რას ამბობს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის სამშობიაროს გასხვისებაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრმა დღეს, 22 მაისს „ბათუმელებს“ წერილობით უპასუხა ბათუმის სამშობიარო სახლის აუქციონზე შესაძლოა გატანასთან დაკავშირებით. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოიწურა. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. ამ უწყებაში დამატებით …

ბათუმის სამშობიარო სახლი შესაძლოა აუქციონზე გაყიდონ

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი შეიძლება აუქციონზე გაიყიდოს. ამის შესახებ „ბათუმის სამშობიარო სახლის“ აქციონერი ექიმები საუბრობენ, რომლებსაც, მათივე თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი პირადად შეხვდა და განუცხადა, რომ სამშობიარო სახლს აუქციონზე გაასხვისებენ. „ჩვენ ვართ 110 პარტნიორი, ათწლეულებია შევინახეთ ეს შენობა, ისტორია და სამშობიაროს პროფილი,“ – გვეუბნება „ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორი და ერთ-ერთი აქციონერი, …

ბათუმში კოვიდზე 31 ფეხმძიმეს მკურნალობენ, მათგან ზოგიერთი თავის ქორწილში დაინფიცირდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა დღეს, 6 აგვისტოს, 31-მდე გაიზარდა. ეს ერთადერთი კლინიკაა ბათუმში, სადაც კოვიდით დაავადებულ ფემხმძიმე ქალებს მკურნალობენ. დღევანდელი მონაცემებით, 31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 25-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება. „თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნუგზარ პაპავა, „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ დირექტორი. მისი თქმით, მას …

ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებმა სასამართლოში დავა წააგეს

„ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეებმა სასამართლო დავა წააგეს. გადაწყვეტილება მოსამართლე როინ კახიძემ მიიღო. საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“. ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად …

დავა “ბათუმის სამშობიარო სახლზე”, სადაც დირექტორს სამსახურში არ უშვებენ

„ექიმებმა, რომლებიც ბათუმის სამშობიარო სახლის აქციების 70 პროცენტს ვფლობთ, კრება ჩავატარეთ, მე ამირჩიეს დირექტორად, მაგრამ სამშობიაროში არ მიშვებენ და ამ ცვლილებას არც საჯარო რეესტრი არეგისტრირებს,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე, რომელიც ბათუმის სამშობიაროში აქციების 15 პროცენტს ფლობს და ამჯერად სასამართლოში საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დავობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამშობიარო სახლის ირგვლივ ორი დავა მიმდინარეობს. ერთ საქმეში მეწილეები …

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდით ინფიცირებული 17 ორსულია

ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა გაიზარდა. 10 მაისის მდგომარეობით, ამჟამად სამშობიარო სახლში  კოვიდით ინფიცირებული 17 ორსულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 5 დღეში ექვსი პაციენტით გაიზარდა მაჩვენებელი. სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ორსულებს მკურნალობა სიმპტომების მიხედვით უტარდებათ. დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო 24 …

„სად არიან მაშინ ორსულები?“ – დავა ბათუმის სამშობიაროსთვის დაიწყო

„სად არიან მაშინ ორსულები? პანდემია დააკავებს მშობიარეს? ეკონომიკის სამინისტრომ განგაშის ზარები რატომ არ შემოჰკარით?“ – იკითხა ექიმმა ხათუნა ვარშალომიძემ, როცა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელმა სასამართლო პროცესზე გააჟღერა ბათუმის სამშობიარო სახლის პირგასამტეხლო „10 მილიონ ლარზე მეტია“ და კიდევ: „ყოველდღიურად 1242 ლარი ემატება“. ბათუმის საქალაქო სასამართლო „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 31 მეწილის სარჩელს განიხილავს „ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო …

ბათუმის სამშობიარო სახლის განმარტება 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე

„მისი ოჯახის წევრებს, დას, მეუღლეს ჰქონდათ კომუნიკაცია სამშობიაროს დირექტორთან, ერთხელაც არ გაუჟღერებიათ, რომ ყურადღებას არ აქცევენ, იჩაგრება ჩემი და, ან მსგავსი რამ… იმ პალატაში მარტო ხომ არ იყო, სხვასთან მიდიოდა ექიმი და მასთან არა?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტი სიმონ ასათიანი 31 წლის რუსუდან კოკობინაძის სმს მიმოწერის შესახებ, რომელიც დღეს გავრცელდა. კოვიდინფიცირებული ქალი, …

ბათუმში ახალშობილი კოვიდისგან განიკურნა

ბათუმის სამშობიარო სახლიდან ახალშობილი გაწერეს. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა ამბობს, ჩვილი კორონავირუსზე დაბადებიდან მალევე გაიტესტა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დირექტორის თქმით, რთულია იმაზე საუბარი, გადადის თუ არა ვირუსი ჩვილზე მუცლადყოფნის პერიოდში, თუმცა ტესტირებამ ამ შემთხვევაში დადებითი პასუხი აჩვენა. „ამ ჩვილის გარდა შვიდი ბავშვი დაიბადა კიდევ, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ბავშვის დედაც იყო …

საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტში არ არის საპონი და ქაღალდი – ორსული პაციენტი

26 წლის ნუკი აბშილავა, რომელიც ამ დროისთვის ბათუმის სამშობიარო სახლში იმყოფება, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას პალატაში არაჰიგიენური მდგომარეობა დახვდა. ნუკი კოვიდინფიცირებულია და საავადმყოფოში, სადაც ასევე 20-მდე ფეხმძიმე კოვიდინფიცირებული ქალი მკურნალობს, გუშინ შეიყვანეს. „კორონავირუსი ორი დღის წინ დაგვიდასტურდა მე და ჩემს მეუღლეს. ორივე ვიმყოფებოდით თვითიზოლაციაში, თუმცა მე გუშინ გადმომიყვანეს ბათუმის სამშობიარო სახლში, რადგან 5 …

ბათუმში კოვიდით ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებს მკურნალობენ, პაციენტმა ნაყოფი დაკარგა. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ფეხმძიმე ქალი ოთხი დღის წინ შევიდა კლინიკაში სამკურნალოდ. „მეოთხე დღეს, როცა მონიტორინგს ვახორციელებდით, ბავშვის გულისცემა ისმოდა, საღამოს კი აღარ ისმოდა გულისცემა. გამოვიძახეთ ექოსკოპისტი და კვლევითაც დავადასტურეთ, რომ ნაყოფს არ ჰქონდა გულისცემა. კონსილიუმით გადაწყდა, რომ …

ბათუმის სამშობიაროში ორმა კოვიდინფიცირებულმა შვილი გააჩინა

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 23 სექტემბერს, ორმა ქალმა იმშობიარა, ვისაც კორონავირუსი აქვს. ამ დროისთვის უცნობია, აქვთ თუ არა კორონავირუსი ახალშობილებს. ბათუმის სამშობიარო სახლის კოვიდგანყოფილებაში სულ სამი ახალშობილია – კიდევ ერთი ახალშობილი კლინიკაში დედასთან ერთად ორი დღის წინ მიიყვანეს. ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კლინიკაში სულ 23 კოვიდინფიცირებულია, დილით აქ 24 ფეხმძიმე იყო, თუმცა 2 …

ბათუმის სამშობიაროში 16 ორსულს მკურნალობენ კოვიდ 19-ზე

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ დროისთვის 16 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი, ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, ინფიცირებული ორსული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოთხი პაციენტი გუშინ, 17 სექტემბერს, შეიყვანეს სამშობიარო სახლში, დანარჩენი კი – უფრო ადრე. რაც შეეხება ახალშობილებს, როგორც დირექტორი ამბობს, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ ქალს ჯერ არ უმშობიარია. დღეს, 18  სექტემბერს, …

ბათუმის სამშობიარომ Covid 19-ით ინფიცირებული 7 ორსული მიიღო

კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკამ დღეს, 14 სექტემბერს, 7 პაციენტი უკვე მიიღო. ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის იზოლირებული ბლოკი მოეწყო და აქ სულ 22 ორსული ქალის მიღებაა შესაძლებელი. იზოლირებული იქნებიან კოვიდინფიცირებული პაციენტების ჩვილებიც. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი 9 სექტემბერს რამდენიმე დღით დაიკეტა, როცა კორონავირუსი აქაც დაფიქსირდა. კლინიკის ადმინისტრაციაში …

ბათუმის სამშობიარო სახლი დაიკეტა, დადასტურებულია 5 შემთხვევა

ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა შეაჩერა. აქ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია და სავარაუდოდ ისინი ე.წ. „დონას“ კლასტერს უკავშირდებიან. „შეაჩერა მუშაობა, რა თქმა უნდა. შესულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მთლიანად იტესტება სამშობიარო. არც ერთი მელოგინე, არც ერთი ბავშვი აღარ არის უკვე სამშობიაროში… “ – ამბობს რუსუდან …

ბათუმის სამშობიაროს ახალი დირექტორი შენობაში შესვლას ითხოვს

„სამშობიარო სახლში შესვლის უფლებას არ მაძლევენ, არჩეული დირექტორი ვარ 10 აპრილიდან. ბათუმის სამშობიარო სახლს მიზანმიმართულად აკოტრებენ“, – განაცხადა დღეს, 5 ივნისს,  „დემოკრატიის სკოლაში“ მოწყობილ ბრიფინგზე ექიმმა ნანა შერვაშიძემ. მეწილეების კრების ოქმის მიხედვით, ნანა შერვაშიძე „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეთა უმრავლესობამ – 137-მა ადამიანმა აირჩია დირექტორად, თუმცა კრების ოქმი სადავოა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება საჯარო რეესტრიც, …

