მთავრობის აპარატში ჯაბა ფუტკარაძეს თანამდებობა შეუქმნეს, ის რიჟვაძის ფინანსთა მინისტრი იყო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაციაში დაასაქმეს. ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი არალეგიტიმური მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. აჭარის მთავრობის აპარატში უფროსის მოადგილის პოსტი აქამდე არ არსებობდა. მიმდინარე წლის 27 მაისს, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის მიერ გამოცემული დადგენილებით, მთავრობის აპარატის დებულებაში …

მინისტრი, რომელსაც დეკლარაციაში უწერია, რომ არავითარი ქონება არ აქვს

2022 შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, არც საცხოვრებელი ბინა აქვს, არც აგარაკი, არც მიწის ნაკვეთი და არც ავტომანქანა. მის დეკლარაციაში არაფერი წერია საცხოვრებლის დაქირავების შესახებ, ასეთ შემთხვევაში ჯაბა ფუტკარაძე ვალდებული იყო ქონებრივ დეკლარაციაში აესახა წლის განმავლობაში ქირის სახით გადახდილი თანხის ოდენობა. მინისტრი ასევე ვალდებული იყო ქონებრივ დეკლარაციაში აესახა ინფორმაცია იმის შესახებ, …

ყინულის მოედნისა და აუზის აშენებაზე 29 მილიონი დაიხარჯა – ადგილზე კი არც მოედანია, არც აუზი

ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, სადაც აჭარის მთავრობის გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც უნდა ყოფილიყო, გამოკეტილი შენობა დაგხვდებათ. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, შენობაში კი ჯერ არც ყინულის არენაა გაკეთებული და არც აუზი. აქ არც სამუშაოები მიმდინარეობს. ყინულის არენის და საცურაო აუზის ასაშენებლად, ჯამში, ბიუჯეტიდან 19 990 002 აშშ დოლარი …

“უნდა შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთზე” – რას აპირებენ ჩეხი ბიზნესმენები ბათუმში

“გთხოვთ, აწარმოოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას…,”- აღნიშნა დღეს, 4 მაისს, ბათუმის ბიზნესფორუმზე ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილიმ. ბიზნესფორუმზე ჩეხი და ქართველი ინვესტორები პირისპირ შეხვნენ ერთმანეთს. მანამდე კი, ფორუმის ოფიციალურ ნაწილზე, ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ ორივე ქვეყნის ბიზმესმენებს მოუწოდა აწარმოონ ისეთი ბიზნესი, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. “თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არის …

მინისტრი მალავს, სად აკეთებს მთავრობა ბათუმში 22 ჰექტარზე ტურისტულ ატრაქციას

„დაველოდოთ მოვლენებს“ – კომუნიკაციის ეს ფორმა აირჩია ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, საზოგადოებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად. მას არჩევნებამდე 2 დღით ადრე აჭარის მთავრობაში დაანონსებულ საინვესტიციო პროექტზე – 22 ჰექტარზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის შესახებ ვკითხეთ. დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, უკვე ხელოვნური კუნძულის შემდეგ, მორიგი მასშტაბური პროექტი ისე დააანონსა, რომ …

რა უნდოდა სუს-ში აჭარის ფინანსთა მინისტრს?

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დღეს, 30 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს-ში] მივიდა. სუს-ის პრესცენტრის ინფორმაციით, მინისტრი არ გამოუკითხავთ და მას მხოლოდ ერთ საქმეზე „ინფორმაცია გააცნეს“. „ჯაბა ფუტკარაძე არ გამოუკითხავთ, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში. აქ არც ის დაადასტურეს, რომ ჯაბა ფუტკარაძე სუს-ში იმყოფებოდა. სუს-ის პრესცენტრის …

აჭარის მთავრობის სხდომა დრამატულ თეატრში კითხვების გარეშე

„გაიზარდა“ – ეს სიტყვა თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ სხდომაზე ყველაზე ხშირად ახსენა, როცა ის ბიუჯეტის გაზრდილ პარამეტრებზე საუბრობდა. მან დღეს, 22 ივნისს, დახურული სხდომების ტრადიცია დაარღვია და აჭარის მთავრობის წევრები გაზრდილ ბიუჯეტზე სალაპარაკოდ ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში შეკრიბა. აჭარის ბიუჯეტი ძირითადად მიწების გაყიდვის ხარჯზე იზრდება, ანუ კონკრეტული სარფიანი მიწების გასხვისებით, თუმცა პათოსი უფრო იმ პერიოდს მოგაგონებდათ, …

როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – აუდიტის შეფასება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასების გამო ბულვარის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნას ამართლებს და ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე აკეთებს აქცენტებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა,  რას წერს და როგორ აფასებს აუდიტის სამსახური თავად ჯაბა ფუტკარაძის უწყების მუშაობს. სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას არაეფექტურად განკარგავს, ზოგ შემთხვევაში უარგუმენტოდ …

გაათავისუფლეს ბულვარის დირექტორი კრიტიკული განცხადებისთვის? – მინისტრის განმარტება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარის დირექტორის პოსტიდან ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლება უკავშირდება არა მის საჯარო განცხადებას პლაჟების გასხვისებასთან დაკავშირებით, არამედ აუდიტის დასკვნას, რომლითაც, მინისტრის თქმით, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება. საუბარია ბათუმის ბულვარის 2019 წლის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნაზე, როცა ირაკლი ჯინჭარაძე ბულვარის დირექტორის მოადგილე იყო. „ბათუმის ბულვარის დირექტორი გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის …

გაიხსნება თუ არა ხოფის ბაზრობა – მინისტრის კომენტარი

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ხოფის ბაზრობის ადმინისტრაციასთან და იქ მომუშავე მოქალაქეებთან… იქ ახლა მუშაობენ სპეციალისტები, რამდენად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს ეს ობიექტი,“ – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა ფუტკარაძემ ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომლის მოვაჭრეებმაც დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას ითხოვენ. დღეს არსებული რეგულაციებით შეზღუდვა ამ ტიპის …

„თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად მინიმალური დოკუმენტაცია იქნება საჭირო“ – ჯაბა ფუტკარაძე

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობაში გამართული სხდომის შემდეგ აჭარის ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თურქეთში სეზონური დასაქმების შემთხვევაში რა დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ მოქალაქეებს. მინისტრმა ზუსტად ვერ დაასახელა კონკრეტულად რა საბუთები დასჭირდებათ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმებისთვის, იგი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა: „როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ჩართული არიან ჩვენგან როგორც …

„ფულიანმა იყიდა შენობა და გვტოვებს უსახლკაროდ“ – მოქალაქეები დახმარებას რიჟვაძეს სთხოვენ

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართეს ქუბულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა. მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა, სადაც 12 ოჯახია შესახლებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს …

რატომ არ აქვთ კითხვები დეპუტატებს აჭარის ბიუჯეტის შესრულებაზე

„…2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში საერთოდ არაფერია ნათქვამი იმ დარღვევებზე, რომლებიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა. ანგარიშის წარმოდგენა მხოლოდ ფორმალური იყო. მე პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა და 15 წუთში მოსმენაც დაასრულეს,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. დღეს, 8 მაისს, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2019 …

აჭარის ეკონომიკის მინისტრი: თუ სურვილი გაქვთ, გზა თქვენ მოაწყვეთ

რამდენიმე კომპანიას და, მათ შორის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები გადაუვადეს აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. უცნობია, იმსჯელეს თუ პირდაპირ დაუჭირეს მხარი ამ საკითხებს მთავრობის წევრებმა, რადგან მთავრობის სხდომა დღეს, 29 ნოემბერს, ტრადიციულად ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. რატომ გადაუვადეს 8 თვით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება „ენერგო-პრო ჯორჯიას“? – ვკითხეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მთავრობის სხდომის დასრულების …

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

„ჩაქვში მდებარე შენობასთან დაკავშირებით რაც იქნება რაციონალური და ოპტიმალური, ყველა ვარიანტს განვიხილავთ. მიდის საუბრები. კონკრეტული და დეტალური, საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით, ჯერ არ არის, თუმცა ინტერესი არის. განიხილება ქონების გასხვისებაც, გრძელვადიანი იჯარაც, გააჩნია რა ტიპის შემოთავაზება იქნება. მთავარია სექტორი, ინვესტიციის მოცულობა, დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ჭრილში რა შემოთავაზებაც იქნება, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ  ყველა კარგი ვარიანტი …

რატომ არ იწყება დაპირებული მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ დაპირებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. საბოლოო პროექტი და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია კი სამინისტროს ერთი თვის წინ უნდა ჰქონოდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სამინისტროს საბოლოო პროექტი დღემდე არ ჩაუბარებია. „ზუსტდება დეტალები. კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო …

სამუშაოები შეიძლება გაგრძელდეს – მინისტრის განცხადება ქედაში ბავშვის დაღუპვის შემდეგ

აფეთქების შედეგად ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, 6 წლის ბავშვი გუშინ, 31 ოქტომბერს, დაიღუპა. აფეთქებები რომ უნებართვოდ ხორციელდებოდა, ამის შესახებ განცხადება აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. ამის მიუხედავად, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ იმავე ადგილზე სამუშაოები შესაძლოა გაგრძელდეს. „ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ, შესაძლებელია, გაგრძელდეს იმავე ლოკაციაზე, ოღონდ არ უნდა მოხდეს აფეთქებები, არამედ …

რას ნიშნავს, როცა ბიუჯეტი „გადაჭარბებით სრულდება“ – მინისტრის განმარტება

აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიში დღეს, 31 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 15,1 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა და 217 641 200 ლარი შეადგინა. „ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა“ –  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მანამ, სანამ სხდომა ჟურნალისტებისთვის ტრადიციულად დაიხურებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის თქმით კი, „გადაჭარბებით შესრულებაზე“ ამ …

აჭარის ახალმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო

აჭარის ახალი მთავრობა, 21 ივლისს დაამტკიცეს. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი მინისტრები უკვე წარადგინა და ისინი უფლებამოსილების განხორციელებას დღეს, 23 ივლისს შეუდგებიან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე დაინიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ტიტე აროშიძე. ჯანდაცვას და  განათლების სამინისტროს კვლავ ინგა შამილიშვილი და ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებენ. ახალი მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს, …

Exit mobile version