მთავარი,სიახლეები

მედვედევმა სამყაროს მომავალი განსაზღვრა, ოღონდ უკრაინის მიწების „რუსეთთან შეერთების შემდეგ“

20.09.2022
მედვედევმა სამყაროს მომავალი განსაზღვრა, ოღონდ უკრაინის მიწების „რუსეთთან შეერთების შემდეგ“

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ „გათავისუფლებულ“ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარება აუცილებელი და სასწრაფოა „ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად“ და მსოფლიოში „შეუქცევადი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის დასაწყებად.“

მედვედევმა თავისი პოზიცია ტელეგრამზე გამოაქვეყნა.

„რეფერენდუმებს დონბასში უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებისა და სხვა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სისტემური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად.

ისინი (რეფერენდუმები) მთლიანად შეცვლის ათწლეულების განმავლობაში რუსეთის განვითარების ვექტორს. და არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისას. მათი ჩატარების და ახალი ტერიტორიების რუსეთთან შემოერთების შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა – დანაშაულია, რომლის ჩადენაც თავდაცვის ყველა ძალის გამოყენების უფლებას იძლევა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რუსეთის ვერცერთი მომავალი ხელმძღვანელი, ვერცერთი პასუხისმგებელი პირი ვერ შეძლებს ამ გადაწყვეტილებების უკან დაბრუნებას.

ამიტომაც ეშინიათ ამ რეფერენდუმების ასე ძალიან კიევში და დასავლეთში. ამიტომაცაა აუცილებელი მათი ჩატარება,“ – წერს დიმიტრი მედვედევი.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ უკრაინელთა კონტრშეტევები კიდევ უფრო აქვეითებს რუსეთის არმიის ისედაც დაბალ მორალურ განწყობას და კრემლის გავლენიან პირებში პანიკას იწვევს, რის გამოც მოსკოვში ძალიან გააქტიურდა მოწოდებები „რეფერენდუმების“ ჩატარებაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: