ევროპული დირექტივები და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა

ხვალ, 7 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები – საქართველო“,  გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართავს შეხვედრას თემაზე – „ევროპული დირექტივები და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა“. ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრის მიზანი  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან მიმართებაში არსებული ხარვეზების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა, რომელიც, ხელს შეუწყობს ამ დარგში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს ევროკავშირთან.

ნავთობტერმინალი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წინააღმდეგ

“ბათუმის ნავთობტერმინალი” სასამართლოში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ედავება. ტერმინალი მიმდინარე წლის 26 თებერვალს ზღვაში ნავთობის ჩაღვრის გამო დააჯარიმეს 65 ათასი ლარით, ხოლო 5 ათასი ლარით – ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის. ნავთობტერმინალი მეორე ჯარიმას ასაჩივრებს. კომპანიის შეფასებით, მათ ინფორმაცია დროულად შეატყობინეს გარემოსდამცველებს “იმ დილით სამსახურის უფროსმა დამირეკა, რაღაც ლაქები შეინიშნება ზღვაშიო – მოუყვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს მოწმემ, გარემოს …

ჩაანაცვლე ავტომანქანა ველოსიპედით – ბელგიელი მოგზაური ქობულეთში

28 წლის ბელგიელმა ფლორეან გოფინმა რომელსაც ხარისხი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვით საკითხებში აქვს დაცული, დღეს, 11 აპრილს, გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრა  ქობულეთის მოსახლეობასთან გამართა. ფლორეან გოფინის თქმით, ქობულეთში ავტომანქანების სიმრავლის გამო ჰაერი დაბინძურებულია და ის მოსახლეობას ურჩევს, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ავტომანქანა ველოსიპედით ჩაანაცვლონ. ფლორეან გოფინი სხვადასხვა ქვეყნებში ველოსიპედით მოგზაურობს. „გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს. …

ტყის დღე და გამწვანების აქცია ქობულეთში

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, დღეს 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერში, ქობულეთის სატყეო სააგენტოს,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენლებმა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, აკაციის, ცაცხვის, იაპონური მუხის, ფიჭვის და რცხილის  1000-მდე ნერგი დარგეს. „21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღედ, 1971 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. …

აჭარის ყველა მდინარე ეკოლოგიურად დაბინძურებულია – როგორია დაჯარიმების სტატისტიკა

ბათუმის მიმდებარე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, თუმცა კონკრეტული დამნაშევე თითქმის არ არსებობს: „ზემოდან მოაქვს მდინარეს“, „მეორე სოფლიდან მოაქვთ და ყრიან“- ამბობენ დაბინძურებულ ხევებთან და მდინარეებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებისა და საჯარიმო სანქციების ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოში გადაყრას ერიდება, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე …

დისკუსია თემაზე – ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა

16 მარტს ბათუმში, 18:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში, გიორგი მუხიგულიშვილი  დისკუსიას გამართავს თემაზე – „ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა“. პროგრამის კოორდინატორია, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“.  დისკუსია გაიმართება „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მხარდაჭერით.  

რატომ ჭრიან ქალაქში ჭადრებს? [ვიდეო]

დღეს  12 მარტს, ბათუმში  ლერმონტოვის ქუჩაზე ოთხი ჭადარი ამოიღეს.  უფრო ადრე, 9 მარტს, ჭადრები  გამსახურდიას და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაშიც მოჭრეს და მის ნაცვლად პალმები დარგეს. რატომ ჭრიან ჭადრებს ქალაქში? – ამ კითხვით ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს მივმართეთ. სამსახურის უფროსის მოადგილის, შავლეგ ფხაკაძის განცხადებით, ხეები ქუჩის რეაბილიტაციას უშლიდა ხელს და ამიტომ მოხდა მისი ამოღება. „სამი ჭადარი ამოვიღეთ, …

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან ანუ პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულებულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის ოდენობით. „იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი,“-ნათქვამია გარემოსდაცვითი ინსპექციის განცხადებაში.

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

რას ავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება  საქართველოს გარემოს დაცვის საკითხებში და რას ვერ უმკლავდება ხელისუფლება.  როგორია სამოქალაქო ცნობიერება და რა გამოწვევების წინაშე დგას   ბუნება და ადამიანი, მწვანე გარემოს დაბინძურების გამო. გადაცემა „მთავარი თემა“ამ პრობლემაზე  წარმოგიდგენთ ორ სიუჟეტს. პირველი სიუჟეტი შეეხება  საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარეების დაბინძურებას, რომელსაც საკმაოდ მასშტაბური სახე აქვს დღეს, როგორც  აჭარის მაღალმთიანეთში, ასევე დაბლობში. გადაცემის …

2016 წელს კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს დააფინანსებს

დღეს, 22 თებერვალს, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგიმ სიტყვით მიმართა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში. ,,სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. კომპანია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, როცა თვისი …

„ნაციონალები“ ხეებთან მჯდომარე აქციას იწყებენ

დღეს რვა თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბუკნარში, იმ ხეებთან რომლის გადატანასაც ბიძინა ივანიშვილი ახალი პარკისთვის გეგმავს, გრძელვადიან მჯდომარე აქციებს იწყებენ. „დღეს ჩვენ, 30 ადამიანი ვაპროტესტებს ამ ხეების გადატანას ივანიშვილის პარკში. აპირებენ 40 ძირი ხე ტიტას და ორი ცალი ჭაობის კიპაროსის გადატანას. ჩვენ ამ ხეებს ივანიშვილს არ გავატანთ, უკიდურესი ზომები მიღებაც რომ დაგვჭირდეს. აქვე ახლოს არის …

ქობულეთში 20-ზე მეტი მუხის ნერგი გადატეხეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე დარგული 20-ზე მეტი იაპონური მუხის ნერგები შუაზე გადატეხეს. როგორც გამგებელი ამბობს, ნერგები ტენდერით იყო შეძენილი და დაახლოებით ათი ათასი ლარი დაჯდა. გამგებელი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა  ეჭვმიტანილების ვინაობა არ არის ცნობილი. „ნეტა დამაჭერინა ვინც ეგ გააკეთა. „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზეა ერთი ვიდეოთვალი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა დამნაშავეების დადგენა. …

„შესაძლო გადაცდომასა“ და კორუფციაზე გარემოსდაცვით ზედამხედველობის სამსახურში

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსს ვახტანგ ღოღობერიძეს 23 სექტემბრის შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უწყების თანამშრომელთა ერთი ჯგუფის, მათ შორის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით, კერძო კომპანიები უკანონო გზით ინერტულ მასალებს – ქვიშა-ხრეშს მოიპოვებენ. საუბარია მდინარეებიდან ინერტული მასალების უკონტროლოდ და უკანონოდ ამოღებაზე. „ბათუმელების“ ამ ინფორმაციას გარკვეულწილად ადასტურებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

აჭარაში ახალი პროექტის „მწვანე ქალაქები“ განხორციელება იწყება

 

სასტუმრო „რადისონში“ პროექტის „მწვანე ქალაქები“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის თანახმად ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ( ISTBAR) იწყება. პროექტის ინიციატორთა ინფორმაციით, „მწვანე ქალაქების“ პროექტი  ხელს შეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას.

15 მილიონი წლის წინანდელი ტყე – ქვაში

 

გოდერძის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გასწვრივ, თუ კარგად დააკვირდებით, მარაოსებურად გაშლილ პალმებსაც შეამჩნევთ, ნახევარი მეტრი სიგრძის ფოთლები; ასევე ქაფურის ხეებს, დაფნებს, რომელთა მსგავსი დღეს სამხრეთ იაპონიასა და აფრიკის დასავლეთით – კანარის კუნძულებზე გვხვდება; გვიმრისნაირებიდან კი ისეთ სახეობებს, რომლებიც მხოლოდ ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში ხარობენ; აქვეა ლეღვი, ხეჭრელი, მუხა, ტირიფი, ნეკერჩხალი, ფიჭვისებრნი – სულ ოთხმოცამდე ჯიშის მცენარე… ეს ყველაფერი დღეს გაქვავებულია და ამ ადგილამდე ირგვლივ მხოლოდ სუბალპური მდელოებია. 10-15 მილიონი წლის წინ კი, აქ თბილი ჰავისა და ხშირი წვიმის გამო სუბტროპიკულ ტყეებს თითქმის გაუვალს ხდიდა ლელი, ლაქაში, გვიმრები და ბუჩქნარი. 

 

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იწყება

 

 ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომელიც 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან, თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები. ფესტივალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.  

ბათუმის დელფინარიუმში ორი სელაპი დაიბადა

 

ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით,  ორი სელაპი დაიბადა. 

ბათუმში მინისტერიალი − „გარემო ევროპისათვის“ ჩატარდება

 

2016 წელს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია  (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“   (EFE 2016)  ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა.   ღონისძიებაში 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

6 მაისის პარკში ტბაზე ფეხმოტეხილი იხვი შეამჩნიეს

 

დღეს 20 ივლისს, ბათუმის 6 მაისის პარკის ტბაში, სტუდენტებმა ფეხმოტეხილი იხვი შეამჩნიეს.  

ხეები ბათუმში მდებარე გალერეისა და კაფეს ინტერიერში [ფოტო]

 

ბათუმის  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უკანა მხარეს მდებარე გალერეასა და მეორე სართულზე მდებარე ღია კაფეში მრავალწლოვანი ხეები ინტერიერის ნაწილია. მუზეუმის პატარა სკვერში ხეების შენარჩუნების იდეა ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელის, მხატვარ ნინო ნიჟარაძის გადაწყვეტილება იყო. 

მესაზღვრეებისთვის აჭარაში 350 კუბ/მ შეშა მოიჭრება

 

 შეშით მომარაგდება ხიხაძირის, ჩირუხის, ტბეთის, ქედის, გორგაძეთის, კირნათისა და სარფის სასაზღვრო დაცვის 21 ობიექტი. ხე–ტყის დამზადებაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N1-მა სამმართველომ [ბათუმი] ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

უკანონო ნაგავსაყრები და საკურორტო ქალაქი

 

ქალაქის დასუფთავებისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ბათუმის მერია. შეგროვებული ნარჩენები ამ სამუშაოს შემსრულებელს, შპს „ბათუმის სანდასუფთავებას“, გონიოს პოლიგონზე გააქვს. გონიოს უკანონო ნაგავსაყარი კი, გარემოსდამცველების ინფორმაციით, მიწისქვეშა წყლებისა და ატმოსფეროს დაბინძურების წყაროა, რაც მუდმივად უქმნის ქალაქს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას. გიორგი ერმაკოვი ბათუმის მესამე მერია, რომელიც ბათუმელებს ნაგავსაყრის აშენებას ჰპირდება. 7 მილიონი დოლარი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ პროექტისთვის 8 წლის წინ გამოყეს, ისევ „გაყინულია“.

მდინარეები და სამოქალაქო ცნობიერება

 

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, პატარა მდინარე ჩამოდის.  როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, ის ერთი თვის წინ გაწმინდეს. ამის მიუხედავად, მდინარეში ბევრ საყოფაცხოვრებო ნარჩენს ნახავთ: საზამთროს ქერქს, „პამპერსებს“, პლასტმასის ბოთლებს, მაისურებს, კედებს და ა.შ. მდინარის ერთ ნაპირზე დიდი წითელი ტაშტიც შევნიშნეთ. რატომ არ უფრთხილდება მოსახლეობა მდინარეებს და მის მიმდებარე გარემოს და არის თუ არა ჯარიმები გამოსავალი?

სამინისტრომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრის ფორმა დაამტკიცა

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის ფორმა დაამტკიცა. მინისტრ გიგლა აგულაშვილის შესაბამისი ბრძანება ძალაში გუშინ, 25 მაისს შევიდა.

დანაგვიანებული სანაპირო ქობულეთში [ფოტო]

 

ფოტოები გადაღებულია დღეს, [18.05.2015] ქობულეთში, სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, რომლებიც დაიშვა საქართველოში

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, შესაბამისი ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების ჩამონათვალი დაამტკიცა. ბრძანება ძალაში 24 აპრილიდან შევიდა. 

ბათუმში საკურა აყვავილდა

 

ბათუმში  საკურა, ანუ იაპონური ალუბლის ხეები აყვავილდა. 50 ძირი საკურა, გასული წლის გაზაფხულზე ბათუმის მერიის „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“ დარგო.  

„ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე“ – ფლაერები მოქალაქეებისთვის

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას „ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე!” განაგრძობს. საინფორმაციო აქცია ამჯერად ქალაქ ბათუმში გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა მოსახლეობას გააცნო.  

კინოჩვენება დედამიწის საათის ფარგლებში

 

დღეს, 28 მარტს, დედამიწის საათის საერთაშორისო აქციის ფარგლებში, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტთან ერთად კინოჩვენება მოაწყო. 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ახალ პროექტს იწყებს

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ახალი პროექტის – „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელებას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს, 10 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში  გაიმართება.  პროექტში, აჭარის   მუნიციპალიტეტებიდან მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, დღესვე  გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია  “მერსი ქორფსს” (Mercy Corps) შორის.   

„აჭარ ენერჯი 2007“ ლიცენზიისგან გათავისუფლდა

 

საქართველოს მთავრობამ „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით“, აჭარაში, მდინარე ჭოროხზე მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „აჭარ ენერჯი 2007“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვით გაათავისუფლა.

გამაგრებითი სამუშაოები ადლიის სანაპირო ზოლში

 

ადლიაში 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლის გამაგრება მიმდინარეობს.  სამუშაოებს საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მოინახულეს. 

ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად

 

ბათუმში ცოტამ თუ იცის, რომ წიგნის მაღაზია “ბიბლუსის” ქსელში პოლიეთილენის გარდა მუყაოს პარკებშიც დებენ შენაძენს. მაღაზიებში ამბობენ, რომ მომხმარებელი ხშირად პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მუყაოს პარკით, რომელსაც არ აქვს სახელურები, რთულია რამდენიმე მძიმე ნივთის ერთდროულად წაღება, ამიტომაც ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად სთავაზობენ მათ ეკოპარკებს.

„ჰილტონ ბათუმი“ გარემოს დაცვის აქციაში

 

ცნობილი სასტუმროების ქსელი „ჰილტონი“  19-23 ოქტომბერს,  მთელ მსოფლიოში  გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის კვირას აღნიშნავს. 

აქციას „ჰილტონ ბათუმიც“ შეუერთდა. სასტუმროს თანამშრომლებმა  გარემოს დღე, ბათუმის პლაჟის დასუფთავებით აღნიშნეს.

 

ვინ ზრუნავს მდინარის კალაპოტების გამაგრებაზე

 

აჭარის მთავრობა რეგიონისთვის სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლის. გადაუღებელი წვიმის შედეგად აჭარაში რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო ხიდები, დაინგრა საავტომობილო გზები. ორთაბათუმში მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა და ჯებირი გაამტვრია, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ჩაქვისწყალი და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ხდება თუ არა წინასწარ საფრთხის ანალიზი, პრევენცია და მიმდინარეობს თუ არა ნაპირგამაგრების სამუშაოები.

 

Exit mobile version