სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: …
Tag Archives: ბათუმის პორტი
ბათუმში 7 ახალი გაზსაცავის მოწყობაზე ნავთობტერმინალი გზშ-ს მოამზადებს
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს; ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას, რათა უზრუნველყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს …
Continue reading “ბათუმში 7 ახალი გაზსაცავის მოწყობაზე ნავთობტერმინალი გზშ-ს მოამზადებს”
როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ 2019 წლის 12 მარტს, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება. ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი შენდება, თუმცა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ …
Continue reading “როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]”
ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა. მერის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ამ მშენებლობას პერმანენტულად მანამდეც აპროტესტებდა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 …
Continue reading “ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა”
ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტეს
საინიციატივო ჯგუფმა – „ქიმიური შეტევა ბათუმზე“, ახლახანს ბათუმის მერის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს. საინიციატივო ჯგუფი მერის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. “ამ გადაწყვეტილებით ქიმიური ტვირთები დაიმკვიდრებს თავს ქალაქ ბათუმში, რაც პირდაპირი დარტყმა იქნება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამარტო ბათუმის ტურისტულ ეკონომიკაზე, არამედ მთელი საქართველოს ტურისტულ ეკონომიკაზე. …
Continue reading “ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტეს”
ლაშა კომახიძე: მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს
ბათუმის მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ახალი ტერმინალი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტზე აიყვანს ბათუმის პორტს“. ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი …
Continue reading “ლაშა კომახიძე: მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს”
ბათუმის ნავსადგურში ახალი ტერმინალი გაიხსნა
დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გახსნა. ახალი ტერმინალის მშენებლობისას ნავსადგურის აკვატორიაზე ფსკერი დააღრმავეს, რისი საშუალებითაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე შესაძლებელი იქნება FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება. ახალ ტერმინალში ასევე შესაძელებელი იქნება ჩვეულებრივი სატვირთო მანქანებით მისული …
Continue reading “ბათუმის ნავსადგურში ახალი ტერმინალი გაიხსნა”
ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ასახელებენ თარიღს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში ჩამოსვენება. როგორც “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მეზღვაურის გადმოსვენება მიმდინარე ექსპერტიზის გამო ყოვნდება. “ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ცხედარს ამჟამად უტარდება პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა. პროცესი დაწყებულია და ექსპერტიზის დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე, რის …
Continue reading “ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში”
რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე
ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში? გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, …
Continue reading ” რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე “
ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე აშენდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ბათუმის #7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი მოეწყობა და ექსპლუატაციაში შევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურაა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. …
რამდენი გემი შემოვიდა საქართველოს ნავსადგურებში 2018 წელს – სტატისტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად 2018 წელს საქართველოს ნავსადურებში 1629 გემი შემოვიდა. აქედან ფოთის საზღვაო ნავსადგურში 787 გემი შემოვიდა, ბათუმის ნავსადგურში 669 გემი, ყულევში 132 გემი, ხოლო სუფსის ტერმინალში 41 გემი. შემოსული გემებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი (29 % ) ტვირთმზიდი გემი იყო, 24 % ტანკერი, ხოლო 20 % კონტეინერმზიდი. 2018 წელს საქართველოს …
Continue reading “რამდენი გემი შემოვიდა საქართველოს ნავსადგურებში 2018 წელს – სტატისტიკა”
ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში
დღეს, 21 იანვარს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი შემოვიდა. Donald Cook-ი (DDG 75) სარაკეტო გამანადგურებელია, რომლის ეკიპაჟში 306 მეზღვაურია. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი Donald Cook-ი ბათუმის ნავსადგურში 2007 წელს იმყოფებოდა. ხომალდი Donald Cook-ი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და …
