მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სათესლე ნიორის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება

13.05.2017
სათესლე ნიორის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება
„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ შეიძენს. 48 ტონა ნიორის სათესლე მასალის შესაძენად ცენტრმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 480 ათასი ლარია.
ნიორის შეძენა, „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
„ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე მასალა:

[checklist]

  • ნიორის სათესლე მასალა მოწოდებული უნდა იქნეს 60-100 გრამი მასის ბოლქვის სახით, უნდა იყოს ჯანსაღ მდგომარეობაში და შედგებოდეს ბოლქვის არანაკლებ 4 ცალი და არაუმეტეს 7 ცალი გარე კბილებისაგან (სათესლე მასალას არ უნდა გააჩნდეს ბოლქვის შიგა კბილები ე.წ. ანაგულები);
  • ბოლქვის ფორმა: მომრგვალო, ბრტყელი;
  • ბოლქვის ფერი: თეთრი-ლურჯი-გარდამავალი იისფერში;
  • სათესლე მასალის კბილის წონა: არანაკლებ 4 გრ.

[/checklist]

სამინისტროსთვის ნიორის სათესლე მასალის მიწოდება არაუმეტეს 25 კგ-იანი მწარმოებლის მიერ ეტიკეტირებული ტარით – ბადე ტომარით უნდა განხორციელდეს.

შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება.

მაღალმთიან აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს კარტოფილის ერთგვარ ალტერნატივად განიხილავს. სამინისტროს ინფორმაციით უკრაინული ჯიშის ნიორის მოსავლიანობა ჰექტარზე 10 ტონაზე მეტია. შესაბამისი პროექტი თანადაფინასებით განხორციელდება – 70 %-ს სამინისტრო დააფინანსებს და 30-ს ფერმერი.

„მიმდინარე წელს აგროპროექტების მართვის ცენტრმა 101 500 კგ. ჰოლანდიური კარტოფილი 30%-იანი თანადაფინანსებით უკვე გადასცა ფერმერებს, შემოდგომაზე კი ნიორის სარგავი მასალის დარიგება მოხდება. წელსვე 25 ათასამდე ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკალი დარიგდა“ – აცხადებენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები მაღალმთიან აჭარაში

რა პერსპექტივა აქვს ქართულ ნიორს ევროკავშირის ბაზარზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: