„გვინდოდა სოხუმში ახალგაზრდებთან შეხვედრა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს – ჯერ მატარებელი გააჩერეს, მერე ავტობუსი მოვძებნეთ და ავტობუსით წავედით, მაგრამ მძღოლი მოგვპარეს,“ – გვიყვება თენგიზ ორჯონიკიძე, მისი სარჩელის განხილვა დღეს, 29 ივნისს დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ. თენგიზ ორჯონიკიძე თანამებრძოლებთან ერთად ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ აქციაზე 1988 წელს დააკავეს. იგი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს. „სოხუმში უნდა გაგვემართა …
Tag Archives: მართლმსაჯულების რეფორმა
12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა
განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც „ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო. „დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე და ციხის მიღმა …
„დასაქმებულები“ წყალსადენზე არასდროს მინახავს – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასის მითვისების საქმეზე
დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების გამოკითხვა დაასრულა ხელვაჩაურში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“ ამ საქმეზე დასაკითხი მხოლოდ ბრალდებული დარჩა – ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს ჩვენების მიცემა სურს, თუმცა დღევანდელ პროცესზე, სამუშაო საათების ამოწურვის მოტივით, მისი მოსმენა გადაიდო. „მოხალისეები გვეხმარებოდნენ მხოლოდ, ადგილობრივი მოსახლეობა“, – ერთ-ერთი ოპერატორ-დეზინფექტორის, ამირან ცინარიძის ჩვენება წაუკითხა დღევანდელ სხდომაზე პროკურომა …
დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე
ორწლიანი ლოდინის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა და განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. „სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას, საცხოვრებელ ზონა 6-ში – ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ …
Continue reading “დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე”
პოლიციელმა სცემა კურიერს, რომელმაც მის ნათესავ გოგოს ყვავილები მიუტანა – გამოძიება
ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ყოფილ პოლიციელს, გიორგი აბდუშელიძეს, გამოძიება პოლიციის განყოფილებაში კურიერის ცემას ედავება – „ყვავილების ჩუქებისთვის პოლიციელის მხრიდან კურიერის ცემის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაიწყო. განზრახ უკანონო დაკავება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ამ მუხლების დარღვევაშია პოლიციელი ბრალდებული. ის წინასწარ პატიმრობაში არ არის – 20 ათასი ლარი გირაოს …
აჭარის საპატრულოს უფროსი ირწმუნება, რომ მირდატ ქამადაძის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებს
„თუ ამას დაუშვებთ, შემდეგ სხდომაზე მოვა სხვა დავით მაღრაძე და იტყვის, რა ფორმით არის დასაშვები პროტესტის გამოხატვა“, – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. მას შსს ბათუმში, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავება. დღეს, 22 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მირდატ ქამადაძის საქმეზე“ ვიდეოჩანაწერები ნახეს. სხდომაზე ასევე მოუსმინეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს – …
ქალი ათლეტების სექსუალური შევიწროება სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალი ათლეტების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR-ი ავრცელებს. „ეს წუთია თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალი ათლეტების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე“ – წერს ორგანიზაცია. საქმის პრეცედენტულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო პირველი საქმე, …
Continue reading “ქალი ათლეტების სექსუალური შევიწროება სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა”
კურიერი Tik-Tok-ზე ვიდეოსთვის 2 ათასით დააჯარიმეს – ის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა
ფეისბუქზე გამოხატული მოსაზრებისთვის მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ საქართველოში მოქალაქე Tik-Tok – ვიდეოს გამოც მიიჩნიეს სამართალდამრღვევად. დღეს, 21 ივნისს, საია-მ გამართა ფორუმი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და მისი გამოყენების პრაქტიკის ტენდენციები შეაჯამეს. საია-ში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ახალი ტენდენცია, როცა ონლაინსივრცეში გამოთქმული მოსაზრებისთვის აკავებენ ადამიანებს და აჯარიმებენ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო …
„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 20 ივნისს, 3 მოწმის ჩვენება მოისმინა „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“. დღეს საქმის მთავარი მოწმე დაიკითხა – ის მოუყვა მოსამართლეს დეტალურად, რა სქემით იშოვა ფული თანამდებობის პირმა. ვლადიმერ [დავით] მიქელაძეს გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას ედავება. იგი შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია და პროკურატურა 520 920 ლარის მითვისებას ედავება. პროკურატურის …
„ეს არაა“ – ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობაც არ იცოდნენ
ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობა არ იცოდნენ. შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ფეისბუქში ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელები ვერ ასახელებენ იმ პირის ვინაობას, ვისაც აკავებენ. პოლიციელებმა ადვოკატს ვერც სასამართლოს განჩინება აჩვენეს. ადვოკატის თქმით, უკანონო დაკავებაში ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსი ბორის [ბაჩო] ხაჟომიაც მონაწილეობდა, ვისი ხმაც ისმის ჩანაწერის ბოლოს: „ეს არაა მაგი“. თემურ …
Continue reading “„ეს არაა“ – ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობაც არ იცოდნენ”
„ჟურნალისტების გაჩუმება სურთ“- მედიაომბუდსმენის 2 ახალი სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ
„აკრედიტაციის პროცესი, რომელიც უნდა ეხებოდეს ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემოს გამარტივებას, პარლამენტმა გამოიყენა ბერკეტად ჟურნალისტების წინააღმდეგ – გააჩუმოს ჟურნალისტი ნებისმიერ დროს,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ორი ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ნათია კაპანაძე კრიტიკული მედიის ჟურნალისტების ინტერესებს იცავს სასამართლოში. მას ამ ეტაპზე სამი მიმდინარე სასამართლო დავა აქვს პარლამენტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი სარჩელი, …
გირაო შეუფარდეს კაცს, რომელსაც ჟურნალისტზე ძალადობას ედავებიან
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 3 ათასი ლარი გირაო შეუფარდა ბრალდებულ დავით ბ.-ს. მას გამოძიება ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 17 ივნისს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საუბარია 14 ივნისს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს თავს დაესხნენ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით …
Continue reading “გირაო შეუფარდეს კაცს, რომელსაც ჟურნალისტზე ძალადობას ედავებიან”
დააპატიმრეს 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული – „ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ“
ბათუმში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც გამოძიება მოზარდზე სექსუალურ ძალადობას, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 15 ივნისს, დახურულ სხდომაზე განიხილა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია ბათუმში 11 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – პროკურატურის ცნობით, ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა …