ნავსადგურთან დელფინი გამოირიყა

ავტორი: ქეთი ლაბაძე

ბათუმის ნავსადგურთან მეთევზეებმა დღეს დილით მკვდარი დელფინი იპოვეს. მეთევზეთა თქმით, დელფინი ბადეში გაება და გაიგუდა.   თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა, ამის მიზეზად კი ზღვაში ჩაშვებულ ბადეებს მიიჩნევენ: „ეს ბრაკონიერობაა, მთლიან ზოლზე ჩაშვებული აქვთ ბადეები, ადგილობრივ მოსახლეობას თევზაობა აღარ შეგვიძლია – ბადეები გვიშლის ხელს. სამწუხაროდ, ბადეებს ღამითაც ტოვებენ,  დელფინები კი ვერ ამჩნევენ ბადეს და იღუპებიან” -გვითხრა  პირად საუბარში ერთ-ერთმა მეთევზემ.

ნავსადგურთან ამ დრომდე არ მისულან გარემოს დაცვის ინსპექციიდან.

მძღოლების საპროტესტო აქციები განახლდა

ავტორი: ლელა დუმბაძე

მიკროავტობუსის მძღოლები მერიის წინ, დღეს დილიდან შეიკრიბნენ, ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მერია სამგზავრო ნებართვების გაცემის კონკურსის ჩატარებას გეგმავს, რის გამოც რეგულაციის წესები მკაცრდება. მერიის მოთხოვნების მიხედვით, ქალაქში მოძველებული მიკროავტობუსები ვეღარ იმუშავებენ.  ახალი გადაწყვეტილების შედეგად, მიკროავტობუსების რაოდენობა 663-420 მდე უნდა შემცირდეს.  

Continue reading “მძღოლების საპროტესტო აქციები განახლდა”

მძიმე ავადმყოფობით დაავადებული პატიმრები დიეტური საკვებით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ

უფლებადაცვითი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია `ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო” საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი, ავადმყოფი პატიმრების დიეტური საკვებით უზრუნველყოფას მოითხოვს. Continue reading “მძიმე ავადმყოფობით დაავადებული პატიმრები დიეტური საკვებით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ”

მშვილდოსნები ოლიმპიადას უმიზნებენ

[slideshow]
ავტორი: მირანდა მიქაძე

88 ქვეყნის მსოფლიოს საუკეთესო მშვილდოსნებმა იტალიის ქალაქ ტორინოში, მოიყარა თავი. მშვილდოსნები მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულთან ერთად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებსაც უმიზნებენ. Continue reading “მშვილდოსნები ოლიმპიადას უმიზნებენ”

მუშები დამსაქმებლის წინააღმდეგ

დღეს დილით გაზეთ „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის ხორცკომბინატის მშენებლობაზე დასაქმებულები  დაუკავშირდენ და შეატყობინეს, რომ დამსაქმებელი კუთვნილ ხელფასს არ აძლევდა. ამ თემით „ბათუმელების“ დაინტერესებიდან რამდენიმე წუთში მათი პრობლემა მოგვარდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ერგეში ხორცკომბინატს  ბიზნესმენი თაჰირ ჩელიქი აშენებს, მან მშენებლობაზე სამუშაოდ ადგილობრივი მუშახელი დაიქირავა, სამუშაოს შესრულების შემდეგ კი მუშებს ხელფასის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, ისინი ხელფასს ორი თვე უშედეგოდ ელოდნენ.  ამის შესახებ მათ „ბათუმელებს“ ტელეფონით შეატყობინეს: „ახლა გრიბოედოვის ქუჩაზე ვართ, სადაც ჩვენს დამქირავებელს პოლიეთილენის გადამამუშავებელი საწარმო აქვს, რომ გაიგო ხელფასისთვის მივაკითხეთ, დაგვემალა. Continue reading “მუშები დამსაქმებლის წინააღმდეგ”

მურმან დუმბაძის „ემსახურე საქართველოს“ ივანიშვილის სამსახურში

ავტორი: ნათია ზოიძე

„ამ ეტაპზე საქართველოში ყალიბდება ორი ალტერნატივა, საქართველოს მოსახლეობას აქვს შანსი  აირჩიოს ბიძინა ივანიშვილი ან _ მიხეილ  სააკაშვილი“ _ მიიჩნევს  აპოლიტიკური ორგანიზაციის „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს სააკაშვილმა მოულოდნელად  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ  გამოაცხადოს.  ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იგი  შემდეგ მიზეზს ასახელებს  _  „ამ დროისთვის  სააკაშვილი  იმყოფება  უკეთეს სასტარტო პირობებში,  ვიდრე ივანიშვილი, მაგრამ თუ   ივანიშვილს საარჩევნო მეურნეობის  აწყობის საშუალება მიეცემა,  ის გაძლიერდება როგორც პოლიტიკოსი“.

დუმბაძეს მიაჩნია, რომ   „ივანიშვილსგან კი არ უნდა მივიღოთ რამე, ჩვენ უნდა  მივეხმაროთ. მე როგორც რიგითი მოქალაქე,   მივეხმარები ივანიშვილს იმაში,  რომ საქართველოში  სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დასრულდეს.“

მურმან დუმბაძე, რომელიც  ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრებასთან“ თანამშრომლობს, აცხადებს, რომ „სახალხო კრება, ფაქტობრივად, მხარს უჭერს  ივანიშვილის დღევანდელ პოზიციას.“

რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ მოხვდა ივანიშვილის მიერ დასახელებულ პარტიათა ჩამონათვალში „ სახალხო კრება?“ დუმბაძე პასუხობს, რომ ივანიშვილმა მკვეთრი სადემარკაციო ხაზი გაავლო და თქვა ვისთან არ ითანმშრომლებდა, მაგრამ ასევე თქვა, რომ ის არ გამორიცხავს სხვა პარტიებთან თანამშრომლობას

ამონარიდი ივანიშვილის განცხადებიდანცხადია, ამ მიმართვაში ყველა იმ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ჩამოვთვლი, ვისთანაც თანამშრომლობას ვაპირებ.
უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება.

კითხვაზე, იყო თუ არა რეგიონულ დონეზე მასთან  კონსულტაციები ივანიშვილის  მხრიდან?  დუმბაძე ამბობს რომ – არა.

მურმან დუმაძე  6 თვის წინ ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით  პარტიასთან პარტიისგან განსხვავებული განცხადებების გამო  „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებიდან გარიცხეს. შემდეგ მან დაარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ . ამ ორგანიზაციის წევრები ძირითადად ყოფილი რესპუბლიკელები არიან .

მაისის აქციების გამართვასთან დაკავშირებით   მურმან დუმბაძის ორგანიზაციამ  მხარი დაუჭირა   ნინო ბურჯანაძის „სახალო კრებას“. შემდეგ იყო საუბარი და კონსულტაციები    „სახალხო კრების“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დუმბაძის დანიშვნის თაობაზე. თუმცა, დუმბაძე აცხადებს, რომ იგი  „სახალხო კრების“ წევრიც კი არ არის.

მურმან დუმბაძის პასუხი დავით უსუფაშვილს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის სპეციალურ განცხადებას „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე ასევე განცხადებით პასუხობს. უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადების სრულ ტექსტს: Continue reading “მურმან დუმბაძის პასუხი დავით უსუფაშვილს”

მურმან დუმბაძე დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს

ავტორი: ნათია ზოიძე

რამდენიმე წუთის წინ  სოციალურ ქსელში „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა   მურმან დუმბაძემ განცხადება გაავრცელა:  „გამიტეხეს საფოსტო ყუთი (ელ.ფოსტა), ჩემგან გაიგზავნა შეურაცხმყოფელი წერილები (დადასტურებული ინფორმაციით ადრესატებიდან).

ამასთან ქალაქში (ბათუმში, რამდენიმე ადგილას) გააავრცელეს ნაბეჭდი სახით ჩემს მიმართ უბინძურესი შინაარსის ტექსტი. როგორც ჩანს, ბოროტება ერთი და იგივე წყაროთი იკვებება. საჭიროდ ვთვლი (სიფხიზლისათვის), ყოველივე ზემოთქმული ვაცნობო საზოგადოებას.“

Batumelebi.ge  მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა დამატებითი ინფორმაციისთვის. „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი  აკონკრეტებს, რომ მისი ელ.ფოსტიდან  „ორ ჟურნალისტ ქალბატონთან გაიგზავნა საშინელი  წერილი, ისეთი გარყვნილი, ბინძური კაცი რომ მისწერს ქალს. ასევე ბათუმში  ორი პოლიტიკური პარტიის ოფისთან ნახეს ჩემი ფოტოთი დაბეჭდილი ფურცლები, სადაც ასევე იყო მოწოდება  ჩემს მომხრეებისთვის, რომ მე ცუდი კაცი ვარ და რატომ ურთიერთობენ ჩემთან.“

დუმბაძე ფიქრობს, რომ ეს მოახლოებულ არჩევნებს და „ემსახურე საქართველოს“ წევრების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. იგი ამბობს, რომ  მსგავსი რამ 2008 წლის,  საპარლამენტო   არჩევნების წინაც ხდებოდა.

მურმან დუმბაძე არ აპირებს მიმართოს პროკურატაურას. ფიქრობს, რომ შეიძლება ეს კერძო ინიციატივა იყოს, მაგრამ ასევე  არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდანც ხორციელდებოდეს მისი დისკრედიტაციის მცდელობა.

მურმან დუმბაძე ბოდიშს იხდის

დღეს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელიც მურმან დუმბაძის „ქართულ ოცნებასთან“ შემდგომ თანაშრომლობის გაგრძელებასა და გია მასალკინისთვის ბოდიშის მოხდას ეხება. Continue reading “მურმან დუმბაძე ბოდიშს იხდის”

მსოფლიოს მოქალაქე „პრესკაფედან“

ქრეგ შვინკი
ავტორი:ნანა კვაჭაძე
დილაობით „ჟურნალისტების კაფედ“ მონათლულ „პრესკაფეში“ ყავის დასალევად თუ შეივლიდი, შეგეძლო თვალი გედევნებინა, როგორ ასწავლიდა კაფეს მენეჯერი, ქრეგ შვინკი ბარმენს კაპუჩინოს ჰაეროვან, თეთრ ქაფზე შოკოლადით ხატვას. Continue reading “მსოფლიოს მოქალაქე „პრესკაფედან“”

მსახიობი ცირა აბზიანიძე გარდაიცვალა

ბათუმის თეატრის მსახიობი ცირა აბზიანიძე 64 წლის ასკში მოულოდნელად გარდაიცვალა .საქართველოს დამსახურებული არტისტი, ვერიკო ანჯაფარიძისა და ნუცა ჩხეიძის პრემიების ლაურეატი ცირა აბზიანიძე 38 წელი ბათუმის თეატრის მსახიობი იყო. Continue reading “მსახიობი ცირა აბზიანიძე გარდაიცვალა”

მრბოლელ ქალთა ასოციაცია

ავტორი: მირანდა მიქაძე

31 ივლისს, პირველად აჭარაში შეიხ ნახაიანის ხეივანზე, აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციის ბაზაზე მრბოლელ ქალთა ასოციაცია ჩამოყალიბდება. Continue reading “მრბოლელ ქალთა ასოციაცია”

მოძრაობა ძაღლების განადგურების წინააღმდეგ

შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლები თვეში დაახლოებით 400-500 უპატრონო ძაღლს ხოცავენ ბათუმში. ქალაქის მაწანწალა ძაღლებისგან გაწმენდვის პროგრამაში ორგანიზაციის ბიუჯეტი 124 200 ლარია, ამ თანხით მათ ექვსი ათასი ძაღლი უნდა გაანადგურონ. ცხოველების დაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამაზე ნაკლები დანახარჯებით მოუვლიან ცხოველებს, თუ საკრებულო ტერიტორიას გამოუყოფს.

ხატია ღოღობერიძე

Continue reading “მოძრაობა ძაღლების განადგურების წინააღმდეგ”

მოყვარულთა რბოლა

2–3 ივლისს, 12სთ–ზე შეიხ–ნახაიანის ქუჩაზე აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციის მიერ მოყვარულთა რბოლა (ჩქაროსნული სლალომი) გაიმართება. მონაწილეობის უფლება აქვს ყველას ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ავტორბოლის ტექნიკური პასპორტი. ავტომობილის მარკას მნიშვნელობა არ აქვს. საუკეთესო სამეულს დიპლომები მედლები და faberlic-ისაგან დაწესებული პრიზები გადაეცემათ. რეგისტრაცია 10სთ–დან დაიწყება. აჭარის საავტომობილო ფედერაცია მსგავს შეჯიბრებს თვეში ორჯერ ატარებს, რაც მიზნად ავტომობილის მართვის ოსტატობის ამაღლებას ისახავს.

მირანდა მიქაძე

მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ავტორი:ნათია ზოიძე

საკაონსტიტუციო სასამართლომ „პოლიციის კანონის შესახებ” საქმე არსებითი განსახილველად მიიღო. მოქალააქების სარჩელი „დავით–მიხეილ შუბლაძე და „ლევან იზორია საქათველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ რამდენიმე მუხლს ეხებოდა. ორივე მოსარჩელე ასაჩივრებდა „პოლიციის შესახებ“ საქ. კანონის მე–9 პრიმა მუხლის კონსტიტუციის 18 მუხლთან შესაბამისობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ; კონსტიტუციის მე 18 ე მუხლი ადამიანის თავისუფლად გადადგილების უფლებას ეხება.
დღევანდელ სხდომას მოსარჩლეებიდან ლევან იზორია ესწრებოდა. პარლამენტის წარმომადგენელს მაია ჭიჭილეიშვილმა სხდომა კომენტარის გარეშე დატოვა. ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სოლომონ ქიმერიძის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, რომ კანონში ეს მუხლი უნდა შეიცვალოს. მისი განმარტებით ქიმერიძე სწორედ გონივრული ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმში

[slideshow]

ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტები): თორნიკე მახაჭაძე, მაგდა ჩიჩუა, ანა ბაგრატია, ანა ნაცვლიშვილი, ნინო წულაძე, სოფო ჯორთმენაძე.

2011 წელს  ბათუმის საკრებულომ მიიღო  კანონპროექტი,  რომლის  თანახმადაც  შეიცვალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობიის საფასურის  გადახდა, ბილეთით.   ბილეთების  შემოღებამ   საზოგადოებაში  წარმოშვა როგორც  პოზიტიური ასევე  ნეგატიური  განწყობა.

„ბათუმი ევროპული  ქალაქია, რომელსაც  ყოველწლიურად რამოდენიმე  მილიონი ტურისტი  სტუმრობს სრულიად გაუმართავი  და მოუწესრიგებელი  საზოგადოებრივი  ტრანსპორტი  გააჩნია.“  სწორედაც  ასე  ახასიათებს  ბათუმელთა  უმეტესი  ნაწილი  რომელიც  საზოგადოებრივ  ტრანსპორტს  გამოიყენებს.

ყველა ევროპულ, მოწესრიგებულ  ტურისტულ  ქალაქს  უპირველეს ყოვლისა კონფორტული  და  გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, რომლებიც მაღალხარისხიან  სერვისს სთავაზობენ მგზავრებს.  ბათუმი, მართალია განვითარებადი ტურისტული ქალაქია, მაგრამ  თუ  ჩვენ ხელისუფლებას ნამდვილად  მნიშვნელოვნად მიაჩნია ჩვენ ქალაქში ტურიზმის განვითარება, აუცილებელია, რომ ქალაქში  მოწესრიგდეს  საზოგადოებრივი  ავტოტრანსპორტი.

Continue reading “მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმში”

მოსკოვი – ბათუმის ავიარეისს სიმღერით და ღვინით შეხვდნენ

ნეტგაზეთი

[youtube https://www.youtube.com/watch?v=ej_RT23J-cs&w=560&h=349]

21 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მოსკოვიდან ჩამოსულ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში სიმღერით, ღვინითა და Continue reading “მოსკოვი – ბათუმის ავიარეისს სიმღერით და ღვინით შეხვდნენ”

მოსთხოვეთ ჟურნალისტებს მეტი

დღეს, 3 საათზე ჟურნალისტები, პრესსამსახურების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და აქტიური მოქალაქეები სასტუმრო „ინტურისტის“ საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბებიან და ჟურნალისტური ეთიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. შეხვედრის ორგანიზატორი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს და ამ ხნის მანძილზე ჟურნალისტების მიერ ეთიკური ნორმების დაღვევის შესახებ 11 საჩივარი განიხილა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედზე“ გასული „მოდელირებული ქრონიკის“ ჟურნალისტის, ნათია კობერიძის და არასამთავრობო ასაციაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ.
Continue reading “მოსთხოვეთ ჟურნალისტებს მეტი”

