„არ გვინდა კოლოფში ცხოვრება“ – 2 მლნ ბათუმის გენგეგმისთვის, რომლის განხორციელებაც უკვე სათუოა

ბათუმის გენგეგმის კონცეფცია მერიას თამარის დასახლების განვითარების გეგმას სთავაზობს და განმარტავს, რომ ეს გეგმა მოსახლეობის გამოკითხვისა და საჭიროებების კვლევის საფუძველზე შემუშავდა. თუმცა სამსჯელოა, რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება, რადგან დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად მერია თამარის დასახლებაში ცათამბჯენების პროექტებს განიხილავს და საკრებულოსთან შეთანხმებით ამტკიცებს, რაც რადიკალურად ცვლის იმ გარემოს, რომლის შენარჩუნების მოთხოვნაზეც კონცეფციის ავტორები წერენ. საკრებულოს ერთ-ერთ …

ხვალ, პირველ ივლისს ბათუმის მერია გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს

ხვალ, პირველ ივლისს მერია ბათუმის გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვას გეგმავს. განცხადებას, რომელიც საჯარო განხილვის ჩანიშვნის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, მარტივად ვერ იპოვით. დოკუმენტი მერიამ არა ვებგვერდის მთავარ გვერდზე ან ფეისბუქზე, არამედ ვებგვერდის საჯარო განხილვების განცხადებების რუბრიკაში გამოაქვეყნა. თუმცა მერიის ახალი ვებგვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს და განცხადების სანახავად ძველ ვებგვერდზე მოგიწევთ გადასვლა, რუბრიკაში – „საჯარო …

„ფულის კეთება არ მორჩა“ – ყოფილმა მერმა გენგეგმის დასრულება ვერ შეძლო

ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ვერ შეძლო ბათუმის გენგეგმის დასრულება. შემდეგი მერიც ალბათ იმავეს დაჰპირდება ამომრჩეველს. ან სულაც წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ მესიჯად შეიძლება გაიხადოს ის, რომ დაწყებულს დაასრულებს, ან ყველაფერ დაწყებულს დაასრულებს. მეორე უფრო მომხიბვლელი დაპირება იქნება. ხომ გახსოვთ ოდესღაც „ოცნების“ პრემიერი, გიორგი გახარია რომ უმტკიცებდა ამომრჩეველს „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება გენგეგმაო“. როგორც ჩანს …

„მოუთვინიერებელი“ ზღვა და ნაპირდაცვა ბათუმის გენგეგმაში – რას ითხოვს სააგენტო მერიისგან

2024 წელს ბათუმი ისევ გენგეგმის გარეშე ხვდება. ამ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და 1 235 371 ლარიც დახარჯულია. დოკუმენტის მომზადებაზე კი, ქალაქის მერიას ხელშეკრულება 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებით ამჯერად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის მომზადების ეტაპია, რასთან დაკავშირებითაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 25 …

უკვე დახარჯულია 1.2 მილიონი, როგორი გენგეგმა ექნება ბათუმს – ინტერვიუ

დიდი ხანია, რაც მერიას ბათუმის გენგეგმის მომზადების ეტაპებზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, როგორ ამზადებენ ქალაქის გენერალური გეგმის პროექტს. „გამოითხოვეთ“ – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამ საკითხზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფორმებულია რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი და გადახდილია ხელშეკრულების ღირებულების 50% – 1 მილიონ  235  371 ლარი. ეს კი …

რამდენი ძველი ნებართვაა გადანახული და როგორ შეცვლიან ისინი ბათუმს

„სასამართლოში გვიჩივლებს და მოგვიგებს“, – ეს არის და იყო გასულ წლებში მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ ცვლიან ბათუმის მერები ურბანულ პოლიტიკას არამხოლოდ ადრე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, არამედ შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტებზეც კი. როგორც თავად გვიხსნიდნენ, მაგალითად, ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებები მეტწილად მისი წინამორბედის – გიორგი ერმაკოვის დაწყებულის გაგრძელება იყო. არჩილ ჩიქოვანი კი …

ბათუმის სამშენებლო ამნისტიის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

დღეს, 18 მაისს, საქართველოს პარლამენტი ბათუმის სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც …

„ბათუმი ავადაა, მას სჭირდება სწორი დიაგნოზი“ – გენგეგმის განხილვა

„პრაქტიკულად, ჩვენ ექიმების რანგში ვართ, რომლებიც შეარჩიეს, დაიქირავეს და აი, ამ დაავადებულ პაციენტს, ბათუმის სახით, ვცდილობთ, რაღაცნაირად დიაგნოზი დავუსვათ“ – გვიხსნის მამუკა სალუქვაძე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია ბათუმის მერიის დაკვეთით ქალაქის გენერალურ გეგმას [გენგეგმა] ამზადებს. „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ დღეს, 17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაინტერესებულ საზოგადოებას დოკუმენტის უკვე მომზადებული ნაწილი წარუდგინა. პრეზენტაცია …

ბათუმის გენგეგმისთვის გამოყოფილი 620 ათასი ლარი მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანა

ბათუმის ბიუჯეტში ბოლოს შესული ცვლილების თანახმად, 620 000 ლარი, რომელიც სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის [გენგეგმის ნაწილი] შემუშავებისთვის იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანეს. ცვლილებასთან დაკავშირებით ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „მცირდება ღონისძიების დაფინანსება წარმოდგენილი შესრულების გათვალისწინებით – დაფინანსება გადადის 2023 წელს.“ „ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მხარეები სასამართლოში დავობენ – მიზეზი კი ვადების დარღვევის გამო დაკისრებული …

