დღეს, 22 მარტს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი წარადგინა. ახალი კოდექსის პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“. ცვლილების თანახმად, საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულნი …
Tag Archives: გირჩი
„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე
„მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, მან მოაწყო საჩვენებელი პროცესი და სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე „გირჩის“ ლიდერების დაპატიმრებაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ თავისი გადაწყვეტილებით, „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე, 4 დღით დააპატიმრა. ამავე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ გორგაძე კი, 5 დღე იქნება პატიმრობაში. 500 ლარით დააჯარიმეს „გირჩის“ კიდევ …
Continue reading “„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე”
ბათუმში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები დააკავეს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე ბათუმში, სუსის შენობასთან დააკავეს. გიორგი ფუტკარაძემ და ამ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ გორგაძემ, სუსის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ სუსის შენობასთან გააჩერეს ავტომანქანა წარწერებით: „მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეთ მრავალპროფილურ კლინიკაში”, „გაზაფხულზე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ …
Continue reading “ბათუმში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები დააკავეს”
„ყველა საბავშვო ბაღი კერძო უნდა გახდეს“ – „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში
მერიისთვის სხვადასხვა ფუნქციის ჩამოცილებასთან ერთად, „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში – გიორგი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღებიც კერძო უნდა იყოს და ეს მერიის საქმე არ არის. „უნდა ავხსნათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას შევეშვათ,“ – გვითხრა მერობის კანდიდატმა. გიორგი ფუტკარაძე საჯარო პოლიტიკით და კონკრეტულად „გირჩით“ პანდემიის დაწყების დროს დაინტერესდა, როცა მორიგი კოვიდრეგულაციების დროს მისი ფიტნესკლუბიც დახურეს. გიორგი …
Continue reading “„ყველა საბავშვო ბაღი კერძო უნდა გახდეს“ – „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში”
ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში
დასავლეთ საქართველოს მუფთის ყოფილი მრჩეველი და აქტივისტი თემურ გორგაძე „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ სიის პირველი ნომერია ბათუმის საკრებულოში. რას გეგმავს თემურ გორგაძე გამარჯვების შემთხვევაში და როგორ ხედავს ქალაქის მომავალს. პროპორციულ სიაში ამ პარტიას ბათუმში 3 ადამიანი ჰყავს. მერობის კანდიდატი კი გიორგი ფუტკარაძეა. „ბათუმელები“ საკუთარი პლიტიკური გეგმების შესახებ ამჯერად ინტერვიუს გთავაზობთ თემურ გორგაძესთან. ბატონო თემურ, თქვენ …
Continue reading “ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში “
ზურაბ ჯაფარიძის ლაივის შემდეგ ფიტნესკლუბი გამოძიების დაწყებაზე გააფრთხილეს
„შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები როცა მოვიდნენ დღეს, ზურაბ ჯაფარიძეს ფეისბუქლაივი უკვე დასრულებული ჰქონდა და დარბაზში ვარჯიშობდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „Reformerfitness-ის ხელმძღვანელი. მას ინსპექციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, რადგან ფიტნესკლუბი ისევ ფუნქციონირებს. „ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა …
Continue reading “ზურაბ ჯაფარიძის ლაივის შემდეგ ფიტნესკლუბი გამოძიების დაწყებაზე გააფრთხილეს”
,,პროკრუსტეს სარეცელი“ – ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში
ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პროკრუსტე იყო ავაზაკი, რომელიც შეპყრობილ მგზავრებს ერთ საწოლზე აწვენდა. თუ შეპყრობილი ლოგინის სიგრძეზე მეტი აღმოჩნდებოდა, ზედმეტ ნაწილს წააჭრიდა, მოკლეს კი – საწოლის ზომაზე გაჭიმავდა. საბჭოთა ადამიანის – ადამიანის ახალი ტიპის ფორმირებაზე მთელი სისტემა მუშაობდა. იმთავითვე ტერორის ძალით, ხოლო მოგვიანებით იდეოლოგიის ძალით …
Continue reading “,,პროკრუსტეს სარეცელი“ – ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში”
მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა
იაგო ხვიჩია 24 ოქტომბერი, 2020 წელი “გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან ბათუმში ბევრი მეგობარი მყავს, მათი და მათი ოჯახების დამსახურებით, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩემთვის ძალიან ახლობელია ეს ქალაქი. ბათუმში ჩამოსვლა, ყოველთვის ჩემი მეგობრების ნახვის სიხარულსა და მათთან გართობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე ვიცოდი, რომ ამ ქალაქში თავს უცხოდ არ ვიგრძნობდი. არ ვიცი რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები, …
Continue reading “მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა”
განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში
ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი ქართული სასკოლო განათლების სისტემის კრიზისი იმდენად აშკარაა, რომ მის უარყოფას სისტემის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ვერ შეძლებენ. პრინციპში, არც ცდილობენ. ხელისუფლებამ ამ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ,,დუმილის უფლება“ აირჩია. ამ მოცემულობაში მართებული პოზიცია იქნება, თუ ასეთი კოლაფსის მიზეზებს გავაანალიზებთ და გამოსავლის გზების ძიებას დავიწყებთ. მიუხედავად სასკოლო …
მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | იაგო ხვიჩია
2020 წლის 13 ოქტომბერი. ბათუმი. ნაწილი პირველი: ამ ნაწერებს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და მყუდრო ეზოში ვაკეთებ და ვფიქრობ, გულწრფელად მოვყვე ის, რასაც ცხოვრების ამ ეტაპზე ამ ქალაქში ყოფნისას განვიცდი. ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვედი, ერთობ უცნაური მიზეზით – არჩევნების მოსაგებად და ბათუმში „გირჩის“ მომავალი დასაყრდენი ბირთვის შესაქმნელად. ამ არჩევნების მოგება ჩემთვის ხმათა 5%-ს …
Continue reading “მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | იაგო ხვიჩია”
ორ დღეზე მეტია ტესტის პასუხს ველოდები – ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტი ბათუმიდან
ბათუმის სამშობიარო სახლში მყოფი, კოვიდით ინფიცირებული პაციენტი აცხადებს, რომ ორ დღეზე, 48 საათზე მეტია კორონავირუსზე PCR ტესტირების პასუხს ელოდება და თვითიზოლაციაში გადასვლა სურს. „12 დღის წინ დამიდგინდა კოვიდი, 8 დღე სახლში ვიყავი, თვითიზოლაციაში, 8 დღის შემდეგ, როცა უნდა ამეღო განმეორებით ტესტი, დავრეკე 112-ზე და ვიკითხე, მქონდა გასვლის უფლება, თუ ვინმე წამიყვანდა ტესტირებისთვის. მოვიდა სასწრაფო, ანალიზს …
Continue reading “ორ დღეზე მეტია ტესტის პასუხს ველოდები – ინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტი ბათუმიდან”
„გირჩი“ საკონსტიტუციოში „შარდის სიწმინდის“ კანონის გაუქმებას ითხოვს
„გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის უმაღლეს საბჭოს უჩივის. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად პოლიტიკოსმა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარადგინოს. „გირჩმა“ ამ კანონს „შარდის სიწმინდის“ კანონი შეარქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით „გირჩის“ უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, ლალი ანთიძემ მიმართა. დავის საგანი უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონია „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ,“ სადაც …
Continue reading “„გირჩი“ საკონსტიტუციოში „შარდის სიწმინდის“ კანონის გაუქმებას ითხოვს”
„გირჩის“ კანდიდატი ბათუმში: პოლიტიკას გამბედაობა სჭირდება… ქალებს ეს ნაკლებად აინტერესებთ
„ტაქსის მძღოლებში რამე შეზღუდვა არსებობს, რომ ქალი მძღოლები არ არიან?“ – კითხვა დაგვიბრუნა იაგო ხვიჩიამ, როცა მას გენდერულ კვოტირებაზე ვკითხეთ. „გირჩის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქალებს პოლიტიკა არ აინტერესებთ. იაგო ხვიჩია არ მიიჩნევს, რომ ქალებს ჩაგრავენ. „კაცებსაც ჩაგრავენ, მოხუცებსაც, ბავშვებსაც…“ ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც „გირჩის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბათუმის ახალგახსნილ ოფისში კითხვა …
„ყოველი მეოთხე ქალი საარჩევნო სიაში“ – „გირჩის“ სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს
გენდერული კვოტირების წინააღმდეგ „გირჩის“ სარჩელს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 2 სექტემბერს, განიხილავს. დავის საგანი საარჩევნო კოდექსის ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის ყოველი მეოთხე მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამ კუთხით რეგისტრაციის პრობლემა წელს „გირჩს“ შეექმნა, როცა საპარლამენტო სიის პირველ ათეულში არც ერთი ქალი კანდიდატი არ არის. სარჩელის …
Continue reading “„ყოველი მეოთხე ქალი საარჩევნო სიაში“ – „გირჩის“ სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს “
„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“
„ქალს რა უნდა გირჩში“ – ეს კომენტარი ლალი ანთიძეს დაუწერეს, როცა ცნობილი გახდა, რომ იგი „გირჩის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი იქნებოდა. ლალი ანთიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და „ზოგადი უნარების“ ცნობილი მასწავლებელი ბათუმში. რას ფიქრობს ლალი ანთიძე მოქალაქეების ერთი ნაწილის აგრესიაზე, როცა ქალები პოლიტიკურად აქტიურდებიან და თან იმ ფონზე, როცა თავად …
Continue reading “„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“”
„შეიარაღებული ხალხი იქნება, შეგნებაც იქნება“ – „გირჩის“ საარჩევნო შეხვედრა ბათუმში
ბევრი ადამიანი არ შეკრებილა, მაგრამ ბევრი შეკითხვა დაუსვეს დღეს, 25 ივნისს, „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში მოედანზე შეკრებილებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს. „ჩვენ არ გვეყოლება კოორდინატორები და წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში… რასაც მივიღებთ, ეს იქნება ნატურალური ხმები,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მას ჰკითხეს, რატომ არ გეგმავს „გირჩი“ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას. „მხარდაჭერა ნაკლები …
„გირჩი“ წინასაარჩევნო ტოტალიზატორს მართავს – საია საჩივრით ცესკოს მიმართავს
პრეზიდენტობის კანდიდატის რეალური მაჩვენებლის გასაგებად „გირჩი“ ამომრჩევლებს ტოტალიზატორს სთავაზობს. პოლიტიკური პარტია განცხადებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში პირობას დებს, რომ თუკი არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძე 5 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, ამომრჩეველი ფსონად დადებული თანხის 100 პროცენტს მიიღებს. მინიმალური ფსონი 1000 ლარია. არჩევნებთან დაკავშირებით ინტერნეტტოტალიზატორის მოწყობა „გირჩმა“ ერთ-ერთი კვლევის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატს – …
Continue reading “„გირჩი“ წინასაარჩევნო ტოტალიზატორს მართავს – საია საჩივრით ცესკოს მიმართავს”
რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს
სწრაფად გამდიდრება – ეს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ მთავარი გზავნილია. „გირჩის“ ბათუმის ოფისში არ მალავენ, რომ ბიზნესია მათი მთავარი აქცენტი, შემდეგ კი: „კაპიტალისტები, ვის ხელშიც მოიყრის ფული, დაეხმარებიან ღარიბებს“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ბათუმის ოფისში შეკრებილების ხედვებს „ბათუმელები“ მანამდე გაეცნო, ვიდრე „გირჩი“ გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ და პარტია …
Continue reading “რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს”