კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, საკუთარ ტერიტორიაზე, წელიწადში 401 500 კუბური მეტრი მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიას ითხოვს. წყალს კომპანია სასტუმრო „ოაზისის“ მიმდებარედ 2 ჭაბურღილიდან მოიპოვებს. შესაბამისი ლიცენზია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. ლიცენზიის გაცემამდე კანონი ითვალისწინებს სკრინინგის პროცედურას იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს] და შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას. …
Continue reading “„ოაზისი“ ჩაქვში 401,5 ათასი კუბ.მ მტკნარი წყლის მოსაპოვებლად ლიცენზიას ითხოვს”