დავა 2-მილიონიანი გენგეგმის შესყიდვაზე – კომპანია ბათუმის მერიას უჩივის

ბათუმის განაშენიანების გეგმის [გენგემა] დოკუმენტთან დაკავშირებულ ტენდერს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო შეისწავლის. კონკურსში მონაწილე კომპანიამ ბათუმის მერიას უჩივლა. შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“ საკონკურსო კომისიას ტენდენციურ მიდგომაში ადანაშაულებს და კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. საუბარია 2-მილიონიან შესყიდვაზე, რომლითაც ბათუმის მერია სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტს ყიდულობს. ეს დოკუმენტი ბათუმის გენგეგმის ძირითადი ნაწილი იქნება. კონკურსში მონაწილე კომპანია შპს „ნიუ სითი …

ბათუმის გენგეგმას 2.1 მილიონად „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მოამზადებს

ბათუმის განაშენიანების გეგმის [გენგეგმა] მომზადებაზე კონკურსი ამჯერად შედგა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, გენგეგმის მომზადებაზე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ იმუშავებს. ორგანიზაციას 2 მილიონ 115 000 ლარს გადაუხდიან. „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წელსაა დაფუძნებული  ა(ა)იპ- ია. მას მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე ხელმძღვანელობენ. ამ დროისთვის კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. 15 დღის ვადაში …

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე წინადადებების მიღება დაიწყო – კონკურსი 2,1 მილიონი ლარით

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კომკურსში წინადადებების მიღება დღეს, 27 მაისს დაიწყო. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის პირველი ივნისის 13:30 საათამდე გაგრძელდება. მერიამ კონკურსი ხელახლა, 14 აპრილს გამოაცხადა, ვინაიდან წინა ტენდერი შეწყვიტა. მერიამ ეს პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა და კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერა, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები, …

მერიის ხელახალი კონკურსი ბათუმის გენგეგმის შედგენაზე 2,1 მილიონი ლარით

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის“ შემუშავებაზე მერიამ კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 118 640 ლარია გამოყოფილი. კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი მერიამ 2021 წლის 26 თებერვალს შეწყვიტა. ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული …

როგორ აირიდა ბათუმის მერმა „დიდი სკანდალი“ – ინტერვიუ ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის შესყიდვის ჩავარდნა მერიამ პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა. კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერეს, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები ჯგუფიდან თავიანთი განცხადების საფუძველზე გავიდნენ. ოქმში არ ჩაუწერიათ, რომ რამდენიმე მათგანს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და მაღალი იყო რისკი, რომ კონკურსის ბოლო ეტაპზე ეს ყველაფერი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. საქმე …

მერიაში ამბობენ, რომ ბათუმის გენგეგმის მოსამზადებელი კონკურსი პანდემიის გამო შეწყვიტეს

ბათუმის მერიამ სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად კი პანდემიის პირობების გამო სპეციალისტების ჩართულობის ნაკლებობა დაასახელა. ეს დოკუმენტი მომავალში ბათუმის გეგნეგმის ძირითადი ნაწილი უნდა გამხდარიყო. მერიის ინფორმაციით, შერჩევა-შეფასების ეტაპზე კომისიას გამოაკლდნენ წევრები, რომლებიც პროფესიული ნიშნით იყვნენ მიწვეულები. საკონკურსო კომისია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს ვახტანგ ჯოხაძემ და ზვიად ბურჭულაძემ. ვახტანგ …

2,1 მილიონი ლარი ბათუმის გენგეგმისთვის – მერიის კონკურსი

ბათუმის მერიამ ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 118 ათას 644 ლარია [დღგ-ს გარეშე]. კონკურსის პირობის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია – ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დაგეგმვა და სათანადო შედეგების მიწოდება შუალედური და …

არჩევნების წინ ბათუმის გენგეგმა ისევ გაახსენდათ – მერია კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერია ქალაქის  სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტების შესყიდვაზე კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, უკვე დამუშავებულია ტექნიკური დავალება. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 500 000 ლარია. სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტები შედგება სამი ძირითადი დოკუმენტისგან, მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა, რაც ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნდა. ბათუმის გენერალური გეგმა, იგივე ქალაქის ტერიტორიების გამოყენების …

„მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ – გახარია

დღეს, 29 აგვისტოს, ბათუმის პორტში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. თავის სიტყვაში გიორგი გახარიამ ბათუმში მიმდინარე მშენებლობებსა და ქალაქის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა. „ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ზუსტი გეგმა გვაქვს ყოველდღიური გაწერილი და ეს ბათუმის მშენებლობის ტემპებსაც ეტყობა. უნდა გვქონდეს ბათუმის განაშენიანების გენერალური …

ბათუმის გენგეგმის ნაწილის მომზადებისთვის ბიუჯეტში მილიონ 300 000 ლარი გაითვალისწინეს

ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარებისთვის ბათუმის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში 550 000 ლარი გაითვალისწინა. ამას დაემატება 700 000 ლარიც, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ქალაქის სივრცით ტერიტორიული დოკუმენტის მოსამზადებლად გაითვალისწინეს. მერიის განმარტებით, ეს დოკუმენტი გენგეგმის ნაწილი იქნება. ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხიდან 500 000 ლარი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის …

Exit mobile version