შმაგი ბოლქვაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა [ვიდეო]

24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა 72 კგ. წონით კატეგორიაში. შმაგიმ ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით – 7-5. შმაგი ბოლქვაძე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია თავის წონით კატეგორიაში. მან  გასული წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა.

32:0 – ბათუმმა რაგბიში ლოკომოტივი დაამარცხა

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმი რაგბი არენაზე გამართული დიდი 10-ის მე-14 ტურის მატჩში ბათუმელმა მორაგბეებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. 32:0 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში. დღევანდელ თამაშში “ბათუმის” მორაგბე ბექა მამრიკიშვილმა სამი ლელო დადო. დუბლის შესრულება პირველ ტაიმში შეძლო, მესამე ლელო კი – მეორე ტაიმში.   მორიგ მატჩს ბათუმი 9 მარტს, ავჭალის სტადიონზე, აკადემიასთან გამართავს.  

ქედელმა მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დიეგო მახარაძე და მამული გურგენიძე ქედის სასპორტო სკოლის ჭიდაობის სექციის გამორჩეული სპორტსმენები არიან. მეტიც, ისინი 9-10 თებერვალს თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე აჭარის ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ. მოჭიდავეებმა ქომაგების მოლოდინი ამჯერადაც გაამართლეს და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ. დიეგომ 65 კილოგრამ, ხოლო მამულიმ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილები მოიპოვეს. სპორტსმენებსა და მწვრთნელებს წარმატებები მუნიციპალიტეტის …

ყინულის ლომები ბათუმიდან

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi, ეინდჰოვენში, ლუმიერების თასზე, სინქრონული ციგურაობის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მოციგურავეები კონკურსისთვის ბათუმის ყინულის სასახლეში ემზადებიან. კონკურსი ეინდჰოვენში წელს მეორედ ტარდება. „გუნდში ყველას წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს. საპრიზო ადგილი ნამდვილად გვინდა. არც ერთი სპორტსმენი არ მიემგზავრება იმ შემართებით, რომ უნდა დამარცხდეს. ბუნებრივია, გვაქვს პრეტენზია საკუთარ თავთან, რომ უნდა გავიმარჯვოთ,“ …

სოფელი ფეხბურთის მოედნის გადაცემას ითხოვს

ქობულეთში საჩინოს თემის მოსახლეობა სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ფეხბურთის სტადიონის სოფლისთვის გადაცემას ითხოვს. მოსახლეობა აპირებს შესაბამისი თხოვნით მიმართოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. საჩინოს თემში შედის სამი სოფელი  – საჩინო, ზედა აჭყვა და ქვედა აჭყვა. მოედანზე, რომელიც სამივე სოფლის საკუთრებაა, საჩინოს სკოლასთან არსებული ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდი კვირაში სამჯერ ვარჯიშობს. გუნდის მწვრთნელი, ემზარ ხალვაში ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებმა …

ქედის „ბეთლემს“ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე  საფეხბურთო კლუბის სპორტსმენების მწვრთნელი ირაკლი გოგიჩაიშვილი იქნება. გუნდის ყოფილი მწვრთნელი, ავთანდილ გოგიტიძე კი, საფეხბურთო კლუბის დირექტორის, სულხან ჯიჯავაძის ინფორმაციით, „დინამოში“ გადავიდა. „ბეთლემში“ ამ დროისთვის ფეხბურთელთა ფორმირება მიმდინარეობს. სულხან ჯიჯავაძის თქმით, გუნდის საბოლოო შემადგენლობა ათ დღეში გახდება ცნობილი. წელს საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ სახელფასო ბიუჯეტი …

მერია: ბათუმის „დინამო“ არ გაყიდულა

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საფეხბურთო კლუბი „დინამო“ არ გაყიდულა. „ვერ გეტყვით, რატომ გავრცელდა ინფორმაცია გაყიდვის თაობაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ „დინამო“ არ გაყიდულა და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია,“ – ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა ჩიჩუა. გასული სეზონი შედეგების მიხედვით „დინამო“ ეროვნულ ლიგას გამოეთიშა. პირველი მარტიდან გუნდი ეროვნული „ლიგა ორის“ გათამაშებაში ახალი მთავარი მწვრთნელით …

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს – ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გუნდი არც აუქციონზეა გატანილი. „დინამოს“ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი ამბობს, რომ მათთვის კლუბის გაყიდვა მისაღებია, ასე გუნდი სახელმწიფოს ჩამოშორდება. „გუნდს საკუთარი ბაზა აქვს, სტადიონი შენდება, ბავშვთა სკოლა აქვს, ინვესტორისთვის დღესდღეობით მისაღებია ბათუმის „დინამო“. ადრე არ …

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური ბათუმში

9-10 დეკემბერს ბათუმში, ყინულის მოედანზე, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური გაიმართება. ტურის განრიგი ასე გამოიყურება: – შაბათი, 19:00-20:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და თბილისის გუნდები. – შაბათი, 20:45-22:45 – ეროვნული ჩემპიონატი: ბაკურიანის “მიმინო” – თბილისის “რუხი მგლები”. – კვირა, 09:00-10:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და …

შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიო 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა. შმაგი ბოლქვაძემ გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა. ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ). საერთო …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა და შპს „სტადიონმა“ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 101 მილიონ 700 ათასი ლარია. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 3 წელში [34 თვეში] უნდა აშენდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 21 …

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის ჩემპიონი გახდა

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ 11 მატჩქულით (17,5 პარტიებში აღებული ქულა) ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ანტალიაში ოქრო მოიპოვა. „ნონას“ შემადგენლობაში თამაშობდნენ: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. ეს ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მესამე გამარჯვებაა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე. „ნონა“ 2014-2015 წლებშიც ევროპის ჩემპიონი იყო. ჩემპიონატი კლუბებს შორის თურქეთში, ანტალიაში მიმდინარეობდა 7-15 ოქტომბერს. ევროპის …

ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა – მთავრობის განმარტება

ბათუმში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა წელს ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ ამ სასახლეში წელსვე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდებოდა ხელბურთში, თუმცა ჯერ მშენებლობა არ დამთავრებულა. ახალი კომპლექსი იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის სახელმწიფო 54 მილიონი აშშ დოლარს დახარჯავს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ დასრულდა მშენებლობა და როდის არის დაგეგმილი კომპლექსის გახსნა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში …

ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობაზე 66,5-მილიონიანი ტენდერი არ შედგა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი არ შედგა. შპს „სტადიონმა“ 66,5-მილიონიანი ტენდერი 2017 წლის 18 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. „სტადიონმა“ კომპლექსის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი დღეს, 11 აგვისტოს, გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება. პირველად გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 …

ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 იწყება

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ბათუმის „რაგბი არენაზე“ (ლეონიძის 5) გაიმართება.  ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ინფორმაციით, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში კაცთა  8 და ქალთა 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბრიტანული, რუსული და თურქული გუნდები. კაცთა ტურნირის მონაწილეები არიან: მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, დევები, ბია, ბულდოგები (დიდი …

დეპუტატების გარბენი ბათუმის ბულვარში

გარბენი სახელწოდებით „იყავი ჯანმრთელი“, 29 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრმა, ფატი ხალვაშმა, „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გარბენი მისი ინიციატივით და ორგანიზებით იგეგმება. კითხვაზე, რატომ გადაწყდა გარბენის მოწყობა, დეპუტატი ამბობს, რომ ამ ფორმით სურს ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდოს. „ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ მაგალითი, რომ ჩავაბათ ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრებაში. ამიტომ მეც ვაპირებ გარბენში მონაწილეობას“, -გვეუბნება ის. ფატი ხალვაშის თქმით, ის …

რატომ არ აქტიურობს მუხრან ვახტანგაძე პლენარულ სხდომებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე იმ დეპუტატების სიაშია, რომლებსაც რვა თვის განმავლობაში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონიათ და არც პლენარულ სხდომაზე გამოსულან სიტყვით პარლამენტში. ინერტულობის მიზეზებს დეპუტატი „ბათუმელებთან“ განმარტავს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობს. „მე, პირადად, ვმუშაობ სპორტთან დაკავშირებით ერთ საკითხზე, მწვრთნელებისგან არის მოთხოვნა, რომ მათ მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი. …

66,5 მილიონი ლარი ბათუმის ახალი სპორტსკოლისთვის – მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩა #15-ში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 66 574 430 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“. „ამ ვადებში შესაძლებელია კომპლექსის მშენებლობა, რადგან მშენებლებმა სამ ცვლაში უნდა იმუშაონ. ხარისხის გარანტიები ჩადებულია სატენდერო პირობებში“ -განაცხადა შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა …

ბათუმის “დინამოს” და პოლონეთის „იაგელონიას“ ფანებმა ქუთაისში თამაშის დაწყებამდე იჩხუბეს

ქუთაისში ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის „იაგელონიას“ გულშემატკივრებმა საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე იჩხუბეს. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, გულშემატკივრები ერთმანეთს ბოთლებს ესროდნენ, აგინებდნენ და სცემდნენ. ისინი პოლიციამ დაშალა. შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის ძირითადად სიტყვიერი დაპირისპირება იყო და დაკავებული არავინაა. საფეხბურთო მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის „იაგელონიას“ შორის დღეს, 8 საათზე, ქუთაისში  გაიმართება.  

სოფელ ვაიოს სკოლის მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ მაგიდის ჩოგბურთში

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება, მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში საქართველოდან, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი  იასპარეზებს. ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა. „ფინალურ თამაშში, რომელიც ქუთაისში …

ხულოში სასპორტო სკოლა გარემონტდება

ხულოს სასპორტო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.სპორტსკოლის გასარემონტებლად ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 796 ლარი გამოყო. სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა. ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ბაზა გარემონტდება, გამოიცვლება იატაკი, სახურავი, ხოლო ინტერიერი და გარე ფასადი მოწესრიგდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 84 დღეში უნდა დასრულდეს. შესყიდვების …

როდის დასრულდება ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 16 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ანგისის დასახლებაში საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობას დაათვალიერებს. ამ ბაზას ბათუმის მერია აშენებს, თანხა კი ქალაქის ბიუჯეტიდან იხარჯება. ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული …

ბათუმის მერიის პრიორიტეტი – 4 სპორტული მოედანი მომდევნო 4 წელში

2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები ბათუმის მერიამ შეიმუშავა. მომავალ 4 წელიწადში ბათუმის მერია ერთ-ერთ პრიორიტეტად სპორტის განვითარებას ასახელებს, თუმცა ამისთვის ჯამში 408 390 ლარის დახარჯვას აპირებს. მერიის პრიორიტეტების საპრეზენტაციო მასალაში წერია, რომ მომავალ 4 წელში უნდა მოეწყოს 2 სპორტული მოედანი მწვანე კონცხის ადმინისტრაციაში, ხოლო თითო-თითო აეროპორტისა და ბონის დასახლებებში. „ეს არის პირველადი დოკუმენტი. შესაძლოა ეს ციფრები …

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება. საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და …

ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდი ჩემპიონთა თასის მერვედფინალშია

ბათუმის დინამოს პლაჟის ფეხბურთის გუნდმა ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ითამაშებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ინგლისური სენტ ნიოტსი 7:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.                               ამავე თემაზე: ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის …

ბათუმის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

29 მაისს ბათუმის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად  კონსტანტინ ფროლოვი დაინიშნა. „ბათუმის დინამოს“ ხელმძღვანელის, ოთარ ფედიჩკინის თქმით, ახალ მწვრთნელთან ბათუმის „დინამომ“ კონტრაქტი 2018  წლის ბოლომდე გააფორმა. „დინამომ“ ახალ მწვრთნელთან ერთად უკვე გამართა პირველი ვარჯიში.  

ქედაში ავთანდილ ბერიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში

ქედის სასპორტო სკოლაში, ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში. ერთმანეთს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ნაკრები სასკოლო გუნდები ეჯიბრებიან. ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ყოველწლიურად იმართება ქედაში. ტურნირი წელს მესამედ ტარდება.  ავთანდილ ბერიძე წლების განმავლობაში ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი და ფრენბურთის მწვრთნელი იყო. მისი სახელობის ტურნირს ფრენბურთში ქედის გამგეობა აფინანსებს.  ტურნირის ჩასატარებლად ქედის გამგეობამ 2200 ლარი …

ბათუმში საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

3 ივნისს ბათუმში, „ბასკოს“ დარბაზში, საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის (6 წლიდან 45 წლამდე) 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას საქართველოდან, ყაზახეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან. შოტოკან კარატე-დოს მსოფლიო ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორის დამხმარე ასისტენტის და ფესტივალის სტუმრის, დევი ხაჯიშვილის თქმით, ეს ფესტივალი გამორჩეულია წინა ფესტივალებისგან იმით, რომ მასში არა მხოლოდ შოტოკან კარატე-დოს, …

ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში და დაზიანებული ინფრასტრუქტურა [ფოტო]

ბათუმის მერია ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში 35 ათასამდე ლარს გადაიხდის. ტურნირი საქართველოსა და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს დასრულდება. „ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ბათუმში, ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო პლეიოფებში – ოლიმპიური სისტემით. ღონისძიების ჩატარების დეტალური …

ექიმების ტურნირი მინიფეხბურთში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები ერთმანეთს მინიფეხბურთში შეეჯიბრებიან. ტურნირში სამინისტროს გარდა „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, „აჭარის ონკოლოგიური ცენტრი“, ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“, „ხოზრევანიძის კლინიკა“, საზღვაო ჰოსპიტალი და ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი (ბაუ) მონაწილეობენ. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლებს შორის შედგა: „სამინისტროს გუნდი მორიგ შეხვედრას ბათუმის რესპუბლიკური …

მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16 წლის მარიამ ნოდია საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში. ეს ტიტული მან თბილისში, 10-11 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მარიამი ხელვაჩაურის #1 სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს მკლავჭიდს უთმობს. მარიამი ამბობს, რომ ეს მისი პირველი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტისადმი მიდრეკილება და გარკვეული ფიზიკური მონაცემებიც ბავშვობიდანვე ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეა, რაც მკლავჭიდით აქტიურადაა დაკავებული. მარიამის სპორტული …

ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში, რომელშიც სულ რვა გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ტურნირის ბოლო თამაშში, 16 აპრილს, საქართველოს ნაკრები ჰონგ-კონგის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა, რომელიც დიდი სხვაობით –  14-ით 3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთი შაიბა ივან შვეცოვმა გაიტანა, ორი – ვიტალი დუმბაძემ, სამი –  არტიომ კოზიულინმა, ორი – დავით ოგანეზიანმა, ერთი შაიბა გაიტანა არტიომ კურბატოვმა, საბოლოო …

დღეს ბათუმში ველომარათონი ტარდება

დღეს, 17:00 საათზე, ბათუმის ახალ ბულვარში ველომარათონი იწყება. მარათონი სტარტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს, ფინიში კი საოცრებათა პარკში იქნება. ველომარათონში მონაწილეობა ბათუმის სპორტული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მარათონში გამარჯვებულ ქალს, კაცს, ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს გადაეცემა სპორტული მაღაზიის ვაუჩერები, კერძოდ: პირველი ადგილი – 900-ლარიანი ვაუჩერი (ქალი, კაცი); მეორე ადგილი …

მერია ახალ სარაგბო ბაზას რვა მარტს გახსნის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 8 მარტს, ფონდი „ქართუ“  ბათუმის სარაგბო ბაზას ქალაქის მერიას გადასცემს. სარაგბო ბაზის გადაცემას ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც დაესწრება. ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. ოფიციალური ინფორმაციით,  ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, …

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 …

ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ/მ ტერიტორიაზე აშენდება

ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. 16 000 კვ.მეტრ შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები – სპორტული ტანვარჯიში;  მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი;  ბ/რ ჭიდაობის დარბაზი;  თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი;  სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და …

Exit mobile version