1,7 მილიონი ლარი ხულოში, დიდაჭარა-საციხური-გელაურას გზის შეკეთებისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „დიდაჭარა-საციხური-გელაურას“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 მილიონ 759 ათას 490 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოს შესრულების ვადაა 130 დღე ხელშეკრულების დადებიდან. მიმწოდებელი კი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2017 წლის პირველი მაისისა. სატენდერო პირობების თანახმად, „პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ასფალტის …

გადასატანი კარკასული კარავი სოფლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლების – წაბლანისა და ვერნებისთვის ორ გადასატან, კარკასული კარვის ასაწყობ მასალას ყიდულობს. მასალის შესაძენად გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 12 345 ლარზე 4 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი 10 ნოემბერს დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ელდარ ბოლქვაძე განმარტავს, რომ კარვებს  ვერნებსა და წაბლანისთვის ყიდულობენ მოსახლეობის მოთხოვნით – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. …

როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

ჩაქვში, 17,7 ჰექტარ ტერიტორიაზე, ბათუმის ახალი მუნიციპალური სასაფლაოს მოწყობაში მერია 3 მილიონ 399 ათას ლარს გადაიხდის. ახალი სასაფლაო დაგეგმილზე გაცილებით გვიან გაიხსნება. მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და მშენებლობაში კი მომავალ წელს მერია დამატებით 1 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ბათუმისთვის ჩაქვში ახალი სასაფლაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა  2015 წელს დაიწყო. ამავე  წლის ივლისში ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 3 399 000 …

ხულოში 65 ათას ლარად 80 სანაგვე კონტეინერს შეისყიდიან

ევროსტანდარტის შესაბამისი, ნაგავშემკრები კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს გალვანიზირებული [ცხლად მოთუთიებული] ფოლადისგან; კონტეინერები უნდა იყოს დანომრილი მიყოლებითი ნომერაციით და უნდა იყოს წარწერით „ხულოს მუნიციპალიტეტი“, 5–6 სანტიმეტრიანი ასოებით; კონტეინერი უპრობლემოდ უნდა იცლებოდეს სტანდარტული ნაგავმზიდების მეშვეობით – ამ და სხვა პირობებით გამოაცხადა 80 სანაგვე კონტეინერის შესყიდვაზე ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტმა. საწყისი სატენდერო ღირებულებაა 65 ათასი ლარი. გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტს კონტეინერები …

20 მილიონი ლარი შსს-ს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების თანამშრომლებისთვის 2017 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას შეისყიდის, რისთვისაც მაქსიმუმ 20 მილიონ 241 ათას 969 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების მიხედვით, სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება ძირითადი პაკეტის შესაბამისად: „I. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“ , რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი. ასევე დამატებითი პაკეტებით: „II. …

2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის

ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლის ნაპირდაცვისთვის პლაჟზე 195 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი ჩაიყრება. საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ამით “ზღვის სანაპირო ზოლში  რეცხვადი ბუნება მოეწყობა“, რაც ხელს შეუწყობს პლაჟის შენარჩუნებას და ნაპირის დაცვას. განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპირო ზონაში ყოველი შტორმის შემდეგ ნატანი გადაადგილდება ნაპირის გასწვრივ [ძირითადად ჩრდილოეთისაკენ]. შესაბამისად, დინამიკური წონასწორობის …

6 მაისის პარკში 110 ახალი სანაგვე ურნა დამონტაჟდება

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 მაისის პარკისთვის სანაგვე ურნებს შეისყიდის. ურნების შეძენა-მონტაჟში კი მაქსიმუმ 46 800 ლარს გადაიხდის. სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა 110 სანაგვე ურნის მიწოდება-მონტაჟი უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე. ურნების საგარანტიო ვადაა არანაკლებ 1 წელი. სახელშეკრულებო პირობების თანახმად საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი …

200 ათასი ლარი აჭარაში სოფლის ექიმებისთვის ავტომობილების შესაძენად

მაქსიმუმ 200 ათას ლარს გადაიხდის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო  მაღალი გამავლობის 9 მსუბუქ ავტომობილში. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, სოფლის ექიმებისთვის გადასაცემად უნდა შეისყიდონ. რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, ის ხელახლა გამოცხადდა, ვინაიდან წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არნამყოფი; ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სამინისტროს მიერ …

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შპს „სტადიონმა“ მეათე თვეა ვერ შეარჩია. „სტადიონმა“ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა, სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარია, სტადიონის მშენებლობა კი ამ ტენდერის დასრულებაზეა დამოკიდებული. კომპანიას, რომელიც მხოლოდ ორი პროექტის [სტადიონისა და საავადმყოფოს] განხორციელების მიზნით ერთი წლის წინ სპეციალურად შექმნეს, დავების განხილვის საბჭოში უკვე 18-ჯერ უჩივლეს. „სტადიონის სამშენებლო …

ქედის გამგეობა 10 ფოტოაპარატის შეძენას აპირებს

ქედის გამგეობამ 10 ცალი ციფრული ფოტოაპარატის შესასყიდად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 8 სექტემბერს გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 6 000 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქედის გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში 10 კომპაქტური, 20.2 MP ფოტოაპარატი უნდა წარუდგინოს, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს მინიმუმ 16 გბ მეხსიერების ბარათი და არანაკლებ ერთწლიანი გარანტია. ქედის გამგეობამ ფოტოაპარატების შესაძენად  ტენდერი …

ბათუმის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს

ბათუმის მერიამ ნაძის ხისა და სხვა საახალწლო აქსესუარებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ახალი, მწვანე ნაძვის ხის სიმაღე მინიმუმ 22 მეტრი უნდა იყოს, დიამეტრი კი – მინიმუმ 11. შეგახსენებთ, რომ იმ ნაძვის ხის კარკასი, რომელიც ბათუმს აქამდე ჰქონდა, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის შეძენილი. 2014 წელს, ბათუმის ნაძვის ხეს ანთებიდან მალევე ხანძარი გაუჩნდა. 2015 წელს კი ნაძვის ხის ძველი …

60 ათასი ლარი კინო და ტელე ოპერატორების ფესტივალისთვის

კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში, მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა ჩატარდეს. ფესტივალის ორგანიზებისთვის ბათუმის მერიას 60 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ამ თანხის ფარგლებში მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფესტივალის 20 მონაწილის საჰაერო ტრანსპორტით მომსახურება მითითებული მარშრუტის მიხედვით: მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ფესტივალის 20 მონაწილის ძველი …

42 ათასი ლარი ანიმაციური ფილმების ფესტივალისთვის

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე წელს 12 სეანსი გაიმართება – 9 ბათუმში, ხოლო თითო სეანსი ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანიმაციური ფილმების ფესტივალის ორგანიზებისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტროს ფესტივალისთვის 42 373 ლარი აქვს გამოყოფილი. ფესტივალის ფარგლებში ანიმაციური ფილმების კონკურსი, ჩვენებები და ვორკშოფები მოეწყობა. როგორც სატენდერო დოკუმენტში ვკითხულობთ, ფესტივალის ორგანიზატომა უნდა უზრუნველყოს, კონკურსის …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარი გამოყო

11 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას, მაქსიმუმ 200 ათას ლარად გეგმავს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების. სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის უნდა შეიძინონ და ისინი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ. 2014 წელს, 21 ავტომანქანა სამინისტრომ ხულოს, შუახევისა და ქედის პირველადი …

შავი ზღვის ჯაზფესტივალში მონაწილეთა სასტუმროში განთავსებაზე ტენდერი არ შედგა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შავი ზღვის ჯაზფესტივალში მონაწილეთა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფაზე 4 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. სამინისტრომ გამარტივებული ტენდერი გუშინ, 8 ივლისს, ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შავი ზღის ჯაზ-ფესტივალში მონაწილე პირების განთავსება (საუზმით) საერთაშორისო ბრენდის (4 ან 5 ვარსკვლავიან) სასტუმროში ზღვისპირა …

ახალი ნაგავსაყრელი – ერთლარიანი სხვაობა ტენდერში

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის სამშენებლო სამუშაოების პროექტის მართვისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია. ტენდერში, რომელიც კომპანია „ჰიგიენა 2009“-მ გამოაცხადა, ორი კომპანია მონაწილეობდა: „გზამშენპროექტი“, რომლის საბოლოო შეთავაზებაა 300 ათასი ლარი და შპს ფორმა 2-ის ფილიალი საქართველოში, რომლის შეთავაზება 1 ლარით ნაკლებია კონკურენტზე, ანუ 299 999 ლარი. გამარჯვებულს სატენდერო …

40 ათასი ლარი ორი მეორადი მსუბუქი ავტომობილისთვის

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო, რომელიც ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა,  2 ერთეულ მსუბუქ ავტომანქანა ( სედანი) შეიძენს. სააგენტოს ავტომანქანების შესაძენად 40 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოცხადებულია. ტენდერით მოთხოვნილი სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მახასიათებლებს: სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტომანქანები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სჭირდებათ.

ბათუმის მერია საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების კონცეფციას შეისყიდის

ბათუმის მერიამ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების კონცეფციისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. კონცეფციის შედგენაში მერია 30 ათასი ლარის გადახდას გეგმავს. პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: „შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ქ. ბათუმის გაფორმების კონცეფციის შემუშავება [ახალი საშობაო-საახალწლო აქსესუარების შეძენით და არსებულის გამოყენებით], რომელიც შექმნის წინასადღესასწაულო ბათუმის საერთო ატმოსფეროში დადებით განწყობასა და კეთილსასურველ პირობებს, როგორც ქალაქის …

ხულოში, სხალთა-კვატიის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხულოში, ზომლეთი-ხიხაძირის გზის სხალთა-კვატიის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. გზის სარეაბილიტაციო სავარაუდო თანხაა 4 მილიონ 988 ათას 937 ლარი. ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა წელს, 16 თებერვალს გამოაცხადა, 15 მარტს დასრულდა. რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ამ დრომდე და ხომ არ ჭიანურდება დრო შეგნებულად? …

მილიონიანი ტენდერი ხულოში სოციალური სახლის მშენებლობის დასასრულებლად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 174 530 ლარია. კორპუსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა, 2015 წლის …

„რა? სად? როდის?“ პედაგოგებს შორის და საგნობრივი კონკურსები – შუახევის გამგეობის ტენდერი

დღეს, 28 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ და მუნიციპალური მასშტაბით სხვადასხვა საგნობრივი კონკურსის ჩასატარებლად, გამარტივებული ელეტრონული ტენდერი გამოაცხადა შემდეგ შესყიდვებზე: ერთი ცალი ოქროსფერი ბუს გამოსახულებიანი თასი;  48 სიგელი; ცხრა მედალი; 18 ცალი წიგნი – „ათას ერთი შეკითხვა ინტელექტუალებისთვის“ [სამივე ნაწილით]; ცხრა ცალი საქართველოს ისტორიის ოთხტომეული [მაგარი ყდითა და თავისი …

ბათუმის მერიამ ჟიული შარტავას მემორიალისთვის 96 ათასი ლარი გამოყო

ჟიული შარტვას მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში [იუსტიციის სახლის მიმდებარედ] დაიდგმება. მემორიალის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. მაქსიმალური თანხა, რასაც მერია მემორიალში გადაიხდის 96 ათას 650 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მემორიალის პროექტი მომზადებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთის საფუძველზე [მემორიალის ავტორი: გ. შხვაცაბაია; არქიტექტორი: ე. კისელიოვი; კონსტრუქტორი: გ. ჭანკვეტაძე]. მემორიალის სიმაღლე 4,5 მეტრი იქნება. …

64 ათასი ლარი ბათუმის საზაფხულო თეატრის შესაკეთებლად

საზაფხულო თეატრის დაზიანებული სახურავის, ფასადის და წყლის საქაჩი ტუმბოს შეკეთების სამუშაოებისთვის ბათუმის მერიას 64 ათას 498 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოს მწარმოებელმა „სამშენებლო მოედანი უნდა შემოღობოს დროებითი ინვენტარული ღობის ფარებით სიმაღლით 2 მეტრი, ღობის მთელ პერიმეტრზე საჭიროების ადგილებში უზრუნველყოს დროებითი ტროტუარების მოწყობა არა უმცირეს 1 მ-ის სიგანით, ღობეზე უნდა გამოეკიდოს შემზღუდავი ფირნიშები ღამის განათების უზრუნველყოფით და …

ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება

ბათუმის ქუჩებში ტროტუარებზე ახალი ჯიხურები დაიდგმება, რომლებშიც სუვენირები გაიყიდება. შესაბამისი ადგილები ბათუმის საკრებულომ უნდა განსაზღვროს. ახალი ჯიხურები მოვაჭრეებს სეზონურად, აუქციონის წესით გადაეცემა. ის, თუ რას უპირებს მერია არსებულ ჯიხურებს და იქ მოვაჭრეებს, ამ ეტაპზე გაურკვეველია. „შესაძლოა დამატებით ახალი ადგილები გამოიყოს და ძველი ჯიხურებიც დარჩეს… მერია და საკრებულო ამ საკითხზე მუშაობს“ – განაცხადეს ბათუმის მერიაში. ბათუმის …

„ბათუმის კორპუსის“ გამარტივებული ტენდერი ეზოების კეთილმოწყობაზე

დღეს, 21 აპრილს ააიპ „ბათუმის კორპუსმა“ ხელხლა გამოაცხადა ტენდერი ბათუმის კორპუსების 36 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე. თავდაპირველად ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 13 აპრილს ამოიწურა, თუმცა არცერთ კომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო თანხა 1 227 300 ლარია. ბათუმში 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთიმოწყობაა დაგეგმილი[ბორდიურების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება]. დღესვე, ტენდერის …

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ტენდერებში კორუფციას ხედავს

„ასეთი ტენდერების ჩატარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვართ, ამის უკან აჭარის მთავრობა დგას,“ – განაცხადა დღეს ირაკლი ბარამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატს ეჭვი კორუფციაზე აქვს, რის დასადასტურებლად მან ორი ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა. ორივე ტენდერში ერთი კომპანიაა გამარჯვებული, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ძვირად მოემსახურა სახელმწიფოს: პირველი ტენდერი სასათბურე …

აუქციონი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე – ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, 20 აპრილიდან ელექტრონულ აუქციონს გამოაცხადებს. აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ. ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი ასევე მზად არიან განიხილონ ყველა საინტერესო ახალი შემოთავაზება თუ პროექტი, რომელიც ადმინისტრაციაში შევა. ელექტრონული აუქციონები სხვადასხვა კატეგორიებზე გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება: ბატი-ბუტის აპარატი …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 25 ათას ლარად ორ მეორად ჯიპს იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტი თავისი საჭიროებისთვის ორ, მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის მსუბუქ ავტომობილს [მეორადს] შეიძენს. შესყიდვისთვის მაქსიმალური თანხა მუნიციპალიტეტს 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, არ უნდა იყოს ავარიული, ძარას არ უნდა აღენიშნებოდეს კოროზიის ნიშნები, ყველა მექანიზმი, მათ შორის ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდები უნდა მუშაობდეს გამართულად. ჯიპების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი …

ქობულეთში სკულპტურები და სამყურა სკამი-საყვავილეები განთავსდება

  დეკორატიული სკულპტურების [14 ცალი] დამზადებასა და მათი ქ. ქობულეთში განთავსებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტი 7 ათას ლარს გადაიხდის. სკულპტურების ესკიზებს მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი თავად სთავაზობს.   „სკულპტურების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ნატურალურთან, მილის ზომები უნდა შეიცვალოს სკულპტურების ფორმისა და შინაარსის მიხედვით, უნდა იქნეს გამოყენებული რამდენიმე ზომის მილი.   სკულპტურები უნდა დაიდგას ბეტონის არმირებულ საფუძველზე და უნდა …

გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა იგეგმება

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. სამუშაოები განხორციელდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან. მერიის მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის 29 აპრილს დასრულდება. ამის შემდეგ უნდა გამოავლინოს კომისიამ ტენდერში გამარჯვებული და გააფორმოს ხელშეკრულება. როგორც ბათუმის …

მილიონი ლარი ბათუმის მე-17 სკოლის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის N17 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის რეაბილიტაციასა და სპორტული დარბაზის შენობის მშენებლობაში აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონ 64 ათასი ლარი დაიხარჯება. მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე უნდა დაიწყოს. სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეისყიდის. სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი სრული სახით ტენდერში გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით „სამუშაოები უნდა …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შესაძლოა ერთი სართული და მანსარდა დაემატოს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაძლოა ერთი სართული და მანსარდა დაემატოს. ამასთან, ეზოში აშენდება ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი და სასწავლო თეატრი. ორსართულიან [ყოფილი კოლეჯის] შენობაში, სადაც დღეს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ფილიალია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს. „სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ განთავსებისათვის, ბათუმში, ზ. გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. N19/32 მდებარე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობის …

ხულოში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნა და სუფრა სტუმრებისთვის

18-19 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ასევე, 13-15 მაისს ქ. ბათუმში მე-9 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „exspo-batumi 2016“-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში ხულოს მუნიციპალიტეტი ჯამში 4 ათას 18 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან: 18-19 აპრილს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მაქსიმუმ 1977 ლარია განსაზღვრული: 2016 წლის …

კატაპულტები 41 ათას ლარად გონიოს ციხისთვის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საალყო მანქანების – კატაპულტების [სამი ცალი] დამზადებაში მაქსიმუმ 41 400 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების თანახმად, უნდა დამზადდეს არამოქმედი პატარა, დიდი და მოქმედი პატარა კატაპულტები. კატაპულტები უკვე არსებული სარეკონსტრუქციო პროექტის მიხედვით დამზადდება. გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკძალში განსათავსებელი საინჟინრო [საალყო] მანქანების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების …

დინოზავრები ბულვარში – 98 ათასი ლარი ფიგურების შესაძენად

„სხვადასხვა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების შესყიდვა-მონტაჟზე“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა.  11 ცალ ფიგურაში ბულვარი მაქსიმუმ 98 ათას ლარს გადაიხდის. შესყიდვის ობიექტები: თითო ცალი – ლომი „ალექსი“, სუპერმენი, კომფუ პანდა, კაპიტანი ამერიკა, რკინის მამაკაცი, თორი, სპაიდერმენი; ასევე ოთხი ცალი  დინოზავრი. ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან, ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით. ფიგურებს უნდა ახლდეს მონტაჟისათვის …

„ბათუმის წყალი“ 108 ათას ლარად ექსკავატორს დაიქირავებს

„ბათუმის წყალი“ ორი ექსკავატორისა და ამდენივე ამწეს დაქირავებაში მაქსიმუმ 232 452 ლარს გადაიხდის. ტექნიკას [საწვავისა და  მძღოლი ოპერატორის მომსახურების ჩათვლით] საწარმო ჯამში 60 დღით დაიქირავებს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა. „ბათუმის წყალი“ 720 საათით დაიქირავებს ექსკავატორს [სატენდერო ფასი მაქსიმუმ 108 ათასი ლარი], მინიექსკავატორს [34 956 ლარი], ამწე-კალათს [28 476 ლარი] და ავტოამწეს [61 020 ლარი]. …

Exit mobile version