„პუტინმა ამ გზით კიდევ უფრო დააშინა საქართველოს ხელისუფლება, რომ ის არ აჰყვეს მოსახლეობის პროტესტს,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ თეონა აქუბარდია, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრია. მას პუტინის 6 სექტემბრის ბრძანების შესახებ ვკითხეთ, სადაც ეს ჩაწერა: „მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება“, – …
Tag Archives: საქართველოს მთავრობა
მთავრობა 14 სანატორიუმს ყიდის წყალტუბოში – ივანიშვილს აინტერესებს
წყალტუბოს მალე ახალი მფლობელი ან მფლობელები ეყოლება. დიდი ალბათობით უფრო მფლობელი, რადგან ერთადერთი ბიზნესმენი, ვისაც ბალნეოლოგიური კურორტის შეძენის სურვილი საჯაროდ აქვს გამოხატული, ეს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილია. 4 აგვისტოს, სახელმწიფომ, გასაყიდად, მიწის 12 ნაკვეთი, ჯამში, 66 ჰექტარი გაიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 38 მილიონი ლარია. ამ შენობებს გარდა …
Continue reading “მთავრობა 14 სანატორიუმს ყიდის წყალტუბოში – ივანიშვილს აინტერესებს”
100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის
„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წინასაარჩევნოდ ეს დაპირება ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებ 100 ოჯახს მისცა. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ფოთელები ისევ ქუჩაში დგანან, აქციებს მართავენ და მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციებს ითხოვენ. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი …
Continue reading “100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის”
ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ
„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ“, – ამბობს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის „ბათუმელებთან“ პრესტიჟული დიპლომებისა და ადამიანური ღირებულებების განსხვავებაზე საუბრობს და იმაზე, თუ რატომ ვერ გადავაბარებთ მაგალითად გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს მოქალაქეების აღზრდას საქართველოში და „ვერ ვუსაყვედურებთ …
„ის იყო დაკავშირებული სუს-თან“ – რას ჰყვება „ოცნების“ ყოფილი წევრი დეპუტატ სამხარაძეზე
„2017 წლის არჩევნებზე, როცა დიმიტრი სამხარაძე „ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსი იყო, შექმნა ფორმულარი, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე თანხმობა ხელმოწერით დაედასტურებინა სუს-ს,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება“ 2019 წელს დატოვა. დიმიტრი სამხარაძე პარლამენტარია, რომელმაც წუხელ, 3 ივლისის აქციაზე, „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისის აივნიდან ჯერ აქციის მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი მიხეილ …
ღარიბაშვილმა 139 436 დოლარი დახარჯა რეკლამაზე სოცქსელებში – ბოლო ორი წლის მონაცემი
„თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი,“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი ბოლო ცნობილი კომენტარი, რომელშიც იგი 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან მისაღები გადაწყვეტილების შესახებ იმუქრება, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე 200-299 დოლარითაა დასპონსორებული. ასევე დასპონსორებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ პრემიერის ერთ-ერთი პირველი განცხადება – „ამ ომით მხოლოდ უკრაინა დაზარალდება“. ამ განცხადების რეკლამირებისთვის 25 …
მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო
დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა. უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია …
Continue reading “მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო”
მხარდაჭერა არა დროშების გადმოფენა, არამედ მკაფიო განცხადებებია – ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც სამინისტრო უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების შესახებ წერს. განცხადებაში სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენაც არის მოხსენიებული, პრეზიდენტის სხვა აქტივობაზე კი არაფერი წერია. სამინისტროს ეს პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა სალომე ზურაბიშვილმა მინაწერით: „საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის …
Continue reading “მხარდაჭერა არა დროშების გადმოფენა, არამედ მკაფიო განცხადებებია – ზურაბიშვილი”
სენატორი რიში: შეძრწუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას
აშშ-ის სენატორი აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯიმ რიში ტვიტერზე ეხმიანება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას. სენატორი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იპოვონ გამბედაობა, რომელიც აჩვენეს უკრაინელებმა. „14 წლის წინ, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაშია შეჭრილი, შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ …
Continue reading “სენატორი რიში: შეძრწუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას”
მთავრობა საიდუმლო დოკუმენტებს აღარ გვიბრუნებს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილს
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019 -2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ გადმოსცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღემდე აღნიშნული დოკუმენტაცია არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, ჩვენ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოკლებულია შესაძლებლობას დღეის მდგომარეობით იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე და მათ გასაიდუმლოებაზე,“ – აღნიშნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ, დღეს, …
საპენსიო სესხის აღება მაქსიმუმ 26 პროცენტად იქნება შესაძლებელი
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. მთავრობის ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს …
Continue reading “საპენსიო სესხის აღება მაქსიმუმ 26 პროცენტად იქნება შესაძლებელი”
მთავრობა არჩევნების წინ საჯარო მოხელეებს ხელფასების გაზრდას ჰპირდება
„ნაკლებკონკურენტუნარიანი გახდა საჯარო სექტორი… კონკრეტიკაზე შემდეგ იქნება მსჯელობა, უნდა გაიზარდოს ჩვენთან დასაქმებულების მოტივაცია. ეს არის ჩვენი გუნდის მიდგომა. გაიზარდა პოლიციელების, პედაგოგების ხელფასები, დადგა დროს საჯარო მოხელეების“ – განაცხადა დღეს, 9 აგვისტოს, ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრმა, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებმა, ჯერ არ დააკონკრეტა, რა ოდენობით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი, თუმცა საჯარო მოხელეებს, რომლებიც …
Continue reading “მთავრობა არჩევნების წინ საჯარო მოხელეებს ხელფასების გაზრდას ჰპირდება”
„ოცნებამ“ კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ არჩილ თალაკვაძემ დატოვა, კახა კუჭავა წარადგინეს. ის ამ დრომდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და …
Continue reading “„ოცნებამ“ კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა”
მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიაში სასადილოს გახსნაზე მუშაობს
მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიის შენობაში სასადილოს ფუნქციონირების აღდგენაზე მუშაობს, რისთვისაც კვებითი მომსახურების ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ფასების დადგენის შემდეგ კი, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევას გამოაცხადებს. კომპანიასთან, რომლის შეთავაზებასაც საუკეთესოდ მიიჩნევენ, ხელშეკრულებას გააფორმებენ. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ადმინისტრაციულ შენობაში [მისამართი: ქ.თბილისი, პ. ინგოროყვას ქ.N7] სასადილოს მოწყობის მიზნით საუკეთესო შემოთავაზების გამოვლენითა და ხელშეკრულების გაფორმებით… ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის …
Continue reading “მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარიაში სასადილოს გახსნაზე მუშაობს”
ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა
დღეს, პირველ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა. რატი ბრეგაძე იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო ფინანსთა მინისტრად ღარიბაშვილმა ლაშა ხუციშვილი წარადგინა. ლაშა ხუციშვილს 2014 წლიდან ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ბრეგაძეს, ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის …
Continue reading “ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა”
ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ ძალაშია | მთავრობა
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, გარხდა ცნობილი. „ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. საბჭო აკვირდება ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე,“ – აცხადებს მთავრობა. კომენდანტის საათი საღამოს 9 …
Continue reading “ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ ძალაშია | მთავრობა”
„სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან“ | აშშ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო სისტემა …
Continue reading “„სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან“ | აშშ”
“არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ” – კობახიძე გახარიას გადადგომაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა პარტია “ქართული ოცნების” ოფისში. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში ნამდვილად იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გიორგი გახარიამ გუნდს არგუმენტები ვერ წარუდგინა. “გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას …
საქართველოს მოქალაქეები 3 თვით შეძლებენ გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას
საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობის სფეროში გერმანიაში 3 თვით დასაქმებას შეძლებენ. დღეს, 11 თებერვალს, ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მოქალაქეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის და ეს არის დროებითი, სამთვიანი მიგრაცია. „გერმანიის მთავრობა მზადაა განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები, თუმცა აუცილებლად უნდა …
Continue reading “საქართველოს მოქალაქეები 3 თვით შეძლებენ გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას”
კოტე ანანიაშვილი მთავრობის რეგიონული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კოტე ანანიაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დანიშნეს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 თებერვალს, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა. გახარიამ განაცხადა, რომ ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას. „გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი …
Continue reading “კოტე ანანიაშვილი მთავრობის რეგიონული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს”
იქმნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 28 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილება დააანონსა. გახარიას განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოფა კულტურა და სპორტი და შეიქმნება ახალი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. „უკვე ყველა სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. …
Continue reading “იქმნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – გახარია”
გახარია ჩოხატაურში რელიგიურ დაპირისპირებაზე: სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. „ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა სოფელ ბუკნარში. მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა …
Continue reading “გახარია ჩოხატაურში რელიგიურ დაპირისპირებაზე: სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად”
საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის წესი
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი. მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, დარჩნენ …
Continue reading “საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის წესი”
ვინ მიიღებს 100 და 200-ლარიან დახმარებას ექვსი თვით
28 ნოემბერს ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ. პარალელურად, ამოქმედდება პროგრამები, რომელიც პანდემიის პირობებში გარკვეული ჯგუფებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. მთავრობის ცნობით ფულად კომპენსაციას მიიღებენ: უმუშევრად დარჩენილები – 200 ლარს 6 თვის განმავლობაში მიიღებენ ის პირები, რომელღაც ამ კრიზისის დროს დაკარგეს სამსახური. დახმარების მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სახელწიფოს. სოციალურად დაუცველები …
Continue reading “ვინ მიიღებს 100 და 200-ლარიან დახმარებას ექვსი თვით”
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს
28 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. ასევე, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო დღეს, 26 ნოემბერს, კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შესახებ …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს”
იზღუდება გადაადგილება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. ამავე პერიოდში იზღუდება საჯარო სივრცეში ყოფნა. მთავრობის ცნობით, გამონაკლისი იქნება ახალი წლის – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის – 6 იანვრის ღამე. ვრცლად ყველა შეზღუდვის შესახებ: რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან
რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ …
Continue reading “რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ 28 ნოემბრიდან”
ღამით გადაადგილება შეიძლება ისევ აიკრძალოს – მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობს
დღეს, 5 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად მსჯელობს, რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს. ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი არ არის სისტემურ ჩაკეტვაზე. „ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც არის უშუალოდ მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შემცირება. …
პენსიონერმა ბანკიდან 1800 ლარი აიღო და 3510 უნდა დააბრუნოს – რატომ არ ცვლიან კანონს
„საპენსიო სესხის აღების შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 30-დან 35 %-მდე,“ – გიპასუხებთ „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორი, თუკი ათასობით პენსიონერის რიგს შეუერთდებით და თქვენც საპენსიო სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და საპენსიო სესხი დაახლოებით 10 %-ით გაიაფდა, პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად მიზერული პენსიის ამარად არიან, ყველაზე მეტის გადახდა უწევთ სესხში. არაპენსიონერისთვის …
ბავშვების 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ
საქართველოს მთავრობის ცნობით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ – შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმების თანახმად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. მთავრობის ცნობით, ამ საკითხთან …
Continue reading “ბავშვების 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ”
სვანეთში გადაადგილება შეიზღუდა – მთავრობა
საქართველოს მთავრობის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. საავტომობილო მოძრაობას პოლიცია გააკონტროლებს. იზღუდება გადაადგილება დაბა მესტიასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორისაც. დაბა მესტიასა და ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება. შეზღუდვების დაწესების მიზეზია კორონავირუსიით ინფიცირების …
Continue reading “სვანეთში გადაადგილება შეიზღუდა – მთავრობა”
თვეში 7 ლარი – რით ეხმარება სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების 10 ათას მსხვერპლს
ბათუმელ მერი თევთიძეს გუშინდელივით ახსოვს 1951 წლის 26 დეკემბრის ღამე, როცა კარზე ბრახუნი გაისმა და ოთახში უცნობი ადამიანები შემოიჭრნენ. მაშინ 6 წლის იყო და ყველაზე დიდი სტრესიც ალბათ ამ დღეს უკავშირდება, როცა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე თევთიძეების ოჯახი, 6 სული, სოფელი ჭარნალიდან ყაზახეთში გადაასახლეს. მერი იხსენებს, რომ დეკემბრის იმ ცივ ღამეს თავის საყვარელ ბოჩოლებთან …
Continue reading “თვეში 7 ლარი – რით ეხმარება სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების 10 ათას მსხვერპლს”
სახელმწიფო წლის ან სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს 33 ათასზე მეტ სტუდენტს
სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს. გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ, სახელმწიფო 2020-2021 სასწავლო წლის საფასურს აუნაზღაურებს. „ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის ანაზღაურებას. გარდა ამისა, …
Continue reading “სახელმწიფო წლის ან სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს 33 ათასზე მეტ სტუდენტს”
თურქეთიდან მიწვევა გვაქვს, მაგრამ საზღვარზე არ გვიშვებენ – 2 მოქალაქე
მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამუშაოდ წასვლისთვის დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევა დასჭირდებოდათ, ერთი კვირა გავიდა. დღეს „ბათუმელებს“ ის მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებმაც უკვე მიიღეს მიწვევა თურქეთის რესპუბლიკიდან, თუმცა ისინი საზღვარს მაინც ვერ კვეთენ. როგორც მოქალაქე გიორგი დიასამიძე ამბობს, მას სარფის საბაჟო გამშვებ-პუნქტზე უთხრეს, რომ მიწვევის მიუხედავად საზღვარს ვერ გადაკვეთს, …
Continue reading “თურქეთიდან მიწვევა გვაქვს, მაგრამ საზღვარზე არ გვიშვებენ – 2 მოქალაქე”
როცა მთავრობა კრემლის ტყუილების გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის
სამსახურები, რომლებსაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ახლახან შექმნილი ფეისბუქგვერდების მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ. რუსულ დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენიმე უწყებაშია შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. პანდემიის დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. გაძლიერდა ე.წ. სტრატკომებიც – საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა, თუ თავდაცვის სამინისტროებმა ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვერაფერს ნახავთ, ან …
Continue reading “როცა მთავრობა კრემლის ტყუილების გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის”
13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ანუ 13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. ასევე, დასაშვებია ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა, თუმცა ასეთ ღონისძიებებზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. „ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და …
Continue reading “13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება”