8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი“, რომელიც მთავრობას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის გავლენა. კანონპროექტი კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯო უილსონმა რესპუბლიკური პარტიიდან და სტივ კოენმა დემოკრატიული პარტიიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში რუსული და ჩინური …
Tag Archives: აშშ-საქართველო
რას ნიშნავს რუბიოს პოზიტიურ განცხადებაზე ივანიშვილის უკმეხი პასუხი – ინტერვიუ
„იმის ნაცვლად, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ესარგებლა მარკო რუბიოს გაჟღერებული პოზიტიური განცხადებით, მივიღეთ სრულიად უკმეხი და არადიპლომატიური პასუხი… ეს შეიძლება ამყარებდეს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ივანიშვილი საერთოდ არც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და რომ ის ერთგვარად მიბმულია რუსეთის ინტერესებზე,“ – მიიჩნევს დიპლომატი გიორგი ბადრიძე, მას საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის დასმულ შეკითხვასა და პასუხზე ვესაუბრეთ: რა …
Continue reading “რას ნიშნავს რუბიოს პოზიტიურ განცხადებაზე ივანიშვილის უკმეხი პასუხი – ინტერვიუ”
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი დღეს, 26 მარტს, ანაკლიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. „ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს“ …
Continue reading “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს”
რატომ გაურთულა აშშ-მ ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს
აშშ-მ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების მიღების პროცედურა გაართულა. ვიზის მიღების მსურველებს მიმდინარე წლის აპრილიდან აშშ-ის ხაზინაში 5-დან 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტი მოეთხოვებათ. ამ შეზღუდვით საქართველო ისეთი ქვეყნების სიაში მოხვდა, როგორიცაა: ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, კუბა, გვინეა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ. საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელზეც აშშ-მ სავიზო შეზღუდვა გაავრცელა. უკავშირდება თუ …
Continue reading “რატომ გაურთულა აშშ-მ ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს”
„ხან ამერიკას ელაქუცებიან, ხან ირანს“ – ინტერვიუ
11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი (რევოლუციის წლისთავისადმი) მიძღვნილ მიღება, სადაც სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. ფაქტს კრიტიკულად გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში. „მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს …
Continue reading “„ხან ამერიკას ელაქუცებიან, ხან ირანს“ – ინტერვიუ”
„საქართველოში არც ერთი პროცესი არ იქნება წარმატებული ძლიერი გარე გარანტორის გარეშე“ – კომენტარი
11 თებერვალს, ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც გამომსვლელებმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირთა დასჯის და საქართველოს სამომავლო გზის შესახებ ისაუბრეს. ბრიფინგზე ისაუბრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა. მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. ისე როგორც …
„სუს-ის მშრალი ინფორმაცია ბევრ კითხვას აჩენს“ – ინტერვიუ მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე
„საუბარი აუცილებლად იქნებოდა მდინარაძის ანტიამერიკულ რიტორიკაზე, არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ უკვე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან და არანაირი საუბარი ამ შემთხვევაში რაღაც სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე არ შედგებოდა. უსაფრთხოების საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა, მით უფრო იმ ფონზე, რაც ირან-ამერიკას შორის მოლაპარაკებების კუთხით ხდება ომანში და იმ სამხედრო ტექნიკის მოძრაობის კუთხით შეერთებული შტატების მხრიდან, რაც ირანის კრიზისიდან გამომდინარეობს,“ – …
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა ამშვენებდა. მაესტრომ …
ანაკლიასთან ახლოს 380-მეტრიანი წარწერა, Megobari Act გამოჩნდა – გზავნილი აშშ-ს
აქტივისტებმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი] გამოსახეს. 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] მიზანია შეახსენოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობა, რომელიც სენატში კენჭისყრას ელოდება. კანონპროექტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული. თითოეული სიმბოლოს სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია, ხოლო მთლიანი გამოსახულების შექმნაზე აქტივისტებმა დაახლოებით 15 დღე იმუშავეს. …
Continue reading “ანაკლიასთან ახლოს 380-მეტრიანი წარწერა, Megobari Act გამოჩნდა – გზავნილი აშშ-ს”
კობახიძე თანახმაა აშშ-მ საქართველოს თავდაცვას გრანტის სახით 4 მანქანა გადასცეს
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაეთანხმა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან გრანტის სახით 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება [Renault Trafic] მიიღოს. „მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით 4 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების [Renault Trafic] გადმოცემის შესახებ.“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 10 ოქტომბერს მოაწერა. ანალოგიურ …
Continue reading “კობახიძე თანახმაა აშშ-მ საქართველოს თავდაცვას გრანტის სახით 4 მანქანა გადასცეს”
„ფოკუსი ბრიუსელიდან სომხეთისკენ ინაცვლებს“ – ინტერვიუ
„სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობებში ფულის შემოდინება ფაქტობრივად შეწყდება. ეს შეიძლება შეეხოს ასევე სამხედრო თვალსაზრისით შესყიდვებს ან ფულის მიმოქცევას ისეთ არეებში, რომლებიც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, პირობითად, ჯანდაცვის მიმართულებას,“ – ამბობს პოლიტიკის მკვლევარი ნინო სამხარაძე, მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეავტორიზაციის აქტის შესახებ ვკითხეთ, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა. რა იცვლება ამით აშშ-საქართველოს ურთიერთობებში? პოლიტიკის ანალიტიკოსს …
Continue reading “„ფოკუსი ბრიუსელიდან სომხეთისკენ ინაცვლებს“ – ინტერვიუ”
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაზე – „აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან“
10 სექტემბერს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ — ასე ეწოდებოდა სხდომას, რომელზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელ თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარ, ლუკ კოფის მოუსმინეს. „ბათუმელები“ გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა: „უნდა გავიხსენო, რომ 100 წლის წინ, კონგრესის …
„ყაველაშვილის ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ოცნება“ და მისი ბელადი“ – ინტერვიუ
„ივანიშვილი წინსწრებით ითხოვს მხარდაჭერას იმ მოვლენების დროს, რომლებსაც ის სავარაუდოდ ელოდება შემოდგომაზე,“ – პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ყაველაშვილის წერილის ადრესატი ტრამპი კი არა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „ყაველაშვილი საკუთარი ინიციატივით ალბათ მეუღლეს ვერ მისწერს წერილს, არათუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და მათი ბელადი. გარკვეულწილად ეს არის სასოწარკვეთილი …
„გიცხადებთ სოლიდარობას და გიდასტურებთ ერთგულებას“ – აშშ-ს საელჩო აგვისტოს ომს ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომს ფეისბუქზე გამოეხმაურა. საელჩო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და წერს, რომ აშშ კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს ერთგულებას და აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას. „დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, …
დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის ვიზის გამოყენება შტატებში მშობიარობისთვის დაუშვებელია. „დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს. საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი“ – წერს საელჩო. აშშ-ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ …
Continue reading “დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო”
„წვრთნები ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ” – საელჩო
„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა“ – ასე ეხმაურება აშშ-ს საელჩო საქართველოში „მტკიცე სულის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებს. „ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს. კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის …
აშშ-ს საელჩო სავიზო აპლიკაციის განხილვისას ყველა პირს სთხოვს სოცქსელების გასაჯაროებას
აშშ-ს საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს სავიზო ცვლილებებთან დაკავშირებით. საელჩოს ინფორმაციით, ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი ვალდებულია, „მათი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო“. საელჩოს ინფორმაციით, სავიზო სკრინინგის დროს გამოყენებული იქნება ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია. „ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, მათ …
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას. „ბათუმელები“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, …
Continue reading “აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს”
კობახიძის წერილი დიპლომატიური ჰარაკირია – ინტერვიუ
„რეალურად, სანქციებზე რეაგირება აჩვენებს, რომ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დარტყმას იღებს პარტიის ჩრდილოვანი თუ საპატიო ლიდერი, რომლის მთავარ, ღერძულ ფიგურაზეა დაფუძნებული და აწყობილი მთლიანად პარტიის ფინანსები, რიტორიკა და მერე ქვეყნის მართვის ტემპიც“- ამბობს ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი. რა იკითხება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილში, რომელიც დღეს, 13 მაისს …
Continue reading “კობახიძის წერილი დიპლომატიური ჰარაკირია – ინტერვიუ”
რას ცვლის „მეგობარი აქტი“ აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობებში? – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„მიუხედავად იმ მოლოდინისა, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოხდებოდა აშშ – საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, ასე არ მოხდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შეხედვით იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ტრამპის და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც „ბათუმელები“ მეგობარი აქტის მხარდაჭერაზე ესაუბრა. პოლიტიკის ანალიტიკოსი აქტის მხარდამჭერი ამერიკელი კონგრესმენების რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებაზე – …
349 მომხრე, 42 წინააღმდეგი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას და აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის. 5 მაისს გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტ მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 42-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მხარდამჭერებს შორის 168 რესპუბლიკელი კონგრესმენია და 181 – დემოკრატი. მანამდე, 27 მარტს, „მეგობარი აქტი“ აშშ-ის …