ივანიშვილი სანდრა რულოვსის „მუზასაც“ აფინანსებდა


ავტორი:მაია მეცხვარიშვილი

ნეტგაზეთი
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, საქართველოს პირველი ლედის „დიდი ხნის ოცნებას“ მას შემდეგაც აფინანსებდა, რაც, როგორც თავად ამბობს, საქართველოს პრეზიდენტს დაემშვიდობა. Continue reading “ივანიშვილი სანდრა რულოვსის „მუზასაც“ აფინანსებდა”

ივანიშვილი ნატოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე

ბლუმბერგის ჟურნალისტის კითხვას, “როგორი იქნება საქართველოს ნატოსთან და საერთაშორის სავაჭრო ორგანიზაციასთან დამოკიდებულება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი მიიღეს ამ სივრცეში და ამას საქართველოც დაეთანხმა”, ივანიშვილი პასუხობს: Continue reading “ივანიშვილი ნატოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე”

ივანიშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას

ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ შეიძლება, მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას. Continue reading “ივანიშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას”

ივანიშვილი და მედია

ივანიშვილი და მედია 

ავტორი: ნათია ზოიძე

„მე ვმუშაობ „მაესტროში”. ვიცი, როგორ იმართება ეს არხი. ჩემი თვალით ვხედავ, რომ არც ერთი პოლიტიკოსი და არხის არც ერთი მფლობელი არ ერევა სარედაქციო პოლიტიკაში. პატარა ჟურნალისტი გოგონები დიდი რისიკის ფასად ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მოპოვებას. ნანა ლეჟავას დამსახურებაა, რომ 26 მაისის მსხვერპლზე უამრავი რამ შეიტყო ხალხმა. ნათია მიქიაშვილის „ანატომიებმა“ მოჰფინეს ნათელი მიშას ფულის ქისების საქმიანობას. ვიცი, ეს რის ფასად უჯდებათ კოლეგებს. რა მიზერულ ხელფასად და რა ნერვების შლად. ჰოდა ეს ბიძინა ივანიშვილი რაღა ჩვენით იწყებს სააკაშვილი რეჟიმთან დაუნდობელ ბრძოლას?!“

Continue reading “ივანიშვილი და მედია”

ივანიშვილი ამომრჩევლების სიაში აღმოაჩინეს

პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ ეხმაურება სამოქალაქო რეესტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის შედგენილ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებულია პიროვნება, რომლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, თვე, დაბადების წელი და საცხოვრებელი მისამართი (სოფ. ჭორვილა) ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მონაცემებს, რომლის სახელზეც, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაცემული აქვს 2006 წლის 7 მარტს. შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას მიეცა 2010 წლის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

Continue reading “ივანიშვილი ამომრჩევლების სიაში აღმოაჩინეს”

ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ავტორი: ია ანთაძე
გამოქვეყნდა:https://kalmasoba.com
ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ?

მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.
დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.

Continue reading “ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან”

ია ანთაძე: ინტერვიუ ივანიშვილთან თავად ბიზნესმენის ინიციატვით შედგა


ელენე ხაჭაპურიძე

”ჩემი სუბიექტური შეფასებით, ვთვლი, რომ ინტერვიუმ კარგად ჩაიარა, თუმცა, როდესაც ინტერვიუ გამოქვეყნდება, ალბათ უფრო კარგად შევძლებ შეფასებას. ამ ეტაპზე ძალიან სუბიექტურია ჩემი აღქმა, ტექსტი როცა იქნება და სხვებსაც მიეცემათ მისი წაკითხვის საშუალება, უფრო გახდება შესაძლებელი ინტერვიუს ობიექტურად შეფასება”- აღნიშნა ნეტგაზეთთან საუბრისას ია ანთაძემ, რომელმაც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დღეს სამსაათნახევრიანი ინტერვიუ ჩაწერა. Continue reading “ია ანთაძე: ინტერვიუ ივანიშვილთან თავად ბიზნესმენის ინიციატვით შედგა”

თხოვნა ისჯება

ეკა გიგაური
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი ინიციატორია კამპანიისა – „ეს შენ გეხება”, რის საშუალებითაც არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები და მოქალაქეები კანონში „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ. კანონი უკვე ამოქმედდა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ან მის რომელიმე წევრს დახმარების თხოვნით მიმართავს, ჯარიმა ან სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ „ბათუმელები” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ესაუბრა.
Continue reading “თხოვნა ისჯება”

თურქული ღამის კლუბები და ქართველები

 

 

საქართველოში სხვა ეროვნების მოქალაქეების მომრავლება საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. თემა – „თურქებმა გადაგვჭამეს“ განსაკუთრებით აქტუალურია ბათუმში. ერთნი ამბობენ, რომ მარტო აჭარაში 20 ათასი თურქი ცხოვრობს, თუმცა ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებებია. საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2009-2011 წლებში ორმაგი მოქალაქეობა 25 314-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. აქედან, თურქეთის  მოქალაქე მხოლოდ 538-ია. დანარჩენი კი რუსეთის, უკრაინის, ირანის, აშშ-ის, საბერძნეთის, ყაზახეთის, სომხეთისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.

 

 

Continue reading “თურქული ღამის კლუბები და ქართველები”

თურქული პოლიცია საქართველოში შემომსვლელ თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

ავტორი: ნათია ზოიძე
თურქული მედიის ინფორმაციით, რიზეს პოლიციის განყოფილებამ თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში, ენგინ არიქანს სპეციალური შეტყობინება გამოუგზავნა და საქართველოში მომავალ თურქეთის მოქალაქეთა ინფორმირება სთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებთან“ თურქეთის კონსულმა ენგინ არიქანმაც დაადასტურა.
გაფრთხილების შინაარსი ასეთია: „საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, თურქული პოლიცია თურქეთის მოქალაქეებს ურჩევს, თან იქონიონ პირადობის მოწმობის ასლი და ფოტო. სავალდებულოა თან ჰქონდეთ ავტომობილის კუთვნილებისა და მართვის მოწმობის საბუთის საქართველოში ან საქართველოს საელჩოებში დამოწმებული ინგლისური თარგმანი.“
„მას შემდეგ, რაც საქართველოსა და თურქეთს შორის უპასპორტო მიმოსვლაა, საზღვარზე თურქეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. მათი ძირითად ნაწილი პირველად გადმოდის საქართველოში და საბაჟო წესების შესახებ ბევრმა არ იცის, მათთვის ინფორმაციის არ ქონა კი ხანდახან პატიმრობის ტოლფასია“, ამბობს თურქეთის კონსული ბათუმში, ენგირ ერიქანი.
ამის დასადასტურებლად კი ერიქანი შემდეგ ფაქტს იხსენებს: ორი წლის წინ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც მეზღვაურები არიან, აფხაზეთში გადავიდნენ. აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლის შემდეგ კი ისინი დააკავეს. „ბოლო 15 დღის განმავლობაში დაკავებული იქნა ორი ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ახლა ზუგდიდის საპყრობილეში არიან“.
გარდა ამისა, თურქეთის კონსული ამბობს, რომ თურქეთის მოქალაქეები სამორინეებში სათამაშოდ გადმოდიან: „ამიტომაც მათ ხშირად აქვთ დიდი თანხა, ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ პირმა, რომელსაც 30 ათას ლარზე მეტი ნაღდი ფული აქვს, ამის შესახებ ზეპირად ან წერილობითი სახით საბაჟო სამსახურს აცნობოს.“
გაფრთხილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის „მოქალაქეებმა თან არ შეინახონ სხვა პირებისაგან მიღებული პაკეტი ან ტვირთი.“ „იყო შემთხვევა, როცა თურქეთის მოქალაქეს გამოატანეს პაკეტი, რომელშიც იყო ნარკოტიკი. ის ამბობს, რომ მან არ იცოდა, რა იყო ამ პარკში/ ეს მოქალაქე ახლა ქუთაისის საპყრობილეშია და 25 წელი აქვს მისჯილი“ _ ამბობს ერგინ ერიქანი.
თურქეთის კონსული დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების ინფორმირებულობა გაუგებრობების თავიდან აცილების საშუალება იქნება. ინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურ ბროშურებს დაარიგებენ.
Continue reading “თურქული პოლიცია საქართველოში შემომსვლელ თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს”

თურქეთის კონსული გაზეთ „აჭარა P.S” – ს მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებს

ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ენგინ არიქანის წერილი „აჭარა P.S” -ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დიპლომატი რეგიონულ გაზეთს საზოგადოებაში „მტრობის დათესავაში ადანაშაულებს.“
ბათუმში თურქეთის კონსულის პროტესტი გამოიწვია „აჭარა P.S.“ –ში 2012 წ 14 თებერვალს გამოქვეყნებულმა შოთა ზოიძის სტატიამ სახელწოდებით „გვიშველეთ.“ Continue reading “თურქეთის კონსული გაზეთ „აჭარა P.S” – ს მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებს”

თუ ვინმე მორწმუნე, წარმართი ან ათეისტია

გაბრიელ ბრაგანტინი: „ქრისტე ჯვარზე არც კათოლიკეებისთვის ეცვა და არც მართლმადიდებლებისთვის...“
ავტორი: ეთერ თურაძე

გაბრიელ ბრაგანტინი – პადრე, რომელიც საეკლესიო მისიით 17 წლის წინ ჩამოვიდა იტალიიდან საქართველოში, „ბათუმელებთან“ რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე საუბრობს.

Continue reading “თუ ვინმე მორწმუნე, წარმართი ან ათეისტია”

თოჯინების თეატრი იერსახეს იცვლის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განმარტებას აკეთებს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე თოჯინების თეატრის შენობის მანსარდის სიმაღლესთან დაკავშირებით. სააგენტოს დირექტორის, თენგიზ ცინცაძის თქმით, მათი მხრიდან მოხდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გუბაზ ვარშალომიძის მიერ გაკეთებულ კომენტარში იყო უზუსტობა. კერძოდ, 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნება არა მანსარდის, არამედ მთლიანად შენობის სიმაღლე მას შემდეგ, რაც ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდება.

„რაც შეეხება მანსარდის სიმაღლეს, შემიძლია დაგამშვიდოთ, მთლიანობაში შენობის სიმაღლე იქნება 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი, მანსარდის სიმაღლე შეადგენს სამ მეტრსა და 15 სანტიმეტრს, რომელიც იქნება იმავე არქიტექტურულ სტილში გაკეთებული. მანსარდის დადგმა მოითხოვა თეატრის შემდგომში განვითარებამ და ეს იგივე შენობის სტილი და არქიტექტურა იქნება. შენობაში იქნება ისევ თოჯინების თეატრი, უბრალოდ ახალი ფუნქციები დაემატება, იქნება სასუვერინე ადგილები, გასართობი ადგილები, ბანკეტის გასაკეთებელი ადგილი ბავშვებისათვის და შესაბამისად იქნება იგივე დატვირთვით, იგივე ფუნქციით, ოღონდ უფრო მრავალფეროვანი.“ – ამბობს თენგიზ ცინცაძე.

რაც შეეხება იმას, რომ უკვე დაზიანებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადის რამდენიმე ფრაგმენტი, სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთ განმარტებას აკეთებს: „რაც მოტეხილია და დაზიანებულია, ის ძველი სტილით აღსდგება ყველაფერი. ზუსტად ეს იყო ჩვენი პროექტი და ამიტომაც გაიცა რეკონსტრუქციის ნებართვა. არ იყო ეს ტერიტორია საკმარისი, დირექტორიდანაც უამრავი თხოვნა იყო, თხოვნა იყო ბავშვებისა და მშობლების მხრიდან. ქალაქი გაიზარდა და ჩვენ გვინდოდა თოჯინების თეატრი დარჩენილიყო იქ, სადაც არის და მიგვეცა მისთვის განვითარების საშუალება.“

ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა 2012 წლის 27 თებერვალს გაიცა. სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

პროექტი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განმარტებას აკეთებს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე თოჯინების თეატრის შენობის მანსარდის სიმაღლესთან დაკავშირებით. სააგენტოს დირექტორის, თენგიზ ცინცაძის თქმით, მათი მხრიდან მოხდა ტექნიკური ხასიათის შეცდომა. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, გუბაზ ვარშალომიძის მიერ გაკეთებულ კომენტარში იყო უზუსტობა. კერძოდ, 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნება არა მანსარდის, არამედ მთლიანად შენობის სიმაღლე მას შემდეგ, რაც ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდება.

„რაც შეეხება მანსარდის სიმაღლეს, შემიძლია დაგამშვიდოთ, მთლიანობაში შენობის სიმაღლე იქნება 8 მეტრი და 30 სანტიმეტრი, მანსარდის სიმაღლე შეადგენს სამ მეტრსა და 15 სანტიმეტრს, რომელიც იქნება იმავე არქიტექტურულ სტილში გაკეთებული. მანსარდის დადგმა მოითხოვა თეატრის შემდგომში განვითარებამ და ეს იგივე შენობის სტილი და არქიტექტურა იქნება. შენობაში იქნება ისევ თოჯინების თეატრი, უბრალოდ ახალი ფუნქციები დაემატება, იქნება სასუვერინე ადგილები, გასართობი ადგილები, ბანკეტის გასაკეთებელი ადგილი ბავშვებისათვის და შესაბამისად იქნება იგივე დატვირთვით, იგივე ფუნქციით, ოღონდ უფრო მრავალფეროვანი.“ – ამბობს თენგიზ ცინცაძე.

რაც შეეხება იმას, რომ უკვე დაზიანებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადის რამდენიმე ფრაგმენტი, სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთ განმარტებას აკეთებს: „რაც მოტეხილია და დაზიანებულია, ის ძველი სტილით აღსდგება ყველაფერი. ზუსტად ეს იყო ჩვენი პროექტი და ამიტომაც გაიცა რეკონსტრუქციის ნებართვა. არ იყო ეს ტერიტორია საკმარისი, დირექტორიდანაც უამრავი თხოვნა იყო, თხოვნა იყო ბავშვებისა და მშობლების მხრიდან. ქალაქი გაიზარდა და ჩვენ გვინდოდა თოჯინების თეატრი დარჩენილიყო იქ, სადაც არის და მიგვეცა მისთვის განვითარების საშუალება.“

ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა 2012 წლის 27 თებერვალს გაიცა. სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

პროექტი

თოვლის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესი

ავტორი: ეკა ბარამიძე
ცუდი კლიმატური პირობების გამო აჭარის მაღალმთიანეთში სასწავლო პროცესი 5 მარტს 122 სკოლაში შეჩერდა. ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად სასწავლო პროცესი 122 სკოლიდან დღეს 61 სკოლაში განახლდა, სასწავლო პროცესი სრულად აღდგა ქედაში, ერთი სკოლის გარდა და შუახევის მუნიციპალიტეტის რიგ სკოლებში. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ სასწავლო პროცესი არ განახლებულა. Continue reading “თოვლის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესი”

თინა ხიდაშელი : საჩხერეში რეპრესიები დაიწყო

თინათინ ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კვლავ საგანგებო განცხადება გააკეთა. ბრიფინგს ეროვნული კომიტეტის წევრი, საჩხერის რაიონის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი ინგა ზაბახიძეც ესწრებოდა. გთავაზობთ განცხადებიდან რამდენიმე ფრაგმენტს,რომლიც რესპუბლიკური პარტიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. Continue reading “თინა ხიდაშელი : საჩხერეში რეპრესიები დაიწყო”

თემა მარაზმი

ტარიელ ცეცხლაძე
ავტორი: ტარელ ცეცხლაძე

დილიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ აქტიურად განიხილავენ აზიზეს მეჩეთის აშენების საკითხს. ვიღაც ე.წ. დაშეარებით გამოხატავს პოზიციას, ზოგიც – აქტიური დაკომენტარებით. მოკლედ, თემა ისეთივე მარაზმად იქცა, როგორც რამდენიმე წლის წინ „გეი აღლუმის“ ჩატარება. მაშინ ყველგან მამათმავლებს დაეძებდნენ და ღამისთევით, ლოცვით, სანთლებით დასდევდნენ მათ. საბოლოოდ, როცა ვერც აღლუმი ნახეს და ვერც სასტუმროებში დაიგულეს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, გამოაცხადეს, რომ მათ ისინი გააქციეს – ბოლო ინფორმაციით, უკვე სარფის საზღვარი გადაკვეთესო. მაშინ, როგორც ჟურნალისტი, ამ თემას აქტიურად ვაშუქებდი და დარწმუნებით გეტყვით, რომ „საეჭვო“ არავინ მინახავს. Continue reading “თემა მარაზმი”

თეთრი პეპლების თავდასხმა

ავტორი: ნანა კვაჭაძე

დასავლეთ საქართველოში თეთრი პეპლის მატლი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ იწევს. შეწამვლის მეთოდი მეორე თაობის მწერზე აღარ მოქმედებს და მისი განადგურების მხოლოდ ერთი, მექანიკური ხერხი -გასრესა არსებობს, თუმცა მწერთან ბრძოლა ახლა დაგვიანებულია. უკვე ცნობილია, რომ 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელება დასავლეთ საქართველოში პიკს მიაღწევს.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატმა ავთანდილ მურვანიძემ რამდენიმე წლის წინ მშობლიურ სოფელში პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა: მეზობლებს უთხრა, რომ მასთან მიტანილ, მკვდარ ყოველ ამერიკულ თეთრ პეპელაში 5 თეთრს გადაიხდიდა. მეზობლებს ექსპერიმენტი მოეწონათ, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებსაც დამატებით ჯიბის ფულის შოვნის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ექპერიმენტის მიზანი ერთი იყო -ავთანდილ მურვანიძეს გლეხებისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ თუკი გაზაფხულზე ნათურასთან მოფარფატე, ერთი შეხედვით უვნებელ მწერს ადვილად მოკლავდნენ, ამით ხეხილს ასიათასობით ამერიკული თეთრი პეპლისგან დაიცავდნენ. „ერთი პეპელა ათასზე მეტ კვერცხს დებს. წელიწადში ორ თაობას იძლევა, რომლებიც ამდენივე რაოდენობის კვერცხს დებენ და საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ერთ ამერიკულ თეთრს პეპელას ნახევარმილიონამდე შთამომავალი შეიძლება ჰყავდეს,“ – ამბობს ავთანდილ მურვანიძე, რომელიც აკადემიკოს გურამ ალექსიძესთან და ესმა ორჯონიკიძესთან ერთად, ეროვნული გრანტის ფარგლებში, სამი წლის მანძილზე იკვლევდა ამერიკული თეთრი პეპლის გამოვლენისა და ლიკვიდაციის მეთოდს. მეთოდი, რომელსაც სპეციალისტები უწევენ რეკომენდაციას, საკმაოდ მარტივია – ამერიკული თეთრი პეპლის მექანიკური განადგურება.
Continue reading “თეთრი პეპლების თავდასხმა”

თევზი სარფში ზღვას ტოვებს

ცაგო კახაბერიძე

შავ ზღვაში, სარფი-კვარიათის პერიმეტრიდან თევზის ერთ-ერთი სახეობა – სარდანი გაქრა. სპეციალისტები ამის მიზეზად სანაპიროს გასწვრივ დამონტაჟებული განათება ასახელებენ.
ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ „თევზის ეს სახეობა ღამით უფრო აქტიურია, ამიტომ როცა სანაპირო განათებულია, მას ისევ დღე ჰგონია და ამ ადგილს თავს არიდებს“.
სპეციალისტის განმარტებით -„ეს პროცესი მთლიანად თევზის ამ სახეობის განადგურებას არ გამოიწვევდა, სავარაუდოდ, მათ სხვაგან გადაინაცვლეს, მაგრამ ზღვის ამ პერიმეტრზე მოხდა მისი სატფოების განადგურება, ანუ ტოფობის კამპანია ჩაიშალა“.
გუჩმანიძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება განათებაზე სპეციალური ფარების დამონტაჟებითაა შესაძლებელი, რაც ზღვის მიმართულებით შუქის გასვლას დაბლოკავს.

ცაგო კახაბერიძე

შავ ზღვაში, სარფი-კვარიათის პერიმეტრიდან თევზის ერთ-ერთი სახეობა – სარდანი გაქრა. სპეციალისტები ამის მიზეზად სანაპიროს გასწვრივ დამონტაჟებული განათება ასახელებენ.
ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ „თევზის ეს სახეობა ღამით უფრო აქტიურია, ამიტომ როცა სანაპირო განათებულია, მას ისევ დღე ჰგონია და ამ ადგილს თავს არიდებს“.
სპეციალისტის განმარტებით -„ეს პროცესი მთლიანად თევზის ამ სახეობის განადგურებას არ გამოიწვევდა, სავარაუდოდ, მათ სხვაგან გადაინაცვლეს, მაგრამ ზღვის ამ პერიმეტრზე მოხდა მისი სატფოების განადგურება, ანუ ტოფობის კამპანია ჩაიშალა“.
გუჩმანიძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება განათებაზე სპეციალური ფარების დამონტაჟებითაა შესაძლებელი, რაც ზღვის მიმართულებით შუქის გასვლას დაბლოკავს.

თაობათა ბრძოლა

ავტორები: (მოქალაქე ჟურნალისტები) თამარ თურმანიძე, დავით გოგიტიძე, თამარ ლომიძე, მარი ლომაშვილი, შორენა ივანიაძე

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატიკური საკითხია.

ბავშვის აღზრდა ხელოვნებაა, რაც ნიშნავს ბავშვს ასწავლო სწორად აღიქვას და შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს მისი ცხოვრების გზას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში არის სამი რამ: რწმენა, იმედი და სიყვარული. მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული, რომელსაც დედა უნერგავს ბავშვს აღზრდის პროცესში.

ყველა ოჯახში მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობა თავისებურად განსხვავებული და ინდივიდუალურია. ხშირია კონფლიქტები, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ბავშვები ზოგჯერ აკეთებენ ისეთ რამეს, რისი პატიებაც ძნელია მშობლების მხრიდან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბავშვის საქციელს ხშირად მოეძებნება ახსნა.

Continue reading “თაობათა ბრძოლა”

თამაზ ბაკურიძე: „საკნის მაყურებლის ინტიტუტს აბრუნებენ“

ავტორი: ნათია ზოიძე
„მაყურებლის ინსტიტუტის აღდგენა ხდება ციხეებში, ახლა ეს ხელისუფლების ინტერესში შედის , რომ კიდევ უფრო მეტი გავლენა იქონიონ პატიმრებზე. რათქმაუნდა ეს არაფორმალურად ხდება“ – აცხადებს ქრისტიან –დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია მას პატიმრებმა მიაწოდეს.
ბაკურიძე თქმით „ყველა საკანს დაუნიშნავენ ე.წ მაყურებელს პატიმართა წრიდან, რომელის ფუნქციაც შიგნით სიტუაციის მართვა იქნება“. იგი ვარაუდობს, რომ „მაყურებლის ინსტიტუტის“ დაბრუნება ქართული ციხეებში პატიმრობის მდგომარეობას კიდევ უფრო დამძიმეებს და გაიზრდება სიკვდილიანობის სტატისტიკაც.
თამაზ ბაკურიძე, რომელიც ყოფილი პატიმარია, გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას არსამთავრობო ორგანიზაციების და მედია ჯგუფების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფები, რომელთაც მიეცემათ უფლება აწარმოონ ციხეების მონიტორინგი. თამაზ ბაკურიძის განცხადებით ხათუნა კალმახელიძის დანიშვნის შემდეგ საქართველოს სასჯელარსრულების და პრობაციის იურიდული დახმარების სამინისტროს ბევრად უფრო დახურული უწყება გახდა, ვიდრე იყო ადრე.

ავტორი: ნათია ზოიძე
„მაყურებლის ინსტიტუტის აღდგენა ხდება ციხეებში, ახლა ეს ხელისუფლების ინტერესში შედის , რომ კიდევ უფრო მეტი გავლენა იქონიონ პატიმრებზე. რათქმაუნდა ეს არაფორმალურად ხდება“ – აცხადებს ქრისტიან –დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია მას პატიმრებმა მიაწოდეს.
ბაკურიძე თქმით „ყველა საკანს დაუნიშნავენ ე.წ მაყურებელს პატიმართა წრიდან, რომელის ფუნქციაც შიგნით სიტუაციის მართვა იქნება“. იგი ვარაუდობს, რომ „მაყურებლის ინსტიტუტის“ დაბრუნება ქართული ციხეებში პატიმრობის მდგომარეობას კიდევ უფრო დამძიმეებს და გაიზრდება სიკვდილიანობის სტატისტიკაც.
თამაზ ბაკურიძე, რომელიც ყოფილი პატიმარია, გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას არსამთავრობო ორგანიზაციების და მედია ჯგუფების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფები, რომელთაც მიეცემათ უფლება აწარმოონ ციხეების მონიტორინგი. თამაზ ბაკურიძის განცხადებით ხათუნა კალმახელიძის დანიშვნის შემდეგ საქართველოს სასჯელარსრულების და პრობაციის იურიდული დახმარების სამინისტროს ბევრად უფრო დახურული უწყება გახდა, ვიდრე იყო ადრე.

