Batumelebi | ეროვნული ბანკი 2,9 მილიონ ლარად ბანკნოტების დამხარისხებელ მოწყობილობას იყიდის ეროვნული ბანკი 2,9 მილიონ ლარად ბანკნოტების დამხარისხებელ მოწყობილობას იყიდის – Batumelebi
RU | GE  
ფული

ეროვნული ბანკი 2,9 მილიონ ლარად ბანკნოტების დამხარისხებელ მოწყობილობას იყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი მაქსიმუმ 2,91 მილიონ ლარს გადაიხდის ერთ ცალ ბანკნოტების დამხარისხებელ აგრეგატში [მინიმალური სიჩქარე 20 ბანკნოტი/წამში] და ასევე  ერთი ცალ ბანკნოტების შესაფუთ [თერმოკუმშვადი ცელოფნით კონებად] მოწყობილობაში.

ბანკნოტების დამუშავების სისტემა ტენდერში გამარჯვებულმა ბანკის მიერ მითითებულ ადგილზე უნდა დაამონტაჟოს.

პირობის თანახმად, სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა – რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა – შეადგენს 24 თვეს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის თარიღიდან.

„საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ 10 წლის განმავლობაში კი მიმწოდებელი პასუხისმეგებელია სათადარიგო და სწრაფცვეთადი ნაწილების მომარაგებაზე თითქმის უცვლელი [სტაბილური] ფასების შენარჩუნების პირობით“.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დამთავრდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com