როგორ ეხმარებიან მკითხველები 85 წლის ქალს, რომელიც შვილის გამო მოწყალებას ითხოვს

ტანია გორგილაძის შესახებ „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ სტატიას – „85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის“ – მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არაერთმა ადამიანმა გამოხატა სურვილი დახმარებოდა ბათუმში მცხოვრებ მოხუცს, რომელიც 59 წლის შვილისა და მისი ოჯახის ვალების გადასახდელად ორი წელია მოწყალებას ითხოვს ქუჩაში. სტატიის გამოქვეყნების დღესვე, „ბათუმელებმა“, მკითხველის თხოვნით, სტატიაში მიუთითა პარტნიორი ორგანიზაციის – …

„მთელ პენსიას ბანკის სესხში ვიხდი“ – პენსიონერი, რომელიც სამუშაოს ეძებს [ვიდეო]

67 წლის პენსიონერმა, მერი ჯიჯავაძემ, რომელიც წლებია თურქეთში, ჩაის მკრეფავად მუშაობდა, პანდემიის გამო შემოსავლის ეს წყარო დაკარგა და ახლა აქ ცდილობს სამუშაოს პოვნას და სესხის გადახდას, რომელიც უსახსრობის გამო გამოიტანა ბანკიდან. მერი სოციალურად დაუცველია. „17 წელი თურქეთში ვიმუშავე, ჩაის ვკრეფდი. 2020 წელს გამიჭირდა და ავიღე სესხი, თურქეთში სამუშაოდ კი ვერ წავედი პანდემიის გამო. ახლა ხან …

მეამბოხე ბიზნესმენი, რომლის ოფისიც პოლიციამ ჯერ დალუქა, შემდეგ კი ყვავილებს ურწყავდა

„როდესაც შენობაში პოლიცია შემოვიდა, ფიტნესკლუბში ვიყავი. გამაფრთხილეს, მოდიან ქვემოდანო. ძალიან მოკლე დროში ფიტნესკლუბის შემოსასვლელში განლაგდა რამდენიმე ათეული პოლიციელი, ქუჩაც სულ პოლიციის მანქანებით იყო სავსე, სადღაც 30 მანქანა მოვიდა. უშუალოდ დარბაზში დაახლოებით 50 პოლიციელი ამოვიდა. ჩაატარეს სპეცოპერაცია, დალუქეს ტრენაჟორები. დაახლოებით 3-4 საათი გაგრძელდა ეს ამბავი. როცა დასრულდა ეს ყველაფერი, ფიტნესკლუბის შესასვლელებთან [მეორე სართულზე] განათავსეს ორ-ორი პოლიციელი. …

85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის

85 წლის ტანია გორგილაძე ბათუმში, სულაბერიძის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში, ორ პატარა ოთახში ცხოვრობს. ფარღალალა ოთახებში ცივა. ფანჯარასთან ღუმელი დგას, რომელსაც ტანია მხოლოდ მაშინ ანთებს, თუ ძალიან შესცივდება, ასე შეშის ნაჭრებს იზოგავს. აქვს გაზის პატარა ბალონიც, რომელსაც, როგორც ამბობს, გასათბობად იყენებს, მაგრამ გაზის პატარა ბალონი ოთახს, რომელსაც ღრიჭოები აქვს, აშკარად ვერ ათბობს. თითქმის ყოველ დღე ტანია …

ბათუმელი კაცი, რომელიც ხმელი ფოთლებითა და ხის ქერქებით ხატავს 

ბროწეულის კანი კრამიტად აქცია, ასანთის ღერები – კედლებად და ასე ააშენა ძველი თბილისის ერთი უბანი ჩარჩოში. შემდეგ ნივრის ფურცლებით შექმნა მდინარე და თანდათან ტექნოლოგია უფრო განავითარა. ბუნებრივი, ხმელი მასალებით შექმნილი პეიზაჟები, საქართველოს კუთხეები და თბილისის ძველი უბნები, კონკრეტული შენობები, საკუთარი სახლის კედლებზე გამოფინა – ეს საქმე პანდემიის დროს იზოლაციაში დარჩენილმა დავით გოგავამ  სტრესის დაძლევის მთავარ …

