საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად გამართული ორი აქციის შესახებ „ბათუმელებმა“ მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, ნათია ზოიძეს დაუსვა რამდენიმე შეკითხვა. ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2 თებერვალს დატოვა, რადგან, მისივე თქმით, იგი „იძულებული გახდა“ დაეტოვებინა ტელევიზია. დღეს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობდა. ერთი იყო ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია, მეორე …
Tag Archives: აჭარის ტელევიზია და რადიო
მაია მერკვილაძე: საბჭო და მენეჯმენტი არ არიან მზად, დაასაბუთონ ცვლილების აუცილებლობა
დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილება დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინიციატივა საშტატო ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაია მერკვილაძემ, საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა და მოთხოვნა ასე დაასაბუთა: „დღეს არც მრჩეველთა საბჭო და არც მენეჯმენტი არ არის მზად იმისთვის, რომ განმარტოს და დაასაბუთოს ამ ცვლილების აუცილებლობა. მე ვერ ვხედავ აქ ორგანიზაციის …
„საგანგაშო ვითარებაა“ – ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა
დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. იგი აპირებს სხდომას დაესწროს და გაესაუბროს მხარეებს. სახალხო დამცველის თქმით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ისევ აჩენს კითხვებს, რომ ეს არ არის ადმინისტრაციული ცვლილება და საქმე გვაქვს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობასთან: „მაქვს სურვილი, რომ გავესაუბრო მხარეებს და გამოვხატო ჩემი პოზიცია. …
სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც მისი განცხადებით, „საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე“. „გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც …
Continue reading “სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს”
მთავრობისთვის მადლობის თქმა გვინდოდა და არ გაგვაშუქეს – პრეტენზიები აჭარის მაუწყებელს
დღეს, 19 თებერვალს, ბათუმში, ყოფილი თითების თეატრის წინ, სადაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება, ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს. მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მართავს ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და, ასევე, შენობის წინ დგანან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზია მიკერძოებულია. „ბათუმელებს“ მათ უთხრეს, რომ ურეკავდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, სურდათ მადლობის გადახდა მთავრობისთვის, თუმცა ჟურნალისტები არ მივიდნენ. …
დაპირისპირება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე
დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაუქმდება ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა, ცვლილება შეეხება შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს. სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ …
Continue reading “დაპირისპირება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე “
მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა – აქცია აჭარის ტელევიზიასთან
დღეს, 16 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდისთვის. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რის შედეგადაც, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდის განცხადებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი თავიდან იშორებენ არასასურველ ადამიანებს და საფრთხეს უქმნიან სარედაქციო დამოუკიდებლობას. …
აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება
დღეს, 16 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სოლიდარობის აქცია გაიმართება ბათუმსა და ქუთაისში, ხვალ, 17 თებერვალს კი – თბილისში. ბათუმში აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან დღეს, 11:30 საათზე, ტელევიზიის შენობის წინ, იმის საჩვენებლად, რომ მხარს უჭერენ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს, რომელიც დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არასასურველი კადრების დევნასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება”
ზვიად ქორიძე: აჭარის ტელევიზია უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა
ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი: დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სჭირდება დაცვა. იგი უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება. დღეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ ანტიდემოკრატიული და რეაქციული ძალები. მათ ეს ფრონტი ათი თვის წინ გახსნეს, როდესაც დირექტორობიდან გადააყენეს ნათია კაპანაძე. შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია …
Continue reading “ზვიად ქორიძე: აჭარის ტელევიზია უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა”
სოლიდარობა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს – კვირას ტელევიზიასთან აქცია გაიმართება
ხვალ, 16 თებერვალს, 11:30 საათზე აჭარის ტელევიზიასთან ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, ვისაც სურს სოლიდარობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდს. აქცია ფეისბუქზე დღეს, საღამოს დაანონსდა და მისი ორგანოზატორები ჟურნალისტები არიან, რომელთაც სურთ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარი დაუჭირონ. ასევე ხვალ, 11.45 საათზე მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი” აჭარის ტელევიზიასთან გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის …
Continue reading “სოლიდარობა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს – კვირას ტელევიზიასთან აქცია გაიმართება”
აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი შევიწროების ახალ ეტაპზე გადავიდა – განცხადება
აჭარაში მოქმედი ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები აშკარად ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი შევიწროების ახალ ეტაპზე გადავიდა – განცხადება”
თეონა ბაკურიძე: ბოლო ამბები აჭარის მაუწყებლიდან, დევნიან არასასურველ ადამიანებს
თეონა ბაკურიძე, ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი: „ბოლო ამბები აჭარის ტელევიზიიდან. მოკლედ მინდა მოგიყვეთ, რითია დაკავებული მრჩეველთა საბჭო და დირექტორი. როგორ აცლიან ბერკეტებს, როგორ დევნიან ადამიანებს და როგორ ცდილობენ რედაქციის შეცვლას. ჩემი ვარაუდით, ნათია ზოიძის იძულებით წასვლის შემდეგ, სტრუქტურული (გაუგებარი) რეორგანიზაცია გვერდზე გადადეს და გადავიდნენ გეგმა B-ზე. გეგმა ასეთია – პირდაპირი მნიშვნელობით, არასასურველი …
Continue reading “თეონა ბაკურიძე: ბოლო ამბები აჭარის მაუწყებლიდან, დევნიან არასასურველ ადამიანებს”
„ნათია ზოიძის წასვლა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტია“ – განცხადება
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირები ტელევიზიის ყოფილი დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას განცხადებით ეხმაურება. გუშინ, 2 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი დატოვა. ალტერნატიული პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი: „ვინაიდან ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მაუწყებლიდან პროფესიონალი და …
Continue reading “„ნათია ზოიძის წასვლა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტია“ – განცხადება”
შეიქმნა კომისია, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს
აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა კომისია, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კანდიდატები უნდა შეარჩიოს და წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს. შესარჩევ კომისიაში არიან: გიორგი მგელაძე [ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი], ნათია კუპრაშვილი [ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი], თამარ მამეიშვილი [EECMD-ეს რეგიონალური კოორდინატორი], მანანა შარაშიძე [ხელოვნების, კულტურის, სპორტისა და მასმედიის პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე], ლევან …
წარწერები ფურცლებზე – ჟურნალისტების გზავნილები აჭარის მაუწყებლის დირექტორს [ფოტო]
„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. მათ განცხადებით მიმართეს ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე …
Continue reading “წარწერები ფურცლებზე – ჟურნალისტების გზავნილები აჭარის მაუწყებლის დირექტორს [ფოტო]”
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟზე
„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „როგორც იცით, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟზე”
გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორისგან ბოდიშს ითხოვს
3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგი“ გადაცემის ჯგუფმა განცხადებით დაიწყო. „ჰეშთეგის“ განცხადებით, 3 დეკემბერს შედგა შეხვედრა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორთან, გიორგი კოხრეიძესთან, რომელმაც „ჰეშთეგი“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. „გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის მიზნად ჩვენ წარმოგვედგინა იმ გარემოზე საუბარი, რომელიც ტელევიზიაშია შექმნილი და რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას. შეხვედრაზე დირექტორმა გადაცემა ჰეშთეგს ბრალი …
Continue reading “გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორისგან ბოდიშს ითხოვს”
აჭარის მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩიეს – გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა
აჭარის მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს. მრჩეველთა საბჭოს ოთხი წევრიდან ორმა მხარი გიორგი კოხრეიძეს დაუჭირა, ერთი ხმა მაია მერკვილაძემ მიღო, ერთი – ფირუზ ბოლქვაძემ. მრჩეველთა საბჭო დაახლოებით ნახევარ საათში ისევ შეიკრიბება და ამჯერად მხოლოდ სამი კანდიდატს შორის იქნება კონკურენცია. კანდიდატს მაუწყებლის დირექტორად არჩევისთვის მინიმუმ 3 ხმა სჭირდება. —————————- 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩიეს – გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა”
გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს: არავის არაფერი არ ემუქრება
„აქ მე თუ მოვედი, არავის არაფერი არ ემუქრება, აბსოლუტურად არავის არაფერი არ ემუქრება. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ადამიანების შრომა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შრომას დებენ, დაფასდეს შესაბამისად…“ – აღნიშნა მრჩეველთა საბჭოსთან გასაუბრების დროს გიორგი კოხრეიძემ. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია. გიორგი კოხრეიძემ სხდომაზე ფეისბუქის სქრინშოტებიც მიიტანა იმის საჩვენებლად, …
Continue reading “გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის თანამშრომლებს: არავის არაფერი არ ემუქრება”
ნათია ზოიძე: არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ კოხრეიძეს
ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „გოგა კოხრეიძემ საბუთები შემოიტანა, მიუხედავდ იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ აჭარის ტელევიზიის არჩეული დირექტორია. ახლა ისევ ცდის ბედს, რადგან ეს მოკლე გზაა გახდეს დირექტორი. სად ხართ ის ხალხი, იმედი რომ გქონდათ ორი წელი გაგრძელდებაო სასამართლო დავა? ხელისუფლებამ დადო სცენარი, ჩვენ გავშიფრეთ ამ სცენარით …
Continue reading “ნათია ზოიძე: არ არის გამორიცხული ტელევიზიის დირექტორის პოსტი ჩააბარონ კოხრეიძეს”
საია: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა კანონდარღვევით მიმდინარეობს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სსიპ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით. „ამჟამად 2 კანდიდატი წარდგენილია ფრაქციების, 2 კი დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ. სავარაუდოდ კანდიდატს წარადგენს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.” „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები …
„სასამართლოს სურს, ტელევიზიის დირექტორი ახალმა ბორდმა აირჩიოს“ – უარი ენმ-ის მოთხოვნაზე
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უარი თქვა „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის კანდიდატების შესარჩევი კომისიის მუშაობის შეჩერებაზე. განჩინებაში მოსამართლემ პირდაპირ ჩაწერა, რომ ეს „მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის“. „მოსამართლე პირდაპირ წერს, რომ დავის განხილვის დასრულებამდე ახალ ბორდს ვეღარ აირჩევენ, თუკი კომისიის უფლებამოსილება გაუქმდება და იგი ვეღარ აირჩევს ახალ დირექტორს. რატომ სურს მოსამართლეს, რომ ახალმა ბორდმა აირჩიოს ტელევიზიის დირექტორი? …
ვინ არის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 23 კანდიდატი
აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, პირველ ოქტომბერს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბოლოო სია. სიაში სულ 23 კანდიდატია. ბეჟან გობაძე თამილა დოლიძე გელა ღოღობერიძე რუსლან ბარამიძე ფირუზ ბოლქვაძე სოფიო კობალაძე დიანა ვაშაყმაძე ევგენი თავდგირიძე ლევან ქამადაძე სოსო სტურუა სტელა ახვლედიანი ირაკლი ანთიძე რაულ ბერიძე ნიკოლოზ მეგრელიშვილი როინ სურმანიძე ნათია სირაბიძე …
Continue reading “ვინ არის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 23 კანდიდატი”
ვინ შეარჩევს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრობის კანდიდატებს
უკვე ცნობილია იმ კომისიის შემადგენლობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს. აჭარის უმაღლესმა საბჭომ სია დღეს გამოაქვეყნა. კომისიის წევრები არიან: ერმილე მესხია, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან გობაძე, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის, „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან ჯაყელი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა …
Continue reading “ვინ შეარჩევს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრობის კანდიდატებს”
სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს – ბათუმში აქცია გაიმართება
დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, 20 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და სპეციალური განცხადება გაავრცელეს. „გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს,“ – აღნიშნულია …
Continue reading “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს – ბათუმში აქცია გაიმართება”
ვის სურს აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობა – უმაღლესი საბჭო სიას მალავს
„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს, 26 სექტემბერს, ღამის 12 საათზე სრულდება. საღამოს 6 საათის მონაცემებით, ბორდის წევრობის სურვილი 22-მა კანდიდატმა დააფიქსირა და შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე მიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო არ ასაჯაროებს სიას – ვის სურს ბორდის წევრობა. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ სია მას შემდეგ გასაჯაროვდება, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე …
Continue reading “ვის სურს აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობა – უმაღლესი საბჭო სიას მალავს”
აჭარის ტელევიზია და რადიო მეოთხედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მეოთხედ აცხადებს კონკურსს მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად. განცხადებები მიიღება 26 აგვისტოდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ …
Continue reading “აჭარის ტელევიზია და რადიო მეოთხედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად”
აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აირჩიეს
დღეს, 22 აგვისტოს, უკვე მესამედ ჩაიშალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხმები ისევ გაიყო და კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა. დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა გიორგი ირემაძე, ხოლო საბჭოს წევრმა, ბეჟან გობაძემ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აირჩიეს”
აჭარა TV-ის დირექტორის არჩევნებზე კოხრეიძემ 2 ხმა მიიღო – გაიმართება ხელმეორე კენჭისყრა
დღეს, 22 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებზე დირექტორობის კანდიდატმა გიორგი კოხრეიძემ ორი ხმა მიიღო, ერთი ხმა კი – თინათინ ცისკარაძემ. გიორგი კოხრეიძეს გამარჯვებისთვის სამი ხმა სჭირდებოდა. საბჭოზე შესვენება გამოცხადდა და განმეორებითი კენჭისყრა დღესვე, ნახევარ საათში გაიმართება. დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებში საბჭოს სამი წევრი მონაწილეობს. სხდომას არ ესწრება გიორგი ირემაძე, ხოლო …
ვინ არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის ახალი კანდიდატები
დღეს დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსზე განცხადებების მიღება. აჭარის საზოგადობრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობს: ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, თინა ცისკარაძე, დავით დიასამიძე, გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, მერაბ წულუკიძე, ციალა ქათამიძე, შოთა ზოიძე და გიორგი წულაია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში გვითხრეს, რომ კანდიდატთა სია შეიძლება …
Continue reading “ვინ არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის ახალი კანდიდატები”
აჭარა ტვ-ის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე შეასრულებს
„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 აპრილს, ნათია კაპანაძე დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ნათია კაპანაძეს ბორდის ოთხმა წევრმა გამოუცხადა უნდობლობა. 10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. ვიდრე მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის ახალ დირექტორს შეარჩევს, დირექტორის მოვალეობას ავტომატურად მისი მოადგილე ასრულებს. „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე მაუწყებლის განვითარების დარგში ამ დროისთვის ნათია ზოიძეა. დირექტორის მოვალეობის შესრულება სწორედ მას მოუწევს. …
Continue reading “აჭარა ტვ-ის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე შეასრულებს”
როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას „აჭარა ტვ“ ოპერატორების გაფიცვის ფონზე
დღეს, 19 აპრილს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13-მა ოპერატორმა გაფიცვა დაიწყო. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როგორ გააგრძელებენ მუშაობას და მოახერხებენ თუ ვერა საინფორმაციო გადაცემების ეთერში გაშვებას. მაია მერკვილაძე: „ამ ეტაპზე გაფიცულია 13 ოპერატორი. ისინი საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები არიან. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მათ შეუერთდნენ ორი ბიუროს – …
Continue reading “როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას „აჭარა ტვ“ ოპერატორების გაფიცვის ფონზე”
აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს კიდევ 23 ორგანიზაცია ეხმიანება
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. „არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ. აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს კიდევ 23 ორგანიზაცია ეხმიანება”
აჭარის ტელევიზიამ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში დააბრუნა
„აჭარის ტელევიზიამ“ სამსახურიდან გათავისუფლებული მენეჯერი – ირაკლი ბარამიძე ტელევიზიაში დააბრუნა. ბრძანებას ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან განჩინების მიღების შემდეგ მოაწერა ხელი. პირველი თებერვლიდან ირაკლი ბარამიძე ისევ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იმუშავებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „ირაკლი ბარამიძის საქმე“ ჯერ არ განუხილავს, თუმცა სასამართლომ წინმსწრებად დააკმაყოფილა ტელევიზიიდან გათავისუფლებული მენეჯერის სამსახურში დაუყოვნებლივი აღდგენის მოთხოვნა. „ეს …
Continue reading “აჭარის ტელევიზიამ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში დააბრუნა”
არჩევნები ერთი კანდიდატით და წინასწარცნობილი შედეგით
აჭარის უმაღლესმა საბჭომ წინასწარშერჩეული კანდიდატი დღეს, პირველ ნოემბერს, ფარული კენჭისყრით აირჩია – „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრი ოფიციალურად გიგა ჩხარტიშვილია. მისი ხელფასი 2625 ლარი იქნება. „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრებს უმაღლესი საბჭო ირჩევს. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრის ასარჩევ კენჭისყრაში სული 14 დეპუტატი მონაწილეობდა. გიგა ჩხარტიშვილს 14-დან 13-მა დაუჭირა მხარი. „ქართულ ოცნებას“ უმაღლეს საბჭოში სულ 14 დეპუტატი ჰყავს, …
Continue reading “არჩევნები ერთი კანდიდატით და წინასწარცნობილი შედეგით”