ლანჩხუთი-ხაჯალიას ავტობანი უახლოეს პერიოდში გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

„სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება“ – წერს დღეს, 2026 წლის 14 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლანჩხუთი-ხაჯალიას მონაკვეთზე, რომლის ერთი ნაწილი [ლანჩხუთი-ლესა] 2025 წლის ბოლოს გაიხსნა და რომელიც დროებით 9 ივლისამდე იყო ჩაკეტილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს [ლესა-ხაჯალიას], გზის ამ მონაკვეთთან …

ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. „ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებს შორის, სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება დროებით შემოსავლელ გზაზე. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით“ – …

ლანჩხუთში ავტობანის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი მალე გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

„სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება“, – აცხადებს დღეს, 2026 წლის 17 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ლესასა და ხაჯალიას შორის მდებარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი, მინიმუმ 6 წლის წინ, მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული. „სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი, საერთო ჯამში, …

ლანჩხუთში ავტობანის ჯაპანა-ლესის მონაკვეთი 2 დღით ჩაიკეტება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება. „სამუშაოების შესრულების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიზღუდება მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე. გარდა ამისა, შეზღუდვის პერიოდში დროებით …

ხაჯალია-სუფსის გზა ჩაკეტილია – ავტობანზე, რომელიც 3 წლის წინ გაიხსნა, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი მთლიანად ჩაიკეტა. შეზღუდვა 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით ლანჩხუთი-გრიგოლეთის „ძველ“ გზაზე იმოძრავებს. ამ დრომდე ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო ჩაკეტილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები გზის პერიოდულ შეკეთებას უკავშირდება [ინფორმაციისთვის: ორი კვირით ნაწილობრივ ჩაიკეტა ქობულეთის შემოვლითი გზაც, რამაც …

„სავარაუდოდ, გზა ჩაიწია“ – რატომ ჩაიკეტა ხაჯალია-სუფსის ავტობანი ცალმხრივად

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი ცალმხრივადაა ჩაკეტილი. ავტოტრანსპორტი ხაჯალიიდან სუფსა-გრიგოლეთის მიმართულებით პარალელური, ასე ვთქვათ, ძველი გზით მოძრაობს. გრიგოლეთიდან ხაჯალიას მიმართულებით კი ავტობანზე ტრანსპორტი ჩვეულებრივად გადაადგილდება. გზაზე შეზღუდვა 2026 წლის 23 აპრილს დაწესდა და გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე წლის 14 ივნისამდე გაგრძელდება. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე, სავარაუდოდ, გზა ჩაიწია და ეს მონაკვეთი დემონტაჟს და …

ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი [ლანჩხუთი-ლესა] გაიხსნა დღეს, 17 დეკემბერს. ახალგახსნილი 4 -ზოლიანი მონაკვეთი იწყება ლანჩხუთში და მთავრდება სოფელ ლესაში. შესაბამისად, ავტობანით მოძრავი ავტოტრანსპორტი სოფელ ჯაპანადან სოფელ ლესამდე [და პირიქით] მონაკვეთში ისე იმოძრავებს, რომ აღარ გაივლის ქალაქ ლანჩხუთს. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი მაქსიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] …

13-15 ნოემბერს სუფსა-ხაჯალიის ავტობანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ხაჯალია-სუფსის ავტომაგისტრალზე [ახალ ავტობანზე] ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთში გადაერთვება, ასე ვთქვათ, ძველ [სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის] გზაზე. დღეს, 12 ნოემბერს კი, საღამოს 8 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია სამტრედია[დაფნარი]- სოფ. სუფსას [გრიგოლეთის] მონაკვეთში და აღნიშნული ტიპის ტრანსპორტი სამტრდია-გრიგოლეთის მონაკვეთში …

გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე პრობლემებია – კომპანია გააფრთხილეს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე [რომელიც რამდენჯერმე გადავადებული გრაფიკით გასულ წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო], პრობლემებია და ერთ-ერთ მონაკვეთზე შეჩერებულია სამუშაოები. დეპარტამენტის განცხადებით, მშენებელი კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის არ გასცემს ხელფასებს, რის გამოც დასაქმებული პერსონალი გაფიცულია. ეს განცხადება გზების დეპარტამენტმა 2025 წლის 30 მაისს გაავრცელა. „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია …

რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 5 წლის წინ  უნდა დასრულებულიყო, დღესაც გრძელდება. ინფორმაციას „ოცნების“ მთავრობის ახალშექმნილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს და აცხადებს, რომ მინისტრი რევაზ სოხაძე „საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარეობას და გამოწვევებს გურიის მხარეშიც გაეცნო“. სამინისტრო „გამოწვევებსა“ და მშენებლობის დასრულების ვადებზე ამჯერად არაფერს ამბობს, თუმცა, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მთავარი „გამოწვევა“ ისაა, რომ ეს გზა მაქსიმუმ …

რიონზე ჩანგრეული ხიდის პროექტზე ევროპელი სპეციალისტები იმუშავებენ – დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე ჩანგრეული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. „ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის …

ხიდი რიონზე უხარისხოდ იყო გაკეთებული და ამიტომ ჩავარდა – ექსპერტიზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა  ბიურომ ჩაატარა. „ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის …

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ნაწილი 9 დეკემბრამდე ჩაიკეტა – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა. ეს გზა გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს [თუმცა გვერდს უვლის სუფსის ცენტრს] და …

გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის გზების ჯამში 15 კილომეტრი – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ჯამში 15 კილომეტრზე მოძრაობა გაიხსნა. გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან. დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს მონაკვეთი არის „4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, სადაც აშენდა 2 პარალელური …

ავტობანის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ლანჩხუთში განახლდება – დეპარტამენტი

ლანჩხუთის ტერიტორიაზე სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. გზას, რომელიც ლანჩხუთიდან სოფელ ხაჯალიამდე მონაკვეთს მოიცავს, ჩინური კომპანია ააშენებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებლობის ვადა 2 წელია. ამ მონაკვეთის მშენებლობა შეჩერებული იყო, ვინაიდან წინა კონტრაქტორებთან დეპარტამენტმა ხელშეკრულებები შეწყვიტა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group …

წელს ავტობანის ახალი, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის გახსნა მიმდინარე, 2022 წელს იგეგმება. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან [შემდგომში, მაგისტრალის ეს მონაკვეთი, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ჩქაროსნულ გზას უნდა მიუერთდეს]. „მშენებლობის ფარგლებში, 9-კილომეტრიან მონაკვეთზე 2 …

ავტობანის ხაჯალია-სუფსის და სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთების დასრულება წელს იგეგმება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ახალი ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს იგეგმება. ეს მონაკვეთებია: სამტრედია-ჯაპანა [ლოტი 1] და ხაჯალია-სუფსა[ლოტი 4]. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე „გამყოფი ზოლის ბეტონის პარაპეტებით შემოფარგვლისა და მიწის ვაკისის ფერდებზე მცენარეული ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და ის სულ ცოტა 2020 …

რატომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან 72 მილიონის გამოყოფა, როცა გზას დონორი აფინანსებს?

ორ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის გზის 11,5-კილომეტრიანი მონაკვეთის [ლოტი I] მშენებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით დასრულდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები „სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა“. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ათი თვის ვადა განესაზღვრა. დეპარტამენტმა ტენდერი …

Exit mobile version