„ქალები უფრო სუფთები არიან, მამაკაცები კი კორუფციისკენ არიან მიდრეკილები,“ „ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალი უფრო შორსმჭვრეტელია“, „ქალები უფრო წინდახედულები არიან, მეტად ფიქრობენ“, „გლეხებს რომ მოუსმენენ, გლეხი ქალებისთვის რომ იფიქრებენ, ისეთი ქალები მინდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალებმა რომ პარტია ჩამოაყალიბონ სოფელს ააშენებენ“, – ეს მაჭახლის ხეობის მცხოვრებთა მოსაზრებებია. „ბათუმელებმა“ მათ ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე, მით …
Tag Archives: აჭარის ხმა
„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან
„ბათუმელები“ გომისმთაზე იმყოფებოდა, სადაც შუახევის სხვადასხვა სოფლიდან მთაში ამოსულ მემთეურებს ესაუბრა. მემთეურები საუბრობენ სიღარიბეზე, მათ სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლა აწუხებთ ყველაზე მეტად და ასევე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია. შუშანა გოგრაჭაძე სოფელ წყავროკიდანაა. ამბობს, რომ მემთეურობის ტრადიცია ნელ-ნელა ქრება, რადგან ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, მოხუცებს კი ძალა აღარ შესწევთ. „წავიდა ახალგაზრდობა სოფლიდან, მაგრამ რა ქნან, ფული უნდათ. …
Continue reading “„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან”
თუ ბიძინა დარჩა, ჩვენ გასაქანი არ გვექნება – მემთეურები ქართულ პოლიტიკაზე
„კარგ საქმეს აკეთებთ ჟურნალისტები, ჟურნალისტები მართალს ლაპარაკობენ,“ – დაგვიძახა ნათელა ლომინაძემ. მას საკუთარი ეზოდან შეუნიშნავს, მეზობლებთან რომ ჟურნალისტები გამოჩნდნენ. ნათელა ლომინაძე მემთეურია. „ბათუმელები“ გომის მთის მემთეურებს ესაუბრა პრობლემებზე, იმაზე, თუ რატომ იცლება მთა მემთეურებისგან, რატომ იზრდება ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა? მემთეურები ამბობენ, რომ ყველანი არჩევნებზე უნდა წავიდეთ. მათ არ გასჭირვებიათ იმის ამოცნობა, თუ რაში დასჭირდა „ქართულ …
Continue reading “თუ ბიძინა დარჩა, ჩვენ გასაქანი არ გვექნება – მემთეურები ქართულ პოლიტიკაზე”
„ქოცაქტივი თუ შეგხვდებათ გეტყვით, რომ კმაყოფილია“ – რას ჰპირდებოდნენ მარადიდს და რა შეუსრულეს
„ცხელ-ცხელი კომენტარები მოდიოდა, ეს ტროლები თუ ვიღაცები არიან დაქირავებული… მე, მარადიდელი კაცი, ჩემს გულისტკივილზე ვსაუბრობდი,“ – წინა ინტერვიუს იხსენებს „ბათუმელებთან“ მარადიდში მცხოვრები ხუსეინ დიდმანიძე და იმ თავდასხმებს, რაც სოციალურ ქსელებში წაიკითხა თავის ვიდეო კომენტარზე. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის სოფელ მარადიდის პრობლემებზე რეპორტაჟი 2024 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა. ამჯერად დავინტერესდით: რა შეიცვალა სოფელში პრობლემების მედიაში გაშუქების შემდეგ? რა …
„თუ არჩევნების შანსი გავუშვით ხელიდან, ისევ რუსეთში ვიქნებით“ – რას ამბობენ სოფელ ჩხუტუნეთში | ვიდეო
„თუ ევროკავშირს დავკარგავთ, თუ აგენტების კანონი სავალალო შედეგს მოიტანს, ჩვენ მეამბოხე ხალხი ვართ და ვფიქრობთ არ შევეგუებით ამ რეალობას“, – ამბობენ სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები. „ბათუმელები“ მოსახლეობას მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის საგარეო კურსზე ესაუბრა. „რომ გაიძახიან „ომი, ომი“, ვინ აწარმოებს ომს? ისევ რუსეთი აწარმოებს ხომ? არ აწარმოოს და თავისთავად არ იქნება ომი. იძახონ ახლა, „გადაგარჩინეთ, …
ხელისუფლება ხალხს წინ ვერ დაუდგება, მიზანს მაინც მივაღწევთ – გამოკითხვა ხელვაჩაურში | ვიდეო
„კარგია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, ამ მუშაობით მილიონერი ვიქნებოდი“ – რას ამბობს ხალხი მარადიდში
„მე დილის 6 საათზე ავდექი და ხომ მიყურებთ, რა ნამუშევარი ვარ, 24 საათი ვშრომობ და ვარ ასე, რომ ლუკმა-პური გვქონდეს ოჯახში. ამ მუშაობით ამერიკაში მილიონერი იქნები, კარგი იქნებოდა ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა,“ – გვითხრა ვლადიმერ ფოთელიძემ, რომელსაც სოფელ მარადიდში, ტყიდან მომავალს შევხვდით და აშშ-თან უვიზო მიმოსვლაზეც ვკითხეთ. იმ შესაძლებლობაზე, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. მარადიდი სოფელია …
ამ მუშაობით ამერიკაში მილიონერი გავხდებოდი, აშშ-სთან უვიზო კარგია – კაცი მარადიდიდან
„ოცნება“ უნდა წავიდეს VS „ოცნებამ“ გადაგვარჩინა ბომბს – ამბავი სოფელ მახოდან
„თავისუფალი ხმა არ უნდა დარჩეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. თუ არ მივლენ, იმ თავისუფალ ხმას „ოცნება“ გამოიყენებს“ – გვიხსნის იაშა გოგაძე სოფელ მახოდან, მას სოფლის ცენტრთან ახლოს ერთ-ერთი მაღაზიის წინ შევხვდით, სადაც დასასვენებლად და ცივი ლუდის დასალევად მივიდა. 69 წლის პენსიონერს აქტიური მუშაობა არ შეუძლია, თუმცა სამუშაო სჭირდება, პენსია წამლებსაც არ ჰყოფნის: „მანქანა შევიძინე და …
Continue reading “„ოცნება“ უნდა წავიდეს VS „ოცნებამ“ გადაგვარჩინა ბომბს – ამბავი სოფელ მახოდან”
„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო. „ბათუმელები“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებს აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით. „არა რუსულ კანონს!“ – ამბობს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე [ჟან …
Continue reading “„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე”
რუსეთის დავალებებს ასრულებენ ყოველ ნაბიჯზე – მსახიობი მეგი კობალაძე რუსულ კანონზე
„ქართული ოცნება“ რუსული კანონპროექტის განხილვას მიუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ აღარასდროს მიუბრუნდებოდა რუსულ კანონს. რატომ მოატყუა „ოცნებამ“ ხალხი, რატომ დაუბრუნდა რუსულ კანონს და თქვენ როგორც მოქალაქე, ხელოვანი, ხედავთ თუ არა საფრთხეს რუსულ კანონში? – ვკითხეთ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს მეგი კობალაძეს. მეგის აზრით, „ქართული ოცნება“ ამჯერადაც რუსეთის დავალებებს …
Continue reading “რუსეთის დავალებებს ასრულებენ ყოველ ნაბიჯზე – მსახიობი მეგი კობალაძე რუსულ კანონზე”
ცხოვრებით და ხელფასით კმაყოფილი მერიის თანამშრომლები და დაცლილი სოფლები შუახევში
შუახევში მისასვლელად არც ისე კომფორტული გზის გავლა გიწევთ, დაბაში შესვლა კი დილის 10 საათამდე უნდა მოასწროთ, რადგან შემდეგ გზა იკეტება შუადღემდე. გზის გარკვეულ მონაკვეთზე კლდე იშლება და ქვათაცვენის გამო, გადაადგილება შეზღუდულია. ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც. მტვრიანი და მოუწესრიგებელია ქუჩების გარკვეული ნაწილი. განსაახლებელია ინფრასტრუქტურა. ერთადერთი გასართობი ადგილი დაბის ცენტრში, სპორტული მოედანია, სადაც ათეულობით ადამიანს მოუყრია …
Continue reading “ცხოვრებით და ხელფასით კმაყოფილი მერიის თანამშრომლები და დაცლილი სოფლები შუახევში”
„ქიძინიძეების სკოლაში 18 მოსწავლე დარჩა, ადრე ერთ კლასში ვიყავით ამდენი“ – დაცლილი სოფლები აჭარაში
„აქ სულ ცარიელი სახლებია. დაცარიელდა, მინდა, რომ აქ იცხოვრონ, ფუტი აადინონ,“ – მწვანებალახიან ეზოში გამოდის ნელი ბეჟანიძე, ხის ღობეს უახლოვდება და ხელით გვანიშნებს სოფელ ქიძინიძეებში რამდენიმე სახლს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუკეტავთ. შუახევის სოფლები დღვანი და ქიძინიძეები ბოლო წლებია აქტიურად იცლება. აქ აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. სოფელში დარჩენილები ამბობენ, რომ სოფელი შემოსავლის გარეშე დარჩა, მოსავალს …
„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლე“ – 92 წლის კაცი შუახევის დაცლილი სოფლიდან
„ოცნებამ შეიძლება რუსული კანონის მიღება მოიწადინა, მაგრამ ხალხმა არ ქნა,“- პოლიტიკურ პროცესზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს 92 წლის თეიმურაზ აბაშიძე, რომელსაც შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში შევხდით. სოფელ ქიძინიძეებში სახლების დიდი ნაწილი დაცარიელებულია. მოხუცს გამოკეტილი სახლების მწკრივის ჩაყოლებაზე შევხვდით – საკუთარი სახლის კიბის საფეხურზე მზეს ეფიცხებოდა. თეიმურაზ აბაშიძე, რომელიც ყოფილი მასწავლებელია და 40 წელი მუშაობდა სკოლაში, მიიჩნევს, რომ …
როცა მეწყერი შიშის ზარს გვცემს – გარესამყაროს მოწყვეტილ ხულოს სოფელში დახმარებას ითხოვენ
„10 დღის წინ რიჟვაძესთან [აჭარის მტავრობის თავმჯდომარე] განცხადება შევიტანეთ, პასუხი მივიღე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტმაო. როდის უნდა განიხილონ, რომ მოვემწყრევი, მერე? იმის მერე დახმარება რაღათ მინდა, თუ ამომიყვანეს მიწიდან და ქვიდან?“ – კითხულობს მარინა გელაძე, მას სოფელ გელაძეების გზაზე შევხდით, მარინას სიტყვებით რომ ვთქვათ – გზა ბაწარზე. ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, …
„მიწაში რომ მოვემწყრევი, მერე განიხილავენ? – ადამიანები საშიშ გარემოში, მეწყერთან მარტო
ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამეტის განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეებში „გადაუდებელი საჭიროებისათვის“ ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გელაძეებთან მისასვლელი მთავარი გზა ერთი თვეა მეწყრის გამო დაზიანებული და ჩაკეტილია. ალტერნატიული გზა, დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. „რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, დეპარტამენტი …
Continue reading “ხულოს სოფელ გელაძეებთან დასაკავშირებლად ალტერნატიულ გზას აღადგენენ – დეპარტამენტი”