მოსახლეობა, რომელსაც კონსტიტუციური უფლება ჩამოერთვა

ავტორი: გენო გელაძე
„ბათუმელების“ წინა ნომერში გამოქვეყნდა ჩემი მოსაზრება საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი მაჟორიტარების საქმიანობის შესახებ. გაზეთის გამოსვლის შემდეგ ბევრი ნაცნობი თავისი ინიციატივით ჩემთან განიხილავდა მაჟორიტარების თემას. მაშინ მივხვდი, რომ თურმე ბევრი ადამიანი ზუსტად ისევე ფიქრობს ამ საკითხზე, როგორც მე. თუმცა, მაჟორიტარის ინსტიტუტის შესახებ ძალიან ცოტას აქვს ინფორმაცია. Continue reading “მოსახლეობა, რომელსაც კონსტიტუციური უფლება ჩამოერთვა”

მორიგი ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის საკრებულო

ბათუმის ბიუჯეტში  ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით საბიუჯეტო დაფინანსება, 386 900 ლარით შეუმცირდა ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პროგრამას, თუმცა კონკრეტულად რომელი ქუჩების კეთილმოწყობას მოაკლდა აღნიშნული თანხა, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, პაატა აცინბას ინფორმაცია არ აქვს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურს 480 900 ლარით შეუმცირდა ბიუჯეტი, პროექტირებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი კი 330 300 ლარით შეამცირეს. შემცირდა პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამაც 103 000 ლარით, რომელიც სპეცტექნიკის შესაძენად იყო გამოყოფილი, მაგრამ როგორც ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ განაცხადა, ორჯერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა და თანხა გამოთავისუფლდა. ქალაქის გაფორმების პროგრამას 349 400 ლარი მოაკლდა. გამოთავისუფლებული თანხებიდან 403 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული უბნების განვითარების პროგრამას დაემატება, 1 მილიონ 15 ათასი ლარი კი თეატრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე დაიხარჯება.

Continue reading “მორიგი ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში”

მორატორიუმი ჰიდროპროექტების წინააღმდეგ

ავტორი:ცაგო კახაბერიძე
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები გიგანტური ჰესების და ყველა ტექნიკური ობიექტის აშენებას, რომლებიც ანადგურებენ საქართველოს ბუნებას, სიწმინდეებსა და არქეოლოგიურ ძეგლებს; იწვევენ მოსახლეობის მასობრივ აყრას სამკვიდრებელი ადგილიდან. მოვითხოვ, შეწყდეს დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა“ – ამ შინაარსის განცხადებაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები მინისტრის მიერ ხელმოწერილ ჰიდროპროექტების განხორციელების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. Continue reading “მორატორიუმი ჰიდროპროექტების წინააღმდეგ”

მოდელმა კაზინოში 20 ათასი დოლარი მოიგო

თურქეთში მცხოვრებმა რუმინელმა მოდელმა, ტატიანა მარინესკუმ ბათუმის „შერატონის“ კაზინოში 20 ათასი დოლარი მოიგო. მოდელი ბათუმში ორი დღით იყო ჩამოსული, სასტუმროში ცხოვრობდა და თავისუფალ დროს აუზსა და კაზინოში ატარებდა. „ძალიან გამიმართლა, ბათუმის სიყვარული გამიორმაგდა, ფულის დახარჯვას მეგობრებთან ერთად ვაპირებ სტამბულში.“ – განაცხადა მოდელმა.

წყარო: magazin.haberturk.com

მოგზაურის შესახებ

ოთარ ნადირაძე

ადამიანი მოგზაურია, სამყაროები კი მის წინ გადაშლილი და შესასწავლად გამზადებული არენები და ფორმითა თუ შინაარსით მდიდარი წიგნებია. ამ სამყაროში მოგზაური მისთვის მოავლინეს, რომ წაეკითხა ისინი, განემრავლებია ცოდნა და ადამიანურობის ზეცამდე ამაღლებულიყო. თითოეულ ადამიანს, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ, აქვს საშუალება შეუდგეს ამ მოგზაურობას და მათთვის, ვისი გრძნობებიც არ ცნობენ მოსვენებას, გულები კი – სიზმრებს, ეს სავსებით საკმარისი იქნება, იმისთვის რომ მათ ირამის ბაღებზე არა ნაკლებ მშვენიერი სამოთხის ბაღები გააშენონ. ისინი კი ვინც თვალდახუჭულნი ცხოვრობენ, ისე განვლენ ცხოვრების გზას, თითქოს აქ მხოლოდ ერთი წუთით შეყოვნებულიყვნენ. როგორც მოვლენ, ისევე წავლენ…
Continue reading “მოგზაურის შესახებ”

მოგაზურობა წყალქვეშ

წყალქვეშა გემზე მოსახვედრად საჭიროა კვარიათში, დაივინგ ცენტრში მისვლა. გემსა და სანაპიროს შორის არსებულ 300-მეტრიან მანძილს კატერით გადიხარ. გემი 15 მეტრ სიღრმეშია და მისი ნახვა შეუძლია ყველას, მასაც კი, ვინც პირველადაა და დაივინგზე საერთოდ არ არის ნამყოფი. გემი საშუალო ზომისაა და არაფრით განსხვავდება ნამდვილისგან – კაიუტები, საჭე და სხვა აღჭურვილობა. თუმცა, იქ უკვე თევზები დაცურავენ. ჩაძირულ გემზე მოსახვედრად 70 ლარი უნდა გადაიხადო.

ხატია ღოღობერიძე

Continue reading “მოგაზურობა წყალქვეშ”

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“

„ჩვენ ალბათ თითქმის 7 %-ით გავიზრდებით ეკონომიკურად მაშინ, როცა თურქეთმა 2-ჯერ შეამცირა პროგნოზი, რუსეთმა 2-ჯერ თუ 3-ჯერ, ევროზონის ქვეყნებში 2-3-ჯერ შემცირდა პროგნოზი. ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საჯარო მოხელეებთან სატელევიზიო შეხვედრის დროს.

Continue reading “მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“”

მიხეილ სააკაშვილი: „სასამართლოს ჩვენი საზოგადოების 60 პროცენტი ენდობა”

[youtube https://www.youtube.com/watch?v=jN5Gw5Pe0Yo&w=425&h=349]

საქართველოს პრეზიდენტმა მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოს 15 წლის უიბილე მიულოცა და განაცხადა, რომ მოსახლეობა ახლა უფრო მეტად ენდობა სასამართლოს: „თუ ხუთი წლის წინათ სასამართლოს, დაახლოებით, სამჯერ ნაკლები ადამიანი ენდობოდა,  ვიდრე, ვთქვათ, საქართველოს პოლიციას, დღეს სასამართლოს ენდობა, თუ არ ვცდები, ჩვენი საზოგადოების 60 პროცენტი. ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ, ჩვეულებრივ, მოქალაქეების აბსოლუტური უმეტესობა სასამართლოს ვერ ხედავს და მასზე წარმოდგენა ექმნება რომელიმე ჭორიკანა ტელევიზიის გადაცემებით ან რომელიღაც გაზეთის ბინძური ინსინუაციებით.”- თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს უკვე შეხვდა

საქართველოსა და შევიცარიის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ პირველი კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. სერგი კაპანაძის განცხადებით,შვეიცარიის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ტექსტი უცვლელი რჩება.
რუსეთმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა.
საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებს შეხვედრა ბათუმში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა.ქართული მხრიდან შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდნენ.შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.კომენტარები პრეზიდენტების მხრიდან არც შეხვედრის შემდეგ გაკეთებულა..ინფორმაციას შეხვედრის თაობაზე პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა . Continue reading “მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს უკვე შეხვდა”

მიხეილ სააკაშვილი -“ეს კაცი ბოლოს და ბოლოს გაათავისუფლეთ სამსახურიდან“

პრეზიდენტმა ონიშენკოს “ვიღაც მანიაკი” უწოდა
“ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე კუს ნაბიჯებით გავდივართ. ამ კაცს ამდენი წელი ჰქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა. რაღაც სასამართლო პროცესები მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ რეალურად წარმოუდგენელი პოტენციალი არსებობს ჩვენი ღვინისთვის და აღარ უნდა ისმებოდეს საერთოდ კითხვა, გავალთ თუ არა რუსეთის ბაზარზე. ვიღაც მანიაკ ონიშენკოზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, წავა თუ არა ჩვენი ღვინო სადმე, როცა ქართულ ღვინოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს”-განაცხადა დღეს პრეზიდენტმა ბათუმში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე. ვაზის და დეპარტამენტის „ სამტრესტის”
ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე უკვე განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ თქვა, რომ ვაკანსიაზე ღია კონკურსს გამოაცხადებს და მასში მონაწილეობის მიღება ყველა კანდიდატს შეეძლება .

მიწისძვრით დაზარალებული ქართველები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მალე საქართველოში შემიყვანენ ორ მოქალაქეს, რომლებიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ.
Continue reading “მიწისძვრით დაზარალებული ქართველები”

მინისტრის მეგობარი

ჟურნალისტური გამოძიება ვანო მერაბიშვილის მეგობარი ბიზნესმენის საქმიანობაზე
https://www.youtube.com/watch?v=8xDdy5M2WrI

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება

ჟურნალისტური გამოძიება ვანო მერაბიშვილის მეგობარი ბიზნესმენის საქმიანობაზე
https://www.youtube.com/watch?v=8xDdy5M2WrI

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება

მინისტრის აღსარება, ანუ როგორ დაიჯერა გოგა ხაჩიძემ, რომ ლაზიკა ზღაპარი არ არის

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ისე, შემთხვევით ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის, ვინ არის საქართველოში ყველაზე მაგარი მინისტრიო – ვუპასუხებდი, რომ ყველაზე მაგარი გოგა ხაჩიძეა. უფრო მეტიც, ვუპასუხებდი, რომ ის უნიკალურია. ვინც ჩემსავით არ ფიქრობთ, წინასწარ აგრესიულად ნუ განეწყობით, რადგან არ ვგულისხმობ იმას, რომ ის საქართველოში მოქმედ მინისტრებს შორის ყველაზე კარგად მღერის, ან ყველაზე მაგარ მუსიკას ქმნის – შესაძლოა ეს საკითხი სადავო იყოს. ჩემთვის ბატონი გოგა მხოლოდ იმიტომაა უნიკალური, რომ ის ყველა დანარჩენი მინისტრისგან განსხვავებით ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს. მაშინ, როცა სხვა მინისტრები პრეზიდენტის მსგავსად ამტკიცებენ, რომ საქართველოს არათუ გადასარჩენი არაფერი სჭირს, არამედ დღითიდღე შენდება და მშვენდება, გოგა ხაჩიძეს სხვა სადარდებელი აქვს. გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას დღეს ურთულესი ამოცანა უდგას: „როგორ გადარჩეს“. Continue reading “მინისტრის აღსარება, ანუ როგორ დაიჯერა გოგა ხაჩიძემ, რომ ლაზიკა ზღაპარი არ არის”

მინისტრი წავიდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ლევან ანთაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ყოფილმა მინისტრმა TV 25 -თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ გარემოს შეცვლა სურს და ამ ატაპზე დასვენებას აპირებს.
ლევან ანთაძე 2008 წლიდან მუშაობდა მინისტრის პოსტზე. მანამდე იგი ბათუმის მერის მოადგილედ და ბათუმის „წყალკანალის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში, 3 წლით

მოამზადა ნათია ზოიძემ
ქართველი მილიარდერი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გაუჩნდა, მზად არის, 14 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველად ღია ეთერში გამოჩნდეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოს. სანამ ქართული მედია მსჯელობს, იყო თუ არა კორექტული მედიისადმი გაგზავნილ მიმართვაში ივანიშვილი, საერთაშორისო მედია აქცენტს „უჩინარი მილიარდერის პროდასვლელ სააკაშვილისთვის“ გაგზავნილ გამოწვევაზე აკეთებს.

Continue reading “მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში, 3 წლით”

Exit mobile version