„ოაზისი“ ჩაქვში 401,5 ათასი კუბ.მ მტკნარი წყლის მოსაპოვებლად ლიცენზიას ითხოვს

კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, საკუთარ ტერიტორიაზე, წელიწადში 401 500 კუბური მეტრი მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიას ითხოვს. წყალს კომპანია სასტუმრო „ოაზისის“ მიმდებარედ 2 ჭაბურღილიდან მოიპოვებს. შესაბამისი ლიცენზია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. ლიცენზიის გაცემამდე კანონი ითვალისწინებს სკრინინგის პროცედურას იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს] და შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებას. …

ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მორიგი ცვლილება შეიტანეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია სკრინინგის პროცედურა – საჭიროებს თუ არა პროექტში ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს]. ამ პროექტში [ანაკლიაში საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია] ცვლილება ადრე ორჯერ შეიტანეს, თუმცა სააგენტომ გზშ-ს მომზადება არცერთხელ ჩათვალა საჭიროდ. სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს 2026 წლის …

ხელოვნური კუნძულისთვის მოპოვებულ ქვებს „ამბასადორი“ ბათუმში გადაამუშავებს – სკრინინგი

სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით ხელახლა მიმართა. საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. სკრინინგის პროცედურა კომპანიამ 2026 წლის თებერვალში დაიწყო [მაშინ განაცხადში ბეტონის ქარხანაც იყო], თუმცა იმავე წლის აპრილში სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და „ამბასადორს“ აცნობა, რომ უწყება საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ კომპანია …

ბათუმის აეროპორტის გაფართოება გზშ-ს გარეშე გაგრძელდება

ბათუმის აეროპორტი თვითმფრინავების სადგომ ბაქანს და მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას აფართოებს. სამუშაოები აეროპორტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე დაიწყო, ვინაიდან ამ სამუშაოებისთვის გზშ-ს მომზადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საჭიროდ არ მიიჩნია. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აეროპორტმა სააგენტოს ისევ მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამჯერად დღის წესრიგში ბაქნის დამატებით 500 კვ/მეტრით გაფართოების აუცილებლობა დადგა. „2025 წლის 11 აგვისტოს გაცემული …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების პროექტის საჯარო განხილვის დრო ცნობილია

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ვიდრე სააგენტო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე დაგეგმილია პროექტის საჯარო განხილვა. გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის [გზშ] საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს …

კოტეჯების დასაცავად კომპანია ყოროლისწყლის კალაპოტში ჯებირებს გზშ-ს გარეშე ააშენებს

მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად ნაპირდამცავ ნაგებობას შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გზშ-ს გარეშე ააშენებს. „ნაპირდაცვითი [ნაპირსამაგრი] სამუშაოების განხორციელება არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 27 მარტის ბრძანებაში. ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობა კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც …

ბათუმი-სარფის ავტობანის გზშ სააგენტომ დაახარვეზა და პროექტის განხილვა შეაჩერა

ბათუმი-სარფის ახალი ავტობანის პროექტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული გზშ-ს დოკუმენტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაახარვეზა და განხილვა 2 თვით შეაჩერა. აღნიშნულ ვადაში დეპარტამენტმა გზშ-სთან დაკავშირებული შენიშვნების გათვალისწინებით, დამატებითი და დაზუსტებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სააგენტოს. მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებს სააგენტო საკითხის განხილვას – გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კი ბათუმი [მდინარე ჭოროხი]-სარფის [თურქეთის საზღვარი] …

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები გარემოს სააგენტოს „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს.

ბათუმი-სარფის ავტობანი 112 კერძო მიწაზე გაივლის და სარფის პლაჟს არ შეეხება – პროექტის გზშ მზადაა

„ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი შეეხება 112 კერძო მიწის ნაკვეთს, 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს და ერთ 9-ბინიან კორპუსს“, ახალ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ გზშ-ს ანგარიშში. ანგარიში დეპარტამენტმა სააგენტოს 2024 წლის 25 ივლისს წარუდგინა. შესაბამისად, ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოზე ზემოქმედების …

გარემოსდაცვის ექპერტი: ხელოვნური კუნძულის გზშ-მ ბევრი კითხვა გამიჩინა

„შეიძლება, კუმულაციურად რისკის ქვეშ დააყენოს სხვა ტერიტორიები, ვგულისხმობ იმას, რომ ზღვის დინამიკა შეიცვალოს მთლიანად და აქ თუ არ მოხდა დაწოლა, სხვაგან მოხდეს დაწოლა… მიზანშეწონილობა უნდა გამოვიდეს აქედან: კუმულაციურად ამან ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კოლაფსი ბათუმის განვითარებაში?“ – კითხულობს ნინო ჩხობაძე, ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი. ნინო ჩხობაძეს …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის გზშ-ს საჯარო განხილვა 12 იანვარს გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულის გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა 12 იანვარს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართება (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. N25). საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. „საჯარო …

ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში წარადგინა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაბამის პორტალზე აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა და შენიშვნების წარდგენა 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 …

საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

ბათუმის კონცხიდან ამოსაღები ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] მახინჯაურის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნას მოხმარდება. ასეთია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გადაწყვეტილება. პროექტით დაგეგმილია ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან დაგროვილი ჭარბი აკუმულაციური უბნებიდან მასალის ამოღება და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე დაყრა. ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას …

კომპანია ბათუმის თევზის ბაზართან ქიმიური პროდუქტების დასაწყობებას გეგმავს

ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „კარგო პარსელი“ მშრალი ტვირთების ღია სასაწყობო მეურნეობას ამუშავებს, სადაც სხვადასხვა სახის მშრალი ტვირთების მიღება-დასაწყობება და საბაჟო ოპერაციებში მოქცევა მიმდინარეობს. კომპანია ამჯერად ამავე ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობასაც გეგმავს. ახალი საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს სკოპინგის ანგარიშით მიმართა. ანგარიშის მიხედვით, „საქმიანობის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორია …

მოსალოდნელია ზემოქმედება გარემოზე – ხულოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე გზშ მომზადდება

დაბა ხულოში კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] დაექვემდებარა. „გამწმენდი ნაგებობის სპეციფიკის, წარმადობის და მოსახლეობასთან დაშორების მანძილის ([60 და 100 მეტრი)] გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზემოქმედება გარემოს სხვადასხვა კომპონენტზე, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას“ – აღნიშნულია საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანებაში. დოკუმენტების მიხედვით, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა …

ბათუმში გაზისა და ნავთობის ახალი საცავები გზშ-ს საჯარო განხილვის გარეშე აშენდება

ბათუმში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დაგეგმილ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების [გზშ] საჯარო განხილვები აღარ გაიმართება. ტერმინალი თხევადი აირის 7 ახალი საცავი რეზერვუარისა და ნავთობპროდუქტების 5 ახალი რეზერვუარის მოწყობა-აშენებას გეგმავს. გაზსაცავების ჯამური მოცულობა 21 000 კუბ/მ, ხოლო რეზერვუარების – 25 000 კუბ/მ იქნება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარტის ბოლოს გაავრცელა განცხადება, რომ საგანგებო …

„გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გზშ-ის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები (ისტორიკოსი/არქეოლოგი), რომლებიც ახორციელებენ ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოებს, რათა გამოირიცხოს შესაძლო არქეოლოგიური ობიექტების დაზიანების რისკები“, – აცხადებს სამინისტრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია „გრინ რეზორტს“, ქობულეთში დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება დაავალა. შპს „გრინ რეზორტი“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი …

ბათუმში ახალი გაზსაცავების მოწყობის გზშ-ის საჯარო განხილვა 7 აპრილსაა ჩანიშნული

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს, რომელთა მოცულობა ჯამში 21 000 კუბ/მ იქნება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ მომზადებული გზშ-ს განხილვა 2019 წლის 7 აპრილს, 16:00 საათზე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება მისამართზე – ბათუმი, იუსუფ ფაღავას N …

ბათუმში, თევზის ბაზართან კარბამიდის საწყობის მშენებელ კომპანიას გზშ მოსთხოვეს

კომპანია „კარგო პარსელს“, რომელიც ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობას გეგმავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მოსთხოვა. „ვინაიდან სასაწყობო მეურნეობაში დაგეგმილია მაქსიმუმ 1000 მ³ კარბამიდის განთავსება, გაცნობებთ, რომ გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“, – აღნიშნულია სამინისტროსგან კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში. კომპანიის განცხადებით, ის კარბამიდის შემოტანას აზერბაიჯანიდან …

ბათუმში 7 ახალი გაზსაცავის მოწყობაზე ნავთობტერმინალი გზშ-ს მოამზადებს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს; ასევე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას, რათა უზრუნველყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს …

ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხილვა შუახევსა და ხულოში 12 მარტს გაიმართება

გაზგამანაწილებელი ქსელის [შუახევი-ხულო-გოდერძის] მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის საჯარო განხილვა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 12 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილია: [checklist] 2019 წლის 12 მარტი, 11 საათი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში; 2019 წლის 12 მარტი, 13 …

ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 20 ოქტომბერს მერისის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო. მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებასა და ჰესების პროექტზე, მშენებლობის დამპროექტებელი კომპანიის შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“-ის დირექტორმა, შამილ ბირკაძემ ისაუბრა. შამილ ბირკაძის განცხადებით, მერისის ხეობაში ერთი კაშხალი მდინარე აკავრეთაზე მოეწყობა, მეორე კი – აკავრეთას …

Exit mobile version