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

ბათუმის სამშობიარო სახლს ახალი დირექტორი ჰყავს – ნანა შერვაშიძე. მან ჯუმბერ უნგიაძე ჩაანაცვლა. კენჭისყრის პროცესი 10 აპრილს გაიმართა და ხმაურიანი გამოდგა – სამშობიარო სახლში პოლიციაც გამოიძახეს. ახალი დირექტორისთვის სამუშაო კაბინეტის დათმობას ქვემოიჯარე კომპანია არ აპირებს, რომელიც 2017 წლიდან სამშობიაროს მართავს. ახალი დირექტორი კი ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას აპირებს. არც ერთ მხარეს ამ დროისთვის არ აქვს …

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ გასული წლის დეკემბერში პირველად შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დეპუტატობამდე ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. ის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ნუკრი ბეჟანიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, ნუკრი ბეჟანიძე და მისი …

რატომ დააჯარიმეს ბათუმის სამშობიარო სახლი 57 ათასი ლარით

სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ „ბათუმის სამშობიარო სახლი“ სხვადასხვა დარღვევის გამო დააჯარიმა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. „სამშობიარო სახლი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. „დარღვევები სხვადასხვა სახის იყო. მაგალითად, სამედიცინო ბარათში დაფიქსირებული დიაგნოზი არ ემთხვეოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ასევე პაციენტთან მიმართებაში ჩანაწერი არ იყო სრულყოფილად შევსებული,“ – გვითხრა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა, ნინო ლაშაბერიძემ. …

ბათუმის სამშობიარო სახლზე „მედინამ“ უარი თქვა

„მედინამ“ „ბათუმის სამშობიარო სახლზე“ უარი თქვა.  შპს „ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინამ“ თვენახევრის წინ შეისყიდა. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის მიმდინარე წლის 2 მარტს გაფორმდა. ამჯერად მხარეები ამ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.   მეწილეების საერთო კრება სამშობიარო სახლში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩატარდა. შპს „ჩარკვიანის …

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ „მედინამ“ იყიდა

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული, გაყიდულია. ახალი მესაკუთრეა შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის გუშინ, 2 მარტს გაფორმდა. მეწილეების საერთო კრება სამშობიარო სახლში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩატარდა. შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 187 მეწილედან კრებას 154 ესწრებოდა. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ 100% წილის გასხვისებას …

ინვესტორები „ბათუმის სამშობიარო სახლში”

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ შესაძლოა გაიყიდოს. საავადმყოფოს ერთ-ერთი აქციონერი, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ მზადაა თავისი წილი ინვესტორს დაუთმოს, თუკი იგი მის განვითარებას და გაძლიერებას შეძლებს. მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ ინვესტორთან წილების შესყიდვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საწარმოს 187 აქციონერი ჰყავს, ხოლო ისტორიული შენობა რუსთაველზე, სადაც სამშობიარო სახლია …

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად ჯუმბერ უნგიაძე აირჩიეს

შპს “აჭარის სამშობიარო სახლის” დირექტორად მეწილეებმა ჯუმბერ უნგიაძე აირჩიეს, სამედიცინო კლინიკა “მედინას” ყოფილი დირექტორი. ინფორმაცია ნუკრი ბეჟანიძემ დაგვიდასტურა, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან “სამშობიარო სახლის“ დირექტორი იყო. ამჟამად იგი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია ბათუმიდან. “ვადასტურებ, ჯუმბერ უნგიაძე ავირჩიეთ აქციონერებმა. ჯუმბერი საუკეთესო სპეციალისტია და მენეჯერი. სულ ოთხი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, მაგრამ ორმა ადრევე მოხსნა, როცა ჯუმბერ უნგიაძე დასახელდა… …

ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი  69-ე ოლქში – ნუკრი (ლევან) ბეჟანიძეა.  ნუკრი ბეჟანიძე პროფესიით მეან-გინეკოლოგია და ბოლო დრომდე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად მუშაობდა. კარდაკარს თუ ატარებთ და რა მოთხოვნები აქვს ამომრჩეველს? ძირითადი წუხილი ამომრჩევლის არის სამუშაო ადგილები. აღარ არის ის კითხვები, რომ პრობლემა აქვთ ჯანდაცვაზე. ისეთი პრობლემებია, რომლებიც მოგვარებადია. ჩვენს პროგრამაში გაწერილია – …

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას იჯარის ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთხოვს –  მოთხოვნა სამშობიაროს ექიმებმა დღეს კლინიკაში მისულ ჯემალ ფუტკარაძეს გააცნეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. საუბარია სამშობიარო სახლის შენობაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებად რჩება. 2013 წლიდან სამედიცინო დაწესებულება აქ მომუშავე 188 ექიმის საკუთრება გახდა, მაგრამ სამშობიარო აჭარის მთავრობას ყოველთვიურად 20 ათასს ლარს უხდის შენობის …

Exit mobile version