თავად მოამზადე კოქტეილი

სიტყვა „კოქტეილის” წარმოშობის ისტორია დღემდე სადავოა. ლექსიკონებში კოქტეილი განმარტებულია, როგორც მასტიმულირებელი სასმელი, რომელიც სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელის, შაქრისა და მწარე ნაყენისგან მზადდება.
ბარმენი ლაშა ჟორჟოლიანი „რანდე-ვუ“-დან: „იმის გამო, რომ სახლში არ გვაქვს შეიკერი (კოქტეილის დასამზადებელი ჭურჭელი), შტრაინერი (სპეციალური საცერი) და სხვა საჭირო ხელსაწყოები, კოქტეილის სახლში დამზადება ძნელია, სახლში მინიმუმ ბლენდერი უნდა გვქონდეს, რომ კოქტეილი მოვამზადოთ. Continue reading “თავად მოამზადე კოქტეილი”

ზღვისპირელი თავგადასავლების ძიებაში

 

„მაძიებელი ვარ. სულ ვეძებ, იმიტომ, რომ მიყვარს ცხოვრება. ყველაფერი ძალიან მარტივია. გამუდმებით ვეძებ. აქამდე რაც მიძებნია, ყველაფერი მიპოვია. აბსოლუტურად ყველაფერი. ირლანდიის სიგიჟეებიდან დაწყებული, ფრანგული გასტრონომიით დამთავრებული. მაინტერესებდა რა იყო და მოლეკულური გასტრონომია. ვისწავლე. უნიკალური პროფესიაა. ჩვენთან არ არის, საქართველოში, მაგრამ გენიალურია“.

 

17 წლის იყო, როცა საფრანგეთში წავიდა, სადაც დიპლომატიასა და გეოპოლიტიკას სწავლობდა. საფრანგეთის შემდეგ იყო ირლანდია,  სადაც ხუთი წელი დარჩა.

 

„ძალიან რთული იყო ცხოვრება, თუმცა რთულთან ერთად იყო ძალიან საინტერესო.  თავისი უზარმაზარი პრობლემებით, საემიგრაციოდან დაწყებული, დამთავრებული ყოველდღიური გადასახადებით და ასე შემდეგ. მე იქ  აღმოვაჩინე ხელოვნება. ასევე აღმოვაჩინე ისიც, რომ ეს ყველაფერი გასაყიდად არის და განსხვავებულად, ვიდრე ჩემს ქვეყანაში. უნდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური, რომ რაღაცას მიაღწიო. მე დღეს ბრიტანეთის მოქალაქე ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ“. Continue reading “ზღვისპირელი თავგადასავლების ძიებაში”

ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო

12 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო გაიმართა. საქველმოქმედო საღამოზე მოსულ სტუმრებს აქვე სალუქვაძის ლექსების კრებულის, სახელწოდებით “why not?!” შეძენაც შეეძლოთ. შემოსული თანხით ბავშვთა სახლებს მოხმარდება.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=lowtOG0jRsc&w=420&h=345]ზურა სალუქვაძე ამერიკაში ცხოვრობს, ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში და უკვე თბილისში, გორში, ანაკლიაში და ქუთაისში გამართა მისი პოეზიის საღამო.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=20yCfC1o3yo&w=420&h=345]

 

12 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო გაიმართა. საქველმოქმედო საღამოზე მოსულ სტუმრებს აქვე სალუქვაძის ლექსების კრებულის, სახელწოდებით “why not?!” შეძენაც შეეძლოთ. შემოსული თანხით ბავშვთა სახლებს მოხმარდება.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=lowtOG0jRsc&w=420&h=345]ზურა სალუქვაძე ამერიკაში ცხოვრობს, ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში და უკვე თბილისში, გორში, ანაკლიაში და ქუთაისში გამართა მისი პოეზიის საღამო.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=20yCfC1o3yo&w=420&h=345]

 

ზვიად ძიძიგური ბათუმში

ავტორი: ეთერ თურაძე

ზვიად ძიძიგური, დავით ბაციკაძე
ზვიად ძიძიგური, კონსერვატორული პარტიის ლიდერი, პრესკაფეში თავისის პარტიისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ზვიად ძიძიგურს, ძირითადად, ახალ პოლიტიკური ცენტრის – ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის შესახებ უსვამდნენ კითხვებს. Continue reading “ზვიად ძიძიგური ბათუმში”

ზვიად ქორიძე: „ნინო გომართელის შეკითხვა ქრესტომათიაში უნდა შევიტანოთ“

„დღეს ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ვნახეთ ჟურნალისტები, რომლებიც ნაკლებად ასრულებდნენ ჟურნალისტის ფუნქციას. ისინი სვამდნენ ისეთ კითხვებს, რომლებიც კითხვას არ შეიცავდა, ან უინტერესო იყო, ან მისი მიზანი დეზინფორმაცია იყო“, – ამბობს ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. Continue reading “ზვიად ქორიძე: „ნინო გომართელის შეკითხვა ქრესტომათიაში უნდა შევიტანოთ“”

ზვიად ქორიძე: „მეჩეთის აღდგენით თურქეთი ვერ აწარმოებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას“

აზიზიეს მეჩეთიბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის თაობაზე პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის შესახებ “ბათუმელებთან“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე საუბრობს. Continue reading “ზვიად ქორიძე: „მეჩეთის აღდგენით თურქეთი ვერ აწარმოებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას“”

ზვიად ქორიძე „ტელეარხ 25“-ს თვითრეგულირების ორგანოში უჩივის

ზვიად ქორიძე

ჟურანლისტმა ზვიად ქორიძემ დღეს „ტელეარხ 25“-ის თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი შეიტანა. ზვიად ქორიძე საჩივრით ითხოვს, ტელეკომპანია „25-ე არხმა“, საკუთარ ეთერში მიუთითოს, რომ ინტერნეტ-ტელევიზია „ობიქტივის“ 9 მარტის გადაცემით დაირღვა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-17 მუხლით დადგენილი სტანდარტი. Continue reading “ზვიად ქორიძე „ტელეარხ 25“-ს თვითრეგულირების ორგანოში უჩივის”

ზეიმი და პროტესტი ID ბარათებს

ბათუმის იუსტიციის სახლმა ახალი ID (აიდი) ბარათის გაცემა, საზეიმოდ აღნიშნა. იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ აიდი ბარათების აღების მსურველები, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმართავდნენ. თუმცა, კონკრეტულად რამდენი განაცხადი შევიდა, ზუსტი სტატისტიკა არ მოუწოდებიათ.

ავტორი: ლელა დუმბაძე

ID ბარათები, როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, მაღალი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მისი გაყალბების ალბათობა თითქმის არ არსებობს. ელექტრონული ბარათები, ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მოქალაქეს შეუძლია რეგისტრაციის ადგილის ონლაინ რეჟიმში შეცვლა. ახალი ელექტრონული ბარათების აღება10 სამუშაო დღის განმავლობაში 30 ლარად იქნება შესაძლებელი, დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში, ფასი იზრდება. უფასო მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირებისთვის იქნება. ელექტრონული ბარათების გაცემა თბილისში და ბათუმშიც, „მართლმადიდებელთა კრებულის“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ელექტრონული ბარათები ადამიანის თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება, რაც არაქრისტიანულია: „ამ ბარათების მეშვეობით მოხდება ადამიანების კონტროლი ყოველ წუთს და ყველგან. ეს არის ადამიანის ნების ხელყოფა. ადამიანის პირადი ცხოვრება აღარ არის დაცული, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. მოვითხოვთ რომ დაგვიტოვონ ალტერნატიული საშუალებები“- აცხადებს კრებულის წარმომადგენელი ზაზა ნანობაშვილი, Continue reading “ზეიმი და პროტესტი ID ბარათებს”

ზაქარეიშვილი ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავისავე ოფისში შეხვდა. „ამ შეხვედრას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, დავით ბერძენიშვილი და მე ვესწრებოდით. არ ვიცი შეხვედრის ინიციატორი ვინ იყო, მე პირადა პარტიის ოფისიდან დამირეკეს“, – თქვა შეხვედრიდან გამოსულმა პაატა ზაქარეიშვილმა.

Continue reading “ზაქარეიშვილი ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ”

ზაფხული უწყლოდ

ლელა დუმბაძე

რა განცდა გიჩნდებათ, როცა მზისგან დასიცხული და დაღლილი მიდიხართ სახლში და აღმოაჩენთ რომ ონკანში წყალი არ მოდის?   მეორე უკიდურესობაა ის, როცა აბაზანაში გაქაფული რჩები და იძულებული ხარ, დაშამპუნებულმა დაიძინო: „გუშინ დავრჩი შამპუნით და მაგრა გავმწარდი“-წერდა მირანდა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, 26 მაისისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, საღამოობით ინტენსიურად არ არის წყალი. პრობლემები აქვთ წერეთლის ქუჩაზე მაცხოვრებლებსაც: „ორი დღეა არ არის წყალი. მაგარი დისკომფორტია. ზღვიდან რომ მოხვალ, გადავლება ხომ გინდა. ამბობენ სისტემაში არ არისო. მე კორპუსებში ვცხოვრობ და ეზოდან ხომ არ არ ვზიდავ წყალს. გოზჯერ არც ეზოში მოდის“ – ამბობს, ალეკო ჭეიშვილი.

Continue reading “ზაფხული უწყლოდ”

ვუდი ალენის ფილმის პრემიერა „აპოლოში”

6 ოქტომბერს „აპოლოში” ვუდი ალენის ახალი ფილმის, „შუაღამე პარიზში” პრემიერა გაიმართება. ამერიკელი რეჟისორის 41-ე ფილმი რომანტიკული კომედიაა და მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც საფრანგეთში გადავიდა ბიზნესის გამო. ისინი პარიზში სულ სხვა ცხოვრებას შეიცნობენ.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ვუდი ალენი გახლავთ.

ამავე თემაზე: თეო ხატიაშვილის სტატია „პირველი შუაღამე პარიზში”  

[youtube https://www.youtube.com/watch?v=_Wv4qtuEwvs&w=560&h=315]

6 ოქტომბერს „აპოლოში” ვუდი ალენის ახალი ფილმის, „შუაღამე პარიზში” პრემიერა გაიმართება. ამერიკელი რეჟისორის 41-ე ფილმი რომანტიკული კომედიაა და მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც საფრანგეთში გადავიდა ბიზნესის გამო. ისინი პარიზში სულ სხვა ცხოვრებას შეიცნობენ.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ვუდი ალენი გახლავთ.

ამავე თემაზე: თეო ხატიაშვილის სტატია „პირველი შუაღამე პარიზში”  

[youtube https://www.youtube.com/watch?v=_Wv4qtuEwvs&w=560&h=315]

ვნებათაღელვა ახალი მეჩეთის გამო

ავტორი: ნიაზ მალაყმაძე, ბათუმის მცხოვრები
საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების შეთანხმებას კულტურული ძეგლების რეაბილიტაციასა და მეჩეთის აღდგენაზე, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს – არიან მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ამას განსაკუთრებით ის პირები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც დაინტერესებული არიან,იყოს ქაოსი და დაპირისპირება ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის რელიგიის გამო. Continue reading “ვნებათაღელვა ახალი მეჩეთის გამო”

ვმო–ს თემა და საქართველო “მოლოდინის რეჟიმში

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართული მხარე დაეთანხმა შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებას, რომელიც როკსა და ფსოუზე მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს. როგორც მანჯგალაძე აცხადებს, მონიტორინგი ყველა სავაჭრო ტვირთზე განხორციელდება. Continue reading “ვმო–ს თემა და საქართველო “მოლოდინის რეჟიმში”

ვიღაცას უნდა მაეს(წ)რო…

ავტორი: ემზარ კახიძე (ისტორიკოსი)

სათაურში შეცდომა ნამდვილად არ გამპარვია. ჰაერში დიდი ფულის სუნი დატრიალდა და მისი „დათრევა“ (ქართული ეროვნული სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობა), კახურად რომ მოვუქციოთ, ვიღაცას უნდა მაესწრო… დამიჯერეთ, აქ მეორეხარისხოვანია თავისუფალი სიტყვა და „მაესტრო“… Continue reading “ვიღაცას უნდა მაეს(წ)რო…”

ვის უმღერიან „ვარსკვლავები“ უფასოდ

ავტორი:  ლელა დუმბაძე

„ქეთო და კოტეს“ პრემიერისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ზუსტ რაოდენობას ხელისუფლება ამ დრომდე არ ამხელს. არაოფიციალური ინფორმაციით, სპექტაკლის ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატება. სოლიდური ხარჯის გამო რიგითი მაყურებლისთვის სპექტაკლი, ფაქტობრივად, არ გაიმართება. ვინ დგამს ქვეყანაში ძვირადღირებულ სპექტაკლებს და ვისთვის მღერიან ვარსკვლავები უფასოდ.


ჩვეულებრივ მოკვდავთათვის „ქეთო და კოტე“ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, აგვისტოში გაიმართება. ანუ იმ დროს, როცა მასში მონაწილე ვარსკვლავები უცხო ქვეყნებიდან სამშობლოში დროებით დაბრუნდებიან.
„ქეთო და კოტეს“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, ნიკა მემანიშვილის აზრით, ეს იმდენად ძვირადღირებული პროექტია, რომ მისი გეგმიური ჩაშვება წარმოუდგენელია. მაესტროს თქმით, მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ სპექტაკლში ერთდროულად ამდენი ვარსკვლავი მონაწილეობდეს: „მათ ზუსტად გაწერილი გრაფიკი აქვთ. ისეთი ვარსკვლავების თავმოყრა, როგორიც ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე და ნინო ანანიაშვილია, ძნელია. მით უფრო არასწორია, რომ უფასოდ ამღერო. სპექტაკლში 250 ადამიანი მონაწილეობს, სიმბოლური ჰონორარიც რომ მისცე, მაინც სოლიდურ თანხაზე ადის“.
Continue reading “ვის უმღერიან „ვარსკვლავები“ უფასოდ”

ვის რისი იმედი აქვს სკოლაში

თამარ ქათამაძე, ქ. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე

ბოლო წლებში განათლების სისტემაში უამრავი სიახლეა. ბევრმა მათგანმა პრაქტიკულ სასკოლო ცხოვრებაში არ გაამართლა და კრახი განიცადა. უკეთ რომ ვთქვათ, შეწყდა რიგი საკითხების განხორციელება, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რეფორმატორები უსმენენ საგანმანათლებლო ცხოვრების მაჯისცემას და ჯიუტად არ ცდილობენ იმის დანერგვას, რაც უცხო ორგანოსავით ვერ ეგუება ჩვენს საზოგადოებასა თუ მენტალიტეტს. Continue reading “ვის რისი იმედი აქვს სკოლაში”

Exit mobile version