მთიანი აჭარა

დეპუტატების ერთი კვირა

08.06.2012 •
დეპუტატების ერთი კვირა

„პეტრე ზამბახიძეს კი არ ვახლდი, პეტრე მახლდა მე“, – ასეთი განმარტება მომცა უმაღლესი საბჭოს წევრმა ზაზა გოგოტიშვილმა მას შემდეგ, რაც მოსახლეობასთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვკითხე… აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების მუშაობას “ბათუმელები” თვალს 13 ივნისიდან ადევნებდა; ავტონომიის საკანონმდებლო ორგანო ბათუმის ცენტრიდან ე.წ. „გოროდოკში“, თაბუკაშვილის ქ.# 19-ში, ყოფილი მე-15 სკოლის შენობაში განთავსდა, სადაც არასათანადო სამუშაო გარემოა. ცაგო კახაბერიძე

უმაღლეს საბჭოს ახალ მისამართზე ორი კვირის წინაც მივაკითხე, თუმცა მაშინ იქ დაცვის თანამშრომლების გარდა არავინ დამხვდა, ამიხსნეს, რომ ჯერ მხოლოდ ავეჯია გადმოტანილი და ოთახების გადანაწილება-დალაგება არ დამთავრებულა; რამდენიმე დეპუტატს ტელეფონით შევეხმიანე, მიპასუხეს, რომ „ვიდრე დალაგდებიან, მოსახლეობასთან შეხვედრის რეჟიმში მუშაობენ…“ ორშაბათს, სამ საათზე უმაღლესი საბჭოს წევრს „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიიდან _ ზაზა შაშიკაძეს ტელეფონით ვეხმიანები და ვთხოვ, რამდენიმე წუთი დამითმოს. მპასუხობს, რომ უმაღლეს საბჭოში არ იმყოფება: „ქალაქში ვარ და მანქანის პრობლემებზე დავრბივარ“.
15:45 საათზე სამსახურში არც იურიდიული კომისიის წევრი პეტრე ზამბახიძე იმყოფება. ამბობს, რომ ძირითადად რაიონებში აქვს შეხვედრები, ამიტომ კაბინეტში ვერ იქნება. მისი ინფორმაციით, „დეპუტატებს დღეში ორი შეხვედრა აქვთ მოსახლეობასთან და ეს შეხვედრები ტელევიზიების დასწრების გარეშე მიმდინარეობს, რადგან ისე არ გამოვიდეს, თითქოს შეხვედრები პრესისთვის ეწყობა“; კითხვაზე – თქვენ სად გქონდათ დღეს შეხვედრა? პეტრე ზამბახიძე მპასუხობს, რომ „ეს არის საკითხი, რომელსაც უნდა ჩავუღრმავდეთ“, რადგან ყველა დეპუტატის გრაფიკი მან არ იცის და ამის გასარკვევად უმაღლეს საბჭოში უნდა მივიდე. შეთავაზებაზე მზადყოფნა გამოვთქვი, თუმცა ამის შემდეგ იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ განმიმარტა, რომ ეს სხვა ფორმატის შეხვედრაა, რომელზეც პრესას არ ისწრებენ, „ამიტომ საჭიროა შეთანხმება იმ ადამიანთან, ვისთან ერთადაც ვიყავი შეხვედრაზე, რომ გითხრათ სად მქონდა შეხვედრა…“

სამშაბათი დილით ვიღებ ინფორმაციას, რომ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა რედაქციაში დარეკა და შეგვატყობინა, რომ პეტრე ზამბახიძე დღეს, 12 საათზე მოსახლეობას თაბუკაშვილის ქუჩაზე, ანუ უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის გვერდით შეხვდება. სანამ შეხვედრაზე წავალ, განათლების კომისიის თავმჯდომარეს ასმათ დიასამიძეს ვეხმიანები. მპასუხობს, რომ პირველ საათზე ადლიის სკოლაში აქვს შეხვედრა, მანამდე კი მის ნახვას სამსახურში შევძლებ.
მასთან კაბინეტში აგრარული კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე გელა ცხომელიძეც დამხვდნენ, ასმათ დიასამიძე მიხსნის – „შეხვედრებზე მოსახლეობას პროგრამებს ვაცნობთ და მათ მიერ დასმულ კითხვებს ვპასუხობთ“. ამ დროსთვის თავის სამუშაო ოთახში არ იმყოფება ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ მჟავანაძე. მისი ასისტენტების ინფორმაციით, „ხულოშია წასული შეხვედრებზე“. ის კაბინეტში არც მეორე დღეს დამხვედრია. დაკეტილია პეტრე ზამბახიძის სამუშაო ოთახის კარიც, თაბუკაშვილის ქუჩაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩემი იქ ყოფნის დროს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სამსახურში არც ის დაბრუნებულა.

ოთხშაბათი დღის პირველ ნახევარში ზაზა შაშიკაძეს ისევ ტელეფონით ვუკავშირდები, უმაღლეს საბჭოში ის ამჯერადაც არ იმყოფება -„უნივერსიტეტში ვარ და სამის შემდეგ ვიქნები“. მისი თანაპარტიელი ნუგზარ ფუტკარაძე მპასუხობს, რომ შენობაშია, მაგრამ უნივერსიტეტშია გასასვლელი და ვერ მივუსწრებ; ასმათ დიასამიძეს კი შეხვედრების დღე აქვს და სამსახურშია, მთავაზობს მეც მივიდე და დავესწრო; ადგილზე მისულმა ჯერ სხვა კაბინეტები მოვიარე. 12 საათსა და 22 წუთზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიაზ ზოსიძე სამუშაო ოთახში დამხვდა, სამუშაო ოთახშია აგრარული კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძეც, პეტრე ზამბახიძის ოთახი კი ისევ დაკეტილია. იურიდიული კომისიის ოთახში შევიხედე; იქ ორი ადამიანი მუშაობს, ერთი ინტერვიუზე უარს მეუბნება, არც სახელსა და გვარს მიმხელს, პრესსამსახურს ტელეფონით უკავშირდება და ჩემი იქ ყოფნის შესახებ აწვდის ინფორმაციას.
უმაღლესი საბჭოს მეორე წევრი კობა ჩაგანავაა, რომელსაც ჩემთან გასასაუბრებლად პრესსამსახურთან შეთანხმება არ დასჭირდა; ამის შემდეგ ქალბატონ ასმათთან შევიხედე. მასთან სტიქიით დაზარალებული პედაგოგია, რომელიც უკვე წლებია სახლის ნანგრევებში ცხოვრობს და დღემდე არანაირი კომპენსაცია სახელმწიფოსგან არ მიუღია, ქალი ტირის… განათლების კომისიის თავმჯდომარე მიხსნის, რომ დაზარალებულ პედაგოგს კომპენსაცია სწორედ იმ დროს უნდა მიეღო, როცა ჯანდაცვის მინისტრი, ამჟამად მისი კოლეგა მიხეილ მჟავანაძე იყო, ამიტომ ამ საკითხის გარკვევა გაუადვილდება.
მოგვიანებით უმაღლესი საბჭოს წევრს ზაზა გოგოტიშვილს ტელეფონით ვუკავშირდები. „სამსახურში არ ვარ, ჩვენი მოვალეობა უმაღლეს საბჭოში, კაბინეტში ჯდომა არ არის, დღეს მე მქონდა შეხვედრა „გარადოკის~“ დასახლებაში, დაახლოებით ორი საათი იქ ვიყავი“. თაბუკაშვილის ქუჩაზე, ბატონო ზაზა? პეტრე ზამბახიძეს ახლდით? _ ჩავეკითხე, მინდა გავარკვიო, არის თუ არა ზაზა გოგოტიშვილი ის ადამიანი, რომელსაც იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ჩემი დასწრება-არდასწრების საკითხი შეათანხმა. „პეტრე ზამბახიძეს კი არ ვახლდი, პეტრე მახლდა მე“, _ მიპასუხა დეპუტატმა.

ხუთშაბათი უმაღლეს საბჭოს პლენალური სხდომა აქვს დანიშნული. დეპუტატებმა განათლების მინისტრის, გია აბულაძის ანგარიში უნდა მოისმინონ. სხდომა ეკონომიკის სამინისტროში ტარდება, რადგან უმაღლესი საბჭოს ახალ შენობას იმ ზომის ოთახი არ აქვს, რომელიც ამ ფუნქციას დროებით მაინც შეითავსებს; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მიხეილ მახარაძეს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, ამიტომ სხდომას მისი მოადგილე „ქრისტიან-დემოკრატი“ ნიაზ ზოსიძე გაუძღვება; დარბაზში ჩემი შესვლიდან რამდენიმე წამში, ზაზა გოგოტიშვილი კოლეგებისგან ყურადღებას ითხოვს და ამბობს, რომ ჟურნალისტებისთვის საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს: „ზოგიერთი ჟურნალისტი რომ მირეკავს და მეკითხება, სამსახურში რატომ არ ხარო, მას მინდა ვუთხრა, რომ ჩემი საქმე სამსახურში ჯდომა არ არის და როცა არ ვარ სამსახურში, სწორედ მაშინ ვაკეთებ საქმეს“.
ცოტა ხანში ნიაზ ზოსიძემ დარბაზის მთავარ მაგიდასთან დაიკავა ადგილი და სხდომაც დაიწყო. პირველი სიტყვა ოპოზიციამ მოითხოვა. ნუგზარ ფუტკარაძემ იმ ერთადერთი საკითხის ამოღება ითხოვა დღის წესრიგიდან, რომლის მოსასმენადაც დეპუტატები შეიკრიბნენ. არგუმენტად პროცედურული დარღვევა დასახელდა. ნიაზ ზოსიძემ თანაპარტიელების პროტესტის მიუხედავად მინისტრი ტრიბუნასთან მაინც მიიწვია, რის შემდეგაც ორმა დეპუტატმა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან“  სხდომა დატოვა. რამდენიმე წამში დარბაზიდან ნიაზ ზოსიძეც გავიდა; როცა ჟურნალისტები გარეთ გავედით, ის უკვე მანქანაში იჯდა და ტერიტორიის დატოვებას აპირებდა, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები კი მის დაშოშმინებას ცდილობდნენ. „შენ მაინც ჩაატარე ნიაზ“ _ მათ სიტყვა ნუგზარ ფუტკარაძემაც მიაშველა.   სხდომის დატოვების მიზეზად ნიაზ ზოსიძემ ჟურნალისტებთან უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის გელა დეკანაძის მხრიდან ხელის შეშლა დაასახელა, ცოტა ხნის შემდეგ კი დარბაზში დაბრუნდა და დეპუტატებს „გაცხარებისთვის“ ბოდიში მოუხადა.
მოგვიანებით გელა დეკანაძემ კითხვაზე _ რატომ დაგდოთ ბრალი ხელის შეშლაში სხდომის თავმჯდომარემ? – „იმ დიდ პოლიტიკოსს ჰკითხეთო“, გვიპასუხა.
უმაღლესი საბჭო მუშაობას მოსახლეობასთან შეხვედრების რეჟიმში აგრძელებს და უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებში გასვლით სხდომებსაც გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი