საქართველოს რკინიგზის ცნობით, ხვალ, 8 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა მატარებლით.
რკინიგზა აცხადებს, რომ ლიანდაგები სრულად გაწმენდილია მეწყრისგან.
აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო რეისები საქართველოში 6 თებერვალს შეჩერდა. რკინიგზის განცხადებით, მიზეზი სტიქია და უამინდობა იყო.
რკინიგზის ცნობით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.