო, 2 ავტომანქანის მგზარები კი, უახლოეს სასტუმროში დააბინავეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ხულო-ადიგენის გზის გოდერძის უღელტეხილზე დღეს, 16 დეკემბერს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.   მთავარი ფოტო /საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

აჭარისწყლის ხიდს და გოდერძის უცნობ სასაფლაოებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში მდებარე ხიდს და ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის უცნობ სასაფლაოებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების მიხედვით, მდინარე აჭარისწყალზე მდებარე ხიდი XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული [ეს ხიდი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან კირნათისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს], ხოლო გოდერძის უღელტეხილის [„მეტეოს“] უცნობი სასაფლაოები, სავარაუდოდ, XIX საუკუნის II ნახევრიდან …

სამინისტრო გოდერძის უღელტეხილზე 4136 კვ.მ მიწას 50-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად ყიდის

გოდერძის უღელტეხილზე მდებარე 4136 კვ.მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე 135 ათას ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 3 500 ლარია. პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრემ ამ ადგილზე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. გასაყიდი ნაკვეთი, რომელზეც 86.37კვ.მ ხის ნაგებობაც დგას, ხულოს მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. მაგისტრალის ამ ადგილიდან იწყება გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზა, რომელიც გაივლის …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ინტენსიურად მაისიდან დაიწყება

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად“, – განაცხადა დღეს, 10 აპრილს, ხულოში ყოფნისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი 47 კილომეტრია [გოდერძის უღელტეხილის ჩათვლით] და მის ასაშენებლად 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მანძილის დაფარვას დროში დაახლოებით 1,5 საათით შეამცირებს. „დღეს უკვე დაიწყო სამუშაოები, აყვანილი არის …

გოდერძიზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა დაშვებულია, სატვირთოსა და ავტობუსების – არა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უხელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123[გოდერძის უღელტეხილი] მონაკვეთზე აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა. „მსუბუქი ავტოტრანსპორტის და მიკროავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი წამყვანი ხიდის მქონე მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მიკროავტობუსების მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – აცხადებენ გზების …

გოდერძი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა – 3,8 მილიონი ლარი ხულოში გზის სარეაბილიტაციოდ

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა“ დარჩენილი მონაკვეთის  რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი [მეორე ეტაპის] სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა გამოაცხადა. დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 864 870 ლარია. სამუშაოს შესრულების ვადაა 120 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს …

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება

კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი გართობისა და დასვენებისთვის. ტურისტებს გოდერძიზე ღამის გასათევად რამდენიმე ვარიანტი აქვთ. შეუძლიათ კურორტის ტერიტორიაზე კოტეჯებში დარჩნენ, უღელტეხილზე სასტუმროში დაბინავდნენ ან სოფელ დანისპარაულში, საოჯახო სასტუმროებში განთავსდნენ. კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯში, ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება …

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდე აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი კი, 15 – 20 სანტიმეტრია. ლაშა ბოლქვაძის თქმით, სოფლებისთვის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, საავტომობილო გადაადგილებისას შეფერხებები მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე იყო ღამით. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობას შპს „იბერია -ჯ“ უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელი, არჩილ მიქელაძე ამბობს, …

მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები. პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 24 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ …

ახალი მარშრუტი მწვანე ტბასთან მისასვლელად

„ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“ მწვანე ტბასთან მისასვლელ ახალ მარშრუტს იკვლევს. სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის თქმით, ახალი მარშრუტი სოფელ დანისპარაულიდან მიდის, რომელიც ტურისტებს უფრო მეტ სანახაობას სთავაზობს. „თუ აქამდე მწვანე ტბასთან მისასვლელად ტურისტები გოდერძის უღელტეხილით მიდიოდნენ, ახლა შესაძლებელი იქნება მწვანე ტბასთან დანისპარაულიდანაც მიხვიდეთ. ამ მონაკვეთის გავლის შემთხვევაში, ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს შავი ტბა და ულამაზესი იაილები, …

გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია – ნამქერში 3 მანქანაა ჩარჩენილი

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმი-ახალციზის გზის 106-123 კილომეტრზე – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით აჭარის ტერიტორიაზე მოძრაობა აკრძალულია გზის 106-117 კილომეტრზე. ეს არის გოდერძის უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – დაახლოებით, სათხილამურო ტრასიდან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მონაკვეთი. …

გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა

გოდერძის უღელტეზილზე პირველი თოვლი მოვიდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო, თუმცა თოვლის საფარი დიდი არ არის. როგორც გამგებელი ბესიკ  ბაუჩაძე გვეუბნება,  რამდენიმე ოჯახის გარდა, მთებიდან თითქმის ყველა მოიალაღე  დაბრუნდა. „ბეშუმში ვიყავი და იქ რამდემიმე ოჯახი იყო დარჩენილი, თუმცა ისინიც აპირებდნენ წამოსვლას. გუშინ გვიან ღამით წამოთოვა, თუმცა თოვლის საფარი არ არის იმხელა …

Exit mobile version