ეროვნული ბანკი საქართველოს მეფეების საკოლექციო მონეტების სერიას ერეკლე II-ით იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის  –  „საქართველოს მეფეები“ გამოშვებას იწყებს. ეროვნული ბანკის განცხადებით, 2020 წელს ამ სერიის პირველი მონეტა გამოვა, „რომელიც მეფე ერეკლე მეორის მოღვაწეობას მიეძღვნება“. ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე მეორეს თემაზე 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსი უკვე გამოაცხადა. „საქართველოში მრავალი საუკუნის მანძილზე იყო მონარქიული …

საპენსიო ფონდში 500 მილიონი ლარი შევიდა, სქემაში 700 000 ადამიანია ჩართული – სებ

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი, 500 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრი (Governing Member of The International Organization of Pension Supervisors, IOPS ) გახდა. „2018 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი …

ფინანსთა სამინისტრომ 140 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა – სებ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების აუქციონებზე ჯამში 140 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2020 წლის 6 იანვარს, სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, ხოლო ამავე დღეს, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, ასევე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. სებ-ის …

სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სესხის გამცემი სუბიექტებისა და კომერციული ბანკებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. 2020 წლის პირველი თებერვლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სესხის გამცემ სუბიექტებს ეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკს კი, ეკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის …

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მილიარდი აშშ დოლარია – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17.8 მილიარდი აშშ დოლარი [52.6 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 102.3 პროცენტია. სების მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 433.6 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 261.4 მილიონი …

სექტემბერში უცხოეთიდან საქართველოში 150 მილიონამდე აშშ დოლარი ჩამოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149,8 მლნ აშშ დოლარი [444.0 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 13,9%-ით [18,3 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2018 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოირიცხა [56,91 მილიონი აშშ დოლარი]. ქვეყნების მიხედვით კი, ამ კუთხით, ლიდერობენ: რუსეთი, იტალია, …

ეროვნულმა ბანკმა 100 წლის საიუბილეოდ ვერცხლის 5-ლარიანი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად კი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. სულ მოიჭრა 1500 ცალი მონეტა. მონეტის წონა 15,5 გრამია. „მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება – საჯარო ლექციები, კონკურსები, გამოფენები და სხვა. საქართველოს ეროვნულ ბანკს 100 წლის იუბილე პარტნიორმა ორგანიზაციებმაც მიულოცეს… საიუბილეო …

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $385 მილიონით გაიზარდა და $18.2 მილიარდია – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა [აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 24.3 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა]. …

ახალი მოდიფიკაციის 10-ლარიანები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. 2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევა მოხდება წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი: ახალი და ძველი ბანკნოტები

ეროვნული ბანკი 865 000-მდე ლარს სასადილოს მოსაწყობად დახარჯავს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სასადილოს მოწყობის მიზნით, სათაო ოფისის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 865 000 ლარია. ტენდერი არ ითვალისწინებს ავეჯის, ინტერიერის დეკორატიული ელემენტების და სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესყიდვას. სამზარეულო, როგორც ეროვნულ ბანკში გვითხრეს, თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში მოეწყობა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკია განთავსებული. დაგეგმილია შენობის მეოთხე სართულზე ერთ სივრცეში არსებული სამი ოფისის …

რაგბის თემაზე ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლებიც 2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო თასის გათამაშებას უკავშირდება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. „საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს  რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული  მონეტების დიზაინის თვალსაზრისით.  მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი …

რამდენი აშშ დოლარი იყიდა და გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ბოლო 10 წელში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2009 წლის მარტიდან 2019 წლის პირველი აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სავალუტო აუქციონზე ჯამში იყიდა 2 276 600 000 აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა – 1 732 660 000 აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლოს ბანკმა 2019 წლის 7 ივნისს შეიძინა 20 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის პირველ აგვისტოს 32,8 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა …

ეროვნული ბანკი 50 მილიონ ლარად ახალ სათავო ოფისს ააშენებს

საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] თბილისში ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ახალი ოფისი ცირკსა და მდინარე მტკვარს შორის [ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ] არსებულ 8 779 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ეს ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაშია 2019 წლის 26 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე [ტერიტორია აქამდე შპს „სითი ცენტრის“ საკუთრებაში იყო]. ეროვნული ბანკის A კლასის ახალი სათაო ოფისის …

ბოლო სამი დღეა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი უცვლელია

ბოლო სამი დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ არ შეცვლილა. დღეს, 2019 წლის 12 აგვისტოს, ოფიციალირი გაცვლითი კურსით: 1 აშშ დოლარი = 2,9360 ლარი 1 ევრო = 3,2898 ლარი. ანალოგიური ოფიციალური კურსი იყო 10 და 11 აგვისტოს. 9 აგვისტოს, 1 აშშ დოლარი – 2,9488 ლარი, 1 …

ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 143,6 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 143,6 მილიონი აშშ დოლარი [398,8 ლარი] გადმოირიცხა, რაც, გასული წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 6,3%-ით [8,5 აშშ დოლარით] მეტია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან გაცილებით მეტი თანხა გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. შესაბამისად – 56,78 მილიონი აშშ დოლარი და 34,78 მილიონი აშშ …

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალმა 48 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [48 მილიარდი ლარი] შეადგინა. „2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 5.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 50.2 მლნ. აშშ დოლარით და სხვა …

ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამას შეისყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] ფულის გათეთრების კუთხით რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი წინადადებების მისაღებად და მომსახურების ფასის დასადგენად სები ბაზრის კვლევას ატარებს. „ეროვნულ ბანკში უნდა დაინერგოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების მოძიება/გადამოწმების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ფიზიკურ …

სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირება – სები აპრილში ინფლაციის მატების მთავარ მიზეზს ასახელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 4.1 პროცენტი შეადგინა, გასულ თვეებთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებლის მატების მთავარი მიზეზი კი სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირებაა. „გასულ თვეებთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებლის მატების მთავარი მიზეზი სიგარეტის გაძვირებაა, რაც ამ პროდუქტებზე წლის დასაწყისიდან აქციზის გადასახადის მატებით არის გამოწვეული. კერძოდ, მარტის ინფლაციის 4.1 პროცენტიდან 1.3 პროცენტული პუნქტი (პ.პ) სიგარეტის …

სებ-ი სავალუტო ჯიხურებს ამოწმებს – 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, შემოწმების შედეგად თბილისის ტურისტულ ზონებში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმეს, ხოლო 10 პუნქტი დააჯარიმეს. „დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ, რითაც მომხმარებელი შეგნებულად შეჰყავდათ შეცდომაში“ – აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში. …

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მილიარდი აშშ დოლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [47.5 მლრდ ლარი] შეადგინა [2018 წლის მშპ-ს 109.6 პროცენტი]. 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდი აშშ დოლარი [45.1 მლრდ ლარი] იყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 616.5 …

უცხოეთიდან საქართველოში თებერვალში 125.5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა 

2019 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი [332.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით [11.6 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა – 31.62 მლნ აშშ დოლარი [მთლიანი გზავნილების 25.2%, რაც 4.05%-ით …

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება მაისამდე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 1-ელ მაისს გაიმართება. ამ სხდომაზე გადაწყდება შენარჩუნდება თუ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთი. რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების …

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 4,76 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 39,04 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები თითქმის 3 მილიონი დოლარით შემცირდა თურქეთიდან – 5,92 მილიონი 8 მილიონის ნაცვლად. გზავნილების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით თითქმის 5 მილიონი დოლარით …

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 39,7 მილიარდი ლარია – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 39,7 მილიარდი ლარია. ეროვნული ბანკის განცხადებით საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი [მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით]. 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები [მიმდინარე ფასებში] 1,3 მილიარდი ლარით, ანუ 3,4 პროცენტით გაიზარდა …

საქართველოში არარეგისტრირებული კომპანიები 200 ათას ლარმდე სესხს უცხოური ვალუტით აიღებენ – სიახლე

საქართველოში დღეიდან, 2019 წლის 23 იანვრიდან, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 ლარამდე სესხები და საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, ხელი 2018 წლის 18 იანვარს მოაწერა. ახალი ბრძანებით გაუქმდა ეროვნული ბანკის ის ბრძანებები, …

ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდი აშშ დოლარია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17.2 მილიარდი აშშ დოლარი [45.1 მლრდ ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ]107.4 პროცენტია. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარი [42,2 მილიარდი ლარი] იყო. ამ თემაზე: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,5 მილიარდი აშშ დოლარია …

იანვრიდან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალების წესი ამოქმედდება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე და ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებული იქნება, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება უნდა მოხდეს მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის …

ბანკთაშორისი გადარიცხვები 1 საათით ხანგრძლივდება

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] განცხადებით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის სამუშაო გრაფიკი 1 სთ-ით გახანგრძლივდება, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მომხმარებლების გადარიცხვები სამუშაო დღის 18:00 საათამდე შეასრულონ. „ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ახალი სამუშაო გრაფიკი დადგინდა ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის [RTGS სისტემის] წესებით, რომლის მიხედვით, კლიენტის გადარიცხვების შესრულების ზღვრულ დროდ განისაზღვრა 18:00 სთ. დღემდე ასეთ …

ბინები ბათუმში ბიტკოინითაც იყიდება – როგორ გადაიხდის კომპანია გადასახადებს

ბათუმში ერთ-ერთი კომპანია, რომლის დამფუძნებლებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ [რუსეთი-საქართველო], მსურველს სთავაზობს ბინის შეძენის საფასური გადაიხადოს ბიტკოინითაც. საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ არის გადახდის კანონიერი საშუალება. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როგორ დაიბეგრება კომპანია, თუ გამყიდველი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში ვირტუალურ ვალუტას, ბიტკოინს მიუთითებს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც, ვთქვათ, საცხოვრებელ ბინებს ყიდის, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის დამატებითი ღირებულების …

ექვსი თვის ფულადი გზავნილები აჭარაში: პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე – თურქეთი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული მონაცემებით, აჭარაში უცხოეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობით წელს პირველ ადგილზე რუსეთია. რუსეთიდან აჭარაში, მიმდინარე წლის 6 თვეში 4,4 მილიონი აშშ დოლარით მეტი [32,1 მილიონი დოლარი] გადმოირიცხა, ვიდრე თურქეთიდან [27,7 მილიონი დოლარი]. მთლიანობაში, 2018 წლის 6 თვეში, აჭარაში საშუამავლო ბანკებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების მიხედვით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოირიცხა 198 მილიონ 700 ათასი …

ეთიკის რა პრინციპების დაცვა დაევალათ კომერციულ ბანკებს

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“ – მიმდინარე წლის 10 ივლისიდან შევიდა ძალაში. კომერციულ ბანკებს მიეცათ 6 თვე, რათა მათი საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ. „კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც …

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის ხუთ თვეში 362 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დღეს 16 ლიცენზირებული კომერციული ბანკი ფუნქციონირებს. საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის პირველ ხუთ თვეში 362 მილიონ 467 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10 მილიონ 422 ათასი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რომელიმე კომერციული ბანკის ოფიციალური თხოვნა ლიცენზიის გაუქმებაზე სებ-ში შესული არ არის. …

ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,5 მილიარდი აშშ დოლარია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარი [42,2 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროექტის [მშპ] 111,5 პროცენტია. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192,6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან: [checklist] საკურსო ცვლილებების გამო – 238,3 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების …

პირველი ივნისიდან კომერციული ბანკი ვალდებულია უძრავი ქონება ახალი ინსტრუქციით შეაფასოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 14 მაისის ბრძანებით კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია დამტკიცდა, რომელიც 2018 წლის პირველი ივნისიდან შევა ძალაში. კომერციული ბანკი ვალდებული იქნება შეფასების პროცესი წარმართოს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული წესებისა და პრინციპების დაცვით. „იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ინსტრუქციით არ არის დარეგულირებული უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან/და არ არის მოცემული ტერმინთა განმარტება, კომერციულმა …

სესხის დამტკიცებაზე SMS შეტყობინებაში საპროცენტო განაკვეთის მითითება სავალდებულო იქნება

მიმდინარე წლის 14 მაისიდან თუ თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ ამ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დაგიმტკიცდათ 1000 ლარი სესხი: ამ შეტყობინებას 14 მაისიდან აუცილებლად უნდა ახლდეს ასევე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია. მაგალითად: თქვენ …

შარშან ყველაზე მეტი – 371,7 მილიონი ლარი „საქართველოს ბანკმა“ მოიგო

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2017 წელს ჯამში 869 მილიონ 798 ათას 259 ლარის წმინდა მოგება ნახეს. კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი წმინდა მოგება, 371 მილიონი ლარი, „საქართველოს ბანკმა“ მიიღო, ხოლო „სილქ როუდ ბანკმა“ წელი 495 ათასი ლარის ზარალით დაასრულა. 2017 წელს, წმინდა მოგების მიხედვით, კომერციული ბანკების პირველ ხუთეულშია: „საქართველოს ბანკი“ …

Exit mobile version