სიახლეები

685 ათასი ლარი ბათუმის უნივერსიტეტთან მოედნის კეთილმოწყობისთვის

09.01.2017
685 ათასი ლარი ბათუმის უნივერსიტეტთან მოედნის კეთილმოწყობისთვის

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკანა ტერიტორიაზე მოედნისა და მოედანთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტში 685 449 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ბათუმის მერია ტენდერის საშუალებით შეისყიდის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნიმუშის სახით უნდა წარადგინოს ახალი ორშრიანი დეკორატიული ფილა [ორი ცალი], ბაზალტის ბორდიური [ერთი ცალი], გრანიტის ფილა [ერთი ცალი], ნაცრისფერი გრანიტის ქვაფენილი [4 ცალი], გეოტექსტილი და შეათანხმოს შემსყიდველთან;

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015, 2016) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (გზების, ქუჩების მშენებლობა ან/და ბაზალტის (ბეტონის) ბორდიურების მოწყობა ან/და გრანიტის ფილების ან/და ბეტონის ფილების მოწყობა ან/და ბუნებრივი ქვის ქვაფენილის დაგება) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობით;

სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 დღის განმავლობაში. საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 2 თებერვალს დასრულდება.

ბსუ-ს მიმდებარე მოედანი

ბსუ-ს მიმდებარე მოედანი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: