რკინიგზამ 20 პროცენტით მეტი ტვირთი გადაიტანა გასულ წელთან შედარებით – II კვარტლის სტატისტიკა

2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. საქსტატის ცნობით, ტვირთის 6.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8 პროცენტი — …

მატარებლის შეჯახებით აგვისტოში 3 ადამიანი დაიღუპა აჭარაში – რა შეცვალა საქართველოს რკინიგზამ

მწვანე კონცხზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ მატარებელი მოზარდს დაეჯახა, სარკინიგზო გადასასვლელები აყარეს, ყვითელი ლენტები გააბეს და რკინიგზის ორივე მხარეს ინსპექტორები დააყენეს, რომლებიც მოქალაქეებს ლიანდაგის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. გადასასვლელები საქართველოს რკინიგზამ მოშალა, ასევე რკინიგზის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. ჩაქვი-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც 13 აგვისტოს, მწვანე …

რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებებში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე – ქვეითებისთვის სარკინიგზო გადასასვლელები მოუწესრიგებელი და საფრთხის შემცველია. ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. 13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ამ თემაზე: რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა რკინიგზის, …

რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა

გუშინ, 13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, შემთხვევა სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. „არ დამინახავს როგორ დაეჯახა. ხმა გავიგე და წამოვხტი. ქვასთან ეგდო უკვე საწყალი ბავშვი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მომხდარი ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა. სარკინიგზო გადასასვლელზე შუქნიშანი არაა. მხოლოდ აბრაა, რომ გადასვლა არ შეიძლება. „ქალბატონებო …

ბათუმში, ბოტანიკური ბაღთან, მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

თბილისი-ბათუმის მატარებლის სამგზავრო დრო 4 საათამდე შევამცირეთ – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა. რკინიგზის ცნობით, მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით. „საქართველოს რკინიგზამ აღნიშნულ მონაკვეთზე ლიანდაგის რეაბილიტაცია ჩაატარა. ამასთან, სარკინიგზო ხაზის გასწვრივ, წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები. სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო …

ჩაქვში მატარებელი კაცს დაეჯახა და დაიღუპა

ჩაქვში მატარებელი 35 წლამდე კაცს დაეჯახა, იგი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა წუხელ, 3 აგვისტოს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.

მოგება ექვს თვეში 74%-ით გაიზარდა და 112.3 მლნ ლარია – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. რკინიგზის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია. რკინიგზა წერს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზას ბოლო ათწლეულებია არ ჰქონია. „აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი ტვირთებიც დაემატა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რკინიგზის გადაზიდვებში გამოჩნდა ისეთი …

როცა გამცილებელი პატრულს იძახებს სინდისის პატიმრების პლაკატების დანახვისას – ინტერვიუ

რასთან გვაქვს საქმე, როცა მატარებლის გამცილებელი სინდისის პატიმრების მშობლების დანახვაზე პატრულს იძახებს? როცა პატრული მატარებლის გასვლას აყოვნებს 20 წუთით?  სწორედ ასეთი ინცინდენტი მოხდა 19 ივლისს, გუშინ – სინდისის პატიმრების მშობლები თბილისიდან ბათუმში მოდიოდნენ მატარებლით, მშობლებს თან ჰქონდათ თავიანთი პატიმარი შვილების ფოტოები და პლაკატები, რის გამოც რკინიგზის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მატარებელი 20 წუთის დაგვიანებით გავიდა …

რა ღირს მატარებლით მგზავრობა თბილისსა და ბაქოს შორის – ნახეთ განრიგი და დრო

26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებელმა მიმოსვლა განაახლა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფასები დინამიურია და მხოლოდ ერთი მიმართულებით 135 ლარიდან 370 ლარამდე მერყეობს.  „ბილეთის ფასის კონკრეტული ოდენობა ფიქსირდება შეძენის მომენტში. ბილეთები იყიდება სალაროებში, სადაც ემატება საკომისიო 7 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ [tkt.ge-ზე].“ – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, რეისები …

„საათნახევრით შევამცირებთ მატარებლით მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე“ – ირაკლი კობახიძე

„რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე,“ –  განაცხადა დღეს, 8 აპრილს, ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ დღესვე სარკინიგზო მიმართულებით რამდენიმე სიახლე დააანონსა. კერძოდ, კობახიძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. ეს მატარებელი 2020 წლიდან …

„ერთ დღესაც შეიძლება მატარებელი ჩვენს სახლს დაეცეს“ – ცხოვრება ლიანდაგთან

ბათუმში, ბონის დასახლებაში მცხოვრები 25-ამდე ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს. ბარაკულ დასახლებაში, სახლებს შორის რკინიგზა გადის. რკინიგზის რელსები დაზიანებულია. მოსახლეობა შიშობს, რომ „ერთ დღესაც შეიძლება მატარებლის ვაგონი გადაბრუნდეს და მათ სახლს დაეცეს“. წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა #2 – ეს ბარაკული ტიპის დასახლების მისამართია ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, ბათუმის პორტთან ახლოს. რკინიგზა ორ …

საქართველოს რკინიგზა ბათუმში 10 ჰეტარ მიწას ყიდის, ტერიტორიაზე დგას შენობებიც

საქართველოს რკინიგზის კომპანია, შპს „ჯიარ ქონების მართვა“ ბათუმში 10 ჰექტარ ფართობს  [107 586 კვ.მ] და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს სამ ლოტად ყიდის. გასაყიდი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის მდებარეობს, მას „ბათუმის სატვირთო ეზოს“ უწოდებენ. ქონება ელექტრონულ აუქციონზე ერთხელ უკვე გაიტანეს 2026 წლის 21 იანვარს, აუქციონი 4 თებერვალს უშედეგოდ დასრულდა, ინტერესი არავინ გამოხატა. დამკვიდრებული …

მწვანე კონცხზე და ბოტანიკურ ბაღთან ახალი ბაქნების მოსაწყობად რკინიგზა ტენდერს აცხადებს

საქართველოს რკინიგზა ბათუმში, ორი სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაციაზე, მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაცია დაგეგმილია მწვანე კონცხზე და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. რკინიგზას მწვანე კონცხის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია-მოწყობისათვის ტენდერით 393 410 ლარი აქვს გათვალისწინებული, ხოლო ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქციაში 455 664 ლარის დახარჯვას გეგმავს. პროექტის მიხედვით მწვანე კონცხზე …

3 და 4 იანვარს საგარეუბნო მატარებლები რეისებს არ შეასრულებენ – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს არ შეასრულებენ. „რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები. არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის …

თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულაშია გაჩერებული

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ქუთაისთან ახლოს, ბროწეულას რკინიგზის სადგურშია გაჩერებული. როგორც “ბათუმელებს” რკინიგზის ცხელ ხაზზე უთხრეს, მატარებელი ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. ამ ეტაპისთვის [14:20 წუთი] უცნობია როდის განაგრძობს გზას მატარებელი. “ველოდებით ჩვენც განახლებულ ინფორმაციას,” – უთხრეს “ბათუმელებს” ცხელ ხაზზე. განახლება: საქართველოს რკინიგზამ მატარებლების შეფერხებით მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: “იმერეთი-გურიის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ. მკაცრი …

რკინიგზა ბათუმში 107 586 კვ/მ მიწას ყიდის 59 მილიონ ლარად – აუქციონები არ შედგა 

ბათუმში, გაგარინისა და ხახულის  ქუჩის შესახვევს შორის [სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია] „საქართველოს რკინიგზა“ ჯამში 107 586 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის 3 ნაკვეთს ყიდის. ქონება მთლიანობაში 59 712 497 ლარად იყო აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონები არ შედგა. რკინიგზის შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვას“ თითოეულ ნაკვეთზე აუქციონი ორ-ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული. გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობები და საწყისი გასაყიდი …

რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. საქართველოს რკინიგზის ცნობით, რეისების დამატების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადია. ემატება დღის და ღამის რეისები. ჯამში, 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზა დღეში 4 რეისს შეასრულებს. ამავე რაოდენობის რეისი შესრულდება ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. დამატებული რეისების განრიგი ასე გამოიყურება:

მატარებელი ბათუმი-ერევანი 14 ივნისიდან ივლის

საერთაშორისო რეისი ბათუმი-ერევანი 14 ივნისიდან ივლის – შეთანხმებას „სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებს შორის ხელი 20 მაისს მოაწერეს, ერევანში. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ცნობით, მატარებელი იმოძრავებს ყოველ მეორე დღეს: თვის ლუწ დღეებში – ერევნიდან, კენტ დღეებში – ბათუმიდან. რეისები შესრულდება 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე, შემდეგ კი მარშრუტი შეჩერდება. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ცნობით, ერევანი-ბათუმი-ერევნის საერთაშორისო …

საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი რუსული ტვირთია შემოტანილი – I კვარტალის სტატისტიკა

საქართველოს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია. ამასთან, საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი შემოტანილია რუსეთიდან და ასევე, ყველაზე მეტი ტვირთი გატანილია რუსეთში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით: „2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, …

ბათუმში მატარებლის დაჯახების შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დღეს, 8 აპრილს, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. „სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

რკინიგზა რეისებს ღამის საათებში ამატებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით

საქართველოს რკინიგზის ცნობით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, რკინიგზა 8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. განრიგის მიხედვით, დამატებითი რეისები ღამის საათებში შესრულდება როგორც თბილისიდან, ასევე ბათუმიდან თბილისის მიმართულებით. დამატებითი რეისები კვირაში სამი დღე: ორშაბათს, შაბათს და კვირას შესრულდება. მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:

თბილისი-ბათუმის რეისი 27 თებერვალსაც უქმდება – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობის და დიდთოვლობის გამო, კვლავ უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. კერძოდ, 27 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: #802/801 თბილისი-ბათუმი; #804/803 თბილისი-ბათუმი; #870/869 თბილისი-ზუგდიდი; #874-873 თბილისი -ფოთი; #618/617 თბილისი-ბორჯომი; #686/685 თბილისი-ბორჯომი. „მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – წერს რკინიგზა.

დღეს უქმდება რეისები თბილისი – ბათუმის მიმართულებით – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო დღეს, 26 თებერვალს, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. კერძოდ: № 804 თბილისი – ბათუმი; №801 ბათუმი – თბილისი; №869 ზუგდიდი-თბილისი; №874 თბილისი -ფოთი; №617 ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი – ბორჯომი; ასევე, რკინიგზის განცხადებით, 27 – 28 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: № 854 თბილისი-ოზურგეთი; № 853 ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356 ქუთაისი-რიონი; № …

26 თებერვალს უქმდება რეისები ბათუმისა და თბილისის მიმართულებით – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ 26 თებერვალს უამინდობისა და დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები: 26 თებერვალი – № 802 თბილისი – ბათუმი; 26 თებერვალი – №803 ბათუმი – თბილისი; 26 თებერვალი – №870 თბილისი-ზუგდიდი; 26 თებერვალი – №873 ფოთი-თბილისი. „მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – აცხადებს რკინიგზა. _____________ …

ბათუმი-თბილისის მატარებლები შეფერხებით მოძრაობენ – დიდთოვლობის გამო რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს 

ბათუმი-თბილისის და თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრავი მატარებლები დღეს, 23 თებერვალს, შეფერხებით მოძრაობენ. საქართველოს რკინიგზაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მატარებლები დიდთოვლობის გამო ამ დროისთვის [14:30 სთ] გურიაში, სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე არიან გაჩერებულები: „მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“. „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, 24 თებერვალს უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი 24 თებერვალი – …

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად კაცი დაიღუპა

ბათუმში, მახინჯაურის გვირაბთან კაცი დაიღუპა სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს, 15 თებერვალს, საღამოს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

დღეს რკინიგზა უამინდობის მიზეზით რამდენიმე რეისს აუქმებს

საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო რამდენიმე რეისის გაუქმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. რკინიგზის ცნობით, უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, წიფის, მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. „უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები“ – აცხადებს რკინიგზა. …

რკინიგზა 16-17 ნოემბერს დამატებით რეისებს შეასრულებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით

საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. რკინიგზის განცხადებით, რეისის დამატების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადია. დამატებითი რეისების მოძრაობის განრიგი მოცემულია ფოტოზე. ___________________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ოქტომბერში რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 5, 7, 12, 14, 19, 21, 26 და 28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. რკინიგზის განცხადებით, რეისების დამატების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადია. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი გამოვა ღამის 00:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გავა 00:40 საათზე.  

შტადლერის მატარებლის ნაცვლად, რეისებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი შეასრულებს – რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, რომ გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად შტადლერის მატარებელი რეისებს აღარ შეასრულებს. საქართველოს რკინიგზის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  მოძრავი №806/805  „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს  „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი. სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო,  მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი. იგივე …

17 საათზე თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა – საქართველოს რკინიგზა

დღეს, 3 სექტემბერს, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. რეისის გაუქმების მიზეზი დღეს რკინიგზაზე მომხდარი ავარია გახდა, რის შედეგადაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. რკინიგზა აცხადებს, რომ მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.

რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით ღამის რეისებს ამატებს

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს“ – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული განრიგის თანახმად, დამატებითი რეისები ღამით იქნება. კერძოდ, 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს მატარებელი თბილისიდან გამოვა ღამის 00:30 საათზე, ბათუმში იქნება 05:38-საათზე. ამავე თარიღებში მატარებელი ბათუმიდან გავა 00:40-საათზე …

მატარებლით მგზავრობა ხვალ დილიდან განახლდება – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ხვალ, 8 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა მატარებლით. რკინიგზა აცხადებს, რომ ლიანდაგები სრულად გაწმენდილია მეწყრისგან. აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო რეისები საქართველოში 6 თებერვალს შეჩერდა. რკინიგზის განცხადებით, მიზეზი სტიქია და უამინდობა იყო. რკინიგზის ცნობით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ბათუმი-თბილისის მატარებელი უკან დაბრუნდება – გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა. რკინიგზა აცხადებს, რომ რეისზე არსებული მატარებლები დღეს ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად: ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. რკინიგზის ცნობით, აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე და მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.

უამინდობის გამო დასავლეთ საქართველოში სამგზავრო მატარებლები გაჩერებულია – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ადგილას არიან გაჩერებული. „საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის. ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა …

Exit mobile version