Continue reading “ამერიკული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტში”
„ანტიქიმიური კარავი“ ევროპის მოედანზე ბათუმში
ბათუმში, ევროპის მოედანზე, პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 20 იანვარს, კარავი გაშალეს. „ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ამ პროტესტის. ჩვენ დღის ბოლომდე მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ, რა ფორმა მიეცემა პროტესტს,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო თევზაძემ. კარავში, აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერები შეგროვდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხელმოწერებს აჭარის მთავრობას გადაუგზავნიან: …
Continue reading “„ანტიქიმიური კარავი“ ევროპის მოედანზე ბათუმში”
აქციის მონაწილეებმა პორტთან ქუჩა გადაკეტეს, კარავი ევროპის მოედანზე გაიშლება
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ მიდიან. აქციაზე იმყოფებიან პოლიციელებიც. მათ აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ, როცა მსვლელობის გამო ქუჩის ერთ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა შეწყდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გაიმართება, რომლის შემდეგაც „ანტიქიმიური კარავი“ გაიშლება ევროპის მოედანზე. კარავში ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს შეაგროვებენ. …
Continue reading “აქციის მონაწილეებმა პორტთან ქუჩა გადაკეტეს, კარავი ევროპის მოედანზე გაიშლება”
„არა ქიმიურ ტერმინალს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან [ფოტო]
„ეს იყო კლოუნადა“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპროტესტო აქცია ახალი ტერმინალის წინააღმდეგ დღეს, 20 იანვარს. აქციის ორგანიზატორებმა ასე უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ქმედება შეაფასეს, რომელმაც გუშინ, „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში კარბამიდი შეჭამა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დეპუტატი უპასუხისმგებლოა. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თქვეს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი …
Continue reading “„არა ქიმიურ ტერმინალს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან [ფოტო]”
კომპანიის დირექტორი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე: „არ ვიცი, ვისი დაკვეთაა ეს“
„მამუკა ხაზარაძესთან ერთ კომპანიაში ვართ პარტნიორები, მაგრამ მე ძალიან აპოლიტიკური ვარ და ახლა ამაზე საუბარი არ მინდა…“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ზარიძემ, კომპანია Wondernet Express-ის დირექტორმა. ეს კომპანია ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას გეგმავს, რასაც საზოგადოების ერთი ჯგუფი აპროტესტებს. გუშინ, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიას გიორგი ზარიძეც ესწრებოდა. …
ბათუმის მერიაში გრანირებული კარბამიდი მიიტანეს – დისკუსია ახალი ტერმინალის მშენებლობაზე
“ჩვენ ძალიან თანამედროვე ტერმინალი უნდა ავაშენოთ… ეს განავითარებს ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – მიმართა ბათუმის მერიაში შეკრებილებს კომპანია Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა, ჯალელ ავეზოვმა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს. ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე დღეს, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში საჯარო დისკუსია გაიმართა. კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ზარიძემ პრეზენტაციის დროს …
რამდენად საშიშ ნივთიერებებს გადაიტანენ ტერმინალიდან – ქიმიკოსები VS მოწინააღმდეგეები
„უსაფრთხოებას სად იცავენ? – იქ, სადაც საფრთხეა და რატომ უნდა შევიქმნათ საფრთხე ბათუმის მოსახლეობამ? გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება, მაგრამ ჩვენ არც ერთი უსაფრთხოების ზომა საქართველოში ჯერ დაცული არ გვინახავს“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. სპეციალისტებისა და ხელისუფლების შეფასების მიუხედავად, რომ ბათუმის ახალი ტერმინალი ყველა …
ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის
დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის, რომლის საფუძველზეც, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი უნდა აშენდეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია. ხელმოწერის ცერემონიაზე „ჰილტონში“ იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მან კომენტარი „ბათუმელებთან“ გააკეთა. ლაშა კომახიძე ამბობს, …
Continue reading “ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის”
რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები
„ბათუმელებმა“ მოიპოვა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი ტერმინალიდან შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთებს გადაიტანენ: [highlight color=”green”]აზოტის მინერალური სასუქები:[/highlight] კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები. [highlight color=”yellow”]ფოსფატის სასუქები:[/highlight] მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი. [highlight …
Continue reading “რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები”
ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო …
Continue reading “ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს”
ბათუმში ბრიტანეთის საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა
დღეს, 29 დეკემბერს, ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შემოვიდა. დახვედრის ცერემონიალი მე-10 ნავმისადგომზე გაიმართა. ბრიტანული გემი ბათუმის პორტში პირველად იმყოფება. სტუმრებს პორტში დახვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. შესრულდა საქართველოსა და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები. ფოლკლორულმა ანსამბლმა ხალხური ცეკვები შეასრულა, ვაჟთა გუნდმა კი „მრავალჟამიერი“ იმღერა. ბრიტანელ სტუმრებს ქართული ღვინო მიართვეს. როგორც …
Continue reading “ბათუმში ბრიტანეთის საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა”
ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი შემოვა
29 დეკემბერს ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შემოვა. დახვედრის ცერემონიალი მე-10 ნავმისადგომზე, 11 საათზე გაიმართება. “ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობებისა. HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება. აღნიშნული …
Continue reading “ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი შემოვა”
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის შესაძლო გამოსყიდვაზე
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებას და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ის მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტს სამრეწველო დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და სამგზავრო პორტად უნდა იქცეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ …
რატომ აპროტესტებენ ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას – აქცია ბათუმში
დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან აქცია გაიმართა. მოქალაქეების ჯგუფმა ბათუმის ნავსადგურში ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტა, სადაც, აქციის მონაწილეების თქმით, ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება. „გამაფრთხილებელი აქცია“ – ასე უწოდეს თავად აქციის მონაწილეებმა შეკრებას, რომელზეც აქციის მონაწილეები პირბადეებითა და ყვითელი ჟილეტებით მივიდნენ და მთავრობას მოუწოდეს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მათი მოსაზრება. აქციას შეუერთდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარე …
Continue reading “რატომ აპროტესტებენ ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას – აქცია ბათუმში”
თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე
აჭარის მთავრობის პრესსამსახური მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოკლე კომენტარს ავრცელებს ბათუმის პორტთან დაკავშირებით, სადაც დღეს, 14 დეკემბერს, აქცია გაიმართა და მოქალაქეებმა მთავრობას სთხოვეს, არ დაუშვას ბათუმის პორტში ტერმინალის აშენება. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ტერმინალის გავლით ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება. „ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია დაიცვას და იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე, იზრუნოს ბიზნესზე და მერწმუნეთ, რომ ეს პროცესი …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე”
ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია
ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, მერიას პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს და მხოლოდ გარემოს სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება ამ საკითხის განხილვა. წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი საქართველოს მთავრობასა …
Continue reading “ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია”
მეზღვაური: ბათუმის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურმა 6200 დოლარი მომპარა
მეზღვაური აბდულ მომენ იქბალ აჰსანი ირწმუნება, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომლებმა გაქურდეს და მისი კუთვნილი 6 200 ამერიკული დოლარი მიითვისეს. აბდულ მომენ იქბალ აჰსანი სინგაპურულ კომპანია MTM Ship Management Pte-ს კუთვნილ სატვირთო გემ STRATEGIC VISION-ზე, უფროს მექანიკოსად მუშაობდა. აჰსანს კომპანიასთან კონტრაქტი დაუმთავრდა. მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს, STRATEGIC VISION ბათუმის პორტში შემოვიდა, მან გემი …
Continue reading “მეზღვაური: ბათუმის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურმა 6200 დოლარი მომპარა”
ბათუმის პორტში მდგარი ავარიული გემის ეკიპაჟი ხელფასს რვა თვეა ელოდება
ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს ელოდება. რვა თვეა მეზღვაურები უხელფასოდ მუშაობენ. გემზე საქართველოს სამი, ინდოეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქე იმყოფება. 7-კაციანი ეკიპაჟის შემადგენლობისთვის გემთმფლობელს დაახლოებით 32 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი. მეზღვაურები კუთვნილ ხელფასს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. გემთმფლობელმა დავალიანების დასაფარად ვადა თვის ბოლომდე ითხოვა. „იანვარში ავედი გემზე სტამბოლში. მშრალი …
Continue reading “ბათუმის პორტში მდგარი ავარიული გემის ეკიპაჟი ხელფასს რვა თვეა ელოდება”
„ქიმიური შეტევა ბათუმზე“ – რა გამოვლინდა შემოწმების შედეგად
ბათუმის ნავსადგურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გრანულებიანი გოგირდი, რომელიც ნავსადგურში, ღია სივრცეში იტვირთებოდა, საფრთხეს არ წარმოადგენს. შედეგები დღეს, 21 ივნისს, გახდა ცნობილი. „გოგირდის ნაყარი ტვირთის გადატვირთვის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, გაზომვები, რა დროსაც დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო …
Continue reading “„ქიმიური შეტევა ბათუმზე“ – რა გამოვლინდა შემოწმების შედეგად”
რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში
თუ ბათუმში ხართ და ზღვაზე გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის ბათუმის იახტკლუბს უნდა მიაკითხოთ. იახტკლუბში გემით გასეირნების ფასები 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათი ერთ ადამიანს 10 ლარი დაუჯდება. თუმცა ამ შემთხვევაში იძულებული იქნებით სხვა ტურისტებს დაელოდოთ და როცა გემი შეივსება, ზღვაში შემდეგ გახვიდეთ. თუ გემზე წვეულების მოწყობას გადაწყვეტთ, ერთი საათით დაქირავება 200-დან …
Continue reading “რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში”
პატარაძე ბათუმის პორტზე: გამოვნახავთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის
„ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა სახის მანიპულაციას. დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმით, რომ ინვესტორებმა იმუშაონ ჩვენს რეგიონში“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც დღეს თქვეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბათუმის პორტს მიზანმიმართულად აკოტრებს და პორტის ხელში ჩაგდებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია ცდილობს. ზურაბ პატარაძე: „ეს არის აბსურდული განცხადება, უსაფუძვლო და პროვოკაციული. მინდა შევახსენო მათ, …
ენმ: ბათუმის პორტსა და ტერმინალს ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს
„ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ბათუმის პორტი და ტერმინალი,“ – აცხადებს გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ბათუმის პორტისა და ტერმინალის მართვის უფლებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს. გია აბულაძე ამბობს, რომ პორტის მოქმედ მენეჯმენტზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს. ბათუმის პორტში მესამე დღეა თანამშრომლების ერთი ჯგუფი შიმშილობს. „თქვენ ნახავთ სულ …
Continue reading “ენმ: ბათუმის პორტსა და ტერმინალს ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია შეიძენს”
რა ხდება ბათუმის პორტში – შიმშილობის მესამე დღე
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. პორტის 8 თანამშრომელი მესამე დღეა შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 3 აპრილს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა პირობა დადო, რომ პორტში რეორგანიზაცია აღარ განხორციელდება, მოშიმშილეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადადგეს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი. რას შეცვლის პორტში დირექტორის შეცვლა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” პორტის მცირე …
Continue reading “რა ხდება ბათუმის პორტში – შიმშილობის მესამე დღე”
შსს: ბათუმის პორტში კრიმინალური პოლიცია ადმინისტრაციამ გამოიძახა
ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. შს სამინისტროს ცნობით, პოლიცია პორტის ადმინისტრაციამ გამოიძახა. „ადმინისტრაციამ გააკეთა შეტყობინება, რომ მუშებს თვითნებურად გადაჰყავდათ პატარა ხომალდები და გასასვლელს ხერგავდნენ, რომ გემს ვერ მოეხერხებინა პორტის დატოვება. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროში. ბათუმის პორტში მეორე დღეა …
Continue reading “შსს: ბათუმის პორტში კრიმინალური პოლიცია ადმინისტრაციამ გამოიძახა”
პორტში დასაქმებულები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები მმართველი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ. დღეს, 3 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა განაცხადა, რომ პორტში რეორგანიზაცია აღარ განხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, მოლაპარაკება მხარეებს შორის არ შედგა. “არ გვაინტერესებს დირექტორმა რა თქვა, მოვითხოვთ, რომ გადადგეს. მოლაპარაკებას მხოლოდ იმ ადამიანთან გავმართავთ, ვინც მის ნაცვლად მოვა,” – ასეთია მოშიმშილეთა …
Continue reading “პორტში დასაქმებულები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ”