მთავარი,სიახლეები

ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

06.10.2018 • 3398
ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

ბათუმი 2019 წელს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, ბათუმში სპეციალური ვიზიტით, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კომისია იმყოფება.

ევროპის ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდვანს ჰასან აკკუს, ფედერაციის სატელევიზიო დირექტორს დევიდ გოლდსტრომს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ჩემპიონატის ჩატარების დეტალები განიხილეს.

ჩემპიონატი 2019 წლის აპრილში გაიმართება, რომელშიც  450 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ევროპიდან.  ბათუმს ჩემპიონატის ფარგლებში 1000-მდე სტუმარი ეწვევა, მსოფლიო მასშტაბით 54 ქვეყანას კი 20 ენაზე, „Eurosport“-ის მეშვეობით ჩემპიონატის თვალყურის დევნება შეეძლება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: