როსტომ მამულაძეს სამი წლის წინ ბათუმში მატარებელმა გადაუარა. მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა როსტომის ოჯახს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სადაზღვევო კომპანიიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს უთხრეს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როსტომ მამულაძის გარდაცვალება ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო თუ არა. გამოძიება დღემდე გრძელდება. „18 წელი რკინიგზაში მუშაობდა ჩემი ქმარი, მეისრე იყო,“ – გვიყვება დარიკო გაბროშიძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის …
Tag Archives: საქართველოს რკინიგზა
რკინიგზელები „საქართველოს რკინიგზას“ შეუსრულებელ პირობებს ახსენებენ და გაფიცვით იმუქრებიან
დღეს, 11 აგვისტოს, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრებმა, სადგურ „ბათუმის“ წინ გამაფრთხილოებელი აქცია გამართეს. როგორც „ბათუმელებს“ სადგური ბათუმის რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა გოგელიამ უთხრა, დღეს მცირე აქციით შეახსენეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას იმ ვალდებულებებისა და რვაპუნქტიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც 2014 წლის გაფიცვის დროს დაიდო. „გაფიცვიდან მერვე დღეს შემოგვთავაზეს ლამაზი სიტყვებით დაწერილი რვაპუნქტიანი …
ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები
39 მილიონ ევროდ შეძენილი შტადლერის ფირმის მატარებლების პრეზენტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ უკვე გამართა. პრეზენტაციის დროს განაცხადეს რომ მატარებლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა თომა კაკაბაძეც, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და ამბობს, რომ ახალი მატარებლები ნაწილობრივ ადაპტირებულია და არა სრულად. 400 ადგილიან მატარებელში, ადაპტირებული მხოლოდ ორი ადგილია. „როცა აანონსებენ რომ სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზეო, …
Continue reading “ორსართულიანი, ნაწილობრივ ადაპტირებული მატარებლები”
ორსართულიანი მატარებელი მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურება
ამ წუთებში, “ბათუმი ცენტრალში” შვეიცარული კომპანია Standler Bussnang AG-ის ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში დღეს 17:00 საათზე შემოვიდა. ახალი ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურებიან. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. მატარებლით მგზავრობის საფასური შავი ზღვის კურორტების …
Continue reading “ორსართულიანი მატარებელი მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურება”
მატარებლის დამატებითი რეისები „Maroon5“-ის კონცერტისთვის
“საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი რეისები დანიშნა „Maroon 5“-ის კონცერტთან დაკავშირებით. ცნობილი ამერიკული ბენდის კონცერტი ბათუმში, ანბანის კოშკთან, 7 ივნისს გაიმართება. მატარებლები დამატებითი რეისს შეასრულებენ 6, 7 და 8 ივნისს. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ორი მატარებელი გამოვა 07:20, ასევე 10:25 საათზე. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი მატარებელი გავა 14:00 და 16:35 საათზე. „ეს ცვლილება ფასზე არ ასახულა და ბილეთების …
Continue reading “მატარებლის დამატებითი რეისები „Maroon5“-ის კონცერტისთვის”
მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული
მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან და პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება კითხვით ნიშნის ქვეშ დგას. პრობლემას წარმოადგენს რკინიგზა, რომელიც დასახლებას [იმ ადგილს, სადაც N31 სამარშრუტო მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაა] პლაჟისგან ჰყოფს. რკინიგზაზე შლაგბაუმი არ არის, ავტომანქანებისთვის დროებითი გადასასვლელის მოწყობაზე კი „საქართველოს რკინიგზამ” უარი განაცხადა. „რკინიგზას რომ ნებართვა მიეცა კომპანიისთვის, ახლა სანაპირო ზოლში მეტი სამუშაო …
Continue reading “მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული”
ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა ბათუმიდან დროებით შეჩერებულია
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „2016 წლის 25 თებერვლის 06:00 სთ-დან 26 თებერვლის 05:59 სთ-მდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი№683/684, რაც საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება [სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები]. 25 თებერვალს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და …
Continue reading “ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა ბათუმიდან დროებით შეჩერებულია”
41 ავტომობილი საჩუქარად უსაფრთხოების სამსახურს „საქართველოს რკინიგზისგან“
15 ერთეული „suzuki swift“, 16 ერთეული „toyota corolla“ და 10 ერთეული „hyundai tucson“ – ის ავტომობილებია, რომლებიც „საქართველოს რკინიგზამ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად შეიძინა. უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად გადასაცემი ავტომობილების საერთო ღირებულებამ კი ჯამში 509 ათას 800 აშშ დოლარი და 144 ათასი ევრო შეადგინა. „საქართველოს რკინიგზამ“ 10 ერთეული „hyundai tucson“ სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ 257 …
Continue reading “41 ავტომობილი საჩუქარად უსაფრთხოების სამსახურს „საქართველოს რკინიგზისგან“”
ჩხაიძეს მილიონების მითვისებაში ადანაშაულებენ
შპს. „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს აკაკი ჩხაიძის შსს-მ გადასახადების დიდი ოდენობით დამალვის გარდა, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების განადგურება – მითვისების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებაშიც წაუყენა ბრალი. როგორც ჟურნალისტებს შს სამინისტროში აცნობეს, საუბარი ეხება შს საგამოძიებო ორგანოებში, საექსპლუატაციოდ ვარგისი 996 ვაგონის დაჭრისა და ამ გზით 4 403 599 ლარის მითვისების ფაქტზე აღძრულ სისხლის …
Continue reading “ჩხაიძეს მილიონების მითვისებაში ადანაშაულებენ”