ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „ურსა“ და მორის მელაძე მიიღებს. მომსახურების შესყიდვას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს და ჰონორარში 27 ათას 801 ლარს გადაიხდის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებელი მორის მელაძე და მოწვეული ჯგუფი „ურსა“. აღნიშნული შემსრულებლები შერჩეულ იქნენ „ქალაქისა და …
Tag Archives: ბათუმის კულტურის ცენტრი
1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებმა ჰონორარების გარეშე
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ჯამში 349 ათას 943 ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი ტენდერი მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული 976 ათას 60 ლარით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებს, ბათუმის მერია ტრადიციულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გასცემს. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეები და მათი ჰონორარები ჯერ ცნობილი არ არის. …
ბათუმის მერიამ 1000 ლარი ტორტში და 88 ათასი ლარი რესტორნებში დახარჯა – ბათუმობა 2025
ბათუმში გამართულ „ბათუმობა 2025“-ის ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტიდან ტორტში და სხვადასხვა სარესტორნო მომსახურებაში 18 ათასი ლარი დაიხარჯა. ცალკე 70 ათასი ლარია გადახდილი „შერატონში“ გამართულ ვახშამში. გასაჯაროებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 335 ათასზე მეტი ლარია დახარჯული. ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის სარესტორნო მომსახურება ბათუმის სხვადასხვა …
მერიამ „ბათუმობაზე“ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა რესტორანში გამართულ ვახშამში
„ბათუმობაზე“ „შერატონში“ შეკვეთილ ვახშამში ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 70 ათას 200 ლარი დახარჯა. „ბათუმობა“ 2025 წლის 3 და 4 მაისს გაიმართა, თუმცა, არც მერიამ და არც ბათუმის კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა. საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტი კულტურის ცენტრმა მხოლოდ 28 მაისს ატვირთა შესყიდვების პორტალზე. ამ დოკუმენტის მიხედვით „ბათუმობა 2025“ -ის ფარგლებში სარესტორნო მომსახურებაში …
Continue reading “მერიამ „ბათუმობაზე“ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა რესტორანში გამართულ ვახშამში”
ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლო კონცერტებზე – 448 ათასი ლარი დაიხარჯება ჰონორარებში
ბათუმში საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შეისყიდის. ღონისძიებები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. კულტურის ცენტრი თითოეული მონაწილის ჰონორარს არ აკონკრეტებს და დოკუმენტებში საერთო თანხა აქვს მითითებული – ჯამში 448 ათას 86 ლარი. „შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2023 წლის 25 …
ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმში საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის
ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში არ შედის იმ მომღერლების/შემსრულებლების ჰონორარი, რომლებსაც 31 დეკემბრის კონცერტზე მოიწვევენ. ღონისძიებები ორი კვირის განმავლობაში – 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით – ევროპის მოედანზე გაიმართება. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ორი ტენდერი გამოაცხადა 319 ათას 450 და 196 ათას …
Continue reading “ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმში საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის “
„ზაფხული ბათუმში“ 26 აგვისტოდან – მუსიკალური არტპროექტისთვის მერია 250 600 ლარს ხარჯავს
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, მუსიკალური არტპროექტის – „ზაფხული ბათუმში“ ფარგლებში, ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებების გამართვა 2020 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი. ამ ღონისძიების ორგანიზებისა და გასართობ მომსახურებას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს, რისთვისაც განაცხადით უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობის მისაღებად. …
„განდაგანა“ – ახალი კონკურსისთვის 105 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან
ბათუმის მერია წელს ახალ კონკურსს – „განდაგანას“ ჩაატარებს და ქალაქის ბიუჯეტიდან 105 ათას ლარს დახარჯავს. ამ თანხით ბათუმის კულტურის ცენტრმა კონკურსის ორგანიზებაზე ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო სავარაუდო ფასის დასადგენად ჩატარდა ბაზრის კვლევაც. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ თვითმმართველობებს მისცა რეკომენდაცია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში …
Continue reading “„განდაგანა“ – ახალი კონკურსისთვის 105 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან”
საახალწლო ღონისძიებები ბულვარში დღეს საღამოს კონცერტით დასრულდება
საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, რომელიც 2019 წლის 26 დეკემბერს დაიწყო, დღეს, 7 იანვარს დასრულდება. დღეს, საღამოს 20:00 საათზე, ღონისძიება სტეფანეს კონცერტით დაიწყება, 21:00 საათიდან კი Spacecraft-ი გააგრძელებს. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 8 იანვარს დაიწყება საკონცერტო მთავარი სცენის დემონტაჟი. ხვალვე აიღებენ ბულვარში განთავსებულ ჯიხურებს, სადაც საახალწლო ბაზრობა იმართებოდა. რაც შეეხება მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს, ის ბულვარში …
Continue reading “საახალწლო ღონისძიებები ბულვარში დღეს საღამოს კონცერტით დასრულდება”
200 „ქოლგა“ ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე
ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელს 200 მანათობელი „ქოლგით“ მორთეს. მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციული სანათები , მათ შორის, სანათი „ქოლგები“, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აჭარგანათებისგან“ შეიძინა, ჯამში, 52 100 ლარად. ბათუმის კულტურის ცენტრს სანათების შეძენაზე ტენდერიც ზუსტად ამ თანხით ჰქონდა გამოცხადებული. დოკუმენტების მიხედვით, ერთ ქოლგაში, რომელიც ჩინური წარმოებისაა, 125 ლარია გადახდილი [ჯამში …
Continue reading “200 „ქოლგა“ ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე”
44 125 ლარი მომღერლებისა და წამყვანების ჰონორარისთვის – საახალწლო ღონისძიებები ბათუმში
ბათუმის კულტურის ცენტრი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში სოლოშემსრულებლებთან და წამყვანებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს გააფორმებს და მათ ჰონორარის სახით ჯამში 44 125 ლარს გადაუხდის. ამ თანხაში შედის ცეცხლოვანი შოუს გამართვაც. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრს გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი 271 950 ლარით. ტენდერში გაიმარჯვა ა[ა]იპ ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა, რომელთანაც ხელშეკრულება 227 700 ლარზე გაფორმდა. „არსებული ტენდერიდან დარჩა ეკონომია 44 …
1 მილიონს გადააჭარბა ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა თანხამ
1 მილიონ 105 ათას 445 ლარი – ეს თანხაა ამ დროისთვის ქალაქისა და აჭარის ბიუჯეტებში გათვალისწინებული, წელს, ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებისთვის და ქალაქის გაფორმებისთვის. შარშან იგივე მიზნისთვის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან 428 423 ლარი – უშუალოდ ქალაქის გაფორმებისთვისაა გათვალისწინებული, 271 950 ლარი – საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, 52 100 ლარი – ნაძვის ხის დეკორატიული …
Continue reading “1 მილიონს გადააჭარბა ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა თანხამ “
საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს ევროპის მოედანზე აღარ ჩატარდება. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ, მთავარ სცენას კი, ასევე ბულვარში – საზაფხულო თეატრთან. ქალაქის გაფორმებისთვის და საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 700 373 ლარია გამოყოფილი. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბერს …
Continue reading “საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება”
წელს ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში მრგვალ შადრევანზე დადგამენ
2020 წელს ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ შეხვდებიან. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის, მთავარ ნაძვის ხეს ბათუმის ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ. მთავარი კონცერტის სცენა კი, საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება. ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე კი ტენდერი ჯერ კიდევ გამოცხადებული არ არის. ჯონი …
Continue reading “წელს ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში მრგვალ შადრევანზე დადგამენ”
მთავარ სცენას და ნაძვის ხეს ევროპის მოედანზე აღარ დადგამენ – საახალწლო სამზადისი ბათუმში
ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრი ბაზარს იკვლევს. სავარაუდო ფასის დადგენის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე. კულტურის ცენტრის განაცხადში აღნიშნულია, რომ მთავარი სცენა საახალწლოდ არა ევროპის მოედანზე, არამედ ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ მოეწყობა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავარი ნაძვის ხეც არა ევროპის მოედანზე, არამედ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, შადრევნებთან [შესაძლოა შადრევანზეც კი] …
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2019 წლის 26 მაისს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად ევროპის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის დახარჯვას კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე გეგმავს. შესაბამისი თანხმობისთვის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორც კულტურის ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, „სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა ღონისძიების ცენტრალურ …
Continue reading “26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება”
საზაფხულო თეატრის ჩამოცვენილი ფასადი – რესტავრაციას 450 ათასი ლარი სჭირდება
ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობას რესტავრაცია სჭირდება. დაზიანებული და ნაწილობრივ ჩამოცვენილია ხის ფასადი, გარდა ამისა, როგორც ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი, ჯონი საბაშვილი ამბობს, საჭიროა ავანსცენის, საორკესტრო ორმოს ამოვსებაც, რადგან თეატრის ეს ნაწილი სრულიად გამოუსადეგარია და საზაფხულო თეატრის ინტერიერი საორკესტრო კონცერტებისთვის არ არის გათვლილი. კულტურის ცენტრის დირექტორის თქმით, იგეგმება თეატრის ფანჯრების შემინვაც, რომ შენობა გამოსადეგი …
Continue reading “საზაფხულო თეატრის ჩამოცვენილი ფასადი – რესტავრაციას 450 ათასი ლარი სჭირდება”
დამატებით 273 338 ლარი „ბათუმობაზე“ მომღერლების, მსახიობებისა და პოეტებისთვის
ბათუმის ბიუჯეტიდან დამატებით 273 338 ლარი გამოიყო „ბათუმობაზე“ გასართობი მომსახურებების შესასყიდად. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ტენდერის გარეშე დაიხარჯება და ის, ძირითადად, ესტრადის მომღერლების, მსახიობებისა და პოეტების ჰონორარებს მოხმარდება. „ბათუმობისთვის“ ადრე და ამჯერად გამოყოფილ თანხებს თუ დავაჯამებთ, ამ ღონისძიების ჩატარება 2019 წელს ქალაქის ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. კულტურის ცენტრის მონაცემებით, ჰონორარები შემდეგნაირად გადანაწილდება: …
Continue reading “დამატებით 273 338 ლარი „ბათუმობაზე“ მომღერლების, მსახიობებისა და პოეტებისთვის”
როგორი იქნება „ბათუმობა“ წელს, 28 აპრილს
ბათუმის კულტურის ცენტრმა „ბათუმობა 2019“-ის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. წელს „ბათუმობა“ 28 აპრილს გაიმართება ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარია. ტექნიკური დავალების თანახმად, „ბათუმობის“ მთავარი სცენა ბულვარის კოლონადასთან იქნება, თეთრი და ცისფერი აფრებით მოირთვება და გამჭვირვალე პოლიკარბონატით გადაიხურება. რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის მუსიკოსებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. პროგრამაში წარმოდგენილი …
2 იანვარს ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს – ჰონორარი 35 000 ლარია
2 იანვარს ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარ საახალწლო სცენაზე, მომღერალ ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. ნინო ქათამაძესთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ბათუმის კულტურის ცენტრმა ექსკლუზიური უფლებით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით მოითხოვა. შესყიდვის ასეთ ფორმას სახელმწიფო სტრუქტურები ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვისას იყენებენ. შესყიდვის ღირებულება 35 000 ლარია. შესყიდვების სააგენტო თანხმობისთვის დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვას ითხოვს. თუმცა ასეთი ხარჯთაღრიცხვა, ჯერჯერობით, კულტურის ცენტრში არ აქვთ. …
Continue reading “2 იანვარს ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს – ჰონორარი 35 000 ლარია”
მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია
ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ვალდებულება აიღო. ამჯერად 177 700 ლარის შეკვეთა მერიისგან შპს „ნიუ დიზაინმა“ მიიღო, შემცირებული მოთხოვნების ჩამონათვალით. თავდაპირველად, ტენდერით, მერია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე 273 500 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ ტენდერი შეწყდა. შპს „ნიუ დიზაინი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა. …
Continue reading “მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია”
ახალ წლამდე დარჩა 11 დღე – მერიამ საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორი ვერ შეარჩია
ახალ წლამდე 12 დღე რჩება. გუშინ შეწყდა ტენდერი, რომელსაც ღონიძიებების ორგანიზატორი უნდა გამოევლინა – ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. მერიამ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპის შემდეგ ტენდერი შეწყვიტა. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გუშინვე გამოაცხადა გამარტივებული ტენდერი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მცირე დრო რჩება და ორგანიზატორ კომპანიას მუშაობა ფორსმაჟორში მოუწევს, შესაბამისად, შემცირდა წინა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და …
Continue reading “ახალ წლამდე დარჩა 11 დღე – მერიამ საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორი ვერ შეარჩია “
273 500 ლარი საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმში – ორგანიზატორი ჯერ არ გამოუვლენიათ
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი კომპანია, რომელიც ამ ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას. ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე რომელიმე კომპანია კანონით გათვალისწინებულ უფლებას გამოიყენებს და ტენდერის რომელიმე პირობას, ან სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში გაასაჩივრებს, პროცესი შეიძლება კიდევ გაიწელოს. საახალწლო ღონისძიებების …
საახალწლო გასართობი ღონისძიებები ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის
ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის საბავშვო-საახალწლო გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიებებისთვის, რომლებიც ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან სულ 12 325 ლარია გამოყოფილი. ღონისძიებები ჯამში დაახლოებით 445 ბავშვზეა გათვლილი. მათთვის უნდა მომზადდეს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული, იქნება სხვადასხვა უმაღლესი ხარისხის ტკბილეული, ასევე, საახალწლო ნაძვის ხის …
Continue reading “საახალწლო გასართობი ღონისძიებები ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის”
ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმებისთვის 700 000 ლარი გამოყო
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით, შესაბამისი მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 273 500 ლარია გამოყოფილი. ღონისძიებებში შედის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ფეიერვერკები 25 და 31 დეკემბერს, სხვადასხვა ინსტალაციის მოწყობა, თეატრალური წარმოდგენებისა და ბავშვთა გასართობი სცენების მოწყობა და სხვა. კულტურის ცენტრი ტენდერში მონაწილეებს ინსტალაციების ნიმუშებსაც სთავაზობს. …
„ბათუმობა 2018“-ს „შვიდკაცას“ და „ალილოს“ კონცერტი დაემატება
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ვინაიდან „ბათუმობა 2018“-ის საორგანიზაციო ნაწილზე გამოცხადებული ტენდერებიდან შეიქმნა ეკონომია, მრავალფეროვნების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა გასართობი ღონისძიებების, კონცერტის დამატება. ცენტრის გადაწყვეტილებით ეკონომიიდან მიღებულ თანხას – 19 625 ლარს, ანსამბლებს – „შვიდკაცას“ და „ალილოს“ გადაუხდიან. კულტურის ცენტრმა თანხმობის მიღებისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელიც ცენტრის გადაწყვეტილებას 20 აგვისტოს განიხილავს. „შვიდკაცას” კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 11 375 …
Continue reading “„ბათუმობა 2018“-ს „შვიდკაცას“ და „ალილოს“ კონცერტი დაემატება”
„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს გაიმართება – ორი ტენდერი, ერთი გამარჯვებული
სახალხო დღესასწაულ „ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ გაუწევს ორგანიზებას – ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა. „მარკა“ „ბათუმობის“ ჩასატარებლად 124 983 ლარს მიიღებს ქალაქის ბიუჯეტიდან. ტენდერში ამ კომპანიას მხოლოდ ერთი კონკურენტი – შპს „ბეთერ ფლაი“ ჰყავდა. ტენდერის საწყისი ღირებულება 144 ათასი ლარი იყო. შპს „მარკამ“ „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა – 37 998 ლარად „მარკა“ ,ბათუმობა …
Continue reading “„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს გაიმართება – ორი ტენდერი, ერთი გამარჯვებული”
204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“
„ბათუმობა 2018“ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 144 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სარეკლამო და მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის 60 ათასი ლარი. შესაბამისად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმის კულტურის ცენტრს, სადაც წინადადებების მიღება 24-25 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ღონისძიების დაიწყება პირველ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 19:00 საათზე. რაც …
Continue reading “204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“”
რა გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი ბავშვებისთვის ცენტრალურ პარკში – პირველი ივნისი ბათუმში
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიების ორგანიზებას კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს. ღონისძიებებისთვის ქალაქის მერიას ბიუჯეტში 40 625 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა კულტურის ცენტრი ხელშეკრულებას, ტენდერში გამარჯვებულ თევდორე მაყაშვილთან 29 850 ლარზე გააფორმებს. ღონისძიებების ფარგლებში კულტურის ცენტრის დიზაინით მოეწყობა მთავარი სცენა სხვადასხვა დეკორაციებით; ბავშვების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში [12:00-დან – 20:00-საათამდე] იზრუნებენ ზღაპრის …
ვინ იმღერებს 26 მაისს ბათუმში – მერია ღონისძიებებში 80 000 ლარს დახარჯავს
ქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან უშუალოდ ღონისძიების ორგანიზებისთვის – 56 980 ლარი, ხოლო გასართობი მომსახურებისთვის – 23 020 ლარია გათვალისწინებული. შესაბამის მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდის. კულტურის ცენტრის ინფორმაციით, წინასწარი თანხმობა მიღებულია და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: არჩილ გოგიტიძე, ანიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი …
Continue reading “ვინ იმღერებს 26 მაისს ბათუმში – მერია ღონისძიებებში 80 000 ლარს დახარჯავს”
ჩამოვლენ თუ არა „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში საახალწლოდ
„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ბათუმის კულტურის ცენტრს შესყიდვების სააგენტომ უარი უთხრა. ბათუმში, საახალწლო კონცერტებში დაგეგმილია ჯგუფების -„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მათთვის 83 750 ლარის გადახდა იყო გათვალისწინებული. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრებს“ 67 500 ლარი, ხოლო „გამოუვალ მდგომარეობას“ 16 250 ლარი უნდა მიეღო ჰონორარის სახით. „მგზავრების“ კონცერტი ბათუმში …
Continue reading “ჩამოვლენ თუ არა „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში საახალწლოდ”
2100 ჰელიუმის ბუშტი და კანფეტი „მამალო“ – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება
ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი დღეს, 22 ნოემბერს, გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერია. შესყიდვის ბიუჯეტი 317 000 ლარია. სატენდერო პირობის მიხედვით, 2018 წლის საახალწლო ღონისძიებისთვის მთავარი სცენის გაფორმებას მერია ბათუმის „ღირშესანიშნავი შენობების“ მაკეტებით გეგმავს. მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს შენობებია: …
Continue reading “2100 ჰელიუმის ბუშტი და კანფეტი „მამალო“ – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება”
ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017
„ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 210 925 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა უკვე გამოაცხადა. ბათუმობა წელს 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. გასული წლისგან განსხვავებით წელს მემედ აბაშიძის გამზირს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ. [highlight color=”red”]გირლანდები[/highlight] – ალმების ზოლებით შექმნილი დროშები – …
Continue reading “ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017”
„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის
ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რათა სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2017“-ის სცენარი გამარტივებული წესით 10 ათას ლარად შეისყიდოს რევაზ ახრახაძისგან. ტენდერის გარეშე შესყიდვის საფუძვლად კულტურის სახლი ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ასახელებს. „აღნიშნული მომსახურების შესყიდვით შესაძლებელი გახდება ბათუმობის დღესასწაულის მაღალორგანიზებულად ჩატარება… რევაზ ახრახაძის ექსკლუზიური უფლებამოსილება კი დადასტურებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ 2017 წლის 3 …
Continue reading “„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის”
რას გეგმავს მერია 26 მაისს ბათუმში
ბათუმში 26 მაისს, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერია რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ინფორმაციით, ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 74 ათასი ლარია გამოყოფილი. ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, დილით, 12 საათზე იგეგმება ქართველ იუნკერთა საფლავის ყვავილებით შემკობა, ორკესტრი დაუკრავს ჰიმნს. „ამის შემდეგ მსვლელობა დაიძვრება საოცრებათა მოედნისკენ, სადაც გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, საღამოს კი გაიმართება გალაკონცერტი …
ენმ: „ბათუმის კულტურის ცენტრმა“ 107 ათასი ლარი არამიზნობრივად დახარჯა
დღეს, 27 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ენმ-ს წევრის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბათუმის მერიის აიპის, „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მიერ, 2015 წელს გამართულ ღონისძიებაზე „ჰიტ ბათუმი“, არამიზნობრივად 147 ათასი ლარი დაიხარჯა. დასკვნის მიხედვით, რომელიც ენმ-ს წევრებმა ბრიფინგზე წარმოადგინეს, არამიზნობრივად გაფორმდა გარკვეული ხელშეკრულებები. მაგალითად, დასკვნის მიხედვით, „ბათუმის ჩოგბურთის ტერიტორიაზე ღონისძიების ჩატარების დროს, დაცვის …
Continue reading “ენმ: „ბათუმის კულტურის ცენტრმა“ 107 ათასი ლარი არამიზნობრივად დახარჯა”