მთავარი,სიახლეები

ბათუმი-თბილისის მატარებლები შეფერხებით მოძრაობენ – დიდთოვლობის გამო რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს 

23.02.2025
ბათუმი-თბილისის მატარებლები შეფერხებით მოძრაობენ – დიდთოვლობის გამო რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს 

ბათუმი-თბილისის და თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრავი მატარებლები დღეს, 23 თებერვალს, შეფერხებით მოძრაობენ.

საქართველოს რკინიგზაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მატარებლები დიდთოვლობის გამო ამ დროისთვის [14:30 სთ] გურიაში, სუფსა-ჯუმათის მონაკვეთზე არიან გაჩერებულები: „მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“.

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, 24 თებერვალს უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

  • 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი
  • 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი
  • 24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი

ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ, ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

რკინიგზამ დიდთოვლობის გამო მატარებლის რამდენიმე რეისი გააუქმა გუშინ და დღეს, 23 თებერვალსაც. კერძოდ:

22 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი
22 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი
22 თებერვალი -რიონი-ქუთაისი-რიონი
23 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი
23 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: