ქედის მერის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით ქედაში დამეწყრილი სოფლებიდან უსაფრთხო ადგილზე 130 ოჯახია გადაყვანილი. როლანდ ბერიძის განმარტებით ყველა ოჯახს, რომელიც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და წასასვლელი არ აქვს მერიამ ბინის დაქირავება შესთავაზა. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, მერის ინფორმაციით ქედაში შიდა სასოფლო გზების 35 მიმართულება იყო ჩაკეტილი, დარჩა 3 მიმართულება, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება. ამ დროისთვის …
Tag Archives: ქედის მერია
1.1 მილიონი წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე – ქედის მერიას ტენდერში უჩივიან
ქედის მერიის სატენდერო კომისიას 1,1-მილიონიანი ტენდერის გამო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან. ტენდერი სოფელ წონიარისის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზეა გამოცხადებული. მომჩივანი კომპანია „მშენებელი 2017“ აცხადებს, რომ „შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხის განხილვისას ზედაპირულად გაეცნო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, გამოიტანა შეუსაბამოდ მკაცრი გადაწყვეტილება და ჩააყენა პრეტენდენტი არათანაბარ და გამოუვალ მდგომარეობაში.“ „მშენებელი 2017“-ს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა. …
ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი
გასულ, 2022 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 56,1 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე თავიდანვე იყო დაგეგმილი. სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 38,7 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 38 მილიონ 5 ათას 700 ლარი.“ აუდიტის მონაცემების მიხედვით, …
Continue reading “ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი”
რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. მათი კიდევ ერთი ძმა …
„მეწყერი საფრთხეს გვიქმნის, მერიაში კი გვეუბნებიან, რომ სამუშაოები ძვირია“ – ოჯახი ქედიდან
„მეწყერი მოდის, იშლება მიწა და ბზარები უჩნდება სახლს. ექსპერტიზის დასკვნა ორი წელია გვაქვს, რომ საფრთხე გვემუქრება, მაგრამ მერიაში გვითხრეს, რომ სამუშაოები ძვირია და ვერ გააკეთებენ,“ – გვიყვება თამარ ხოზრევანიძე. ის ქედაში, სოფელ მეძიბნაში ცხოვრობს 3 შვილთან ერთად. მოქალაქის თქმით, მეწყრის პრობლემა მას შემდეგ გააქტიურდა, როცა სახლის მიმდებარედ გზა შეაკეთეს. „გზაზე როცა მუშაობდნენ, მაშინ ჩამოვიდა მეწყერი …
ხულოს, შუახევისა და ქედის მერიაში 297 725 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მიხედვით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 297 725 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ანგარიშები ეხება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოიცავს 2021-2022 წლებს. „საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით [ხულოს, შუახევისა და ქედის] მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას“, – აცხადებს აუდიტი. შესაბამისად, 2020-2021 წლებში …
ხულოს, შუახევისა და ქედის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ზედმეტადაა გადახდილი – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არ ხდება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვა; დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება; გამოვლინდა ხელფასის სახით თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტები. აუდიტის ანგარიშები მოიცავს მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასებას 2020-2021 წლებში. შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ხულოში აუდიტის ანგარიშის …
„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან
ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის. ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს. ქედაში ჩასვლაზე, როგორც მერიაში ამბობენ, თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა. „ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად. სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ …
Continue reading “„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან”
ქედა 243 ათას ლარად ელექტრომიკროავტობუსს იყიდის – ტენდერი
ქედის მუნიციპალიტეტმა ერთი ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 243 000 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 10 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, ერთ დამუხტვაზე მიკროავტობუსმა არანაკლებ 130 კმ უნდა გაიაროს. რაც შეეხება სრულად დატენვის დროს, უნდა იყოს არაუმეტეს 6 საათი, სწრაფი დატენვის დრო კი – 50 წუთი. სიჩქარე – არანაკლებ …
Continue reading “ქედა 243 ათას ლარად ელექტრომიკროავტობუსს იყიდის – ტენდერი”
როდის დაიწყებს მოძრაობას უფასო ელექტრომიკროავტობუსი ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტს ადაპტირებული ელექტრომიკროავტობუსის შესაძენად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვს. მიკროავტობუსს ქედაში ტენდერით შეისყიდიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობიდან თანხმობას ელოდებიან. თუ სატენდერო და შესყიდვის პროცედურები რაიმე მიზეზებით დროში არ გაიწელა, საზოგადოებრივი მიკროავტობუსი ქედაში 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდება. ქედის საკრებულოს აპარატის უფროსმა, მუხრან სალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მიკროავტობუსი დროებით მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იქნება, მოგვიანებით კი, …
Continue reading “როდის დაიწყებს მოძრაობას უფასო ელექტრომიკროავტობუსი ქედაში”
ქედაში ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენენ – იაპონიის საელჩოს გრანტი
ქედის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში გრანტს მიიღებს და შშმ პირთათვის ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენს. „ქედის მუნიციპალიტეტი გრანტს 77 235 აშშ დოლარის ოდენობით მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ინკლუზიური ელექტრომობილობა ქედის მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი დაბალემისიური გადაადგილების უზრუნველყოფას. პროექტის ბიუჯეტით შესყიდული იქნება უახლესი, შშმ პირთათვის ადაპტირებული ელექტრო მიკროავტობუსი. გათვალისწინებულია …
Continue reading “ქედაში ადაპტირებულ ელექტრომიკროავტობუსს შეიძენენ – იაპონიის საელჩოს გრანტი”
ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა
ქედის მერიამ შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ 2020 წლის 4 მარტს დააფუძნა და მის 100% წილს ფლობს. ეს ორგანიზაცია ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 71 450 ლარით დააფინანსეს, 2021 წლის ბიუჯეტიდან კი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, 133 000 ლარით. ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ ცენტრმა უნდა ჩაატაროს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე შეიქმნება …
Continue reading “ქედის მერიამ ტურიზმის განხრით შპს შექმნა და 200 ათასი ლარით დააფინანსა”
რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს
„დაისეტყვა თუ არა ჩვენი ბაღები, მაშინვე მოვიდნენ მერიიდან, ფოტოები გადაუღეს ყველაფერს და წავიდნენ… მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, იქნება დახმარებაო. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა რამეს, არავინ მოსულა, არ გამიგია, ვინმეს მიეღოს,“ – ამბობს ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრები ნანა შაინიძე. ასობით ოჯახი ხულოში, შუახევსა და ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსავლის კომპენსაციას ელის. ძლიერი სეტყვა ხულოს, შუახევისა …
Continue reading “რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს”
მეწყერი ქედაში – ხუთსულიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
ქედაში, სოფელ ზენდიდში, ბერიძეების საცხოვრებელთან 4 თებერვალს მეწყერი განვითარდა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბერიძეების 5-წევრიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას იქნა გაყვანილი, ხოლო სტიქიის ადგილს გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან, რომელთა დასკვნის საფუძველზე თვითმმართველობა მოახდენს რეაგირებას. მცირე მეწყერი განვითარდა, ასევე, ქოსოფელში, რომელიც, მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღეს გაიწმინდება. გუშინ, 4 თებერვალს, ქედაში გზაზე ორი მეწყერი ჩამოწვა. მეწყრული მოვლენები ქედაში …
Continue reading “მეწყერი ქედაში – ხუთსულიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს”
ქედის მერის თანამშრომელს ქრთამის სახით 2 ათასი ლარის აღებას ედავებიან
ქედის მერიის თანამშრომელს ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის სახით 2 ათასი ლარის აღებას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ თურმანიძემ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ გამოართვა ქრთამი ორ ნაწილად. ქედის მერიის თანამშრომელი გუშინ, 5 დეკემბერს, დააკავეს ბათუმში. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს …
Continue reading “ქედის მერის თანამშრომელს ქრთამის სახით 2 ათასი ლარის აღებას ედავებიან”
ქრთამის აღების ბრალდებით ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს
ქედის მერიის თანამშრომელი ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიასთან“ დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს სპეციალისტს – ტარიელ თურმანიძეს ქრთამის აღებას ედავება. „არაფერი ვიცი, დამირეკეს, რომ ასე დაუკავებიათ. არ ვიცი, რა საქმეს ეხება,“ – გვითხრა ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ. დაკავებული უკვე გადაიყვანეს თბილისში, რადგან საქმეს ანტიკორუფციული სამსახური იძიებს. ამ სამსახურში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას …
Continue reading “ქრთამის აღების ბრალდებით ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს”
მეწყერი ქედაში – ხუთი ოჯახი მისასვლელის გარეშე დარჩა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულაში მეწყერი ჩამოწვა, დაახლოებით ხუთი ოჯახი მისასვლელი გზის გარეშეა დარჩენილი. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩამოწოლილი მასა აღარ მოძრაობს, თუმცა გაწმინითი სამუშაოების დაწყება ჯერ არ შეიძლება: „იმიტომ რომ შეიძლება ეს მასა ამოძრავდეს. თუ ასე მოხდება, ორ ოჯახს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, ამიტომ მოსახლეობა გაფრთხილებულია, ველოდებით ამინდის დასტაბილურებას, შემდეგ კი დავიწყებთ გაწმენდით …
Continue reading “მეწყერი ქედაში – ხუთი ოჯახი მისასვლელის გარეშე დარჩა”
ქედის მერი მოსახლეობას: ყველაფერი რომ შემეძლოს, რაღა მიჭირს
„როცა მჭირდება რჩევა და მე თვითონ ვხვდები ამას, საბჭო ყოველთვის მზადაა დამეხმაროს. მაგრამ ახლა ჩვენ სხვა ფორმატი გვჭირდება, შესაძლოა მერი ვერ ხვდება, რომ რჩევა სჭირდება – ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, რადგან მერის კაბინეტიდან ყველაფერს ვერ დაინახავ. ამიტომაც არის საჭირო მოსახლეობის ჩართულობა და აქ მთავარი რგოლი უნდა იყოს მრჩეველთა საბჭო“, – ასე ახსნა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის …
Continue reading “ქედის მერი მოსახლეობას: ყველაფერი რომ შემეძლოს, რაღა მიჭირს”
ქედის მერია გოგებაშვილის ქუჩისა და წრიულის რეაბილიტაციას გეგმავს
ქედის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ქედაში გოგებაშვილის ქუჩის, ასევე, დაბის შესასვლელში არსებული წრიულის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოებისთვის მერიას 50 623 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადებულია. ტენდერის პირობების მიხედვით, ქედაში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, სავარაუდოდ, 42 694 ლარია საჭირო, ხოლო ქედის შესასვლელში არსებული დაზიანებული წრიულის რეაბილიტაციისთვის – 7 929 ლარი. პროექტით, გოგებაშვილის ქუჩაზე, სოციალური სახლის მარცხენა მხარეს მოეწყობა რკინა-ბეტონის ფილა; ქუჩის დასაწყისში არსებულ …
Continue reading “ქედის მერია გოგებაშვილის ქუჩისა და წრიულის რეაბილიტაციას გეგმავს”
სახლი ეკომიგრანტებისთვის პირველ მაისში – ქედის მერია მეორე წელია მშენებელ კომპანიას ეძებს
სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერი კვლავ გამოაცხადა. სატენდერო თანხა ისევ 1 530 378 ლარია. საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის თავდაპირველი გათვლებით 2019 წლის 20 ნოემბრამდე უნდა აშენებულიყო, თუმცა ჯერ მშენებელი კომპანიაც არ არის შერჩეული. ახალი ტენდერის პირობის მიხედვით, სახლის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 540 კალენდარულ დღეში დასრულდეს. …
სოფელ კორომხეთში მცირე მეწყერი განვითარდა
ქედის მერიის ცნობით, უამინდობის შედეგად, სოფელ კორომხეთში მცირე მეწყერი განვითარდა. მეწყერი შიდა საუბნო, ორ ოჯახთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწვა. მეწყრისგან გზის გაწმენდა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება, ხოლო შემდგომ მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გატარდება. მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, მერია ვითარებას ადგილზე გაეცნო. მერიის ცნობით, ქედაში ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. _________________ ფოტო: ქედის მერია
წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია ქედაში
წინასაახალწლოდ ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საქველმოქმედო აქციები მეორე დღეა იმართება. ერთ-ერთი აქციის ფარგლებში სოფელ ცხმორისში 8 წლის კახა ნაკაშიძეს ქედის მერი მოულოდნელად ეწვია და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. ,,როცა ნაკაშიძეების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, მაშინ გავიცანი კახა, რომელიც ძალიან წუხდა, რომ დაეწვა სასკოლო კომპიუტერი. მართალია, ოჯახს ქედის მერია და აჭარის მთავრობა დაეხმარა შესაძლებლობის ფარგლებში, …
ქედაში საახალწლო კვირეული გაიხსნა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების კვირეული 25 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. საშობაო გამოფენა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტი, ნაძვის ხის ანთება, ფეიერვერკებისა და ფრანების შოუ – ადგილობრივებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. საახალწლო პროგრამა 31 დეკემბრამდე ყოველდღეა გაწერილი: დღეს, 26 დეკემბერს, 16 საათზე, ჩანიშნულია ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების სახალხლო თეატრის სპექტაკლი ,,ზევით ყვავილებთან მინდა” (4-დან 6-წლამდე მოზარდებისთვის) რეჟისორი …
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წელს ქედაში 6 პროექტი განხორციელდა
ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად წელს ქედის მერიამ 6 პროექტი განახორციელა, რომელთა ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო: [checklist] დასრულდა ტურისტული ბილიკების მოწყობა ცივასულას ციხესთან და ,,მიწის ხიდი”-ს მიმდებარედ; მიმდინარეობს სამუშაოები ქვედა ბზუბზუში, ჩანჩქერთან მისასვლელი გზის კეთლმოსაწყობად; მოეწყო წონიარისში, ჯაიმელას მიმდებარე ტერიტორია; კეთილმოეწყო მახუნცეთში, თამარ-მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო მახუნცეთში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. [/checklist] ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება …
Continue reading “ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წელს ქედაში 6 პროექტი განხორციელდა”
2019 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მზარდი ბიუჯეტი და პრიორიტეტები
ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სრულად 2019 წლიდან პირველად გადადის პროგრამულ ბიუჯეტზე. შესაბამისად, მიმდინარე წელს ქედის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ერთობლივი მუშაობით მოხდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვა და სწორედ გამოკითხვის შედეგების შესაბამისად მოხდა მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტების ასახვა. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა 11 457 900 ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის …
Continue reading “2019 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მზარდი ბიუჯეტი და პრიორიტეტები”
ქედის მერია: სოფელ აბუქეთაში საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, სოფელ აბუქეთაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილ შიდა საუბნო გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ამ დროისთვის აღდგენილია. მეწყერმა დღეს, 14 დეკემბერს, დილით 5 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ქედის მერიის ცნობით, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ ნამონასტრევშიც. __________ მთავარი ფოტო: ქედის მერია ამავე თემაზე: შუახევსა და ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება
ქედის „ბეთლემმა“ კრიზისული ეტაპი დაძლია და მეორე ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს
ქედის საფეხბურთო კლუბმა კრიზისული ეტაპი უკან მოიტოვა – „ბეთლემმა“ 2018 წლის საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მესამე ლიგა წარმატებით დაასრულა. გუნდმა პოზიცია ათეულში შეინარჩუნა. მომავალი წლიდან, საფეხბურთო სეზონი 4-წრიანი იქნება და მასში 20 გუნდის ნაცვლად, 10 გუნდი იბრძოლებს მეორე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი ,,ბეთლემის” დაქვემდებარებაში არსებულ …
Continue reading “ქედის „ბეთლემმა“ კრიზისული ეტაპი დაძლია და მეორე ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს”
ქედაში საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას” მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღია სივრცე საზოგადოებისათვის – „ქალთა ოთახი“ გენდერულ საბჭოსთან ერთად, გასვლით შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს საინფორმაციო …
Continue reading “ქედაში საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას” მიმდინარეობს”
ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს მერებს აქტიური როლი შეასრულონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ინიციატივის ამბიციაა, გარდაიქმნას მასშტაბური ზომის პროფესიულ გაერთიანებად, რომელიც …
ქედელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია
21 წლის მარად გორგაძე აბა ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. 2018 წლის სექტემბერში, თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე, ქედელი მოჭიდავე, საქართველოს სახელით წარსდგა და 60 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 40 ქვეყანა მონაწილეობდა. მსოფლიო პრიზიორი მწვრთნელებთან და სასპორტო სკოლის დირექციასთან ერთად, დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიიღეს. შეხვედრაზე მადლობა გადაუხადეს შრომისთვის, ქართველი ქომაგების გახარებისა …
Continue reading “ქედელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია”
ქედის მერია ხანდაზმულებს ასაჩუქრებს
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის მერია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტრადიციულად თბილი სამოსითა და ტკბილეულით ასაჩუქრებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს. წელს დასაჩუქრდება 1927-1928 წლებში დაბადებული 43 ადგილობრივი. პროგრამისთვის ქედის თვითმმართველობამ 3 350 ლარი გამოყო. პროგრამის მიზანია ხანდაზმულების სოციალური სტიმულირება და მათზე ზრუნვა. იმავე მიზნით მიმდინარე წელს ქედის მერიამ 20 უხუცესი მოიალაღე დაასაჩუქრა. გარდა აღნიშნული პროექტებისა, მუნიციპალიტეტში მოქმედებს …
„შემოდგომა ქედაში -2018“ სიახლეებით გამოირჩეოდა
„შემოდგომა ქედაში – 2018“ სასიამოვნო სიახლით გაიხსნა. მახუნცეთში, თამარ მეფის ხიდთან, ქედის მუნიციპალიტეტსა და უკრაინის ქალაქ კრემენცს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს ხელი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და კრემენეცის მერმა ალექსეი კოვალჩუკმა მოაწერეს. მხარეები კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ითანამშრომლებენ. ცერემონია ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ „ელესას“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერით“ და უკრაინულ და ქართულ ენაზე აჟღერებული „სულიკოთი“ …
Continue reading “„შემოდგომა ქედაში -2018“ სიახლეებით გამოირჩეოდა”
სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში -2018“ 30 სექტემბერს გაიმართება [ანონსი]
სახალხო დღესასწაული – „შემოდგომა ქედაში“ 2018 წლის 30 სექტემბერს 11 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრებიან მოწვეული სტუმრები, ტურისტები, აჭარის არ მთავრობისა და საზოგადოების სხვა წევრები. მრავალფეროვანი პროგრამა გაიხსნება უკრაინის ქალაქ კრემენეცთან დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით (მახუნცეთი, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორია). ღონისძიების ერთგვარი სიახლეებია: ევროპის წელთან დაკავშირებით მოწყობილი აგრობაზრობის გამოფენა-გაყიდვა, „სთრით არტი“, ქედელი გმირის ინსცენირება …
Continue reading “სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში -2018“ 30 სექტემბერს გაიმართება [ანონსი]”
ქედის ორ ბაღში წელს სასწავლო პროცესი ახალგარემონტებულ გარემოში განახლდება
ქედის თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და სააღმზრდელო პროცესის სტანდარტებთან შესაბამის პირობებში წარმართვაა. ამას 8 ახალი საბავშვო ბაღი და 2-ჯერ გაზრდილი მოსწავლეთა კონტინგენტი ადასტურებს. საბავშო ბაღების მშენებლობა, რემონტი და ეზოების კეთილმოწყობა ქედის მერიისთვის წელსაც პრიორიტეტულია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 962 000 ლარი იხარჯება. [checklist] კაპიტალურად გარემონტდა მერისის საბავშო ბაღი, სადაც რეკომენდაციების შესაბამისად გამოსწორდა ბავშვთა საძინებელ …
Continue reading “ქედის ორ ბაღში წელს სასწავლო პროცესი ახალგარემონტებულ გარემოში განახლდება”
ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტი „მსოფლიო დასუფთავების დღის“ აქციაში ჩაერთო და შეუერთდა მოძრაობა „მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის-Let,s Do it! World“ კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთავოთ საქართველო“ -„Clean Up the World – Clean Up the Georgia” მასშტაბურ დასუფთავების აქციაში ქედის მერია, საკრებულო, მუნიციპალური ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, #ქედალიდერი-ს ახალგაზრდები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის მიმდებარე ტირეტორიები და დაბა ქედაში, …
Continue reading “ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა”
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ქედის თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წლებია მატერიალურად ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს. ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული პრობლემების ფონზე, სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, მიზნობრივი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამისთვის – „ოთხ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის) ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 000 ლარი გამოიყო. პროგრამა 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე ხორციელდება. …
Continue reading “მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ქედის თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია”