მთავარი,სიახლეები

„ასტრაზენეკას“ გამოყენება განახლდება გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში

19.03.2021
„ასტრაზენეკას“ გამოყენება განახლდება გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში

გერმანიაში, საფრანგეთსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში გადაწყვიტეს განაახლონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება.

ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება იმის შესახებ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის განცხადებით, გერმანია ვაქცინაციას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს, პარასკევს, განაახლებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ვაქცინაცია ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნის გამოქვეყნებამდე შეაჩერეს უსაფრთხოების მიზნით.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას განაახლებენ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, ესპანეთი, ლატვია და სლოვენია. 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჯან კასტექსი „ასტრაზენეკას“ ვაქცინას დღეს, 19 მარტს, საჯაროდ გაიკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ვაქცინისადმი ნდობის გაზრდას.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: