რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სკოლის ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებით სკოლაში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა, სკოლები ცომეული პროდუქტების ამარა დარჩა ან საერთოდ არაფერი იყიდება. პირველი სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, დირექცია ბუფეტის ფართობზე აუქციონს აცხადებს. „დოკუმენტაცია უკვე მზადაა და აუქციონი მალე გამოცხადდება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოიჯარემ სკოლაში უნდა შემოიტანოს? …

ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე, ეროვნული გამოცდების ბარიერზე საუბრის დროს, დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენა. „სამი წლის წინ ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და, უბრალოდ, შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა …

განათლების სამინისტრომ 28 მილიონი ლარის კომპიუტერები და სახელმძღვანელოები იყიდა

ოფიციალური ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 2 მილიონ 700 ათასი სასკოლო სახელმძღვანელო შეისყიდა, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონ 800 ათასი ლარია. პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის კი 55 ათას 700 ცალი ახალი ნოუთბუქი შეისყიდა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ 720 ათასი ლარია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს  დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეები ახალი …

ჯეჯელავა დემირელის სკოლის დახურვაზე კომენტარს არ აკეთებს

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე პარლამენტის განათლების კომტეტის გასვლით სხდომაზე მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ უპასუხოდ დატოვა „ბათუმელების“ შეკითხვა „დემირელის სკოლის“ დახურვასთან დაკავშირებით. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტებმა პრესსამსახურს უნდა მიმართონ. ოფიციალური ინფორმაციით, დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა. უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის …

ვაშლები შერჩევით – ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი ინიციატივა

საქართველოს განათლების მინისტრმა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ბავშვებს კვირაში ერთხელ ვაშლს დაურიგებენ. „ჩემი ოცნებაა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგეს,“-ამის შესახებ ჯეჯელავამ განცხადება ჯერ კიდევ 3 მაისს გააკეთა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის განცხადების ირგვლივ ჟურნალისტებს შეკითხვები არ დაუსვამთ, „შესაბამისად, არც მინისტრს გაუკეთებია …

ჯეჯელავამ სკოლის არჩეული დირექტორი გაათავისუფლა – დირექტორი სასამართლოში ჩივის

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დღეს, 16 ივნისს, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება მიიღო თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მინისტრის ბრძანების მიხედვით, დირექტორი სკოლიდან შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე არის გათავისუფლებული. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია, მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურებოდა. მედეა გვენეტაძის …

განათლების მინისტრმა გარედაკვირვების წესი დაამტკიცა

რას ნიშნავს გარედაკვირება და რას შეცვლის ის სასწავლო სისტემაში? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის, მანანა რატიანის განმარტებით, გარედაკვირვება მხოლოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის არის აუცილებელი. მანანა რატიანის თქმით, ეს იყო ერთადერთი კომპონენტი სქემაში, რომელიც  აქამდე არ მუშაობდა. „ამ წესის დამტკიცებით კი სქემა სრულფასოვნად ამუშავდა“-გვეუბნება ის. სტანდარტიზებული ინსტრუმენტი რომელიც დამტკიცდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის, გამოიყენება როგორც …

უყვარს თუ არა მაღალხელფასიან პედაგოგს ბავშვი? – „სახელმწიფო ჩვენს ნერვებს ცდის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მაღალი ხელფასების პირობებში, სკოლაში ისეთი ადამიანები მივლენ, ვისაც ბავშვი არ ეყვარება. „პედაგოგიკა არის ის ტერიტორია, სადაც ვინმე თუ ფულისთვის მოვიდა, ვინმეს თუ მოეჩვენა, რომ წავალ ეხლა და მაგარი ხელფასი მექნება და მასწავლებელი გავხდები, მოკლედ მაგარ შარშია, იმიტომ, რომ  ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში, …

მინისტრ ჯეჯელავას „მართვის აკადემიამ“ სახელმწიფოსგან 300 000 ლარის დაკვეთა მიიღო

2017 წლის იანვარში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ააიპ „მართვის აკადემიას“ ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურება დაუკვეთა. შესყიდვის ღირებულება 235 200 ლარია. დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს დაფუძნებული. ააიპ „მართვის აკადემია“ კი საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დაფუძნებული ორგანიზაციაა და, ძირითადად, სატრენინგო …

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ეს ციფრი არ არის საბოლოო. „ეს არის დაახლოებითი ციფრი, დეტალური ინფორმაცია, რამდენი იყო აქედან ის, ვინც ხელმეორედ აბარებდა გამოცდას,  რამდენიმე დღეში დაიდება, როცა ყველა მონაცემი შეჯამდება“, – განაცხადეს ეროვნულ ცენტრში. …

რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების“ (PISA)  მიხედვით, ქართულ სკოლებში წაკითხულის გააზრების პრობლემა დგას. რა არის ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაკლი და რატომ ვერ გახდა ქართული სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული? ამ თემაზე „ბათუმელებს“  თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების სპეციალისტი ნინო ლომიძე ესაუბრება. ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი  რომ …

ალექსანდრე ჯეჯელავა დისტანციურ სწავლებაზე

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 500-მდე ქართველ ბავშვს ქართულ ენას წელს, დისტანციური მეთოდით, ოცი ქართველი პედაგოგი შეასწავლის. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევში პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. „საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის შესასწავლად დისტანციური სწავლება გასულ წელს დავიწყეთ. ლონდონში მცხოვრებ 20 ბავშვს ქართულ ენას ორი ქართველი პედაგოგი ასწავლიდა, დისტანციური სწავლების პროექტი საკმაოდ პოზიტიური და წარმატებული …

ალექსანდრე ჯეჯელავა: „ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა“

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ეროვნულ სასწავლო პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად მეშვიდე-მეცხრე კლასის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შევა. „მეხუთე-მეექვსე კლასების ეროვნული სასწავლო პროგრამა არ მომწონს, განსაკუთრებით არ მომწონს მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების სასწავლო პროგრამა. დიდია დატვირთვა ამ კლასებში და უნდა მოხერხდეს ეროვნული სასწავლო პროგრამის განტვირთვა. საათობრივი ბადე უცვლელი დარჩება, მხოლოდ ორჯერ …

ჯეჯელავა: ხანდაზმული პედაგოგების სკოლიდან წასვლის საკითხი არ განიხილება

შუახევში, პედაგოგებთან შეხვედრაზე, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საპენსიო ასაკის პედაგოგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლიდან პედაგოგის წასვლის საკითხი მხოლოდ მაშინ დადგება, თუ პედაგოგს გაკვეთილის ჩატარება და მოსწავლეებთან ურთიერთობა არ შეეძლება. „როცა შეფასების სქემიდან ამოვიღეთ  – „თუ არა და სახლში წადი“,  წამოვიდა კრიტიკა, რომ არასდროს არავინ წავა სახლში და იყო კითხვები, თუ არ დაიხოცებიან დაფებთან, მანამდე …

განათლების მინისტრი: სკოლებში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 8 მაისს, აჭარის მაღალმთიანეთის სკოლის პედაგოგებს შუახევის კულტურის ცენტრში შეხვდა. მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლების საათობრივ ბადეში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მათთვის სასურველი საგანი აირჩიონ. არჩევითი საგნები, მინისტრის თქმით, სპორტისა და ხელოვნების სფეროებს მოიცავს. მინისტრმა მცირეკონტიგენტიანი …

ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში პედაგოგებს შეხვდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აჭარაში იმყოფება. დღეს, 8 მაისს, ალექსანდრე ჯეჯელავას აჭარის განათლების მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად,  საზოგადოებრივი კოლეჯის -„ახალი ტალღა“ –  ტრენინგ-ცენტრის დათვალიერება და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. დღის მეორე ნახევარში ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში აპირებს გამგზავრებას. შუახევის კულტურის სახლში მინისტრები მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების 300-მდე პედაგოგს შეხვდებიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ალექსანდრე ჯეჯელავა …

საზეპიროების ნაცვლად თამაშები – რას გეგმავს სამინისტრო სკოლებისთვის

„იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებმა საზეპიროები მოყვნენ ისტორიის წიგნიდან, მათ შეუძლიათ ითამაშონ ისტორიული ფაქტების ირგვლივ და განიხილონ რა სტარატეგია იქნებოდა უფრო საინტერესო, კონკრეტულ შემთხვევაში“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. ის მინისტრის ინიციატივაზე გვესაუბრება, რომელიც სკოლებში სამაგიდო თამაშების დანერგვას ითვალისწინებს. თემურ მურღულიას თქმით, სამინისტრომ სამაგიდო თამაშების იდეების მიღებაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მინიმუმ …

„ეს ტექსტი დიაგნოზია რექტორთა საბჭოსი და მთელი განათლების სისტემის“

2017 წლის 15 მარტს რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაშიც ესწრებოდა. მისი თქმით, სხდომის დღის წესრიგით საბჭოს უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის ვადებთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილა. ამავე სხდომაზე, როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორმა შეიტანა განცხადების ტექსტი, რომელიც რექტორთა საბჭოზე წაიკითხეს. ეს განცხადება 24 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა. ტექსტში …

ფსიქოლოგი მაია ცირამუა: მინისტრის განცხადება დისკრიმინაციული და საფრთხის შემცველია

ფსიქოლოგ მაია ცირამუას შეფასებით, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გამონათქვამი – „მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები“, დისკრიმინაციულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ფსიქოლოგის აზრით, როცა სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი ისედაც მაღალია, მინისტრი მსგავსი ტერმინებით არ უნდა საუბრობდეს. „ნამდვილად დისკრიმინაციულია მინისტრის გამონათქვამი და ძალიან მაღალი რისკია იმის, რომ თუნდაც ამ გამონათქვამმა გაზარდოს ბულინგის შემთხვევების რაოდენობა სკოლებში, რადგან ასეთი …

შაჰინის სკოლა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემირს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალესანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს და სთხოვს, დაიცვან 340 მოსწავლის უფლებები. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომელიც  23 წელია ფუნქციონირებს  და დღეისათვის მასში 340 მოსწავლე  სწავლობს. 2017 წლის  …

განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის დროს პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და საგნობრივ გამოცდებზე ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგი  ვალდებული აღარ იქნება ჩააბაროს გამოცდა, თუმცა მას  გამოცდაზე მიღებული ქულები კრედიტების დაგროვებაში დაეხმარება. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 21 იანვარს გაიმართა პედაგოგებსა და მინისტრს შორის, ასევე საუბარი შეეხო სკოლიდან მასწავლებლის გაშვების …

ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსზე

აჭარაში მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ამჯერად ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსის შესახებ გააკეთა განმარტება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, „მიმდინარეობს პროცედურები, ეს სკოლა გაივლის აკრედიტაციას ჩვეულებრივი წესით. ახლა ისინი მხოლოდ თურქულ ატესტატს გასცემენ, დიპლომს გასცემენ… მას შემდეგ, რაც ჩვენი კანონმდებლობით გაივლიან აკრედიტაციას, ექნებათ ქართული ატესტატის გაცემის საშუალება“. გასული წლის სექტემბერში ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხს საზოგადოებაში …

განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე

19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურმა არასრულწლოვან მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა, საქართველოს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად იქნება გამოსავალი, თუ ბრალდებული მამაკაცი იქორწინებს 15 წლის მოზარდთან. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, “დასჯა აუცილებლად მოხდება. სისხლის სამართლის კოდექსს არ აინტერესებს ცოლად მოყვანა და არ მოყვანა. სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება”. განათლების მინისტრმა ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან …

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 21 იანვარს, ბათუმში საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. განათლების მინისტრი პედაგოგებს განვითარების სქემაში შეტანილ ცვლილებებსა და იმ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც ახალი წლიდან დაინერგება. „ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სისტემაში შევა, იქნება პედაგოგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის მონოლოგის …

რომელ სკოლებს დაეხმარება სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ დაგეგმვაში

განათლების სამინისტრო მცირეკონტინგენტიანი სკოლებიდან „თავისუფალი გაკვეთილების“  შესახებ იდეებს მიიღებს, შემდეგ დაამუშავებს და დააფინანსებს. კონკურენციაში კი მხოლოდ მაღალკონტინგენტიანი სკოლები იქნებიან, რომელსაც სამინისტრო უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს. როდის იწყებს სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების ოფიციალურ მიღებას, ამ თემაზე  „ბათუმელებს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის მენეჯერი ლალი კალანდაძე ესაუბრა. ქალბატონო ლალი, როგორც ვიცით მიმდინარეობს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების …

„პოზიტიური დისკრიმინაცია“ – რას ფიქრობენ დირექტორები სკოლების კატეგორიებად დაყოფაზე

როგორ გაიგეს სკოლის დირექტორებმა განათლების მინისტრის განცხადება საჯარო სკოლებისთვის „წამყვანის“ სტატუსის მინიჭებაზე და სჭირდებათ თუ არა სკოლებს „უფრო მეტი თავისუფლება“, რომელსაც მინისტრი „კარგად მუშაობის“ შემთხვევაში ჰპირდება?  გამოიწვევს თუ არა მინისტრის ინიციატივა სკოლების სტიგმატიზირებას და ხომ არ მოუწევთ სკოლებს პრესტიჟისთვის ბრძოლა, არაკონკურენტულ გარემოში?  მინისტრის განცხადებით  სკოლების კატეგორიებად დაყოფა „პოზიტიური დისკრიმინაცია“ იქნება. სკოლის დირექტორები ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას …

“განათლების მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია”

განათლების მინისტრმა პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატანი ბევრი ცვლილება დააანონსა: საგნობრივი გამოცდა პედაგოგისთვის „ჩამჭრელი“ აღარ იქნება – პედაგოგი რამდენ ქულასაც დააგროვებს გამოცდაზე, იმის მიხედვით მიიღებს კრედიტებს. მინისტრის აზრით, შესაცვლელია კრედიტების მინიჭების კრიტერიუმიც. განათლების სამინისტროში არ აღმოჩნდა არც ერთი პირი, ვინც განმარტავს, რამდენად რეალურია მინისტრის მიერ წარმოდგენილი ალტერნატივები და რა ვადაში განხორციელდება ეს …

განათლების მინისტრი მოსწავლეებზე: სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და ისწავლიდნენ

„პრობლემა არის, მაგრამ უფრო მოსწავლეების და რატომ. მე ვსწავლობდი საბჭოთა სკოლაში, იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ გვეუბნებოდნენ: „არ შეხვიდეთ, ხელი არ ახლოთო“. ლაბორატორია ვერ მოვა და ბავშვს ვერ ასწავლის, ბავშვს ასწავლის მასწავლებელი და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უნდა სწავლა. ბავშვებს სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და იქ ისწავლიდნენ. ბავშვს თუ არ უნდა სწავლა, პედაგოგობა რთულია“ …

ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარები ბათუმში

„ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი – მუდმივი განვითარებაა“ (მაჰათმა განდი) 5-6  მარტს ბათუმში მოქმედ და დამწყებ მენეჯერებს განვითარებისთვის  საუკეთესო შანსი ეძლევათ. ტრენინგცენტრი „განვითარების აკადემია“ გთავაზობთ  სემინარების სერიას მენეჯერებისათვის. სემინარებს წარუძღვება „მართვის აკადემიის“ თავმჯდომარე, გამოცდილი ტრენერი ალექსანდრე ჯეჯელავა. ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ: სახელმწიფო და კომერციული სექტორის ორგანიზაციებთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება როგორც უშუალოდ მენეჯმენტის, ასევე ტრენინგის კუთხით. ტრენინგების ჩატარების 10-წლიანი …

Exit mobile version