„მმართველი პარტიის მხრიდან ეკონომიკის ზრდაზე მუდმივი საუბრის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ეს ზრდა საქართველოს მოსახლეობის დასაქმების არც თუ პოზიტიურ სტატისტიკას ფუნდამენტურად ვერ ცვლის“- წერს ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით. „2024 წლის აღწერამ 15 წლისა და მეტი ასაკის 3 158 758 ადამიანი დააიდენტიფიცირა. მათი ნაწილი ეკონომიკურად აქტიურია [დასაქმებული და ის უმუშევარი ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ …
Tag Archives: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ახალციხეში იმამის ცემის საქმეზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შსს-ს მიმართავს
ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს ახალციხეში ნაცემი იმამის საქმეზე და პროკურატურას მიმართავს. „დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება,“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას მიმართავს. ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის …
Continue reading “ახალციხეში იმამის ცემის საქმეზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შსს-ს მიმართავს”
სახელმწიფომ შშმ პირებს ვერ მისცა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აჯამებს თემის წევრთა უფლებრივ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც წლების გასვლასთან ერთად, არათუ არ უმჯობესდება, არამედ გარკვეული მიმართულებებით უარესდება კიდეც. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით საქართველოსთვის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლიდან 12 წლის თავზე, მთავრობამ ვერ შეძლო, …
პირველი პატიმარი, რომელიც გზის გადაკეტვისთვის სისხლის სამართლით გაასამართლეს – შეფასება
„ზურაბ მენთეშაშვილი პირველი პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც შეკრების დროს გზის გადაკეტვის კრიმინალიზების გამო მსჯავრი დაედო… მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით მსჯავრდება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ადამიანის უფლებების საბაზისო პრინციპების იმგვარ უგულებელყოფას, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს საქმეში მონაწილე პირების სამომავლო პასუხისმგებლობის საფუძველი,“ – სამართლებრივ შეფასებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დღეს, 30 მაისს აქვეყნებს. 2026 …
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 275 ათასი ლარით დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვის საბაბით
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ინტერესებს იცავს, გზის გადაკეტვისთვის სადიგოვი ჯამში 275 ათასი ლარით დააჯარიმეს ისე, რომ მისთვის არაფერი შეუტყობინებიათ. 2025 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი …
„უბედური შემთხვევა“ მსხვერპლის ბრალია?! – „ოცნების“ პოლიტიკა ტრაგედიების დროს
„თანახმა არ იყვნენ და აქ წერტილი დავსვით – ამით ადამიანებს სწირავ სიკვდილისთვის,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი სალომე შუბლაძე. მას თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე 14 ივლისს მომხდარ ტრაგედიაზე, ავარიული სახლის ფასადის ჩამონგრევის შესახებ ვესაუბრეთ, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რას აჩვენებს, როცა ხელისუფლება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაფერს აკეთებს? – მაგალითად, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში იმის გამო, …
Continue reading “„უბედური შემთხვევა“ მსხვერპლის ბრალია?! – „ოცნების“ პოლიტიკა ტრაგედიების დროს”
რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს პერსონალურ ინფორმაციას
ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლაც. ორივე ორგანიზაციას სასამართლოს დადგენილება 19 ივნისს ჩაჰბარდა. მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „19 ივნისს მედიის განვითარების ფონდს ჩაჰბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური …
Continue reading “რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს პერსონალურ ინფორმაციას”
ბათუმელი მედროშე თურქეთში არ დააპატიმრეს, ის საქართველოდან წუხელ იძულებით გააძევეს
თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] თურქეთში არ დაუკავებიათ. ინფორმაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ დაგვიდასტურეს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოდან გაძევებული თემურ ქათამაძე ორდუს საგამოძიებო ორგანოში გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე თემურ ქათამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დეტალები ზუსტდება. „მისი მეგობრისგან გავიგეთ, რომ გაუშვეს, მაგრამ რა საფუძვლით გაუშვეს, რა პროცედურებია წინ, ჯერ ეს …
ეპისკოპოსს წამლავდნენ, 2 კაცი გაიტაცეს – როგორ ყალიბდება საქართველო მაფია სახელმწიფოდ
რა ხდება ქვეყანაში, როცა ბოლო 10 დღეში კონკრეტული ადამიანები ჰყვებიან, თუ როგორ გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, ემუქრებოდნენ… და რაც მთავარია, ამ ყველაფერში ისინი ხელისუფლების მონაწილეობაზე საუბრობენ. ამავე პერიოდში ეპისკოპოსი ამბობს, მთავრობის წევრი მონაზონს ჩემ მკვლელობას აიძულებდაო. „…რაც ამ დღეებში ვიხილეთ – კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება – ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი …
რა იცვლება თურქეთში მოპოვებული დოკუმენტებით ბათუმელი მედროშის საქმეში?
თურქეთის სხვადასხვა ოფიციალური უწყების, მათ შორის, ორდუს სახელმწიფო პროკურატურის დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, „ბათუმელ მედროშეს“ თურქეთში დაპატიმრება ელის. „ბათუმელებს“ აღნიშნული დოკუმენტები ინფორმირებულმა პირმა მოაწოდა. უფლებადამცველის შეფასებით, ეს დოკუმენტები ახალაღმოჩენილი გარემოებაა და ამის საფუძველზე ხელახლა მიმართავენ ქართულ სასამართლოებს მედროშისთვის ლტოლვილის სტატუსი მინიჭების მოთხოვნით. დოკუმენტების თანახმად, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, თურქეთის ოფიციალური სამსახურები ამტკიცებენ, რომ …
Continue reading “რა იცვლება თურქეთში მოპოვებული დოკუმენტებით ბათუმელი მედროშის საქმეში?”
„უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
„მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა. წელს ამ დღეს საქართველოში ლგბტქ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები ვხვდებით მძიმე და უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სადაც “ქართული ოცნება” მიტაცებული არჩევნების ფონზე ცდილობსერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას. ანტიჰუმანური კანონების ამოქმედების ფონზე …
Continue reading “„უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
„ოცნება“ არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება. თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი, რომელიც 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევს, პოლიციამ დღეს, 9 მარტს, 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტების დასაჯარიმებლად პოლიცია უნივერსიტეტში 9 მარტს მეორედ მივიდა. პირველად …
„სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“ – იურისტი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარი სამართლებრივი ნონსენსი ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს. გურო იმნაძე აღნიშნული პოსტით ეხმიანება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის …
„როგორ დავიცვათ დემოკრატია მოქალაქეებმა?“ – დისკუსია და საჯარო შეხვედრა ბათუმში
დღეს, 5 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბათუმში დაიმართება დისკუსია თემაზე – „როგორ დავიცვათ დემოკრატია მოქალაქეებმა“ საჯარო დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [26 მაისის ქუჩა N31] გაიმართება და მისი ორგანიზატორი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრია“. დისკუსიის სტუმრები არიან: პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი; თამთა …
Continue reading “„როგორ დავიცვათ დემოკრატია მოქალაქეებმა?“ – დისკუსია და საჯარო შეხვედრა ბათუმში”
აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირება ნომრებით უნდა ხდებოდეს – SJC
არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებში სამსახურებრივი ფორმებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის სისტემის შემოღებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის და ამ ორგანოების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების სამსახურებრივ ფორმებსა და …
Continue reading “აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირება ნომრებით უნდა ხდებოდეს – SJC”
ადიგენში მუსლიმების დევნის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების დევნის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და 8 მარტს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს წარმოადგენს. ორგანიზაცია შემდეგი შინაარსის მიმართვის ტექსტს ავრცელებს: „საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი 2024 წლის 8 მარტს გავრცელებული …
Continue reading “ადიგენში მუსლიმების დევნის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს”
ვინ უნდა დაეხმაროს უსახლკარო ოჯახებს, რა გამოცდილება აქვთ ევროპაში – ინტერვიუ
„არსებობს იპოთეკური სესხების შეღავათის პროგრამები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დავალიანება აქვთ და არსებობს რისკი, საცხოვრებელი დაკარგონ. მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ ადამიანი უსახლკარო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს,“ – დასავლეთის პრაქტიკას გვიზიარებს მარიამ ჯანიაშვილი, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტია და იმაზე გვესაუბრება, თუ როგორ აგვარებენ უსახლკარობის პრობლემას ევროპის ქვეყნები. უსახლკარო ადამიანები, მაგალითად, ბათუმში დღემდე ყოველ ხუთშაბათს იკრიბებიან ბათუმის მერიასთან და …
Continue reading “ვინ უნდა დაეხმაროს უსახლკარო ოჯახებს, რა გამოცდილება აქვთ ევროპაში – ინტერვიუ”
მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახსნას ხულოში – არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“ მოუწოდებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება. ორგანიზაციები ამ მოთხოვნით განცხადებას ავრცელებენ. „ბოლო რამდენიმე თვეა, მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო …
Continue reading “მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახსნას ხულოში – არასამთავრობოები”
დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე
ორწლიანი ლოდინის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა და განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. „სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას, საცხოვრებელ ზონა 6-ში – ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ …
Continue reading “დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე”
ხელოსნების ცოდნას ისევ არავინ ამოწმებს – რა შეიცვალა ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ
„პრობლემა სახეზეა, მაგრამ არაფერი არ იცვლება“ – ამბობენ იურისტები სამშენებლო სამუშაოებზე ხელოსნების კვალიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრისას. ხელოსნებს, რომლებიც ბინების მშენებლობასა და რემონტზე მუშაობენ, სახელმწიფო ისევ არ აკონტროლებს. არავინ ამოწმებს ცოდნას და გამოცდილებას, როცა, მაგალითად, ხელოსანი კედელს ღებავს, სანტექნიკას აწყობს, ან მზიდ კედელს ეხება. ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებისთვის ხელისუფლებამ ვერც ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მოიცალა – ბათუმში სადარბაზოს …