სათესლე ნიორის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება

„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ შეიძენს. 48 ტონა ნიორის სათესლე მასალის შესაძენად ცენტრმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 480 ათასი ლარია. ნიორის შეძენა, „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. „ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე მასალა: [checklist] ნიორის სათესლე მასალა მოწოდებული უნდა …

115 ათას ლარს დახარჯავს ტურიზმის დეპარტამენტი გარე რეკლამისთვის ბათუმსა და ქობულეთში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 115 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული გარე რეკლამისთვის ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა შესაბამისი ტენდერი, რომელიც 17 მაისს უნდა დასრულდეს. დოკუმენტების მიხედვით სარეკლამო კამპანია მოიცავს: [checklist] „არანაკლებ 10 ბილბორდის, 2 კედლის კონსტრუქციის და ერთი ხიდისებური კონსტრუქციის ქობულეთისა და ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებას. კერძოდ: არანაკლებ 5 ლოკაცია ქობულეთში (მ.შ. ერთი ხიდისებური …

ბათუმის ნაგავსაყრელზე ნარჩენების დამუშავების პრობლემა შეიქმნა

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ბათუმის ნაგავსაყრელზე, რომელიც ისედაც არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს, საგანგებო ვითარება შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის კუთხით. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილ აქტში აღნიშნულია, რომ 28 აპრილის მდგომარეობით ნაგავსაყრელთან მისასვლელ გზაზე, გზის ორივე მხარეს თითქმის 1 კილომეტრის მანძილზე დაყრილი იყო 1080 ტონა ნაგავი, ხოლო საუტილიზაციო მოედანზე …

„ბათუმის წყალი“ 1,1 მილიონ ლარად სამ მანქანა-ცისტერნას შეიძენს

სამი ერთეული სპეციალური დანიშნულების საასენიზაციო (დასუფთავების) მანქანა-ცისტერნის შესყიდვაზე ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხდა. მანქანა-ცისტერნების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 1 მილიონ 154 ათას 320 ლარია. „ბათუმის წყალს“ სატენდერო პირობებში მითითებული აქვს, რომ შესყიდვა ჩანაცვლების წესით განხორციელდება, ანუ მომწოდებლის მიერ შეთავაზებულ თანხას იმ ავტომანქანის ღირებულება გამოაკლდება, რომელსაც „ბათუმის წყალი“ გადასცემს ტენდერში გამარჯვებულს. ეს ავტომანქანაა MERCEDES-BENZ 2426-ია, რომლის …

სარფში ახალი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება. სკოლის არსებული შენობა ორსართულიანია, ახალი კი, პროექტის მიხედვით, სამსართულიანი იქნება. შენობა, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა აშენდეს. სატენდერო პირობის თანახმად, ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები [3 თვე ზამთრის პერიოდი იმ 15 …

ხელვაჩაურის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობისთვის 116 ათასი ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ხელვაჩაურის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო თანხა 116 ათას 725 ლარია. სამუშაოებს გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს. გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა ბორდიურები, გაზონები, გარეგანათება. დაიგება ქვაფენილები, ღობეები მოეწყობა მილკვადრატებით. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

აჭარაში მე-20 საუკუნეში წარმოებული პროდუქტების პოტენციალს შეისწავლიან

მეოცე საუკუნეში აჭარაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პოტენციალის კვლევაზე ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა. კვლევა, სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პროგრამის – „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ფარგლებში განხორციელდება. კვლევისთვის კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 5 მაისს დაიწყება და ამავე წლის 10 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია …

ბათუმის მერიამ ადაპტირებული ლიფტის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის [ლუკა ასათიანის ქ. N25] სარემონტო სამუშაოებისა და შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტის მოწყობისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი პირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, საწყისი თანხით – 282 ათას 50 ლარი. ეს ტენდერი შეწყდა. ხელახალ ტენდერში კი საწყისი თანხა – 100 ათასი ლარით ნაკლები – 182 ათას 50 ლარია. პირველი ტენდერის შეწყვეტის მიზეზად სატენდერო კომისიის …

ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. № 15-ში მდებარე უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმას, საერთო საცხოვრებლისa და სასწავლო კორპუსის შენობების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. ბათუმის უნივერსიტეტი ქობულეთში, კაიკაციშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობასაც ააშენებს. მთლიანად, ქობულეთში ასაშენებელი კორპუსის ჩათვლით, მშენებლობებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში კი უნივერსიტეტი 127 ათასამდე …

საცხოვრებელი სახლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბათუმის ბიუჯეტიდან 307 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისთვის, რომელიც ბიუჯეტის ფულით ერთხელ უკვე „გაალამაზეს“, 300 ათასი ლარი დამატებით დაიხარჯება. ამჯერად, თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არსებული „ხარვეზების აღმოსაფხვრელად“. გოგებაშვილის ქ. N32-ში მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის „ხარვეზების აღმოფხვრისთვის“ ბათუმის მერიის ბიუჯეტში 307 ათას 360 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის ა[ა]იპ-მა – „ბათუმის …

საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის „ბათუმის ბულვარი“ 126 000 ლარს გადაიხდის

„ბათუმის ბულვარი“ საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მაქსიმუმ 126 740 ლარს გადაიხდის. ბულვარის სარგებლობაში არსებულ სანაპირო ზოლზე გასახდელების, საშხაპეების, ხის ბილიკებისა და სასმელი წყლის შადრევნის მოწყობაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პლაჟზე 20 გასახდელი, ამდენივე საშხაპე და სასმელი წყლის ერთი  შადრევანი უნდა დამონტაჟდეს. ხის საფეხმავლო ბილიკები კი ჯამში 159 კვ/მ-ს დაფარავს. ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის  10 აპრილს დასრულდება, …

აჭარის განათლების სამინისტროს სადავო ტენდერი კონცერტებზე

ტურისტული სეზონისთვის 4 კონცერტის ორგანიზებაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა საწყისი ფასით –  90 ათასი ლარი. ტენდერის აღწერილობაში წერია, რომ კონცერტები ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და გოდერძზე უნდა მოეწყოს. კონცერტების ორგანიზებას სავარაუდოდ აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული – „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“ განახორციელებს. ცენტრმა სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში 79 998 ლარად შესთავაზა ამ სამუშაოს განხორციელება. …

შსს ძაღლებისთვის 17 ტონა მშრალ საკვებს შეიძენს

ზრდასრული ძაღლის მშრალი საკვების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. 17 000 კილოგრამ მშრალ საკვებში სამინისტრო მაქსიმუმ 132 ათას 600 ლარს გადაიხდის. ტენდერში გამარჯვებულმა სამინისტროს, ცხოველის საკვები ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს, 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში. ცხოველის საკვების ტექნიკური მახასიათებლები: • პროტეინი არანაკლებ – 25 % და არაუმეტეს – 30 %; • ნედლი უჯრედანა (ბოჭკო)– არანაკლებ – 1.2 …

კანონდარღვევა „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერში – სად გაქრა დოკუმენტები

„ასეთი უცნაური რამ აქამდე არ მინახავს. ეს კანონდარღვევაა“, – ასე აფასებს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერს. ამ ორგანიზაციამ 27 თებერვალს ჟურნალ „ჭოროხის“ და ვახტანგ ღლონტის ლექსების კრებულის ბეჭდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. „უცნაურობა“ მდგომარეობს იმაში, რომ 6 მარტს დასრულებული ტენდერი ამ დრომდე გრძელდება. შემსყიდველს ანუ მწერალთა სახლს …

ვაჟა ბოლქვაძე ქედის წყალკანალს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ქედის საკრებულოს წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე  შპს „ქედის წყალკანალის“ მიერ განხორციელებულ 15 000-ლარიანი სახელმწიფო შესყიდვის გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, ელექტრონული ტენდერი, რომლითაც შპს-ს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი უნდა შეეძინა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. „წყალკანალის მიერ ავტომობილის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ტექნიკურ პარამეტრებში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რითაც სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, …

2885 დაუჯილდოებელი მოსწავლე – განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს ხელახლა შეისყიდის

საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, 2015 -2016 სასწავლო წლის და წინა წლების კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვერ გადასცა. სამინისტროს განცხადებით, მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა: მოწოდებული იქნა გათვალისწინებულთან შეუსაბამო მედლები, რის შედეგადაც დაუჯილდოებელი დარჩა 1871 ოქროსა და 1014 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე. სამინისტრო 1 871 ოქროს [მოოქროვილ] და 1 014 …

ხულოს გამგეობა მრავალშვილიანი დედებისთვის დანებსა და მადუღარას ყიდულობს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ხულოში მცხოვრებ 45 მრავალშვილიან დედას დანების შეკვრასა და წყლის ელექტრომადუღარას გადასცემს. ტენდერში გამარჯვებულმა 45 შეკვრა [ერთ შეკვრაში ხუთი დანა] დანა და ამავე ოდენობის წყლის მადუღარა უნდა შეიძინოს. დანების შეკვრასა და წყლის მადუღარასთან ერთად, ამავე ტენდერში ხულოს გამგეობამ სუფრის ორგანიზება [20 კაცზე] ჩადო მოთხოვნად, სუფრა კი მწვადით, ოჯახურით, ხაჭაპურით, სინორით, ქათმის შემწვარი ტაბაკით, …

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქორწილო მაგიდას ყიდულობს

ბათუმის ბოტანიკური ბაღი საქორწილო ცერემონიალისთვის ხის თეთრი ფერის მაგიდას იყიდის. ბაღის ადმინისტრაცია სხვადასხვა ზომის 45 სტენდსა და ერთ მაგიდაში მაქსიმუმ 3 500 ლარს გადაიხდის. როგორც სატენდერო განაცხადშია აღნიშნული, ეს თანხა არა ბიუჯეტიდან, არამედ ბოტანიკური ბაღის საკუთარი შემოსავლებიდან დაიხარჯება. თეთრი ფერის მაგიდა „ბოტანიკურ ბაღს“  საქორწილო ცერემონიალის უზრუნველსაყოფად სჭირდება. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მომსახურება ფასიანია: მაყრიონის დაშვება ბაღის ტერიტორიაზე …

შსს მილიონი ლარის შოკოლადსა და კარამელს შეისყიდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ერთობლივი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარია. სამინისტრო, სატენდერო პირობის თანახმად, 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტს შეისყიდის. აქედან: ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის – 76 260 კგ შოკოლადს და 110 კგ კარამელს; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის – 5 500 კგ შოკოლადს …

ეროვნული ბანკი 2,9 მილიონ ლარად ბანკნოტების დამხარისხებელ მოწყობილობას იყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი მაქსიმუმ 2,91 მილიონ ლარს გადაიხდის ერთ ცალ ბანკნოტების დამხარისხებელ აგრეგატში [მინიმალური სიჩქარე 20 ბანკნოტი/წამში] და ასევე  ერთი ცალ ბანკნოტების შესაფუთ [თერმოკუმშვადი ცელოფნით კონებად] მოწყობილობაში. ბანკნოტების დამუშავების სისტემა ტენდერში გამარჯვებულმა ბანკის მიერ მითითებულ ადგილზე უნდა დაამონტაჟოს. პირობის თანახმად, სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა – რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა – შეადგენს …

4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის

„პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დღგ-ს თანხა ნაცვლად 34322,04 ლარისა, მოცემულია 34322 ლარი, ხოლო სულ ჯამის თანხა ნაცვლად 225000,04 ლარისა მოცემულია 225000… რაც საბოლოოდ 0,04 ლარით აღემატება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმში. კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მოსაცდელებში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს

504 ათას 900 ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ავტობუსის მოსაცდელის 33 კონსტრუქციის შეძენა-დამონტაჟებისთვის. მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელები ქალაქ ქობულეთში უნდა განთავსდეს. „ავტობუსის გაჩერება წარმოადგენს ბეტონის მომზადებულ ფილაზე მდგომ მცირე ზომის არქიტექტურულ ფორმას. მისი გაბარეტებია 4,1*1,5*2,7 . ავტობუსის გაჩერება უნდა დაიდგას ბეტონის 20 სმ სისქის ფილაზე ზომით 5 000 * 2 500, რომლის ზედაპირი უნდა მოპირკეთდეს (არსებული ფილით). …

აჭარის გზების დეპარტამენტი 5 პიკაპს 320 ათას ლარად შეისყიდის

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას [პიკაპს] შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს მაქსიმუმ 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომანქანები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ვერცხლისფერი, მუქი ვერცხლისფერი ან/და შავი. დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 2 მარტს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება. ავტომანქანები …

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 …

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი ავტოპარკს აახლებს

შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ავტომანქანების შესყიდვას ტენდერის საშუალებით და ამასთან, ჩანაცვლების გზით განახორციელებს. სპეციალური დანიშნულების 9 ავტომანქანა [რაც ამჯერად აქვს ცენტრს] გადაეცემა ტენდერში გამარჯვებულს 6 ერთეული ახალი ავტომანქანის ცენტრისთვის გადაფორმების შემდეგ. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჩანაცვლების გზით შესასყიდი 6 ახალი ავტომანქანის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 480 ათას  ლარს. ამ თანხაში 143 ათასი ლარი ჩასანაცვლებელი 9 …

250 ათასი ლარი ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტისთვის

ბათუმი-ქედის მონაკვეთის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობის თანახმად, პროექტი „პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების, აგრეთვე გაზსადენის პერსპექტიული განვითარების [შესაძლო დაგრძელების] პირობების გათვალისწინებით,“ უნდა შედგეს. პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 250 ათასი ლარია. „გაზსადენის კონტურის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო …

მახუნცეთში საზაფხულო თეატრი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრი აშენდება. თეატრის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 231 290 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა. ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის თქმით, დაბა მახუნცეთში საზაფხულო თეატრის მოწყობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობის მიზნით სანახაობის მოწყობა არაერთხელ …

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველ ეტაპზე,  288 125 ლარს დახარჯავს, აქედან 224 355 ლარი დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობას მოხმარდება. აჭარის ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და იქვე არსებულ თამარის ხიდს ჰყავს. ტურისტების სიმრავლიდან გამომდინარე ქედის გამგეობა დაბა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 224 355 ლარს დახარჯავს, ამ თანხით …

ქედის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდი keda.ge ორ კვირაზე მეტია გათიშულია. საიტის გათიშვასთან დაკავშირებით ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ ტენდერი მათ ინტერნეტის მიწოდებაზე გამოაცხადეს, სატენდერო პირობებში ოფიციალური ვებგვერდის მომსახურება არ ჩადეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი უარი თქვა ოფიციალური საიტის მომსახურება ქედის გამგეობისთვის სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების გარეშე მიეწოდებინა. „ტენდერში ვებგვერდის მომსახურების პირობა არ გვქონდა ჩადებული, ამ ტიპის …

100 ათასი ლარი ბათუმში ქუჩის კალათბურთის მოედნებისთვის

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, თითო კალათბურთის დაფა დამონტაჟდება. „ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ დამონტაჟდება სულ 20 დაფა, თუმცა, კონკრეტული მისამართები ჯერ შერჩეული არ არის. ბათუმის ტერიტორიაზე „ქუჩის კალათბურთის 20 მოედნის მოწყობაში“ ქალაქის ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს „ბათუმის კორპუსი“ ტენდერის საშუალებით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულს კი მისამართებს ეტაპობრივად მიაწვდიან. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გამარჯვებულს არა 20, არამედ …

შუახევის გამგეობამ ინტერნეტმომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა

შუახევის გამგეობამ ინტერნეტმომსახურებაზე ტენდერი 13 იანვარს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 12 100 ლარი. სატენდერო პირობების მიხედვით ინტერნეტპროვაიდერმა კომპანიამ დაბა შუახევში, თამარ მეფის ქუჩაze, N30-სა და რუსთაველის ქუჩა N 20 – ში განთავსებულ შენობებს, გლობალური ინტერნეტი, გარანტირებული სიჩქარით 40მგბ/წმ და ლოკალური ინტერნეტი გარანტირებული სიჩქარით 100 მგბ/წმ-ით 11 თვის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. შენობებში, რომელთა ინტერნეტმიწოდებაზეც ტენდერია გამოცხადებული, …

ქუჩები, რომლებიც „ჭაობის დასახლებაში“ კეთილმოეწყობა

„ჭაობის დასახლებაში“, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმის მერია გარკვეული ქუჩებისა და ქუჩის მონაკვეთების კეთილმოწყობას გეგმავს. მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2018 წელს უნდა დასრულდეს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თითქმის ყველა ქუჩაზე სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტბეტონის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და  რიგ ადგილებში სანიაღვრე …

4,5 მილიონი ლარი „ბარცხანაში“ ქუჩების რეკონსტრუქციისთვის  

ბარცხანის დასახლებაში 18 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობაში ბათუმის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონზე  მეტი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვისთვის ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო თანხა 4 530 195 ლარია. ბარცხანის დასახლებაში სამუშაოები შემდეგ ქუჩებზე ჩატარდება: ქუჩებზე დაიგება ასფალტბეტონი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები. პროექტით გათვალისწინებულია ორი ტიპის საგზაო სამოსის მოწყობა: ტიპი I შემასწორებელი ფენის მოწყობა წვრილმარცვლოვანი …

40 ათასამდე ლარი რკინის თაღის გასანათებლად

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე არსებული თაღი [ე.წ. შავი ზღვის კარიბჭე, რომელშიც თავის დროზე 6 მილიონამდე ლარია გადახდილი] განათების გარეშეა. ჩაბნელებული რკინის თაღის განათებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 40 ათასამდე ლარი დაიხარჯება. თაღის დეკორატიულ განათებაზე [380 მ] ბათუმის მერიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. სავარაუდო თანხაა 39 ათას 189 ლარი. სატენდერო პირობების თანახმად თაღის განათებისთვის საჭირო სამუშაოები უნდა …

ბათუმის მერია „ბონის“ დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობას გეგმავს

ოცამდე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის კეთილმოწყობას იწყებს ბათუმის მერია ე.წ. „ბონის“ დასახლებაში, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან  4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერიის ინფორმაციით შემდეგი ქუჩები კეთილმოეწყობა: შესაბამისი ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა სავარაუდო ღირებულებით – 3 მილიონ 994 ათას 837 ლარი. ქუჩებზე დაიგება ასფალტბეტონი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები. სატენდერო პირობების თანახმად, კაპიტალური სამუშაოების ჩატარებისას გზაზე …

685 ათასი ლარი ბათუმის უნივერსიტეტთან მოედნის კეთილმოწყობისთვის

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკანა ტერიტორიაზე მოედნისა და მოედანთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტში 685 449 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ბათუმის მერია ტენდერის საშუალებით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნიმუშის სახით უნდა წარადგინოს ახალი ორშრიანი დეკორატიული ფილა [ორი ცალი], ბაზალტის ბორდიური [ერთი ცალი], გრანიტის ფილა [ერთი ცალი], ნაცრისფერი გრანიტის ქვაფენილი …

Exit mobile version