“ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი” – მედვედევი ფაშინიანი-ზელენსკის შეხვედრაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე ერევანში გამართული ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრას „ორი უტვინო რუსოფობის“ შეხვედრა უწოდა. „დღეს ერევანში შეხვდა ორი უტვინო რუსოფობი, რომლებიც შესანიშნავად საუბრობენ რუსულად, თავიანთი არასრულფასოვნების გამო ცუდი ინგლისურით საუბრობდნენ. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ეს კამერებისთვის იყო, შემდეგ კი ჩვეულებრივ, …

სასკოლო სახელმძღვანელოების მთავარი რედაქტორი რუსეთში მედვედევი გახდა

დიმიტრი მედვედევი მთავარი რედაქტორი გახდა IX-XI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების – საზოგადოებათმცოდნეობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედვედევის მტავარ რედაქტორად მიწვევაზე ინფორმაციას რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ოლგა კოლუდაროვა ავრცელებს. „გასულ წელს ჩვენ დიმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევს მივმართეთ სახელმძღვანელოების სერიის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ყოფნის თხოვნით. მან ჩვენს თხოვნას უპასუხა. კომენტარები გვერდებისთვის, წინადადებები, რედაქტირება და ბევრი სხვა – …

„სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა კიევსა და ევროპას“ – მედვედევი ალასკის შეხვედრაზე 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის შეფასებას აქვეყნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ. მისი აზრით, ალასკაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის აღდგა მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი. მისი თქმით, საუბარი „მშვიდ გარემოში, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე“ წარიმართა. მედვედევის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს პირადად და დეტალურად გააცნო მოსკოვის პირობები …

„2008 წელს, სააკაშვილის დარბევის შემდეგ, ჩვენი ხალხი და ქვეყნის ინტერესები დავიცავით“ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, აგვისტოს ომს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მათი ხალხისა და ქვეყნის „ინტერესები იმ მახინჯი სააკაშვილის [მიერ განხორციელებული] დარბევის შემდეგ“ დაიცვეს. მედვედევმა უკრაინაში მიმდინარე ომი 2008 წლის საქართველოს ომს შეადარა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული პროპაგანდის უცვლელი მესიჯი – ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. მოსკოვის პოზიციით, …

მედვედევი ამჯერად გერმანულ ქარხნებზე თავდასხმაზე წერს და მესამე მსოფლიო ომით იმუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, რომელიც ხშირად გამოირჩევა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით, დღეს, პირველ ოქტომბერს, ტელეგრამზე წერს, რომ ნატოს ქვეყნების ლიდერები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებენ უკრაინის დახმარებით. ამჯერად მედვედევის სამიზნე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შაპსი აღმოჩნდა, რომელსაც მედვედევმა „ახალგამომცხვარი კრეტინი“ უწოდა იმ განცხადების საპასუხოდ, რომ ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა, შესაძლოა, უკრაინელი ჯარისკაცების …

მედვედევი აპოკალიფსის მოახლოებაზე – ლენინის, ხრუშოვისა და იოანე ღვთისმეტყველის ციტატებით

რუსეთის ექსპრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე ამჯერად აპოკალიფსის მოახლოებაზე წერს, სადემონსტრაციოდ კი იოანე ღვთისმეტყველის, ლენინისა და ხრუშოვის ციტატები მოჰყავს. „უკრაინელი კრიმინალები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს თანხმობა დაარტყან რუსეთში ყველაფერს, „მაგალითად, ყირიმში“. თუ ეს მართალია (და ახლა ეჭვის საფუძველი არ არსებობს), მაშინ ეს პირდაპირ არის იურიდიული მნიშვნელობის მტკიცებულება დასავლეთის თანამონაწილეობაზე რუსეთის …

„მათთვის დადგება განკითხვის დღე“ – მედვედევის მუქარა ყირიმის ხიდის დაზიანებაზე 

უკრაინაში ყირიმის ხიდის დაზიანებას რუსული მედია ტერორიზმად აფასებს. ამ ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევიც. კრემლის პროპაგანდისტული „რია ნოვოსტის“ თანახმად, დიმიტრი მედვედევი ამჯერადაც შურისძიებით ემუქრება უკრაინას. „მსოფლიო და საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორიზმს არ შეიძლება ებრძოლო საერთაშორისო სანქციებით, შეშინებით თუ შეგონებით. მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით. ამიტომ აუცილებელია მათი სახლების, ასევე მათი …

მედვედევი კვლავ ბირთვული ზამთრით იმუქრება და ფინეთს „ლენინის შექმნილს“ უწოდებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომით. „რასიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ წერილში მედვედევი წერს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები „ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ“. „დაპირისპირება იქნება ძალიან ხანგრძლივი. დაპირისპირება გაგრძელდება ათწლეულების განმავლობაში. მისი გადაჭრის ერთ-ერთი გზა მესამე მსოფლიო ომია. მაგრამ ეს აშკარად ცუდია, რადგან გამარჯვებულებს არ აქვთ გარანტირებული შემდგომი კეთილდღეობა, …

პუტინის დაკავება ნიშნავს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემის შესახებ ნიშნავს ომის გამოცხადებას რუსეთის ფედერაციასთან. რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან ინტერვიუში მან კომენტარი გააკეთა გერმანიის იუსტიციის მინისტრის ციტატაზე იმის შესახებ, რომ თუ პუტინი გერმანიაში ჩავა, მას დააპატიმრებენ. „მოდით, წარმოვიდგინოთ – გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც …

მედვედევი რამშტაინის წინ კვლავ ბირთვული ომით იმუქრება

„რამშტაინის“ შეხვედრის წინ დიმიტრი მედვედევი ისევ ბირთვული ომით იმუქრება. მუქარის ტექსტს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ ტელეგრამარხზე აქვეყნებს. მედვედევის მინიშნებით, უკრაინასთან მიმდინარე ომში რუსეთის დამარცხებამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომის პროვოცირება. დიმიტრი მედვედევი თავის პოსტში საუბრობს ხვალ, 20 იანვარს, დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები. შეხვედრა გაიმართება გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის …

პუტინმა მედვედევს კიდევ ერთი ახალი თანამდებობა შეუქმნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთ ახალ თანამდებობა შეუქმნა დიმიტრი მედვედევს – ის ამიერიდან რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც იქნება. „მედუზას“ ცნობით, კომისიაში აქამდე ეს თანამდებობა არ არსებობდა. თუმცა, პუტინის ბრძანებით, მოადგილეს შეეძლება კომისიის სხდომების წაყვანა და მის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შექმნა. დიმიტრი მედვედევი 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა და პუტინი, რომელიც იქამდე რვა წელი …

მედვედევის აზრით, მოღალატე დივერსანტები ადგილზე, გამოძიების გარეშე უნდა დახვრიტონ

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის ახლანდელი მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საჭიროებაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის პერიოდში საკუთარ ქვეყანას ღალატობს, დივერსიებსა და ტერორისტულ აქტებს აწყობს, სხვაგვარი სასჯელი არ შეიძლება არსებობდეს. „რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ სხვადასხვანაირი ლურჯ-ყვითელი დივერსანტები. ახალგაზრდა უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებმაც ეს-ესაა მიაღწიეს სრულწლოვანებას, მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენიმე სარკინიგზო ობიექტი …

მედვედევი ისრაელს აფრთხილებს: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება წინდაუხედაობა იქნება

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ისრაელს აფრთხილებს. მისი თქმით, ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება“. „ისრაელი თითქოს აპირებს კიევის რეჟიმს იარაღი მიაწოდოს. ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებს დაანგრევს,“ – წერს მედვედევი ტელეგრამზე და დასძენს, რომ „ბანდერელებისთვის“ სამხედრო დახმარებით, ისრაელი ნაცისტებს დაეხმარება, – „ბარემ ბანდერა …

ჩვენი სამიზნე უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის დემონტაჟი უნდა იყოს – მედვედევი

„პირველი ეპიზოდი ნათამაშებია. იქნება სხვებიც“, – უკრაინული ქალაქების დაბომბვას ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. – „უკრაინული სახელმწიფო ახლანდელი კონფიგურაციით ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით ყოველთვის პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება რუსეთისთვის. ამიტომაც, ჩვენი ხალხისა და საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომავალი მოქმედებების სამიზნე, ჩემი აზრით, უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟიც უნდა იყოს“. მედვედევის განცხადებამდე, რუსეთის …

მედვედევი უკრაინაში ბირთვულ იარაღის სროლაზე – გადაყლაპავენ ნებისმიერი იარაღის გამოყენებას

ბირთვულ იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, თავის მოსაზრებას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აქვეყნებს. ტელეგრამის პოსტში, ის სიძულვილის ენით, სექსიზმითა და შეურაცხმყოფელი ლექსიკით ესხმის თავს უკრაინისა და დასავლეთის ლიდერებს და ახსენებს რუსეთის უფლებას – გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად. „ბაიდენი და ტრასი, სხვადასხვა მეორეხარისხოვანი ბლინკენები და სალივანები, ატლანტიკურ ნერწყვს იფურთხებიან …

მედვედევმა სამყაროს მომავალი განსაზღვრა, ოღონდ უკრაინის მიწების „რუსეთთან შეერთების შემდეგ“

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ „გათავისუფლებულ“ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარება აუცილებელი და სასწრაფოა „ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად“ და მსოფლიოში „შეუქცევადი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის დასაწყებად.“ მედვედევმა თავისი პოზიცია ტელეგრამზე გამოაქვეყნა. „რეფერენდუმებს დონბასში უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებისა და სხვა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სისტემური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. …

გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ – მედვედევი მაკრონზე, შოლცსა და დრაგიზე

„გორილკით გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ“, – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, კიევში მაკრონის, შოლცისა და დრაგის ვიზიტს გამოეხმაურა და უსარგებლო უწოდა. მედვედევის თქმით, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობასთან. მან ასევე გაიმეორა მუქარა და აღნიშნა, რომ „საათი წიკწიკებს“. „ბაყაყების, სპაგეტისა და ლებერვურსტის [ღვიძლის ძეხვი გერმანულად – ავტ.] ევროპელ ფანებს …

ვინ თქვა, რომ 2 წლის შემდეგ უკრაინა იარსებებს რუკაზე? – მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ეჭვქვეშ აყენებს, იარსებებს თუ არა უკრაინა უახლოეს მომავალში. „ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას სურს თავისი ოკეანისგაღმელი ბატონებისგან, „ლენდ-ლიზით“ თხევადი ბუნებრივი აირი მიიღოს და გადახდა 2 წლის შემდეგ დაიწყოს. სხვაგვარად, მომავალ ზამთარს, უბრალოდ გაიყინება. ჩნდება კითხვა – ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა საერთოდ იარსებებს …

Exit mobile version