300 შეტყობინებაც კი მიმიღია ერთ დღეში – ელჩის ცხოვრება თურქეთში პანდემიისას

რამდენად რთულია, როცა მსოფლიო პანდემიის დროს ასობით ადამიანის ბედი შენზე და იმ უწყების გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხელმძღვანელობ. გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, თავის გამოცდილებას „ბათუმელებს“ უზიარებს ზეპირი ისტორიების სერიისთვის  – „ადამიანები პანდემიის დროს“: პირველი შეხება კორონავირუსთან თავდაპირველად, როცა გავრცელდა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ვირუსი ამ …

ვენახის ჩაყრას რომ ვაპირებდი, ის მიწაც გავყიდე – რესტორნის მუსიკოსი პანდემიაში

სამი ავტომანქანა გავყიდე, მიკროფონი, რომელიც 700 დოლარად ვიყიდე, 400 ლარში გავყიდე, დინამიკები, აპარატურა – ყველაფრის გაყიდვა მომიწია. კახეთში, სადაც პატარა სახლი მაქვს, მიწაც მქონდა, ვენახი უნდა ჩამეყარა და ისიც კი გავყიდე. ძალიან განიცადა მამაჩემმა, მე მისი ცრემლები უფრო დამენანა. როგორი იყო და როგორია დღეს მუსიკოსის ყოფა, ზეზვა სარდალაშვილი ამის შესახებ „ბათუმელებს“ ესაუბრა ზეპირი ისტორიების სერიისთვის …

სადაა მგზავრი? – „მარშუტკის“ მძღოლი პანდემიის დროს

„პირველივე თვეებში დავაყენე „მარშუტკაში“ დეზობარიერიც და ხსნარიც, მაგრამ ზოგს კიდევ არ სჯერა. მე გაკვირვებული ვარ,“ – გვიყვება თამაზ ლომინაძე. მას მიკროავტობუსი აქვს და სამარშრუტო ხაზის მძღოლად მუშაობს. პანდემიამდე ქობულეთის სოფელ კვირიკედან მოჰყავდა მგზავრები ბათუმში. ამბობს, რომ გასული წლის თებერვლიდან ამ დრომდე განსაკუთრებულად იცავს ჰიგიენის წესებს და სხვებსაც იმავეს სთხოვს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს. „მესამე დღეა ვმუშაობ, …

კოვიდმა ოჯახის წევრი წაგვართვა – ძალიან შევშინდით

შვიდი წლის წინ დაწყებული ბიზნესი დახურა და თვითგადარჩენის ახალი გზების ძიება დაიწყო. გაიზარდა ბანკებში აღებული სესხის პროცენტი და ყოველდღიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. როგორ შეიცვალა 33 წლის ქედელი ქალის ცხოვრება პანდემიაში, ამის შესახებ დარეჯან დიასამიძე „ბათუმელებს“ ესაუბრება ზეპირი ისტორიების სერიისთვის – „ადამიანები პანდემიის დროს“. პანდემიამდე 33 წლის ვარ, ქედის ცენტრში ვცხოვრობ და აქვე ახლოს ტანსაცმლის …

თვეში 500 ლარი მაქვს შესატანი, ბანკის ოფიცერმა კი მითხრა, რომ გადავადება მე არ მეხება

„ნოემბრიდან აღარ გვიმუშავია. „უნივერსამში“, სადაც მე ვვაჭრობ, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მუშაობს. აბსოლუტურად ყველას ბანკის ვალი აქვს, არ გამიგია, ვინმესთვის გადაევადოთ სესხი…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები მაია მულიარჩუკი. ის ტანსაცმლით 2008 წლიდან ვაჭრობს, პანდემიის გამო კი უმუშევარი დარჩა. „საიდან გადავიხადო 500 ლარი, ვიქურდო?“ – მოვაჭრე, რომელიც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა მაია 26 წლის სტუდენტ შვილთან და …

ოპოზიციონერი ექიმი, რომელიც კოვიდს მართავდა – ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც და მენეჯერიც 

კლინიკა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, 2020 წლის მარტში გახდა პირველი კოვიდკლინიკა აჭარაში, რომელმაც კოვიდდადებითი პაციენტები მიიღო და უმკურნალა. როგორია იმუშაო მაშინ, როცა არათუ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ახალ ვირუსზე. როგორია იმუშაო მაშინ, როცა ექიმის გარდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხარ და ხელისუფლებასთან გიწევს თანამშრომლობა. ექიმი-ეპიდემიოლოგი ლევან ანთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი …

ინტენსიურის ექიმი პანდემიის დროს: დაღუპულ კოლეგებზე, კოვიდზე და ჩახუტების დღეზე

16 წელია ექიმია. სექტემბრის შემდეგ კი კოვიდრეანიმაციაში მუშაობს, თუმცა, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, დღემდე არ დაინფიცირებულა. ექიმ-რეანიმატოლოგი ზეინაბ ფაღავა „ბათუმელებს“ უყვება თავის გამოცდილებას ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“: კოვიდრეანიმაცია კოვიდრეანიმაციაში ვმუშაობ 24 სექტემბრიდან დღემდე და ალბათ მანამდეც, სანამ აქტუალური იქნება პანდემია. სექტემბრის დასაწყისში თითო-ოროლა პაციენტი იყო სარეანიმაციო. სექტემბრის ბოლოდან კი დაიწყო რეანიმაციის პაციენტების მატება. …

ჩვილის დედა: ყველა მეხმარებოდა ჩემი შვილისთვის კოვიდკლინიკიდან დედის რძე რომ გამეგზავნა

მისი შვილი ორი თვისაც არ იყო, როცა კოვიდი დაუდასტურდა. საკუთარ თავზე მეტად ბავშვზე ნერვიულობდა. კლინიკაში გატარებულ 11 დღეზე, კოვიდზე, დედობაზე, პანდემიაზე და თანმხლებ სირთულეებზე ქეთა ლაბაძე „ბათუმელებს“ უყვება ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“: გამარჯობა, თქვენ კოვიდდადებითი ხართ ზუსტად მახსოვს, 14 ოქტომბერი იყო. დღის რაღაც მონაკვეთში ვიგრძენი, რომ ყნოსვა დავკარგე. კოვიდზე ყველა ინფორმაცია მქონდა …

“ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

რა გენატრება ყველაზე მეტად პანდემიამდე ცხოვრებიდან? – ვეკითხები 6 წლის იოანე რომანაძეს. ის ბათუმში ცხოვრობს და პირველკლასელია. იოანემ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც სწავლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა, სკოლის კედლების ნაცვლად სახლში, კომპიუტერის წინ გაატარა. პატარაობა – მპასუხობს იოანე და თვალები უციმციმებს. მერე მიხსნის, რატომ ენატრება. „პატარაობაში, ხუთის რომ ვიყავი, ბაღში დავდიოდი. მერე ექვსის …

„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია

ნუსრედინ შავაძე 90 წლისაა, მუხლი ახლაც ერჩის და თავის საყვარელ საქმიანობას – დურგლობას ჯერ კიდევ ვერ ანებებს თავს. წლების წინ სახლებს აშენებდა სოფლებში. ახლა ამბობს, რომ წლები მოერია, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს. რა შეცვალა პანდემიამ კაცის ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ოჯახი აქვს. გვაჯობა ვირუსმა როცა პანდემიით გამოწვეული სიჩუმე შემაწუხებს, სახლის ახლოს, ხის ფარდულს მივაშურებ ხოლმე …

Exit mobile version