მთავარი,სიახლეები

დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო

05.08.2025
დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის ვიზის გამოყენება შტატებში მშობიარობისთვის დაუშვებელია.

„დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს.

საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი“ – წერს საელჩო.

აშშ-ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ ადამიანს, ავტომატურად ენიჭება აშშ-ის მოქალაქის სტატუსი.

ბოლო წლებში „ოცნების“ არაერთი ჩინოვნიკი და თანამდებობის პირი, დასავლეთის და შტატების პოლიტიკის კრიტიკის პარალელურად, სწორედ ევროპასა და აშშ-ში აჩენდნენ შვილებს.

ამავე თემაზე: 

რატომ აჩენენ „ოცნების“ დეპუტატები და თანამდებობის პირები შვილებს ევროპასა და აშშ-ში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: