ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ, მონღოლი სპორტსმენი, იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა, რომელიც სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიიჩნევა.
ტოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შეხვედრა მონღოლი სპორტსმენის გამარჯვებით სრულდებოდა, თუმცა ამჯერად ტოჩინოშინმა გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) წელს იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) გამარჯვებული გახდა. მან 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო და იმპერატორის თასი ჩაიბარა.
იმპერატორის თასის ფლობა სუმოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.