მთავარი,რეკლამა,სიახლეები

წელს აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 55 მილიონი ლარი დაიხარჯება

02.05.2019 • 1539
წელს აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 55 მილიონი ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 55 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს.

ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია  პროექტების ნაწილი, ნაწილის შესრულებაზე კი დაგეგმილ დროში გამოცხადდება ტენდერები. ამ მასალით ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს.

 ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16 კილომეტრამდე  ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, 7 ახალი ხიდის მშენებლობა, 32 ლოკაციაზე საყრდენი კედლის მშენებლობა  და 8 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა. გათვალისწინებულია აუცილებელი საგზაო ტექნიკის შეძენაც.

სულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული და სამელიორაცია პროექტებისათვის გამოყოფილია 11 804 570 ლარი.

ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა

ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი 2019 წლის განმავლობაში დააგებს 10 კმ-მდე მოასფალტებულ გზას, ააშენებს ორ ახალ ხიდს და 41 ლოკაციაზე საყრდენ კედელს, 15 ლოკაციაზე კი დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობაა დაგეგმილი.  გათვალისწინებულია აუცილებელი საგზაო ტექნიკის შეძენაც.

სულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული და სამელიორაცია პროექტებისათვის გამოყოფილია 9 840 101 ლარი.

ქედის მუნიციპალიტეტში

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი 2019 წლის განმავლობაში დააგებს 8 კმ-მდე მოასფალტებულ გზას, ააშენებს ერთ ახალ ხიდს, ხოლო არსებულ 2 ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს; 33 ლოკაციაზე ასევე ააშენებს საყრდენ კედელს. დაგეგმილია 17 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია აუცილებელი საგზაო ტექნიკის შეძენაც.

ქედის მუნიციპალიტეტში 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურული და სამელიორაცია პროექტებისათვის სულ გამოყოფილია 8 879190 ლარი.

დამცავი ზღუდარების და საყრდენი კედლის მოწყობა

დამცავი ზღუდარების და საყრდენი კედლის მოწყობა

შუახევის მუნიციპალიტეტში

შუახევის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დეპარტამენტი ყველაზე მეტ თანხას დახარჯავს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 12 975 839 ლარი.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტში დააგებს 13 კმ-მდე ასფალტბეტონის გზის საფარს, ააშენებს 2 ახალ ხიდს და 1 არსებულ ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს. 38 ლოკაციაზე ააშენებს საყრდენ კედელს. დაგეგმილია ასევე 3 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა. შეიძენს აუცილებელ საგზაო ტექნიკას.

ხულოს მუნიციპალიტეტში

ხულოს მუნიციპალიტეტში 2019 წელს ქვეპროგრამების „საგზაო ტექნიკის შეძენა“ და „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა“ ჩათვლით 11 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

დაგეგმილია შვიდ კილომეტრამდე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. ააშენებს 1 ახალ ხიდს და 3 არსებულ ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს. 38 ლოკაციაზე ააშენებს საყრდენ კედელს. 4 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობაა დაგეგმილი. ხულოს მუნიციპალიტეტშიც გათვალისწინებულია აუცილებელი საგზაო ტექნიკის შეძენა.


მთავარი ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა [აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: