„სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს

რთულია არაა რომელიმე ადვოკატს „გაჭიანურებული საქმე“ უხსენო და მინიმუმ ორი-სამი საქმე არ გაახსენდეს. საქმე, რომელზეც სარჩელი წლების წინ შეიტანა და ერთი სხდომაც არ ჩატარდა, ან ჩატარდა ერთი სხდომა და აღარ გაგრძელდა. „რა აზრი აქვს სასამართლოზე საუბარს?“ – გაღიზიანებით მოგვმართა მოქალაქე ირმა სიხარულიძემ, რომელიც ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ცხოვრობს ისტორიულ სახლში. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და …

მოწმის სახით მიბარებენ საქმეზე, სადაც ადვოკატი ვარ – ზაზა პაპიძე

„მოწმის სახით მიბარებენ საქმეზე, სადაც ადვოკატი ვარ. უწყება არ ჩავიბარე და ვუთხარი, რომ არ ვაძლევ ჩვენებას. მათი მიზანია, საადვოკატო საქმიანობა შემიზღუდონ,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. მან დღეს, 18 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა და მოწმის სახით ადვოკატის დაბარება გააპროტესტა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადვოკატს არ აქვს ვალდებულება მოწმედ დაიკითხოს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი …

ბათუმის ციხის წამების საქმეს, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დაასრულეს

„თუ სამართალია სადმე, მეც მინდა,“ – ეს ყოფილმა პატიმარმა ერთ-ერთ სხდომაზე უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს. გაუჭირდა გახსენება, მაგრამ მაინც დეტალურად აღწერა, როგორ აწამეს ციხეში 2009 წელს. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ განხილვა 2014 წელს დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ. 9 წლის გასვლის შემდეგ ამ საქმის განხილვა არათუ დასრულდა, პირიქით – 2023 წელს ხელახლა დაიწყო. საქმეს მოსამართლე …

ცოლს ფეხები ჩაარტყა მუცელში, წაქცეულს კი ხელი მოუჭირა ყელზე – რა თქვა სასამართლომ

„ძლიერად მოქაჩა თმა, ფეხები ჩაარტყა მუცელში და ძირს წაქცეულს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე,“ – ასეა აღწერილი სასამართლო დოკუმენტებში ქმრის მიერ ცოლზე ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევა. ამის მიუხედავად ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ გაამართლა.   აქ წაიკითხეთ: რატომ არ სჯიან მოსამართლეები ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ქმრებს – ექსპერტების შეფასება   ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა …

როგორ შეიძლება შემცირდეს ქალზე ძალადობა? – რას ამბობენ სპეციალისტები

„ბოლო პერიოდში საკმაოდ მსუბუქად უყურებს სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეებს… მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვლაპარაკობთ ფემიციდის არაერთ შემთხვევაზე, მოსამართლეების მგრძნობელობა გაზრდილი არ არის,“ – მკაფიოა საიას ანალიტიკოსის, თამარ ბოჭორიშვილის შთაბეჭდილება ტენდენციაზე: საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენების დიდი ნაწილი ოჯახში ძალადობაზე მოდის. „ჩემი აზრით, უფრო მეტი შეკითხვა უნდა დასვან მოსამართლეებმა თუნდაც ამ ნაწილში: რატომ არ აძლევს …

„ნამტირალევი ქალი 12 საათზე მივიდა სასტუმროში და 112-ში დარეკვა ითხოვა“ – რა თქვა სასამართლომ

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა იმატა, რასაც მოსამართლეები ძირითადად ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალს უკავშირებენ – მათ დუმილი აირჩიეს. უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნამტირალევმა ქალმა, რომელიც დაახლოებით ღამის 12 საათზე მივიდა სასტუმროს მისაღებში და 112-ში დარეკვა ითხოვა…საბოლოო ჯამში „დუმილი არჩია“. „…საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პ. ზ-მა ხელის …

რა გადაწყვიტა ევროსასამართლომ „გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“

„გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ოქროპირიძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. საუბარია 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობაზე. გიორგი ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. მას მოსამართლემ 20  წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს  ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც მოექცნენ მედიით ინტენსიურად …

„ბანკის მენეჯერთან მივიდა დანით და ფული მოსთხოვა“ – ყაჩაღობის 5 ახალი საქმე

გაინტერესებთ ბოლო პერიოდში ყაჩაღობის მუხლით რა საქმეების განხილვა უწევთ მოსამართლეებს? – „ბათუმელები“ ყაჩაღობის მუხლით განხილულ სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაეცნო. ეს ის საქმეებია, რაც უზენაეს სასამართლომდე მივიდა. ჰოსპიტლის დაყაჩაღება თბილისში  ყაჩაღობასთან ერთად ერთ-ერთ ბრალდებულს პროკურატურა ამ საქმეზე მკვლელობის მცდელობასაც ედავებოდა – როცა ჰოსპიტალში ორი ბრალდებული შევიდა და მესამე ავტომანქანაში დარჩა, ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელს …

„სისხლჩაქცევები სახეზე“ – ცოლის ცემაში ბრალდებული მოსამართლეებმა გაამართლეს

„აიძულებდა მეუღლეს შვილის ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას…“ – ეს ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეში პროკურატურის  ჩანაწერია. კაცი, რომელსაც გამოძიება ცოლის მიმართ მუქარას, იძულებას და ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის იანვარში გაამართლა. ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა იმატა, რასაც მოსამართლეები ძირითადად ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალს უკავშირებენ …

მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა უზენაესშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა ისევ სახურავზეა

ბათუმის მერიამ მოქალაქე ნანა ბერიძესთან საქმე უზენაეს სასამართლოშიც წააგო. დავის საგანი „ბილაინის“ [კომპანია „ვიონი საქართველო“] ანტენაა საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ბათუმში. მოსარჩელე ნანა ბერიძე ბათუმში, ფარნავაზ მეფის 77- ში ცხოვრობს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეზობლად. ამ კორპუსის სახურავზეა განთავსებული ანტენა იმის მიუხედავად, რომ მოქალაქემ ქვეყნის ყველა ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, რომ ბათუმის მერიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. უზენაესი …

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

2023 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს თუ გადაავლებთ თვალს, მარტივად დასანახია ტენდენცია: უზენაესი სასამართლო იშვიათად ცვლის გამამართლებელ განაჩენებს, რაც ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოაქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოებს. საია-ს საერთო სასამართლოების მონიტორინგის მიხედვით – საერთო სასამართლოებში 2022 წელს 490 სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის მატება ხშირად …

 რა უთხრა მოსამართლეს 4 კაცის დაჭრაში ბრალდებულმა – „რატომ უნდა მივიმალო?“

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გიორგი ს.-ს, რომელმაც ბათუმში, ლუკა ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოში, პროკურატურის ვერსიით, 4 პირი დაჭრა. ეს 22 აგვისტოს მომხდარი ამბავია. გასროლის შედეგად ავტოსახელოსნოში მომუშავე მამა და მისი ორი შვილი დაიჭრა. დაიჭრა კიდევ ერთი პირი, ისიც სახელოსნოში მუშაობდა. გამოძიება ბრალდებულს თავდაპირველად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა, თუმცა კვალიფიკაცია პროკურატურამ შეცვალა და …

მაჩალიკაშვილის სარჩელი საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა – პროკურორს შეგიძლიათ უჩივლოთ

პროკურორს შეიძლება უჩივლოთ სასამართლოში, თუ ის დაზარალებული პირის სტატუსს არ მოგანიჭებთ, ან დროულად არ გაგაცნობთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ერთ-ერთი მოსარჩელე მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა – თემირლანი 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან დაკავების მიზნით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. მაშინ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც სამსახურებრივ …

ქმარი ფულს სძალავდა ცოლს ინტიმური ვიდეოების გამოქვეყნების მუქარით – რა თქვა სასამართლომ

ინტიმური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს დავითი [სახელები შეცვლილია] ცოლს უღებდა, შემდეგ კი, გამოქვეყნების მუქარით ქალს ფულს სძალავდა. ეს პროკურატურის ვერსიაა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა – დაზარალებულად ცნობილმა ქალმა საბოლოოდ სასამართლოში დუმილი არჩია. უზენაესმა სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს ამ საქმეზე მიღებული განაჩენი ძალაში დატოვა. გამოძიების ვერსიით, დავითმა ნათიას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი, …

რა უთხრა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მოსამართლეს – 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე

„თავს არ ვცნობ დამნაშავედ“, – მიმართა სასულიერო პირმა, გელა ბაჟუნაიშვილმა, მოსამართლეს, როცა მან ბრალდების შესახებ დადგენილება წაიკითხა და ბრალდებულს ჰკითხა: „როგორია თქვენი პოზიცია?” სასულიერო პირს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირის ძმისშვილია. დღეს, 23 აგვისტოს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასასამართლო სხდომა გამართა „ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე“. 19 …

„ქუჩაში უკრაინელებს გამოვესარჩლე, დამაკავეს“ – ბათუმელი აქტივისტი

„ქუჩაში უკრაინელებს გამოვესარჩლე, რომლებსაც პოლიციელი მოუწოდებდა, დაეტოვებინათ საქართველო. დამაკავეს“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა. ხელბორკილდადებულ სამოქალაქო აქტივისტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შევხვდით. ალექსანდრე მილორავა ბათუმში, თაყაიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში გუშინ ღამით დაუკავებიათ. „შევესწარი ჩემი სახლის წინ კამათს, როცა უკრაინის მოქალაქეები აპროტესტებდნენ უკანონო პარკირებას ზებრაზე, პოლიციელი კი ეუბნებოდა, თუ არ მოგწონთ ეს რეალობა, …

ვინ არის ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილია. იგი 2023 წლის 14 აგვისტოდან გაამწესეს მოსამართლედ ბათუმში. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა 2023 წლის 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და უარი უთხრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე. მაშინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ბათუმში მოსამართლედ გამწესებამდე ეკატერინე კულულაშვილი მოსამართლე იყო თბილისში. …

მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას უვადო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყოველთვის მის მხარესაა, ვინც სიტყვის თავისუფლებას არად დაგიდევთ და ადამიანების დასჯას ითხოვს – ჯერჯერობით საქართველოში თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით სჯიან. ალექსანდრე გოგუაძეს ზოგჯერ იმდენად „მონდომებულია“, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც კი აუქმებს. ასე მოხდა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, …

„მანტიიდან ოცნების მაისური გიჩანს“ – ბათუმის აქციაზე დაჯარიმებული მოსამართლეს

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები. მანტიიდან „ოცნების“ მაისური გიჩანს – ასე მიმართა ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა, თორნიკე კვერენჩხილაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. – „ორმა მოწმემ თქვა ტყუილი, ჩაქუჩიც რომ ჩამარტყათ შეგიძლიათ თავში?“ – მიმართა თორნიკე კვერენჩხილაძემ მოსამართლეს. -„შეგიძლიათ გაასაჩივროთ“ – უთხრა მას მოსამართლე …

ბექა გრიგორიადისი 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლემ – აქცია რუსული გემის წინააღმდეგ

რუსული გემის საპროტესტო აქციებზე ბათუმში დაკავებულებს შორის ბექა გრიგორიადისი ყველაზე მეტი – 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „პრობლემებს მიქმნიან ფინანსურად, რომ მაქსიმალურად შემბოჭონ. მაშინებენ… წერონ ჯარიმები და იკითხონ“ – ამბობს ბექა გრიგორიადისი. მისი თქმით, ის აქამდეც დააჯარიმეს 800 და 1000 ლარით, ახლა კი – 3 500 ლარით. „მას [მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს] დაჭერილი ჰყავს შვილი …

პოლიციელი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქემ მას მონა დაუძახა, თუმცა არ იცის, რა ენაზე

დღეს, 8 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ნავსადგურთან რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოწმე პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ აქციაზე დაკავებულმა უკრაინის მოქალაქემ, მარინა ჩობანიანმა მას მონა უწოდა, თუმცა ვერ თქვა, რომელ ენაზე. პოლიციელმა რუსული არ იცის, უკრაინის მოქალაქემ კი – ქართული.  „პოლიციელი ამბობდა, მონა გვიწოდა ქალბატონმა მარინამო, თუმცაღა ვერ …

რუსული გემის შემოსვლის დღეს დაკავებულთა საქმის განხილვა დაიწყო – რას ჰყვებიან პოლიციელები

„ხათუნა ბერიძე და სხვა დაკავებულებიც სხვადასხვა შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. გვეძახდნენ: მონებო, პუტინის მონებო, მილიცია ხართ, პუტინ ხუილო, მოღალატეებო, ბიძინას მონები ხართ, არასამართლიანი პოლიცია“, – ეს ეპითეტები ჩამოთვლეს დღეს, 7 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე, რომელზეც ხათუნა ბერიძის ბრალეულობას განიხილავდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე, მოწმეები კი პოლიციელები იყვნენ. ხათუნა ბერიძე და კიდევ 22 პირი 31 ივლისს …

ბათუმის აქციის მონაწილეებს სასამართლო ხელწერილით ათავისუფლებს – პროცესები გადაიდო

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები იმართება. ყველა მათგანის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე უძღვებოდა. დღეს, 17:00 საათზე 8 დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. სულ 23 პირია დაკავებული. პროცესების უმრავლესობა 7 აგვისტოსთვის გადაიდო. 31 ივლისს აქციაზე დაკავებული 20 წლის ილია ანთაძის სასამართლო პროცესი, ადვოკატის მოთხოვნით, …

ვინ დააკავეს სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე – ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „როინ შავაძის საქმეზე“ ბრალდებულ 10 ბრალდებულს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 29 ივლისს გამართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ. დაკავებული არიან: მამუკა ბერიძე [სპეცრაზმელი], დავით ზაქარაძე [სპეცრაზმელი], სულიკო ვარშანიძე [გამომძიებელი], მირზა კონცელიძე [სპეცრაზმელი], ზვიად ნურიძე [სპეცრაზმელი], ომარ ჭაღალიძე [სპეცრაზმელი], თემურ მგელაძე [სპეცრაზმელი], ალეკო ბალაძე [კუდ-ის უფროსისი მოადგილე აჭარაში], გიორგი არაბული, თეიმურაზ პატარიძე …

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 ბავშვი გახდა – 6 თვის მონაცემები

იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 მოზარდი გახდა. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოაწოდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 6 თვეში პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია 14 მოზარდი გაუპატიურების მუხლით დაწყებულ საქმეებზე. დაზარალებულად ცნობილ მოზარდებს შორის 3 ბიჭია. 14 მოზარდია დაზარალებულად ცნობილი სსკ-ის 138-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“. 3 არასრულწლოვანი …

როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში

როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“? მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“. ის, რაც ახლა მოლდოვაში ხდება, …

ქობულეთში მოკლული 19 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებული ბრიტანეთში დააკავეს – პროკურატურა

დღეს, 21 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ა.ბ.-ს გაერთიანებულ სამეფოში დაკავების ფაქტი. ქობულეთში მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედამ, მარინა მაძღარაშვილმა „ბათუმელებს“ 19 ივლისს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. 19 ივლისს „ბათუმელებს“ პროკურატურაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მოაწოდეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველომ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის …

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც სასულიერო პირიც ფიგურირებს

„შენ შენს საქმეს მიხედე,“ – გვითხრა ქობულეთში, ცხემვანის მონასტრის სასულიერო პირმა გელა ბაჟუნაიშვილმა, მამა იობიმ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ქობულეთში 19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა. სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე. ეს 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის …

როცა პრემიერი წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავედ გაცხადებს

„ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია – ამას არავის არ ვაპატიებთ… ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით. 21 წლის ლაზარე პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. როცა აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებას და ათასობით სხვა მოქალაქესთან ერთად რუსთაველზე იდგა. გამოძიება მას ედავება …

პატიმარმა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს, საკონსტიტუციოს მიმართა

პატიმარი გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. პატიმარი იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს შეუძლია ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტი გააუქმოს, თუ ხედავს, რომ ვერდიქტი აშკარად უსაფუძვლოა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით: „სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის …

რა გადაწყვიტა მოსამართლემ ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 8 ივლისს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს, ნოდარ მამულაძეს და ლუკა მ.-ს. სამივე პირს „ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე“ დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 4 მოზარდი გასაბერი ბანანიდან 4 ივლისს ღია ზღვაში განზრახ გადააგდეს, მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს. მოზარდის ცხედარი გუშინ, 7 ივლისს იპოვეს ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია – 17 …

ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს 7 წელი მიუსაჯეს – 520 ათასის მითვისების საქმე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“. ვლადიმერ მიქელაძე „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა სხვადასხვა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულთან ერთად. მოსამართლემ  მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილში არ ცნო ვლადიმერ მიქელაძე …

ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

„ბატონო ჯუმბერ, დარეგისტრირებული ხართ თუ არა რომელიმე ინტერნეტსაიტზე რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებლად?“ – პროკურორის ეს შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ხელვაჩაურის ყოფილი მერის – ჯუმბერ ვარდმანიძისთვის. მან მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელვაჩაურის მერიაში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“. ჯუმბერ ვარდმანიძე იყო ხელვაჩაურის მერი, როცა პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ [დავით] მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი …

ბრალდებული ჰყვება, როგორ მიითვისეს 520 ათასი ლარი ხელვაჩაურში – ამბის გაგრძელება

„იდეა ჩემი იყო და ბატონ ჯუმბერს [ჯუმბერ ვარდმანიძე, ხელვაჩაურის ყოფილი მერი] შევუთანხმე. მან მითხრა, ყველა დოკუმენტი იდეალურად უნდა იყოსო. მერე მკითხა, როგორ არის ის საქმეო“, – თქვა ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ, რომელიც „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორია და პროკურატურა 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება. „ჯგუფურად“ ჩადენილ დანაშაულზე ბრალდებული ამ დრომდე მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძეა. მან დღეს, 3 …

„თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„ამ თანხის დაახლოებით 50 – 55 პროცენტს ვაძლევდი ჯუმბერ ვარდმანიძეს. 2019 წელს თვეში ვაძლევდი 7 ათას ლარს, 2020 წელს – 8 ათას ლარს თვეში, 2021 წელს – 9 ათას ლარს თვეში“, – პირდაპირ აღწერა კორუფციის სქემა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ მიქელაძემ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ხელვაჩაურის წყლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება …

ბავშვთა გაუპატიურებაზე კანონის შეცვლა ბევრჯერ ვთხოვეთ პარლამენტს. უარი თქვეს – უფლებადამცველი

„ეს სასჯელის არიდებას უტოლდება და ეს არის მოსამართლის პასუხისმგებლობაც, რადგან მას შეუძლია,  არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მოსამართლეს შეეძლო ამ დროს თავისი მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე,“ – მიიჩნევს იურისტი ანა თავხელიძე. ის განმარტავს, რატომ არის დაუშვებელი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოძალადესთან, რომელსაც 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. „ბათუმელები“ გუშინ, 29 ივნისს, …

Exit mobile version