5 ქართველი მეზღვაური სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი და შველას ითხოვს

სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი ხუთი ქართველი მეზღვაური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ქართველი მეზღვაურების თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან. „ვიმყოფებით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994], რომლის ამჟამინდელი მდებარეობაა ერაყი, პორტი KHOR AL ZUBAIR… ვიმყოფებით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში – არ გვექცევა შესაბამისი ყურადღება, ფაქტობრივად ვართ იზოლაციაში/ჩაკეტილ მდგომარეობაში და …

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. გაერთიანებული სამეფოს  ელჩი საქართველოში – გარეტ ვორდი უკვე შეხვედრაზეა საგარეო უწყებაში. ელჩს მედიასთან კომენტარი შეხვედრაზე შესვლამდე არ გაუკეთებია. გუშინ, 24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი დაიბარეს. „გერმანიის ელჩის პირველი „გამოძახება“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. გერმანიის პოზიციიდან მე დეტალურად უარვყავი ჩემზე უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანიისა …

საგარეო სამინისტროს 44 თანამშრომელი კობახიძის განცხადებას ემიჯნება EU-სთან ინტეგრაციის შეჩერებაზე

დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე კობახიძის განცხადების გამო. განცხადებას ხელს აწერს 44 თანამშრომელი. განცხადებაში წერია: „ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება …

საგარეო განმარტავს, რატომ განაცხადა უარი აშშ-ში ვიზიტზე პრემიერმა კობახიძემ – სამინისტროს განცხადება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს პასუხობს: უწყების თანახმად, პრემიერი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. ეს, სამინისტროს განმარტებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“. „დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც …

რით აჯობა მოლდოვის საგარეო მინისტრმა ქართველ კოლეგას? – EU-ს კანდიდატობის წინა 1 თვის ქრონიკა

რით აჯობა საქართველოს მოლდოვამ, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო? – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ინტერნეტგვერდების დათვალიერება გასაგებს ხდის, რამდენად მარტივად შეიძლება იყოს ზოგჯერ საქმე, როცა წარმატების მიღწევა მართლა გინდა: ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აქტიურად ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე მოლდოვის სასიკეთოდ შეეძლო …

მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო

დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა. უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია …

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. პირველადი მონაცემებით, უბედური შემთხვევიოს მიზეზი ტვირთის არასწორი დასაწყობება იყო, რის გამოც ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა. პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა. “აღნიშნული ფაქტის შესახებ ესპანეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს,” – მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.  

როგორ „მიულოცა“ დამოუკიდებლობის დღე რუსეთმა საქართველოს

გუშინ, 26 მაისს, რუსეთმა შეშფოთება გამოხატა –  ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება და კიდევ: „ვაშინგტონი არ ხნის, რითია დაკავებული რუსეთის საზღვართან ახლოსო“. გუშინ, 26 მაისი იყო – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო სხვადასხვა ფორმით ულოცავდა ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენას, რუსეთმა დამოუკიდებლობის „მოლოცვა“ საქართველოსთვის ამ ფორმით გადაწყვიტა. „…გვითხრა, აი, ეს არის თქვენი სახელმწიფო, ვირუსების გამავრცელებელი, …

ექსპერტიზამ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს ინფორმაციას. ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მასში ასევე საუბარია დაზიანებებზე, ჭრილობასა და მათ მდებარეობაზე. “სხეულის ხრწნის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სიკვდილის …

რატომ ვერ გადის ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე? – დისკუსია ბათუმის საკრებულოში

რატომ ვერ გადის აქტიურად ქართული სოფლის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე – ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმსჯელეს. „ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საკრებულოში მერიის თანამშრომლებს, საკრებულოსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. დავით ბუჯიაშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა ისევ არის საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხი, შეფუთვა და ბაზარზე …

როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება საგარეოს მიმართვას გაბუნიას საქციელზე

გამოეხმაურა თუ არა საერთაშორისო საზოგადოება და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვას „გაბუნიას საქციელზე?“ – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით სამუშაო დღის ბოლოს სამინისტროს მიმართა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამის შესახებ თვითონ გააკეთებენ განცხადებას. „დაგიკავშირდებით, როცა გვექნება განცხადება“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, თავისი გადაცემა …

საგარეო უარყოფს, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა. “გარკვეულ წყაროებში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს დეზინფორმაციას,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისივე თქმით, საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის …

ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან [ფოტო-ვიდეო]

„დაახლოებით ორი თვე ქუჩაში ვიყავი, ანუ სტაბილური საცხოვრებლის გარეშე… ხან დილის 6 საათზე ვრეკავდი 115-ზე, რომ ღამით იქნებ ერთი ადგილი გამოეყოთ ჩემთვის. ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შედის, სულ დაკავებაა… პირველად მეტროს დახურულ სადგურში მომიწია ადგილი, ის იყო თავშესაფარი, იატაკზე დაგებულ მატრასებზე ხალხი ეყარა, გასასვლელში დარბოდნენ ვირთხები… ძლივს დავიძინე. იგივე მეორდებოდა – დილით ისევ ვრჩებოდი ქუჩაში …

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე

ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაურის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ისინი ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, …

საგამოძიებო სამსახური აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებს იკვლევს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბოლო პერიოდში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებული დოკუმენტები გაითხოვა. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა  აუქციონის წესით გასხვისებული კიდევ ერთი ქონებით. ამ თემაზე სამინისტროში კითხვებს არ პასუხობენ. „საგამოძიებო სამსახურს ჰკითხეთ“, – გვითხრეს უწყებაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კითხვები აქვს ბათუმში, მემედ აბაშიძის #40-ში …

ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ასახელებენ თარიღს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში ჩამოსვენება. როგორც “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მეზღვაურის გადმოსვენება მიმდინარე ექსპერტიზის გამო ყოვნდება. “ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ცხედარს ამჟამად უტარდება პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა. პროცესი დაწყებულია და ექსპერტიზის დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე, რის …

წინასაარჩევნოდ ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანიდან აჭარაში დაბრუნდა

წინასაარჩევნოდ, უფრო ზუსტად, მეორე ტურის წინ, აჭარაში ზურაბ პატარაძე დაბრუნდა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, მოქალაქეებს ხვდება ბათუმსა და ქობულეთში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბ პატარაძე „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტულად „ქობულეთში სამუშაოდ“ ჩამოიყვანა. „მხოლოდ ქობულეთში არა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მექნება შეხვედრები,“ – გვითხრა ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, …

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, ელექტრონულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, რუსლან კაკაბაძემ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მყიდველმა ქონება ერთი ბიჯით – 35 ათასი ლარით მეტად, ანუ 1 მილიონ 755 ათას ლარად იყიდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა მისთვის მყიდველის მიერ პირვანდელი სახით …

თურქეთთან მიმოსვლის შეცვლილ რეგულაციებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება 

საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში მიმოსვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე ყოველდღიურად შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ. ახალი რეგულაციით ერთი საათით გადასვლასაც კი აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის ერთი დღე, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში, ახლა უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეეძლებათ. ჰქონდა თუ არა თურქეთის მხარეს საქართველოს …

სოციალურ უფლებებზე საქართველოს გაეროსთვის ანგარიში ბოლო 15 წელი არ გაუგზავნია

„ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურის საკითხების პრობლემებზე ანგარიში საქართველოს გაეროსთვის 2002 წლის შემდეგ არ გაუგზავნია,“ – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ფანიაშვილი. მან ამის შესახებ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 22 ნოემბერს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლემა შეხვედრის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა პროცესში …

ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ბათუმელი მეზღვაურები – რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე, რომლებიც ამჟამად თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე „River Pride“ იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მეზღვაურის თქმით, გემზე მძიმე პირობები აქვთ: „ამ დროისთვის გემზე საჭმელი ჩვენ არ გვაქვს, დასალევი წყალიც ცოტაა, რაღაც 20 ლიტრი და ხელფასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… გემის დატოვება და სახლში წამოსვლა გვინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებთ – მეპატრონე …

Exit mobile version