ხელფასებში ცესკომ სამ წელში 113,3 მილიონი ლარი დახარჯა

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო [ასევე საუბნო] კომისიების ხარჯებმა ჯამში 9,1 მილიონი ლარი შეადგინა. სწორედ ეს თანხაა მითითებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] 10 ოქტომბრის დადგენილებაში. აღნიშნული ხარჯები ცესკოს მიერ თავიდან განსაზღვრულზე 1,4 მილიონით მეტია. „2025 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ცესკომ …

რა თქვა არჩევნებზე არ მისვლით ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა – შეფასება

„არჩევნების მოგება იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არჩევნებში მიზანმიმართულად არ მონაწილეობს, ლეგიტიმაციას კი არ გძენს – გაკლებს“, – ასე აფასებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს. რა გაკვეთილი უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით და რა გვაჩვენა კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ბოიკოტმა? – ვკითხეთ იაგო კაჭკაჭიშვილს. ბატონო იაგო, რა …

„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა” – ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება – განცხადებას ავრცელებს ნორვეგიის საელჩო საქართველოში. „საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. OSCE/ODIHR-ს არ მიეცა საშუალება დაჰკვირვებოდა ადგილობრივ არჩევნებს, მათი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. დასანანია, რომ გამოყენებული იქნა ძალადობა. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ,“ – ნათქვამია …

გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა საერთო ამომრჩევლების 27,2-მა პროცენტმა მისცა – არჩევნების შედეგები აჭარაში

ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ხმების 80,6 პროცენტი, ანუ 42 876 ხმა მიიღო. იგივე ცესკოს მონაცემებით კი, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა, საერთო, ანუ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 27,2-მა პროცენტმა მისცა. ისევე როგორც ბათუმის მერის შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და კანდიდატების მიერ …

ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116-მა ამომრჩეველმა

ცესკოს ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 438 116 ამომრჩეველმა. არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო 3 მილიონ 513 818 ამომრჩეველი. საქართველოს ისტორიაში ეს არჩევნები ყველაზე დაბალი აქტივობით არის გამორჩეული და იმითაც, რომ საარჩევნო პროცესს არ აკვირდებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 4 ოქტომბერს, დილის 10 საათისთვის 7.85% იყო, …

4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკოს ვებგვერდზე მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ცესკოში მხოლოდ 24 საჩივარი დარეგისტრირდა. აქ არ არის ასახული იმ საჩივრების რაოდენობის შესახებ, რომლებიც საარჩევნო  უბნებიდან საოლქო კომისიებში შევიდა. თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი საჩივარი არც საოლქო კომისიებში იქნება დარეგისტრირებული, რადგან 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ფაქტობრივად დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა. არჩევნებს არ აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი ავტორიტეტული …

„ოცნების“ არჩევნებში „ოცნება“ იმარჯვებს – წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ცინცაძე, რომელიც ამავდროულად მერის მოვალეობას ასრულებს, პირველივე ტურში 80,55 პროცენტით იმარჯვებს. 10,493 % აქვს გოჩა გუგუნავას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ბათუმის მერობის კანდიდატს. ცესკოს ინფორმაციით ბათუმის ოთხმოცდაათი საარჩევნო უბნიდან 88 უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით დიდი უპირატესობით იგებენ მუნიციპალიტეტების „ოცნების“ მერობის კანდიდატებიც. მაგალითად  ქობულეთის მერობის …

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს 4 საათზე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოსთან

პროევროპული აქციის მონაწილეები დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საკონსტიტუციოსთან შეიკრიბებიან მოქალაქეები და უწყვეტი საპროტესტო აქციების ის მონაწილეები, რომლებმაც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ვერ მოახერხეს წასვლა. დღეს პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციის 311-ე დღეა. დღეს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული პროტესტის ფონზე, …

არჩევნები დამკვირვებლების გარეშე, რეპრესიებისა და ბოიკოტის ფონზე

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 ქალაქის მერი და 64 საკრებულოს 2 058 წევრი – ნაწილი პროპორციული, ნაწილი კი მაჟორიტარული სისტემით. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას. 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დაპატიმრებულია 7 პოლიტიკური ლიდერი, ციხეში ხვდებიან არჩევნებს …

არჩევნები 60-ზე მეტი პოლიტპატიმრით და ოპოზიციის ლიდერებით ციხეში

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველო 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრით ხვდება. ციხეში უკანონოდ, დაუდასტურებელი ბრალით ზის სტუდენტი, ექიმი, მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, იუმორისტი, მსახიობი და სხედან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ავტორიტეტული უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელი“ დღეს, 3 ოქტომბერს, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ „საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური …

შსს 94,5 ათასი ლარის საკვებს იყიდის პოლიციელებისთვის რეგიონებში არჩევნების დღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტები რეგიონებში [თბილისის გარდა] ჯამში 94 ათას 593 ლარის საკვებს ტენდერის გარეშე იყიდიან პოლიციელებისგან სპეციალურად საარჩევნოდ შექმნილი ჯგუფებისთვის. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს „2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართი არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი სპეციალური საპოლიციო ძალების კვებით უზრუნველყოფა“ შს მინისტრის 2025 წლის 30 სექტემბრის ბრძნებით დაევალათ. „ზემოაღნიშნულმა ჯგუფებმა მათზე …

„ქმნიან დაკვირვების ილუზიას“ – 4 ოქტომბრის არჩევნები სანდო დამკვირვებლის გარეშე

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში, ფაქტობრივად, გამოცდილი და დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება. ცესკოს მონაცემების მიხედვით, არჩევნებს საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია დააკვირდება, თუმცა როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს „ბათუმელებთან“, ამ სქემას საერთაშორისო დონეზე კარგად იცნობენ, როგორც „ყალბ დაკვირვებას“. „ყველა არჩევნებზე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ჯგუფებს, ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირდებიან ხოლმე სადამკვირვებლო ორგანიზაციებად. ამ …

Glovo და Wolt „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უარყოფენ

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში კურიერების მსვლელობა იყო, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიმბოლიკებით გადაადგილდებოდნენ. მსვლელობაში მონაწილე კურიერებს ასევე ჰქონდათ „გლოვოს“ და „ვოლტის“ სიმბოლიკებიც. „ბათუმელები“ დაინტერესდა, აღნიშნული საკურიერო კომპანიები ოფიციალურად არიან ჩართული „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, თუ ეს არის ცალკეული კურიერის ინდივიდუალური გადაწყვეტილება? Glovo და Wolt-ის წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ არ ადასტურებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. „არა, ოფიციალურად ნამდვილად …

საია: 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად ვერ დავაკვირდებით არჩევნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ორგანიზაციის 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება. „2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება. ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, …

ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ამ პარტიებმა ერთმანეთთან შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს …

„ქართული ოცნების“ კანდიდატების სია ბათუმის საკრებულოში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში 45 კანდიდატია. „ოცნების“ სია ასე გამოიყურება: ივანე მაისურაძე ნატალია ზოიძე ლევან ბერიძე ნერიმან ცინცაძე დავით მიქელაძე ნინო ცხვარაძე ლევან დავითაძე გიორგი ლომთათიძე მამუკა კაკაბაძე  დავით მახარაძე ალექსანდრე ბერძენიშვილი გიორგი მურადიშვილი დავით ნაკაშიძე გურამ კვაჭაძე დავით კობახიძე დავით ქარცივაძე ვაჟა მეგრელიძე თეიმურაზ ხასია ხათუნა დიასამიძე დურსუნ ბერიძე …

„ეს არჩევნები კი არა, ბლეფია“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

აპირებთ თუ არა წასვლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე? როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს არჩევნები? – ეს და მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებული სხვა კითხვები „ბათუმელებმა“ მოქალაქეებს ქალაქის ქუჩებში დაუსვა. ნახეთ „ბათუმელები“ ვიდეო, რას ამბობენ მოქალაქეები.

კობახიძე საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით კანონის „უმკაცრესად“ მოქმედებას აანონსებს

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით „კანონი უმკაცრესად იმოქმედებს“. „დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი“ – თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს ბანერებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანებას შეეხებოდა. მისი თქმით, აქამდე ზედმეტად „რბილი პრაქტიკა“ …

„პოლიციაში ბზარის გაჩენის ეშინიათ პარანოიდულად“ – ინტერვიუ

„ეს არის „მეფის კარზე“ შიდა კლანებს, დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება… ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას ირგვლივ არავინ არ დატოვოს, ბიძინა გახადოს სტერილური და მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცეს,“ – თავის ვერსიას გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ივანიშვილის დაჯგუფებაში ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. მას თანამდებობით ბოროტად სარგებლობას …

რატომ გახდა საარჩევნო ბანერზე წარწერა დანაშაული – ათობით მსგავსი საქმე რეაგირების გარეშეა

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არ იძებნება საქართველოში საარჩევნო გარემოს შეფასება – ანგარიში, სადაც საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანება- განადგურებას გარკვეული ადგილი არ ეთმობა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო-სააგიტაციო ბანერების მოხატვას, ჩამოხევას, წარწერებით დაფარვას, სხვა ბანერების გადაკვრას და ასე შემდეგ. იყო შემთხვევებიც, როცა ბანერების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა ეს საქმეები, ამის …

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმს მერობის ხუთი კანდიდატი ჰყავს – თამარ მიქელაძე [„მამული, ენა, სარწმუნოება“]; ზვიად კვირიკაძე [„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“], გოჩა გუგუნავა [„გახარია საქართველოსთვის“], გიორგი ცინცაძე [„ქართული ოცნება“] და კახაბერ ცისკარიძე [დამოუკიდებელი კანდიდატი]. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 4 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა, ბათუმში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, წინასაარჩევნო სამზადისი ფაქტობრივად არ იგრძნობა. ადგილობრივი თვითმმართველობის …

Exit mobile version