სად წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა?

„ვინც გაიკეთა „ასტრაზენეკათი“ პირველი აცრა, ვადაში ჩაჯდება. პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი. მას ვკითხეთ „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინის ნაწილი უკან, თბილისში წაიღეს. ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ შეიტყეს ბათუმის კლინიკებმა, როცა დაგეგმილ აცრაზე მივიდნენ მოქალაქეები, მაგრამ საჭირო რაოდენობის დოზა არ აღმოაჩნდათ. „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე …

რატომ შეიქმნა „ასტრაზენეკას“ დეფიციტი – გამყრელიძის განმარტება

დღეს, 22 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში მილიონზე მეტი დოზა კოვიდის ვაქცინა შემოვა. იგივე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. „ივლისის დასაწყისში ქვეყანა გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს სადღაც 20 ათასი მაინც“, – აცხადებს გამყრელიძე. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის …

ჯანდაცვის მინისტრს კოვიდი დაუდასტურდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტიკარაძე თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს,  სამინისტროს სხვა თანამშრომლები კი, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზითაა აცრილი. მინისტრს ვაქცინის მეორე დოზა გაკეთებული არ ჰქონდა და უახლოეს დღეებში გეგმავდა იმუნიზაციას. არსებული ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა …

დღეიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 45 წელს გადაცილებული პირებიც დაჯავშნიან

დღეს, 12 მაისს, 20 საათიდან კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ აცრისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება უკვე 45 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. აქამდე „ასტრაზენეკას“ ვაქინით აცრა დაშვებული იყო მხოლოდ 55 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის დასაშვები ინტერვალია 4 კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდი. ამასთან, 8-12-კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალი ოპტიმალურია უფრო …

მივიღებთ არა ფაიზერის, არამედ ასტრაზენეკას 83 000 დოზას მაისის დასაწყისში – სამინისტრო

„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“. სამინისტროდან თავდაპირველად მიღებულ წერილში ეწერა, რომ „მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის …

„კოვიდის ვაქცინების ფასები კომერციული საიდუმლოა“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებენ, თუ რამდენი გადაიხადეს ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში. რამდენი ვაქცინა შეიძინა საქართველომ და რა ფასად? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სამინისტროს და ეროვნულ ცენტრს ერთდროულად, წერილობით, 31 მარტს მიმართა. პასუხი მხოლოდ ცენტრისგან მივიღეთ, ისიც, მხოლოდ ვაქცინების რაოდენობაზე …

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

დღეს, 1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოსული ვაქცინების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე ძვირი, ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა უჯდება, რადგან ფაიზერი და ასტრაზენეკა კოვაქსის პროექტის ფარგლებში, არასაბაზრო ფასით არის შეძენილი. ამირან გამყრელიძე: „ასტრაზენეკა კოვაქსის საშუალებით ვიყიდეთ, სადაც ფასი ყოველთვის სხვაა ჩვეულებრივ საბაზრო …

რითი განსხვავდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები

საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა შემოტანილი – ბრიტანულ-შვედური ფირმა „ასტრაზენეკა“ და გერმანულ-ამერიკული „ფაიზერი“. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია მედიცინის მუშაკებისთვის. ვაქცინაციის გეგმით, ასევე გათვალისწინებულიa 65 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა. თუმცა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ჯერჯერობით მხოლოდ „ასტრაზენეკაა“ ხელმისაწვდომი, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან აცრიან მათ. ეფექტურობა ასტრაზენეკა: 76% ეფექტურობა სიმპტომური COVID 19-ის წინააღმდეგ; 100% ეფექტურობა მძიმე …

აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინა 900-ზე მეტმა ადამიანმა დაჯავშნა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ამ დროისთვის 430-ზე მეტი ადამიანია აცრილი,  დაჯავშნილია 26 ვაქცინა. „ფაიზერის“ ვაქცინა კი უკვე 900-ზე მეტ ადამიანს აქვს დაჯავშნილი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, „ფაიზერზე“ აცრები  6 ჰოსპიტალში მათ შორის ბათუმში, სამშაბათს, 30 მარტს დაიწყება. ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია 24-მდე ჰოსპიტალში უკვე მიმდინარეობს. ვაქცინაციის …

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ covid 19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად

booking.moh.gov.ge – ეს არის ვებგვერდი, სადაც 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე შეუძლიათ ელექტრონულად დარეგისტრირება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ვაქცინის გაკეთება შეეძლო მხოლოდ სამედიცინო პერსონალს და ვებგვერდიც მხოლოდ მათ აძლევდა რეგისტრაციის საშუალებას, დღეიდან კი ამ გვერდზე ზემოთხსენებული ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებიც შეძლებენ ონლაინრეგისტრაციას. ვებგვერდი booking.moh.gov.ge თავდაპირველად ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის სახით დარეგისტრირებას გვთავაზობს. ფიზიკური …

კოვიდზე აცრის შემდეგ მოქალაქე 45 წუთი უნდა დარჩეს კლინიკაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორ „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემთხვევაში მოქალაქე უნდა დარჩეს აცრის ადგილას 45 წუთის განმავლობაში. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ აქამდე გათვალისწინებული იყო 30 წუთი, თუმცა დარჩენის ინტერვალი დამატებითი უსაფრთხოების მიზნით გაიზარდა 45 წუთამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ განსხვავება პროტოკოლში „ფაიზერით“ თუ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემთხვევაში არ არის, გარდა …

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა

დღეს, გამთენიისას, საქართველოში შემოიტანეს „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ არჩევანი გააკეთონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის აცრის წინ. აცრა ნებაყოფლობითია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ბრიტანულ-შვედური კომპანიის ნაწარმია, „ფაიზერი“ კი – გერმანულ-ამერიკული კომპანიის. დღეიდან, 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

რას ამბობს ბათუმელი ექიმი, რომელიც მედდის გარდაცვალების დღეს აიცრა კოვიდზე

დიანა გორგოშაძე შინაგანი მედიცინის 27 წლის რეზიდენტი – უმცროსი ექიმია. ,,ასტრაზენეკათი“ ის ზუსტად იმ დღეს აიცრა, როცა ახალციხის კლინიკა ,,იმედის“ მედდა, მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცრის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ დიანას აცრაზე უარი ვერ ათქმევინა. დიანა ყოველდღე კლინიკაში მუშაობს, შინ ჰყავს 6 თვის შვილი და ასაკოვანი, დიაბეტიანი დედამთილი. ამბობს, რომ ვაქცინის შემოსვლას …

ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 23 მარტს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ტელეკამერების წინ გაიკეთა. ტიკარაძემ ვაქცინა საჩხერის კლინიკაში გაიკეთა. „გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკის და მედპერსონალის მიმართ, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი, ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს გააჩნია მრავალწლიანი ტრადიცია სამედიცინო სფეროში მუშაობის და დარწმუნებული …

მოქალაქეებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 მარტიდან ვაქცინაცია 65 წელს გადაცილებული  საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სამინისტროს განცხადებით, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, მათ შეეძლებათ აირჩიონ „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინით სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 843 ადამიანი …

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა – სამინისტრო განმარტებას არ აკეთებს

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მალე განმარტავენ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. კოვიდზე მედპერსონალის ვაქცინაცია გაგრძელდება ქალაქ ბათუმში, დღეს ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ. დღეს ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა, რომელსაც, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, განუვითარდა. …

„ალერგიული რეაქცია არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ცუდია“ – ექიმი ჟამურაშვილი

ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ექთნის მძიმე მდგომარეობას ეხმიანება და კოლეგებს, ექიმებს მიმართავს. ჟამურაშვილი ფეისბუქზე ასევე წერს, რომ ალერგიული რეაქცია არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ცუდია და მისი გამოყენება უნდა შეჩერდეს. „პირველ რიგში ჩემი თანადგომა პაციენტს და მის ოჯახს! იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება! თუმცა… …

„ასტრაზენეკას“ გამოყენება განახლდება გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში

გერმანიაში, საფრანგეთსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში გადაწყვიტეს განაახლონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება იმის შესახებ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის განცხადებით, გერმანია ვაქცინაციას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს, პარასკევს, განაახლებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ვაქცინაცია ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნის …

აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება – ტიკარაძე

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“ – განაცხადა დღეს, 18 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ. ამ განცხადების წინ ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიc დღეს საღამოს იქნა მიღებული. ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა …

„ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“ – ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს. დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ …

ევროპაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას ელიან

დღეს, 18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტოში საგანგებო სხდომა იმართება „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით. დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რა რეკომენდაციებს გასცემს სააგენტო აღნიშნულ ვაქცინაზე. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი აცრილ პაციენტებში თრომბის განვითარების დაუზუსტებელი შემთხვევების გამო. თავად კომპანია „ასტრაზენეკა“ ამ დრომდე აცხადებს, რომ 17 მილიონი ადამიანის მონაცემების გადამოწმების …

რა უნდა ვიცოდეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე – პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

15 მარტს საქართველოში დაიწყება COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე მედპერსონალი უნდა აცრან. ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო. საქართველოში ვაქცინაცია კოვიდის წინააღმდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იწყება. რა ვიცით ამ ვაქცინაზე? „ბათუმელები“ გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს. ვინ შექმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა?  „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 …

მარტის ბოლოს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მარტის ბოლოს საქართველოში კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 14 500 ადამიანისთვის საკმარისი დოზა, რომელიც ასევე მოხმარდება სამედიცინო სფეროს პერსონალის აცრას კორონავირუსზე. „43 200 ასტრაზენეკას ვაქცინას დაემატება „ფაიზერის“ ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში, მარტის ბოლომდე. 14 500 ადამიანის ასაცრელად იქნება ეს დოზები საკმარისი, ორჯერადი აცრისთვის. აპრილში ჩვენ …

საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა გამოყოფილი – Covax

Covax პლატფორმაზე ვაქცინების განაწილების პირველი რაუნდის დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების და მათთვის განკუთვნილი ვაქცინების დოზებია გაწერილი. ვაქცინების დოზები 139 ქვეყანას 2021 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში უდნა მიეწოდოს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა განკუთვნილი. დოკუმენტშივე მითითებულია, რომ ცხრილი განახლდება ამ კვირის ბოლოს, სადაც მითითებული იქნება 2021 წლის თებერვალი-მარტისა და აპრილი-მაისისთვის გამოყოფილი …

სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა. გამყრელიძის თქმით, იმის გამო, რომ  ვაქცინის გარკვეული დოზა ზოგიერთ ქვეყანას შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვის გამო გაუფუჭდა, რამდენიმე დღის წინ „ფაიზერმა“ ახალი პირობები წაუყენა საქართველოსა და იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით უნდა შესულიყო. „ჯერ …

Exit mobile version