ქედელი მორაგბეების მეორე სეზონის წაუგებელი სერია

სარაგბო კლუბი ქედაში ორი წლის წინ ქედელმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს, გუნდი დასავლეთ ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონია ასპარეზობს. 2016-2017 წლის სეზონზე „ფირალებმა“ რვა თამაში გამართეს, ყველა მოიგეს და მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის 35 ქულით ლიდერობენ. ქედის სარაგბო კლუბი „ფირალები“ ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ასპარეზობა ქედელმა მორაგბეებმა მეორე ლიგაში 2014 წლის ზაფხულში დაიწყეს. არსებობიდან დღემდე „ფირალებმა“ ჩემპიონთა …

„ნონა“ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში მოჭადრაკეები ვარჯიშობენ. ამ მისამართზე მდებარეობს ბათუმის საჭადაკრო კლუბი „ნონა“, ევროპის ორგზის ჩემპიონი. აქ, კლუბის ხელმძღვანელების თქმით, 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ჭადრაკის თამაშს. სექტემბრის ბოლოს საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ახლა კი მოჭადრაკეები ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სერბეთში გაიმართება 5-13 ნოემბერს. ზედიზედ ორი წელია „ნონა“ ამ …

სენსეი მაკა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

28 წლის მაკა ქებურია 20 წლის იყო, როცა ბავშვობის ოცნების ახდენა გადაწყვიტა და კიოკუშინ კარატეში ვარჯიში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ წლებში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. იგი პირველი ქართველი ქალი სენსეი [ოსტატი] და სამი შავი ქამრის მფლობელია. სანსეი მაკა ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ნოემბრის ბოლომდე მან იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი …

ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება

დღეს, ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში 10 ადმინისტრაციული ერთეულის სამი ასაკობრივი ჯგუფი იასპარეზებს. მასში მონაწილეობას 30 გუნდი, ჯამში 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. პროექტი „მასობრივი სპორტის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.

ბათუმის ცირკში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო ტურნირი გამართა, ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში  ქართველი მოჭიდავეების გარდა მონაწილეობენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის  სპორტსმენები. ტურნირი დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის ცირკში საზეიმოდ გაიხსნა. ფინალური შეხვედრები კი ხვალ გაიმართება. აჭარიდან ხუთივე მუნიციპალიტეტიდან 25-მდე სპორტსმენი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, უცხო ქვეყნებიდან კი 90-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. ტურნირის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაზე …

ბათუმელი პარასპორტსმენი: მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში

27 წლის ზვიად დუმბაძე ბათუმელი პარასპორტსმენია მშვილდოსნობაში. მან ათი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო მარჯვენა ფეხი დაკარგა. ამ სპორტს უკვე მეოთხე წელია მისდევს. ყოველდღიურად სამიდან ოთხ საათამდე ვარჯიშობს, რომ მომდევნო პარაოლიმპიადის – „ტოკიო 2020“ საგზური მოიპოვოს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა. „ფეხი 1998 წელს დავკარგე, მანქანაში ვიჯექი, რომელიც აფეთქდა… ახლა პროთეზს ვატარებ… ეს ისეთი ასაკი იყო, …

17 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხულოდან

17 წლის ლერი აბულაძე გასულ კვირას მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. იგი მეორე სპორტსმენია ხულოდან, რომელმაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა. პირველად ეს ტიტული შმაგი ბოლქვაძეს ერგო, რომელმაც წელს ოლიმპიური ბრინჯაო მოუტანა საქართველოს ნაკრებს.  ლერი, როდის დაიწყეთ ჭიდაობა და როგორ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით? ჭიდაობა დავიწყე 2005 წელს. მამაჩემი, …

LADIES OPEN-ის პირველი ჩემპიონი ბათუმიდან

19 წლის შემდეგ პირველად, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის –  Ladies Open -ის გამარჯვებული ქართველი, 19 წლის მარიამ ბოლქვაძე გახდა.  ჩემპიონატში რვა ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორ ცხოვრობს და რა გეგმები აქვს ახალგაზრდა ჩემპიონს? მარიამ ბოლქვაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა. მარიამი ბათუმელია, თუმცა ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და წვრთნებს ლონდონის ჩოგბურთის აკადემიაში გადის. მარიამს აკადემია აფინანსებს, როგორც პერსპექტიულ და წარმატებულ …

კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხულოდან

13 სექტემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იგი 54 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და საფინალო შეხვედრამდე მან ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, რისთვისაც ჯამში 2:52 წუთი დასჭირდა. ფინალში ლერი აბულაძე თურქ მეტოქეს, კერემ კამალს შეხვდა, დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ლერი აბულაძე ევროპის 2015 წლის …

Batumi Ladies Open 2016-ის გამარჯვებული ბათუმელი მარიამ ბოლქვაძეა

ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის „Batumi Ladies Open”-ის გამარჯვებული წელს ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე გახდა. პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” ბათუმში მეცხრამეტედ ტარდება და მასში, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს 8 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 7 ქართველი.  „Batumi Ladies Open”-ის არსებობის ისტორიაში კი ტურნირს პირველად ყავს ბათუმელი გამარჯვებული. საპრიზო მეორე ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა …

„ბეთლემი“ ჯარიმისა და დისკვალიფიკაციების შემდეგ

ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად სულხან ჯიჯავაძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საფეხბურთო კლუბში მოთამაშე ოთხ ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა სპორტული მანიპულირებისთვის. შეიცვალა როგორც გუნდის შემადგენლობა, ასევე მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელ-ასისტენტიც. პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდი ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოქვეითდა და ასპარეზობას მეორე ლიგაში განაგრძობს. …

მალხაზ ნაკაშიძე: უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა

დღეს, 18 აგვისტოს, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ნაკაშიძემ ბრიფინგი გამართა. მან დაბა ჩაქვში მდებარე სპორტსკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. სწორედ ამ შენობაში გადიოდა წვრთნებს ქართველი ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი, ძალოვანი ირაკლი თურმანიძე. „ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე, არ დაინტერესებულა სპორტსმენებით, რის გამოც მათ ასეთ პირობებში …

6 სპორტსმენი აჭარიდან რიოს ოლიმპიადაზე

წელს რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 40 სპორტსმენია წარდგენილი, აქედან ექვსი აჭარიდანაა. მათ წარმატებებსა და შანსებზე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, მუხრან ვახტანგაძეს ვესაუბრეთ. ბატონო მუხრან, რომელი სპორტსმენები მონაწილეობენ აჭარიდან რიოს ოლიმპიურ თამაშებში და სპორტის რა სახეობებში? ოლიმპიურ თამაშებში რიო დე ჟანეიროში აჭარიდან სულ ექვსი სპორტსმენია წარდგენილი: ამირან პაპინაშვილი და ვარლამ …

ბათუმის კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მესამე ადგილზე გავიდა

ბათუმის სარაგბო კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ, შესარჩევ ეტაპზე, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. 16 მონაწილე გუნდიდან ოთხი გამოეთიშა ჩემპიონატს, დარჩენილი 12 გუნდი კი გააგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონატის მეორე და მესამე ეტაპებზე, რომლებიც შემოდგომასა და ზამთარში, ფოთსა და თბილისში გაიმართება. გუნდის მწვრთნელის, გიორგი სვინტრაძის თქმით, ამ ჩემპიონატისთვის გუნდს მოსამზადებლად ბევრი დრო არ ჰქონდათ, რადგან ძირითად აქცენტს ეროვნულ …

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე აჭარიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში  31-ე ოლიმპიურ თამაშები საქართველოდან 39 სპორტსმენი 13 სახეობაში იასპარეზებს. ოლიმპიურ ნაკრებში 6 სპორტსმენი აჭარის რეგიონიდანაა:  შმაგი ბოლქვაძე [ჭიდაობა], ხათუნა ნარიმანიძე [მშვილდოსნობა], იულია ლობჟანიძე [მშვილდოსნობა], ვარლამ ლიპარტენიანი [ძიუდო], ამირან პაპინაშვილი [ძიუდო], ირაკლი თურმანიძე [ძალოსნობა]. ოლიმპიური თამაშების ზოგიერთ მონაწილეს, დღეს, 25 ივლისს,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  ზურაბ პატარაძე  შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის …

20 წლის ევროპის ჩემპიონი აჭარიდან – „ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა“

ახლახან რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა, 20 წლის რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო საქართველოს ნაკრებმაც – ჯამში 62 ქულა და 12 ქულით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს. რამაზ, როგორ ემზადებოდით ჩემპიონატისთვის და ელოდით თუ არა …

გიგა ფარტენაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ბათუმის სასპორტო სკოლაში ბათუმელი მოჭიდავის გიგა ფარტენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დასრულდა. ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში ათ წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით. ტურნირს ესწრებოდა და ორგანიზატორებთან ერთად გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა გიგა ფარტენაძის ძმამ კობა ფარტენაძემ: „ჩემი …

ბათუმში კარატეში ღია ტურნირი ჩატარდება

6-7 ივლისს, ბათუმში, ღია ტურნირი გაიმართება კარატეში. აჭარის კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელის, გოჩა სურმანიძის თქმით, ბათუმში შვიდი ქვეყნის სპორტსმენებს ელოდებიან. ორთაბრძოლები ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორებია აჭარისა და საქართველოს კარატეს ფედერაციები.

ბათუმში, რაგბის მოედანზე, მწვანე საფარს აგებენ [ფოტო]

ბათუმის მშენებარე სარაგბო სტადიონის მთავარ მოედანზე ბუნებრივ მწვანე საფარს აგებენ. უკვე დასრულებულია ხელოვნური საფარის დაგება ერთ-ერთ მოედანზე. მესამე, შედარებით პატარა მოედანი კი ქვიშისსაფარიანი იქნება. ბათუმის სარაგბო სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

სტუდენტები სტადიონის დასაცავად, ენთუზიასტი მწვრთნელი და მთავრობა

სტუდენტები ჩაქვის ამორტიზებული სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ. სტადიონი დაბა ჩაქვის ცენტრალური მაგისტრალის მოპირდაპირედ, ზუსტად იმ მონაკვეთზეა, სადაც უმაღლესი საბჭოს შენობა მდებარეობს. გზის მარცხნივ სტადიონია, მარჯვნივ კი უმაღლესი საბჭოს შესასვლელი. მიუხედავად ამისა, სტუდენტებმა დახმარების თხოვნით არც უმაღლეს საბჭოს, არც დაბა ჩაქვისა და არც ქობულეთის გამგებელს არ მიმართეს: „მათ ამ პრობლემის შესახებ წლებია იციან და მის მოსაგვარებლად არაფერი …

ველორბოლა, შეჯიბრი სირბილში – ბულვარსა და „ჰილტონის“ კიბეებზე

დღეს, 11 ივნისს „ჰილტონ ბათუმი“ ყოველწლიურ საქველმოქმედო მარათონში ჩაერთო, რომელსაც „ჰილტონის“ ქსელი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ახორციელებს. მარათონი – „შემოვიაროთ მსოფლიო ერთ დღეში“, ბათუმში სპორტული აქტივობებით დაიწყო. დილის 11 საათიდან, ბათუმის ბულვარში ველომარათონი მიმდინარეობს, სადაც პროფესიონალ ველომრბოლელებთან ერთად, მოყვარულებიც მონაწილეობენ. „ზოგი 5 კილომეტრს გადის, ზოგი ცხრას. შემდეგ ჩვენ ვაჯამებთ კილომეტრებს და ასე ვაგროვებთ 40075 კმ-ს  დედამიწის …

საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ძმები ხულოდან

თურქეთში, ქალაქ იზმირში მიმდინარე ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე  ჭიდაობაში, ქართველმა ძმებმა, ლერი და ოთარ აბულაძეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან პირველი ადგილის მფლობელი ლერი აბულაძე გახდა, ოთარ აბულაძემ კი ამავე წონაში (58) ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა. სპორტსმენი ძმები ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან.

15 წლის ჩოგბურთელი ქედიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები 15 წლის ანრი დევაძე ერთ-ერთია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც წელს ზაფხულში, ხორვატიაში დაგეგმილ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. წარმატების მისაღწევად ხუთი წელია, კვირაში რამდენიმე დღე სავარჯიშოდ სოფელ ვაიოდან ბათუმში დადის. მალე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზებს და ამისთვის ახლა საგულდაგულოდ ემზადება. სპორტის ამ სახეობით ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა, მაშინ …

კარატეში მსოფლიო თასის მფლობელი საქართველოა

საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში მიმდინარეობდა, დასრულდა. პარალელურად ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშებაც კარატეში. აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა სურმანიძის ინფორმაციით კარატეში მსოფლიო თასზე პირველი ადგილი [ოქროს მედლების რაოდენობით] საქართველომ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა თურქეთი, ხოლო მესამეზე – აზერბაიჯანი. ბათუმელი სპორტსმენები, რომლებიც პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ კარატეში: პირველი ადგილი – ნიკა გოგუაძე, ირაკლი …

ფინალური შეხვედრები საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე [ფოტო]

ბათუმში, სასპორტო სკოლის შენობაში მიმდინარე საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ფინალური შეხვედრები იმართება. გუშინ, 21 მაისს, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ქართველმა კარატისტებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს. გუშინვე, ფესტივალს ყატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთანი დაესწრო.  საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი / ბათუმი, 22.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

ქართველმა კარატისტებმა ხუთი ოქრო მოიპოვეს

ბათუმში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე კარატეში, რომელშიც 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ქართველმა კარატისტებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს. აქედან სამი ბათუმელია. პატარებს შორის ოქროს მედლის მფლობელი გახდნენ: ნიკა გოგუაძე, ირაკლი მოსიძე, მიხაბ ბინალიევი. ოქროს მედლის მფლობელები არიან გიორგი ობოლაძე და არკადი ზუბიაშვილიც. მეორე ადგილის მფლობელი გახდა ბათუმელი საბა სურმანიძე, მესამე ადგილზე კი ირაკლი ბერიძე გავიდა. ფინალური შეჯიბრება გაიმართება ხვალ, …

ყატარის პრინცესა ბათუმის სპორტის სასახლეში

დღეს, 21 მაისს, ყატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთანი ბათუმში, საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადაზე იმყოფება. ის სპორტის სასახლეში 15:00 საათზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან ერთად მივიდა. ოლიმპიადა ქართული ხალხური ცეკვებით გაიხსნა. სტუმარს კიმანო და საბრძოლო აქსესუარები გადასცეს საჩუქრად. საბრძოლო ხელოვნების ოლიმპიადა ბათუმში 19 მაისს გაიხსნა და 22 მაისამდე გაგრძელდება. ოლიპიადაში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ. ორგანიზატორთა ინფორმაციით, …

ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი ბათუმში ივლისის ბოლოს უნდა ჩატარდეს

ბათუმის პლაჟზე, 2016 წლის 20 ივლისიდან 2016 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი უნდა ჩატარდეს, თუმცა ტურნირის ორგანიზების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. ბათუმის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, სატენდერო თანხა 35 ათასი ლარია. ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო …

ორი ავტოგოლი, ოთხი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი და დაჯარიმებული ქედის „ბეთლემი“

პირველ ლიგაში მოთამაშე ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ ოთხ ფეხბურთელს: არჩილ ბაჯელიძეს, კარე მაკარიას, ლევან ბექთაშევს, თეიმურზ ხარებავას და კლუბის მწვრთნელ-ასისტენტს რომა ქობულაძეს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. გარდა დისკვალიფიკაციისა „ბეთლემი“ პირველი ლიგის ნაცვლად თამაშს მეორე ლიგაში გააგრძელებს და კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა – ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. …

მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბათუმში

 ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს 30 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში ,,მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში” გაიხსნება. ფინალური თამაშები და დაჯილდოების ცერემონიალი კი 1 მაისს, 17:00 საათიდან ჩატარდება.  მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოასპარეზე ქართველი და უცხოელი სპორტსმენები. „გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან“. ტურნირი ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება, რისთვისაც მუნიციპალური …

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი 30 აპრილს გაიხსნება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 30 აპრილს, 17:00 სთ-ზე, ბათუმში „მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში“ გაიხსნება. ფინალური თამაშები და დაჯილდოების ცერემონიალი კი პირველ მაისს, 17:00-დან 19:00სთ-მდე ჩატარდება. „ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოასპარეზე ქართველი და უცხოელი სპორტსმენები. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარია …

ხულოს „ხიხანი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ 2:0 [ფოტო]

დღეს, 26 აპრილს,  ხულოს საფეხბურთო კლუბმა „ხიხანმა“ საკუთარ სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2 : 0 დაამარცხა.

ქედაში მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა

ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე დღეს მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა. სექციის გახსნასთან დაკავშირებით აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციამ დღესვე ეროვნული ნაკრების წევრებს შორს საჩვენებელი ტური მოაწყო. „ქედაში ყველა ის საჭიროება და ბაზა არსებობს, რომ სპორტის ამ სახეობამ იფუნქციონიროს, ინვენტარი შევუძინეთ ქედის სექციას, მწვრთნელიც გვყავს, ვგეგმავთ შუახევსა და ხულოში გავხსნათ მშვილდოსნობის სექციები, ჩვენ ამ მომენტისთვის ოთხი მშვილდი შევიძინეთ, თუ იქნება …

ბათუმში სწრაფ ჭადრაკში ვეტერანთა ტურნირი გაიმართება

18-19 აპრილს ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვეტერანთა ტურნირი გაიმართება სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი, რომელშიც 60 წლის და მეტი ასაკის ვეტერანი მამაკაცები და ქალები მიიღებენ მონაწილეობას, საჭადრაკო კლუბ „ნონაში“ ჩატარდება. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართება. მონაწილეთა სრული სია კი ცნობილი იქნება 18 აპრილს. 17 აპრილს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო არბიტრს, გურამ …

ახალგაზრდა სპორტსმენს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა

13 წლის სპორტსმენს ზურაბ კინწურაშვილს და მის პირად მწვრთნელს, აკაკი ცენტერაძეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი შეხვდა. ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკის მსოფლიო ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატში [US World Open Taekwondo Championships] გაიმარჯვა, მან ფინალურ ბრძოლაში მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა. მინისტრმა გია თავამაიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ზურაბ კინწურაშვილი უკვე ტაეკვანდოს ევროპის …

1,4 მილიონი ლარი მინისტადიონების შესაკეთებლად ბათუმში

ბათუმში, 40 სპორტული მინისტადიონის კაპიტალური შეკეთებისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 1 მილიონ 400 ათას ლარს გადაიხდის. საგარანტიო პერიოდი 2 წელი უნდა იყოს სამუშაოების დასრულებიდან. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან [ან კომპანიებთან] ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს. ბათუმის მერიამ შესაბამისი სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა, ერთი და იმავე პირობებით. სატენდერო კომისიის მოთხოვნაა, რომ „ყველა გამოყენებული მასალა …

Exit mobile version