ისინი ცვლილებებს ელიან

სალომე ირემაძე 26 წლისაა და უკვე სამი შვილი ჰყავს. აქედან ერთი სოციალური პირობების გამო ბავშვთა სახლში ჩააბარა, „ერთს კი დეიდა მიზრდის. არავითარი შემოსავალი არ მაქვს, მინდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს“.  

ქალბატონი ნანა მომავლის იმედით მოვიდა აქციაზე, თუმცა გვარის „ბაჩო ახალაიას შიშით“ არ გვიმხელს: „რა ვქნა დედა, მეშინია ახალაიასი.  შვილი დაჭერილი რომ მყავდა, ისე გამილახა ციხეში, რომ ორი ნეკნი ამოუღეს. ახლა გარეთ არის, მაგრამ მაგის მაინც მეშინია, შეიძლება ნარკოტიკი ჩაუდოს, რა ვიცი. ნასამართლევი ხარო და სამსახური ვერსად იშოვა, სადამდე უნდა დაუსაქმებელი და მისი შვილები მშიერი“-ამბობს ის. 

შოთა ცინცაძე თავის ტრაგედიაზე ყვება: „მშვიდობა მინდა, მშვიდობა! ერთი შვილი ჯარში გავაგზავნე და მკვდარი ჩამომისვენეს, ოჯახში ყველა უმუშევარი ვართ, მეტი რაღა ვთქვა. მჯერა რომ ეს კაცი ყველაფერს შეცვლის“.  

„17 წელია ბელგიაში ვცხოვრობ, ჩამოვედი ბიზნესი დავიწყე, მაგრამ სადღაა, წაიღო ხელისუფლებამ“ -ამბობს მერაბ ნოზაძე. მას იმედი აქვს რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საშუალო ბიზნესი წინ წამოიწევს და წნეხისგან გათავისუფლდება. „ინვესტიციები რაც შემოდის, მხოლოდ ისეთი ვისაც სააკაშვილთან აქვს პირადი ურთიერთობა“. 

ციცინო კოხრეიძე და გია ფრანგიშვილიც ცვლილებებს ელიან: „იმიტომ მჯერა, რომ ათი წლის მანძილზე კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ახლა კი ყველგან ნეპოტიზმია. 40 წლის შემდეგ კაცი სამსახურში აღარ უნდათ, 45 წლის კაცი რომ ვარ, იმის საშუალება ხომ უნდა მქონდეს რომ სტუდენტი შვილი ვარჩინო“ -ამბობს გია ფრანგიშვილი.

იმედა თედორაძე ქუთაისიდან ჩამოვიდა, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი კერპია და უნდა მან არჩევნებში გაიმარჯვოს: „იმედის საფუძველს მის მიერ გაწეული ქველმოქმედება მაძლევს. 17 წელია უმუშევარი ვარ, რითი ვცხოვრობ და მოვრჩი ბებიაჩემის ქონების გაყიდვას და ვარ ახლა ასე“.

ყველაზე მეტ ცვლილებას რასაც გულნარა სიმონია ხელისუფლების შეცვლით მოელის, მართლმსაჯულებაა: „წლების წინ, როცა სააკაშვილი იგივე იმედებით მოდიოდა დავიჯერეთ, რადგან ახალაგაზრდა კაცი იყო და გვეგონა შეცვლიდა ქვეყანას, მაგრამ ახლა იმედებს ივანიშვილის პატიოსნება მაძლევს“- ამბობს იგი. 

ინციდენტი შუახევში: დააკავეს თუ არა ქართული ოცნების წევრები

შუახევის პოლიციამ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორი წარმომადგენელი გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე 5 აგვისტოს ღამეს პოლიციაში წაიყვანა.

ამის თაობაზე  5 აგვისტოს “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბათუმში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცახა.

მისი ინფომრაციით შესაძლოა დაკავებული იყოს ასევე “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი, ირაკლი დობორჯგინიძე, რომლის მანქანაში გიორგი ხურციძემ და სხვა ახალგაზრდებმა ფარულად დამონტაჟებული ვიდეოთვალი და მოსასმენი პარატურა აღმოაჩინეს.

“ინცინდენტი მოხდა გუშინ შუახევში, სასტუმროში, სადაც ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ გაჩერებული. პოლიცია მივიდა გვიან ღამით, თითქოსდა ქურდობის ფაქტზე, სინამდვილეში, საქმე ეხებოდა ხელისუფლების მიერ ჩვენს ახალგაზრდებში ჩანერგილ პირს, ირაკლი დობორჯგინიძეს და მის ადგილიდან გაყვანას. ირაკლი დობორჯგინიძე ორი თვეა რაც “ქართული ოცნებას” შემოუერთდა და სხვა ახალგაზრდებთან ერთად გადაადგილდებოდა”, -აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

მისივე ინფორმაციით, ირაკლი დობორჯგინიძე შუახევში ასვლიდან მეორე დღეს გაურკვეველი წარმომავლობის მანქანით ამოძრავდა, რომლის სახელმწიფო ნომერია GPG 121.

“ის ახალგაზრდობის წევრებს ისვამდა მანქანაში და საეჭვო კითხვებს უსვამდა, მაგალითად ეწეოდნენ თუ არა პლანს, აძლევდა თუ არა მათ ვინმე ფულს და ა.შ. ახალაგაზრდებმა მასზე ეჭვი აიღეს და მის მანქანაში აღმოუჩინეს ჩამონტაჟებული ვიდეოთვალი და ჩამწერი. ამის გამო მოხდა უსიამოვნება. როცა პოლიცია სასატუმროში მივიდა ის ცალკე ესაუბრა ირაკლი დობორჯგინიძეს, ქურდობის ფაქტზე კი გამოძიება არ ჩატარებულა”, – აცხადებს  ფანჯიკიძე.

ირაკლი დობორჯგინიძე სააგენტო “ინფო 9”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ამბობს, რომ მანაქანში სათვალთვალო აპარატურა თავად დაამონტაჟა უსაფრთხოების მიზნით.

როგორც ფანჯიკიძე ამბობს, მათ მიმართეს უწყებათაშორის კომისიას ფაქტთან დაკავშირებით: “ჩვენ მოვითხოვთ, არ დაიკითხოს გიორგი ხურციძე ადვოკატის გარეშე, არ მოხდეს მასზე ზეწოლა, რადგან ის არის ერთ-ერთი აღმომჩენი ვიდეოთვალის და მის მიმართ ხელისუფლებას შეიძლება განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდეს. შესაბამისმა ორგანომ გვითხრას, რა საპროცესო სტატუსით სარგებლობს ირაკლი დობორჯგინიძე და არის თუ არა ის დაკავებული, მიუხედავად მისი სავარაუდო ფუნქციისა, ჩვენთვის სულერთი არ არის, თუ რა სტატუსი ექნება მას. ასევე გვაცნობონ, მიმდინარეობს თუ არა ძიება ვიდეოთვალის დამონტაჟებაზე და უკანონო თვალთვალის ფაქტზე. რაც პირდაპირ მიგვიყვანდა იმ საჯარო მოხელეებამდე რომლებმაც მიიყვანეს დობორჯგინიძე ამ სიტუაციამდე” -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს “ქართული ოცნება” ირაკლი დობორჯგინიძის წარსულის შესახებ, მაია ფანჯიკიძე ამბობს: “მის შესახებ არაფერი არ ვიცით. ორი თვეა რაც ჩვენს ახალგაზრდებს შემოუერთდა და მხოლოდ ახლა გაჩნდა მის მიმართ ეჭვი. ოფისში ბევრი ახალგაზრდაა ვინც გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს”.  

ამ დროისთვის უცნობია  სამართალდაცავებმა დააკავეს თუ არა “ქართული ოცნების” წევრები, თუ მათი დაკიტხვა კვლავაც მოწმის სტატუსით მიმდინარეობს.

ნაცმოძრაობის მხარდამჭერები ბეშუმში

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე პირველად იმყოფებიან. მათი თქმით, მაისურები უფასოდ მიიღეს. ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ ბეშუმამდე უფასოდ იმგზავრეს.

”ქართული ოცნება” აქციის სამზადისში

ბათუმში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები  მიმდინარეობს. უკვე დასრულდა სცენის მონტაჟი. ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან დუმბაძის განცხადებით, ბათუმის ისტორიაში დღევანდელი მიტინგი ყველაზე მასშტაბური იქნება.

„რამდენი ადამიანი მოვა, ამის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელი, მაგრამ გარწმუნებთ ბათუმის არსებობის ისტორიაში ბათუმში ამ დონის, ამ მუხტისა და ამ რაოდენობის მიტინგი არ ჩატარებულა. საღამოს 7 საათზე უამრავი ადამიანი  მოიყრის თავს. რაც შეეხება რაიონებს, რაიონებიდან ადამიანები ჩამოვლენ, მაგრამ ამას არ ექნება ორგანიზებული ხასიათი. ისინი თავიანთი ინიციატივით,  საკუთარი პასუხისმგებლობით მოვლენ ამ მიტინგზე,“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

”ქართული ოცნების” აქცია ბათუმში 19 საათზე დაიწყება, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ქართული ოცნება 5 აგვისტოს აქციის სამზადისში

„ქართული ოცნების“ აქტივისტები ბათუმის ყველა უბანში მოძრაობენ და ხალხს 5 აგვისტოს აქციაზე მისვლისკენ  მეგაფონებით მოუწოდებენ.

ბრიფინგი ბეშუმის ინციდენტის შემდეგ

ბეშუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მურმან დუმბაძემ ბრიფინგზე იმ პირების ვინაობა დაასახელა, ვინც ბეშუმის შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა.

ხელვაჩაურის გამგებელი: „არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი”

„ბათუმელები“ ხულოს, ქედის და ხელვაჩაურის გამგებლებს დაუკავშირდა.

„არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი, არანაირი ექსესები არ მომხდარა,“ – განუცხადა ბათუმელებს ხელვაჩაურის გამგებელმა თემურ დუმბაძემ და ტელეფონი გათიშა.

„შუამთობამ ჩაიარა ნორმალურად, 10 ათას კაცამდე იქნებოდა. ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ჩამობრძანებული იყო ბატონი პრეზიდენტი, მთავრობის თავმჯდომარე, იყო დელეგაციები. იყო პატარა ექსესები ჩვენი ოპონენტების მხრიდან,“ – განაცხადა ხულოს გამგებელმა თემურ ბოლქვაძემ.

მას შემდეგ რაც „ბათუმელებმა“ გამგებელს მომხდარი დაპირისპირების შესახებ ჰკითხა, გამგებელმა თქვა, რომ აღარ ესმოდა და ტელეფონი გათიშა.

ქედის გამგებელმა ირაკლი ბარამიძემ მომხდარზე სატელეფონო კომენტარი არ გააკეთა.

პოლიციას ჟურნალისტებზე ძალადობის დროს რეაგირება არ ჰქონია

სოფო ჟღენტი, ტელეკომპანია „მაესტროს” კორესპოდენტი აჭარიდან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წითელმაისურიანმა მომხრეებმა მას უბიძგეს და ხელი დაარტყეს: „მერე კამერაზე წამოვიდნენ. ვიყვირე – პოლიცია!  იქვე მდგომ პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. კადრებშიც ისმის ხმა, როგორ ვთხოვ პოლიციას, რომ წრე შემოგვარტყან და დაგვიცვან ჟურნალისტები. რამდენიმე ხნის მერე გააკეთეს ეს.

იქ იყვნენ „რეალტივის” ჟურნალსიტებიც. მათთვის ხელი არ დაურტყამთ, თუმცა იყო გაწევის მომენტი „ქართული ოცნების” მხარდამჭერის მხრიდან და შევეცადეთ მათი დაცვა და იმ ადამიანების გადაღება, რომლებიც ამას აკეთებდნენ.

მოგვიანებით ის ადამიანიც ჩავწერე, რომელმაც ხელი დამარტყა. „ბოდიში, ანერვულებული ვიყავიო და დაამატა, მოგვარდა ეს ამბავიო”.

სოფო ჟღენტი ამბობს, რომ ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, მიმართავს თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს: „უნდა ვესაუბრო სპეციალისტებს. მე, პერსონულად, მინდა საქმე აღიძრას ამ ადამიანებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვინმემ აგოს პასუხი ჟურნალისტის, მოქალაქის შეურაცხყოფაზე. არსებობს კანონი, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ.” – ამბობს სოფო ჟღენტი.

მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „მეცხრე არხის” კორესპოდენტს ბათუმიდან ნათია როყვას. „მეცხრე არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში სჩანს, როგორ თხოვს ჟურნალისტი პოლიციას დაიცვან მოქალაქეების აგრესიისგან.

ნათია როყვა: „ჟურნალსტებზე იყო ფიზიკური ძალადობა, შეჯანჯღარება, შეძახილები: „წადი აქედან, „რუსების აგენტებო“! ხელით რომ შემეხენ, შტატივი გამივარდა, მივედი პატრულთან და ვთხოვე მოახდინეთ რეაგირება ფაქტებზე, რომელიც თქვენი თვალით დაინახეთქო. კომეტარს არ გიკეთებებო. ვუთხარი, კომეტარი კი არ მინდა, გთხოვთ უზრუნველოყოთ ჩემი უსაფრთხოება საჯარო ადგილას.

მომხრებიდან  რამდენიმე იყო  აშკარად ნასვამი. დავინახე ერთ-ერთი ადგილობრივი საჯარო მოხელე მიუთითებდა მომხრეებს, საით უნდა წასულიყვნენ.” 

დღეს ჟურნალსიტებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“ -სა და „იმედის” გარდა არ მისცეს პრეზიდენტის გადაღების საშუალება.

ნათია როყვა ამბობს, რომ პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი დაცვა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას, თუმცა მიხეილ სააკაშვილს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.  „იგივე ვუთხარი ლევან ვარშალომიძეს” – ამბობს ნათია როყვა, „ვინა, ვინ გაბედაო – თქვა ვარშალომიძემ, გაირა და წავიდა.

ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დაპირისპირება ბეშუმში – 2012 წელი

„ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები ბეშუმში ჩამოდიან სამარშუტო ტაქსებით, მათი გამორჩევა ადვილია წითელი ფერის მაისურებით, რომელსაც მკლავზე ხუთიანი აწერია.

დღეს და ხვალ ბეშუმში სახალხო დღესასწაული, შუამთობა აღინიშნება. არსებობს ინფორმაცია, რომ შუამთობის პირველ დღეს ბეშუმს ბიძინა ივანიშვილი ეწვევა, ხვალ კი კურორტზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ბათუმში გაიმართება „ქართული ოცნების” აქცია.

12:20 საათი: ბეშუმში დღეს ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. როგორც ბეშუმში მყოფი „ქართული ოცნების” მომხრეები აცხადებენ, აქ ყოველ წუთს ელიან ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას.

„ბათუმელების” კორესპოდენტის, ეკა ბარამიძის თქმით, ბეშუმში ჩამოდიან ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან. ძირითადად ახალგაზრდები, წითელი ფერის მაისურებით. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრები და აჭარის განათლების მინისტრი, გია აბულაძეც, რომელსაც ასევე ნაციონალური მოძრაობის მაისური აცვია. მინისტრმა „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ არ იცის ვინ უწევს ორგანზიებას ნაციონალური მოძრაობის მომხრეების ჩამოყვანას ბეშუმში. „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები კომენტარზე უარს აცხადებენ, ასევე არ სურთ საკუთარი სახელისა და გვარის დასახელება.

12: 56 საათი: ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში ჩავიდა. როგორც „ბათუმელებს” განუცხადეს, ბეშუმის შესასვლელთან გზა მანქანებით იყო ჩახერგილი და „ქართული ოცნების” ლიდერსა და მის მომხრეებს ცენტრამდე ფეხით მისვლა მოუხდათ.

ივანიშვილმა მოსახლეობას და თავის მხარდამჭრებს შუამთობა მიულოცა. მას თან ახლავს „ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე და „ქართული ოცნების” სხვა წევრები.

13: 10 საათი: „ქართული ოცნების” დაახლოებით 500-კაციანი კოლონა ბეშუმის ცენტრიდან დაიძრა. „ქართული ოცნების” მომხრეებს გზადაგზა მხარდამჭერები უერთდებიან, ზოგიერთი მათგანი „ქართული ოცნების” ლურჯ მაისურებს ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი კი სამარილოს სერიდან, საიდანაც პირდაპირი ჩართვა ხორციელდებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის სახლის სანახავად წავიდა. „ისევ ისეთი ქოხი აქვს და ვერც დაქორწინდება” – განაცხადა პრეზიდენტმა და ლევან ვარშალომიძეს მოუწოდა: „თვალი გაახილე, გახედე რამდენი ქალია”.

„ქართული ოცნების” ფეხით მიმავალმა მხარდამჭერებმა და პრეზიდენტის კორტეჟმა ეს წუთია ერთმანეთს გვერდი აუარეს.

13:20 საათი: ეს წუთია ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა „ქართული ოცნების” მომხრები ალყაში მოაქციეს და არ უშვებენ. როგორც „ბათუმელების” კორესპოდენტი, ქეთი ლაბაძე იტყობინება, შეხლა-შემოხლა დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს გზა გადაღობილი აქვთ და სხვა მომხრეებსაც ეძახიან, რომ შეურთდნენ. ისმის შეძახილები ბიძინა ივანიშვილის მისამართით: „წადი, წადი!” „მიშა, მიშა!”

„დღეს შუამთობის მოსალოცად ჩამოვედით. პრეზიდენტმა ეტყობა გაიგო, რომ აქ ვიქნებოდით და დაგვხვდა წითელი მაისურებით. დაინახეს, რომ გაამართლა მაისურებმა და მათაც მოგვბაძეს”, – აღნიშნა „ბათუმელებთან” კოალიცია „ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა.

13:35 საათი: ბიძინა ივანიშვილს სცენასთან არ უშვებენ. მხარდამჭერები ცდილობენ ივანიშვილთან მიახლოებას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ამის საშუალებას არ აძლევენ. „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისიტები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ადგილზე დაიწყო პოლიციის მობილიზება.

13: 41 საათიროგორც „ბათუმელების” კორესპოდენტი ქეთი ლაბაძე გვატყობინებს, ნაციონალური მოძრაობის მომხრეები იწევენ ჟურნალისტებისკენ. მისი თქმით, აქტივისტებმა ხელი მოუქნიეს ტელეკომპანია „მაესტროს” კორესპოდენტს აჭარაში სოფო ჟღენტს და შეეცადნენ კამერის წართმევას ოპერატორისთვის.

13: 50 საათი: „ბათუმელების” კორესპოდენტი, ეკა ბარამიძე გვატყობინებს, რომ „ქართული ოცნების” ხულოს შტაბის წევრი, თამაზ აბაშიძე სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პირებმა წაიყვანეს.

ჟურნალისტებისთვის  საქმიანობაში ხელშეშლა გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ცდილობენ ადგილზე მყოფ ჟურნალისიტებს კამერები წაართვან.

14:00 საათი: ბეშუმში „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს შორის მდგომარეობა განიმუხტა. „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის ინტერესებში არ შედის სიტუაციის დაძაბვა. ამ წუთებში ბეშუმს ტოვებს ბიძინა ივანიშვილი. მას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებმა არ მისცეს. ივანიშვილი მხარდამჭერებთან ერთად მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც მათი მანქანების კოლონაა შეჩერებული. მათ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მიაცილებენ.

ბეშუმიდან ასევე გვატყობინებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ორმა მხარდამჭერმა წითელი მაისური გაიხადა და „ქართული ოცნების“ ლურჯი მაისური ჩაიცვეს. ერთ-ერთი მათგანი ალეკო მიქელაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურის ჩაცმა დაავალეს, მაგრამ არსებული სიტუაცია არ მოეწონა და ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შეერთებოდა.

19:10 საათი: “ბათუმელების” კორესპოდენტმა,  ქეთი ლაბაძემ გვაცნობა, რომ შქერნალში, სადაც ბეშუმის ერთ-ერთი პოპულარული რესტორანია, დამსვენებლებს არ უშვებენ. მათ ეუბნებიან, რომ აქ მთავრობის წევრები არიან და დალოდებას სთხოვენ. იმყოფება თუ არა შქერნალში საქართველოს პრეზიდენტი, ამის შესახებ რესტორანში ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ბეშუმში ამჟამად სიმშვიდეა.

პრეზიდენტის ფოტოები უნდა წაიშალოს

 ბათუმში, პიაცას მოედანზე, სადაც ამჟამად  ვალერი მელაძის კონცერტი მიმდინარეობს, გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს კონცერტის მსვლელობისას გადაღებული ფოტოები წაუშალეს, მათ შორის პიაცას უკანა მხრიდან შემოსული პრეზიდენტის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ფოტოები.

„როგორც კი მოვრჩი ფოტოგადაღებას და პრეზიდენტი მეორე სართულზე ავიდა, ჩემთან მოვიდა შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელიც გამეცნო როგორც პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელი და დაჟინებით მომთხოვა ფოტოების წაშლა. შეკითხვაზე, რის საფუძველზე ითხოვდა ფოტოების წაშლას, ვერ მივიღე, მაგრამ იძულებული გავხდი ფოტოები წამეშალა.“   – ამბობს მანანა ქველიაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ბათუმელების“ ჟურნალისტებს პრეზიდენტის დაცვა ფოტოების წაშლას სთხოვს.

ვალერი მელაძე: „მაისური მეგობრული ჟესტი იყო”

ალერი მელაძემ ბათუმის პიაცაზე კონცერტის დაწყებამდე აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ვალერი მელაძესა და კახი კალაძეს ქართული ოცნების მაისურები აცვიათ, ნამდვილია, თუმცა ამას პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს.

„მაისური მეცვა, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო და არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ აქციებში ჩავებმები“ – განაცხადა მომღერალმა.

კონცერტს პიაცაზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

მელაძის კონცერტს წარმოადგენს კომპანია “ორბი ჯგუფი”. აღნიშნული კომპანია აშენებს ბათუმში ახალ სასტუმრო-კომპლექსს, რომლის მშენებლობასაც დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად ჩაუყარა საფუძველი.

„დინამო“ უმაღლესში, „ბეთლემი“, „შუქურა“ და „ადელი“ პირველში

პირველ ლიგაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ბათუმის „დინამომ“ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. პირველ ლიგაში თამაშის უფლება კი ქედის „ბეთლემმა“ და ქობულეთის „შუქურამ მოიპოვეს.

ამავე ლიგაში ითამაშებს ბათუმის „ადელიც“. აღსანიშნავია, რომ „ადელმა“ ადგილი ლიგაში გუნდების გაზრდის ხარჯზე შეინარჩუნა, რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, ქობულეთში სტადიონს აშენებენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ერთი საგზური ქობულეთლებსაც სწორედ ამის გამო გამოუყვეს. ქედის „ბეთლემმა“ კი, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინათ შეიქმნა, პირველ ლიგაში თამაშის უფლება თავად მოიპოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბათუმის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი ედიშერ კაკაბაძე გახლავთ, რომელმაც ორწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდი პირველ ლიგაში გადაიყვანა.

მამაკაცებისთვის 10 ლარად, ქალებისთვის უფასოდ

 კლუბ „საბლაიმის“ მენეჯერის რუსუდან თურქაძის თქმით  „კლუბურ სისტემაში ეს დამკვიდრებული წესია, რადგან კლუბში სადაც ქალი უფასოდ შედის და დიდ ხანს ჩერდება, მამაკაცები ამ კლუბში შესასვლელად ფულს იხდიან“. 

სამაგიეროდ ორივე მომხმარებელზე თანამბრად ვრცელდება ე.წ „ფეისკონტროლი,“ რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის კლუბში შესვლის მსურველს სათანადოდ უნდა ეცვას. მომხმარებელი სპორტული ტანსაცმელითა და შლოპანცებით კლუბში ვერ მოხვდება, თუმცა როგორც ზოგოერთი კლუბის მენეჯერი ამბობს,  „სპორტულ ტანსაცმელსა და შლოპანცებსაც გააჩნია.“ კლუბ „ბამბა რუმსის“ მენეჯერის თქმით შეიძლება შლოპანცი ეცვას, მაგრამ  ძალიან კარგად გამოიყურებოდეს. ამ შემთხვევაში მასზე შეზღუდვა არ გავრცელდება.

რაც შეეხება განსაკუთრებულ შემთხვევებს, როცა ღამის კლუბში შესვლა  ქალებისთვისაც ფასიანია,  ეს იმ  დღეებზე ვრცელდება, როცა კლუბს ცნობილი დიჯეი ჩამოჰყავს, ასეთ  შემთხვევაში  კლუბებში შესვლის ფასი 15 –დან 70 ლარამდე მერყეობს.

ბათუმში მოქმედი ღამის კლუბები მომხმარებელს ძირითადად კომერციულ მუსიკას სთავაზობს  „უფრო ხშირია ვოკალური ტრეკები,  არის რესტროს და პაპსას საღამოებიც.“ – ამბობს კლუბ „საბლაიმის“ მენეჯერი რუსუდან თურქაძე.

პრეზიდენტის მიერ წარმატებულად მოხსენიებულ ბიზნესმენს მოსახლეობა ედავება

კომპანია „გლობამშენი“ ლუკა ასათიანის 13 ნომერში 8 სართულიან სახლს აშენებს. სახლის მშნებლობის დროს მეზობლად მდებარე ექვსი ოჯახს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. საძირკველის გათხრის დროს ექვსივე ოჯახის საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ჯერ მათი სახლები გამაგრდეს და მშენებელმა შემდეგ გაანახლოს მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა.
„ჩვენ ყოველდღიურად საფრთხის წინაშე ვართ, მფლობელი კი ქეიფობს მის მიერ აშენებულ კოშკ-რესტორანში და ჩვენ არ ვაინტერესებთ“ – აცხადებს ლუკა ასათიანის 11 ნომერში მცხოვრები სულიკო ნაჭყებია. იგი მშენებელი კომპანიის მფლობელ, სანდრო შარაშიძეს გულიხმობს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა დაახლოებით 2 კვირის წინ მოიხსენია, როგორც ადგილობრივი წარმატებული ბიზნესმენი. შარაშიძე ეკუთვნის ახალ ბულვარში აშენებული კოშკი, კომპანია ძირითადად სახლების მშენებლობით არის დაკავებული.

ნოდარ მალაყმაძეც ლუკა ასათიანის ქუჩაზე ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ მშენებელმა კომპანიამ მშენებლობა ისე დაიწყო, რომ მათთან, როგორც მეზობლებთან, ხელშეკრულება არ გაუფორმებია: „თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ სახლის საძირკველი ისე ვერ გაითხრებოდა, რომ მეზობლებს ზიანი არ მოგვდგომოდა, თანაც მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ ნებართვა არ ჰქონდათ, ვუჩივლეთ და ზედამხედველობის სამსახურმა 5000 ლარით დაჯარიმა“ – ამბობს ნოდარ მალაყმაძე.

ლალი ბაგრატია: „სახლამდე მისავლელი სამანქანო გზაც არ დატოვეს, სახლამდე მანქანით ვეღარ შევდივართ, ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი რომ გაუჩნდეს, სახანძრო მანქანაც ვერ შემოვა.“
კომპანიის გენერალური დირექტორი რეზო დავითაძე აცხადებს, რომ ამ სახლების გამაგრებას მაშინ დაიწყებენ, როცა „ახალი სახლის საძირკველის მშნებლობა მეზობლების დაბზარულ კედლამდე მიაღწევს“. ის ასევე აღიარებს, რომ მშნებლობის დაწყება კანონდარღვევით მოხდა, რის გამოც ჯარიმა გადაიხადეს. მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია გენერალური დირექტორის ინტერვიუმ, სადაც ის ამბობდა, რომ შესაძლო ზიანისთვის მოქალაეები ყოველთვიურად იღებენ თანხას.

მეზობლებმა მას ამ ხელშეკრულების წარმოდგენა მოთხოვეს, რაც იმ დროის მონაკვეთში, რომელიც „გაზეთ ბათუმელებმა ინციდენტის ადგილას დაჰყო, კომპნიის წარმომადგენელმა ვერ შეძლო. „ბათუმელებს“ ასევე უარი უთხრეს ოფისში ამ დოკუმენტის ჩვენებაზე.

გადახურული ქუჩა ბათუმში

„ქუჩა მსუბუქი კონსტრუქციით გადაიხურება და გაკეთდება იმდაგვარად, რომ ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს მზის სხივი არ მოაკლდეს. სახურავი მსგავსი უნდა იყოს ცის და ღრუბლების, რომ არ შეიქმნას ილუზია, თითქოს ტყვეობაში ხარ. ქუჩას არ დასჭირდება ხელოვნური განათება, მხოლოდ დღის და ღამის ბუნებრივი განათებები იქნება. განიხილება ნოდარ დუმბაძის ქუჩის გადახურვაც, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის “  –  ამბობს მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, ირაკლი სურმანიძე.

ბათუმის საკრებულომ მერიას ქუჩების გადახურვისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 300 ათასი ლარის გამოყოფაზე თანხმობა უკვე მისცა, თუმცა ირაკლი სურმანიძე აცხადებს, რომ დასრულებული პროექტი ამ დროისთვის არ არსებობს.  „გვაქვს ქართველებისა და უცხოელების მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ესკიზი და როცა რომელიმე შეირჩევა, მერე გახდება ცნობილი შემსრულებლის ვინაობა“ – ამბობს ის. მისივე განმარტებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არის საორიენტაციო ღირებულებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო თანხა ცალკე იქნება გამოყოფილი: „რადგან ეს არის წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების საგანი, მანამდე ვერ გავხდით საჯაროს პროექტის დეტალებს და ვერც იმას ვიტყვით, ვინ არიან ავტორები“.

ქუჩების გადახურვის თემა ბათუმში აქტუალური ხუთი წლის წინაც იყო. ამ საკითხზე 2008 წელს ბათუმის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა ზვიად ბურჭულაძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მემედ აბაშიძის ქუჩის გადახურვას აპირებდნენ: „იქედან გამომდინარე, რომ ბათუმი წვიმის ქალაქია, გაჩნდება ორი გადახურული ქუჩა-პასაჟი. წინასწარი პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი იქნება მემედ აბაშიძის ქუჩა, სადაც პირველ სართულზე მაღაზიები და ბუტიკები იქნება განთავსებული. მეორე ქუჩა რომელი იქნება, ჯერ არ ვიცით… ეს სამწლიანი პროგრამაა“.

მერიის ხუთი წლის წინანდელი „სამწლიანი პროგრამა“ არქიტექტურის  სამსახურმა საკრებულოს სხდომაზე მოუმზადებლად წარმოადგინა, რის გამოც, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ, საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგი ნოდარ ჩხეიძე, რომელიც ოთხი წლის წინ აჭარის მთავრობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ ქუჩის გადახურვის პროექტი ლევან ვარშალომიძეს რამდენიმე წლის წინ პირადად შესთავაზა: „მონახაზი მე და გია ბაღოშვილმა გავაკეთეთ, სულ რაღაც რვაასი ათასი ლარი ჯდებოდა, ახლა კი ორ მილიონს იხდიან. ჩვენ არა მემედ აბაშიძის, არამედ ყოფილი ბლაგოევგრადის ქუჩის გადახურვას მივიჩნევდით გამართლებულად, რადგან პატარა ქუჩაა, მხოლოდ ორსართულიანი სახლები დგას და თანაც პირველ და მეორე სართულებზე ძირითადად მაღაზიები და ოფისებია განთავსებული. მზიან ამინდში სახურავის გადახსნაც იქნებოდა შესაძლებელი“. 

ნოდარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ქუჩის გადახურვა, სადაც ადამიანები მუდმივად ცხოვრობენ, დაუშვებელია: „გადახურვის შემთხვევაში მოსახლეობა მეორადი სინათლის მიმღები ხდება, რაც ძალიან ცუდია. ასეთ დროს ბიოლოგიური რიტმი დაირღვევა, რადგან ადამიანმა ულტრაიისფერი სხივების პროცენტული რაოდენობა პირდაპირი დასხივებით უნდა მიიღოს. ეს იმ ადამიანების უფლებებს დაარღვევს, ვინც გადახურული ქუჩის ქვეშ მუდმივად იცხოვრებს“.   

„ბათუმელები“ არქიტექტორ გია რამიშვილსაც ესაუბრა. იგი ამბობს, რომ ბათუმში ქუჩების გადახურვის პირველი მცდელობა 80-იან წლებში იყო: „მოსკოვიდანაც ჩამოვიდა არქიტექტორთა ჯგუფი, მაგრამ იდეა მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწუნა. ჩემი პოზიციაც უარყოფითია, რადგან ბათუმში ამის აუცილებლობა არ არის. მაშინ ეს ითვლებოდა ძალიან მაღალ სიტყვად არქიტექტურაში, მაგრამ დღეს ეს არის ჩვეულებრივი პასაჟი და ევროპაშიც ძირითადად იხურება სავაჭრო ქუჩები, ბათუმში კი ამის აუცილებლობა არ არის. ვფიქრობ, გაუაზრებელი იდეაა, გარდა ამისა, ბევრ ტექნიკურ სირთულესთან არის კავშირში, თუნდაც იმ შენობების განიავებასთან,  რომელიც სახურავის ქვეშ დარჩება. ადამიანებს ქუჩას ვერ გადაუხურავ, რადგან მათი ოთახები მეორადი შუქით განათებული გამოვა“. 

ქალაქი ძვირადღირებული, ასტრონომიული და გაჩერებული საათებით

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი საათისთვის გამოიყო თანხა. 471 ათას 671 ლარის ღირებულების საათი ზურაბ გორგილაძის #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კოშკურაში უნდა განთავსდეს. როგორც მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, საათის შეძენა ევროპაში იგეგმება, „კერძოდ რომელ ქვეყანაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

ეს ბათუმში ბოლო ორი წლის მანძილზე შეძენილი მეოთხე ძვირადღირებული საათია. საათების შეძენის აუცილებლობას ბათუმის მერიაში ასე ხსნიან: „მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით“. თუმცა ყველაზე ძვირადღირებული საათი, რომელიც ყოფილი ეროვნული ბანკის კოშკურაზეა დამონტაჟებული, ასტროლოგიურია და ამ საათით დროის განსაზღვრა ტურისტებს და ბათუმელებს, განსაკუთრებული ცოდნის გარეშე გაუჭირდებათ. ამ საათის ღირებულება 1 მილიონ 700 ათასი ლარია. მერიაში ამბობენ, რომ საათი გერმანიაშია დამზადებული, მიხეილ სააკაშვილს კი საათის დამზადებასთან დაკავშირებით სხვა ვერსია აქვს. გასულ წელს მან უკრაინელ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ის იტალიის ქალაქ მანტუაში არსებული საათის ანალოგია: „ეს არის კოპიო, ქართველმა სპეციალისტებმა მე-14 საუკუნის ესკიზის მიხედვით გააკეთეს“ – განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი ძვირადღირებული საათი „პიაცას“ კოშკურაზეა დამონტაჟებული. ამ საათში მერიამ 322 ათას 286 ლარი გადაიხადა.
ძვირადღირებული საათების შეძენის პარალელურად ევროპის მოედანზე, ასტროლოგიური საათიდან დაახლოებით 50 მეტრი მოშორებით, მერიის ბიუჯეტიდან 20 000 დოლარად (ექვივალენტი ლარებში) შესყიდულ საათზე დრო გაჩერებულია. საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს.
საერთო ჯამში, ბოლო წლების მანძილზე ქალაქის მერიამ საათების შესაძენად 2 მილიონ 500 ათასზე მეტი ლარი დახარჯა.

„რუსთავი 2“ ანბანის კოშკში

ავტორი:ლელა დუმბაძე

<!** Image 1 align="right" width="188" height="150" >„თქვენ უყურებთ კურიერს ბათუმის სტუდიიდან“ – ამ სიტყვებით დაიწყო 6 მაისს საინფორმაციო გამოშვება „კურიერიის“ წამყვანმა. პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმს „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ბათუმიდან, ანბანის კოშკიდან გადასცემდა. რა სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე სარგებლობს კერძო კომპანია სახელმწიფო ქონებით? – ამ კითხვაზე პასუხი არც ბათუმის მერიაში და არც აჭარის მთავრობაში არ აქვთ.

140 მეტრი სიმაღლის „ანბანის კოშკის“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის რაიმე სახით გადაცემას ბათუმის მერიაში არ ადასტურებენ. აჭარის ბიუჯეტიდან 64 მილიონით დაფინანსებული `ანბანის კოშკი~ საკუთრებაში ჯერ არც ბათუმის მერიას დაურეგისტრირებია ოფიციალურად. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გელა მახარაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, კოშკის მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციას რამდენიმე დღეა რაც ადგენენ და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის: „ახლა ვაწარმოებთ მიწერ-მოწერას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მიწის გადმოცემის თაობაზე, რადგან მიწა, სადაც კოშკი ავაშენეთ, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, კოშკის მშენებლობაზე ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი ბათუმის ქონებად ვაქცევთ“.

რომელი უწყების ნებართვით და რა სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით ისარგებლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა კოშკის ტელესტუდიით? Continue reading “„რუსთავი 2“ ანბანის კოშკში”

დეპუტატების ერთი კვირა

„პეტრე ზამბახიძეს კი არ ვახლდი, პეტრე მახლდა მე“, – ასეთი განმარტება მომცა უმაღლესი საბჭოს წევრმა ზაზა გოგოტიშვილმა მას შემდეგ, რაც მოსახლეობასთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვკითხე… აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების მუშაობას “ბათუმელები” თვალს 13 ივნისიდან ადევნებდა; ავტონომიის საკანონმდებლო ორგანო ბათუმის ცენტრიდან ე.წ. „გოროდოკში“, თაბუკაშვილის ქ.# 19-ში, ყოფილი მე-15 სკოლის შენობაში განთავსდა, სადაც არასათანადო სამუშაო გარემოა. Continue reading “დეპუტატების ერთი კვირა”

ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა

ლელა დუმბაძე

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.

youtube https://www.youtube.com/watch?v=s7hIFO8WM2Y&w=560&h=349

ლელა დუმბაძე

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.

youtube https://www.youtube.com/watch?v=s7hIFO8WM2Y&w=560&h=349

რა ღირს მანქანის პარკირება?

ნათია ზოიძე

ბათუმის საკრე ბულომ 21 ივნისს განსაზღვრა პარკირების საფასური ბათუმის ტერიტორიაზე. პარკირების საფასური: 7 დღე – 4 ლარი; 30 დღე – 10 ლარი 182 დღე – 20 ლარი; 365 დღე – 40 ლარი განსხვავებულია საფასური ტაქსებისთვის: ტაქსის მფლობელებმა ყოველთვიურად 2-ჯერ მეტი თანხა უნდა გადაიხადონ. ამ შემთხვევაში 30 დღეში გადასახდელი თანხა 20 ლარია.
ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის. საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული დადგენილებით, პარკირების საფასურის ამოღებაზე შპს `ბათუმის პარკინგი~ იმუშავებს და გადახდილი თანხაც “ბათუმის პარკინგის” ანგარიშზე გადაირიცხება.
ახალი ტარიფები ძალაში პირველი ივლისიდან შევა. საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, ეკა თარგამაძემ განმარტა, რომ ამ პროექტის მიღებას ორი მიზანი აქვს: პარკირების ორგანიზებულობა და ქალაქის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.

<!** Image 1 align="" width="150" height="102" >

მოსკოვი – ბათუმის ავიარეისს სიმღერით და ღვინით შეხვდნენ

ნეტგაზეთი

[youtube https://www.youtube.com/watch?v=ej_RT23J-cs]

21 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მოსკოვიდან ჩამოსულ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში სიმღერით, ღვინითა და Continue reading “მოსკოვი – ბათუმის ავიარეისს სიმღერით და ღვინით შეხვდნენ”

საცხოვრებელი ბინები ყველას! – ბათუმის მერიის ახალი დაპირება

ავტორი:ნათია ზოიძე
ბათუმის მერია ახალ დაპირებას იძლევა. ბათუმში საკუთრების უფლებით ბინებს იმ მოქალაქეებსაც გადასცემს, ვისაც ფართობი უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. Continue reading “საცხოვრებელი ბინები ყველას! – ბათუმის მერიის ახალი დაპირება”

ლინკოლნ მიტჩელი: „სააკაშვილის მრჩეველი რომ ვიყო, დაბეჯითებით ვურჩევდი, ურთიერთობა მოეგვარებინა ივანიშვილთან“

ინტერვიუ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან, რომელიც ექსპერტია საქართველოს საკითხებში.
ავტორი: ეთერ თურაძე
თარგმანი: ხათუნა ბერიძე
_ ბატონო მიტჩელ, თქვენი ინფორმაციით, რა ხდება დღეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ანუ ამით იმის გაგება მინდა, რა იციან ამერიკაში თუნდაც იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოში პროცესებს აკვირდებიან?
_ ამჟამად ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა იმას ცდილობს, რომ გაიგონ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და მეტი შეიტყონ მასზე; ის გასული ათწლეულის განმავლობაში კარჩაკეტილი ფიგურა იყო და არც მედიას ეკონტაქტებოდა, განსხვავებით მრავალი სხვა პოლიტიკოსისგან. ამიტომაც არ ვიცით მისი ვინაობის შესახებ. ამერიკაში მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ერთით მეტი მოთამაშე; აქ ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ ავტორიტარული ნაბიჯები გადადგა ამ ადამიანთან მიმართებაში. იმ ზომამდე მივიდნენ, რომ მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს. პოლიტიკური მოვლენების განვითარების საწყის ეტაპზე ეს ექსტრემალური ნაბიჯად მიგვაჩნია. ამერიკელი ექსპერტები მზად არიან მეტი შეიტყონ ივანიშვილის შესახებ. მან თავი ახლა უნდა გააცნოს ფართო საზოგადოებას, დასავლეთსაც მათ შორის და ამაში სიფრთხილე სჭირდება _ ზოგი რამ მის სასარგებლოდ მეტყველებს, ზოგი არა.
_ ივანიშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის 18 წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს. როგორ ფიქრობთ, რა ცვლილება შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრას?
_ აშშ-ის პოზიცია იყო, არის და კიდეც იქნება ის, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გააკეთოს საკუთარი ლიდერის არჩევანი, მათ ყველა შემთხვევაში უნდა მიეცეთ ამის შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ ვინ იქნება მათთვის კარგი ხელმძღვანელი. შეერთებული შტატების ელჩის და უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლობის საქმეა გაეცნონ ყველა მთავარ ფიგურას, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდება. შეერთებული შტატები ელჩისაგან მიიღებს საჭირო ინფორმაციას.
_ ივანიშვილმა ესესაა გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოდის და მას მყისიერად ჩამოართვეს მოქალაქეობა. როგორ შეაფასებთ მმართველი ხელისუფლების ამ ქმედებას?
_ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო საქართველოს მთავრობის. რეალურად სწორედ ამ ნაბიჯმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მთავრობას ივანიშვილის მართლაც ეშინია. საქართველოში და მის გარეთაც ეს უკვე ცნობილია. მისი პოლიტიკური სისტემიდან დაუყოვნებლივ გაყვანის მცდელობა სწორედ ასე თუ შეფასდება. უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობა, აუცილებლად მოძებნიდა მასთან ურთიერთობის გზებს, მისი ეშინიათ და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მან თავად მოახერხა საკუთარი ბიზნესის წარმართვა და ფინანსურ წარმატებას მიაღწია. ივანიშვილს ფინანსურად იგივე შეუძლია გააკეთოს, რასაც მთავრობა აკეთებს. შეუძლია სატელევიზიო სადგური გააკეთოს და მედიაში არსებული სიტუაცია შეცვალოს. კი, მთავრობისთვის ეს მუქარის ტოლფასია. მე ასე მესმის, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ასე უცებ ვერავის წაართმევ მოქალაქეობას. იცით, მოქალაქეობის ჩამორთმევამ ორაზროვნებაც კი გამოიწვია: საქართველოში არის ვინმე, ვინც თვლის, რომ ის ქართველი არაა?
_ არა, აქ არავის მიაჩნია, რომ ივანიშვილი არაქართველია. უბრალოდ, ითქვა, რომ ის რუსული პროექტია, რომ მას ბიზნესი რუსეთში აქვს და ამიტომ პუტინის ხელდასხმულია.
_ ეს ის ხმებია, რასაც მთავრობა ავრცელებს. საერთოდ, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც მას არ ეთანხმება, პრორუსული ძალაა. ასე თუ ვიმსჯელებთ, მეც პრორუსულ ძალად შეუძლიათ გამომაცხადონ. ჩემმა წინაპრებმა რუსეთი ერთი საუკუნის წინათ დატოვეს და ამერიკაში გადასახლდნენ და უკან აღარც მოუხედავთ; ვხედავ, რომ თუ რუსი ამერიკელი აიმაღლებს ხმას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ის პრორუსია, ჩინელი ამერიკელი გამოთქვამს კრიტიკას და ისიც პრორუსია, ხომ გესმით. ეს მშიშარას პოზიციაა. ასეთ უსაფუძვლო ბრალდებებს ვერავინ მიიღებს სერიოზულად. შეერთებული შტატები სერიოზულად იღებს რუსულ საფრთხეს საქართველოსადმი, მაგრამ გამუდმებით და განურჩევლად ყველას პრორუსი ეძახო ვინც არ გეთანხმება, ეს არასერიოზულია.
_ თქვენ საქართველოში მუშაობდით და სიტუაციას კარგად იცნობთ. თავად რომ ყოფილიყავით ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის მრჩეველი, ურჩევდით, რომ ივანიშვილისთვის მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება?
_ თუ ჩემს მოვალეობაში ის შევიდოდა, რომ განმესაზღვრა პრეზიდენტის მოკლევადიანი ინტერესები, ჩემი საქმე იქნებოდა პრეზიდენტისთვის მეთქვა საქართველოს ინტერესების შესაბამისად ემოქმედა; აუცილებლად ვეტყოდი, რომ კონკურენტუნარიანი არჩევნები საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა და ნება მიეცა ივანიშვილისთვის მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ვიცი, არჩევნების შესახებ რასაც ვამბობ, საქართველო მთავრობას სასტიკად არ მოსწონს, მაგრამ ამასვე ვეტყოდი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. დემოკრატია მაშინ იქნებდაა საქართველოში, მეორე პარტიასაც რომ მისცენ არჩევნებში მონაწილეობის შანსი. ვიცი, მეორე პარტიას რომ შანსი მისცეს, მისთვის კატასტროფული იქნება. მე რომ სააკაშვილის მრჩეველი ვიყო, დაბეჯითებით ვურჩევდი, ურთიერთობა მოეგვარებინა ივანიშვილთან, თან რაც შეიძლება მალე. ვურჩევდი, რომ გვერდით დაეყენებინა და არ ეცადა ასპარეზიდან მის გაგდება. ივანიშვილს იცით რა შეუძლია თქვას? ფულიც მაქვს და საცხოვრებელიც პარიზშიო და გზას გაუდგეს, მაგრამ ისიც შეუძლია გადაწყვიტოს, რომ დარჩეს.
ამ ყველაფერმა ის გვიჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიისგან შორსაა, ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი, რომ კანდიდატს, რომელიც შესაძლოა უკეთესი აღმოჩნდეს პოსტზე, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტია, ბოროტ ხმებს უვრცელებენ. ისევე როგორც ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ. ზოგი თითქოს რუსეთის ჯაშუშია, ზოგიც რუსული პროექტია, ეს მოქალაქე არ არის და ასე შემდეგ… ეს ნარატივი კი იმას გვიამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც დემოკრატია არაა, სადაც სულთნური რეჟიმია. ეს იმიჯი კი სულაც არ სჭირდება საქართველოს.
_ რა პროგნოზს გააკეთებდით, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ივანიშვილთან დაკავშირებით?
_ ეს ვინ იცის? არ ვიცით ეს ადამიანი რას აპირებს. პოტენციურად მას შეუძლია საქართველოში არსებული სიტუაციის შეცვლა. თუ უფრო პოპულარულ კანდიდატებთან ალიანსს შექმნის, ან პოტენციურად პოპულარულ კანდიდატებთან. იქნებ რამე მოიმოქმედოს, მაგალითად, მედიაში არსებული კლიმატი შეცვალოს, ეს კი შეცვლიდა პოლიტიკას საქართველოში, ეს აიძულებდა საქართველო მთავრობას თავი დაენებებინა მძიმე ხელით მმართველობისთვის.
_ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილთან შეძლებენ კარგი ალიანსი შექმნას ის ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკაში არიან?
_ დიახ, ვფიქრობ, რომ შეძლებენ. ისეთი ადამიანები, როგორიცაა ალასანია, არაპოპულარულებად აქციეს. ამას აკეთებს მთავრობის მიერ კონტროლირებული მედია. ახლა ერთ-ერთი კარგი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ წინ წამოიწევიან ისეთი პოლიტიკური აქტივისტები, ვინც დღეს არ ჩანს, ეს მათი შანსი იქნება. ალასანიას მსგავსი პოლიტიკოსებს ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ. შეცვლილ მედია კლიმატს კი ალასანიას წარმოჩენა ობიექტურად შეეძლება. ივანიშვილს შეუძლია დაალაგოს ურთიერთობები დასავლეთთან. საქართველოში მედია არ არის თავისუფალი და ხალხი საკუთარ აზრს ვერ გამოთქვამს თავისუფალ კონტექსტში, არაა თავისუფალი არჩევანის საშუალება, ეს შეიძლება შეცვალონ ალასანიას მსგავსმა პოლიტიკოსებმა.
_ ივანიშვილმა ასეთი რამ თქვა: ისეთ დემოკრატიას ავაშენებ, რომ ევროპელებსაც შეშურდებათ ჩვენიო. შეიძლება ეს ფრაზა გააანალიზოთ?
_ მე არ ვიცნობ ივანიშვილს, არ შემიძლია მასზე ვიმსჯელო _ კარგი ან ცუდი ვთქვა მასზე. რაზეც აქამდე ვისაუბრე, ეს პროცესია… ხოლო პოლიტიკური გარემო ამის შემდეგ შეიქმნება და ამ ადამიანზე მსჯელობაც პოლიტიკურ კონტექსტში ამის მერე იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით, ისმის ბრალდებები მის მიმართ; პოტენციურად არსებობს შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი რაღაცას შეცვლის. საქართველოს მთავრობა უეჭველად დამნაშავეა იმაში, რომ დიდი მოლოდინი გააჩინა და შემდეგ ეს მოლოდინი არ გაამართლა, დღეს კი დრამატულად ამწვავებს სიტუაციას. ეს ვერანაირად ვერ დაეხმარება მათ.
ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს პოლიტიკაშია, უნდა მოერიდოს მაღალი ალბათობით რაიმეს მტკიცებას. ევროპულ დემოკრატიასთან გატოლების პერსპექტივაზე ივანიშვილის განცხადებაც ვერ იქნება მთლად რეალისტური და დამაჯერებელი. ნაკლებ სერიოზულად წარმოაჩენს მას. მას რომ ეთქვა, ჩვენ ვაპირებთ მთელი ძალისხმევით ვიმუშაოთ და თანდათანობით გავაუმჯობესოთ დემოკრატიის ხარისხიო, ეს უფრო სერიოზული განაცხადი იქნებოდა და დამაჯერებელიც. მან უნდა დახვეწოს განცხადებები. ბიზნესმენისთვის პოლიტიკაში მოსვლა იოლი არ გახლავთ, მაგრამ პოტენციურად შესაძლებელი. შეიძლება შეგვედარებინა მაიკლ ბლუმბერგის მსგავს პრეცედენტთან.
საქართველოს მიმართ ინტერესი არსებობს ამერიკაში, ჩვენ ისეთი ინსტიტუციების განვითარებას ველოდებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიას. რეალურად სწორედ ეს საკითხია ჩვენთვის საინტერესო. არა კონკრეტულად რომელიმე ფიგურა, ვთქვათ, იგივე ივანიშვილი. ეს საქართველოს მომავალს ეხება და იმას, რაც ვერ გააკეთა სააკაშვილმა. ეს შეერთებული შტატების აზრია და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ფიქრობს ლინკოლნ მიტჩელი ივანიშვილზე.
ლინკოლნ მიტჩელი არის საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში 2002-2004 წლებში, ავტორი წიგნისა `არასტაბილური დემოკრატია: შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და ვარდების რევოლუცია საქართველოში~.

„მეშინია, იმ ქვეყნად არ წავიდე სოციალურად დაუცველი ადამიანის სახელით“ (Duplicate)

თეო მიქაძე, დამსახურებული ორდენოსანი მასწავლებელი, ომისა და შრომის ვეტერანი

86 წლის ვარ. 7 დედმამიშვილიდან მხოლოდ მე დავრჩი ცოცხალი. ჩემი წლოვანების გამო მეშინია, რომ იმ ქვეყნად არ წავიდე სოციალურად დაუცველი ადამიანის სახელით. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ მაინც მოვესწრო თქვენი გუნდის წევრების გამარჯვებას.
ბატონო ბიძინა, კარგ დროს მობრძანდით, აგირჩევიათ სწორი გზა სამშობლოს გადასარჩენად. ახლა ჭირდებით მშიერ საქართველოს. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც სულს მიათრევენ, მათ შორის მეც.
თქვენი თითოეული სიტყვა მოსაწონია, განსაკუთრებით ყურადღება მივაქციე თქვენ მიერ ნათქვამ ფრაზას: `პოლიტიკაში იმიტომ მოვედი მივხვდი, რომ სამშობლოს ვკარგავდიო~. და კიდევ: `არ მიყვარს სიტყვა რევოლუცია, მოვდივარ არჩევნების გზით“.
ზოგიერთი თბილისელი ჟურნალისტი ტატყანებს, რომ თითქოს ფული შეძენილი გაქვთ სხვადასხვა მახინაციით. არა, არა, არა, ამ კაცმა ყველაფერი თავისი ნიჭით გააკეთა, გონიერი ბიზნესმენია. ვერ ხედავთ სოფელი ჭორვილა როგორ ააყვავა. ვერ წაიკითხეთ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით.
ზოგიერთო ჟურნალისტო, ნუ იტყვით იმას, რაც არ იცით.
გეფერები შორიდან, ბატონო ბიძინა, ვკოცნი თქვენს ქართულ ოჯახს.
2011 წლის 4 ნოემბერი

„განთიადის” პრემიერა ბათუმში

ხვალ კინოთეტარ „აპოლოში“  რეჟისორ ბილ კონდონის ფილმს, „განთიადს” აჩვენებენ.

ხვალ კინოთეტარ „აპოლოში“  რეჟისორ ბილ კონდონის ფილმს, „განთიადს” აჩვენებენ.

საქართველო ძალიან ძვირს იხდის იმიჯის გამოსწორებითვის

საქართველო ძალიან ძვირს იხდის  იმიჯის გამოსწორებითვის 

ამ სათაურით სტატიას DAILY NAთION აქვეყნებს წერილში საუბარია იმ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებზე რომელსაც საქართველოს მთავრობა ქირაობს . წერილი ქართულად უკვე თარგმნა ფორეიგნპრესს.გე სტატიას უცვლელად გთავაზობთ
საქართველოს მთავრობამ ამერიკულ პიარ-კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმა. ერთ-ერთი კომპანიაა Pოდესტა Gროუპ, ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2010 წელს აშშ-ში ვიზიტის მოწყობაში დაეხმარა. ეს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პირველი ვიზიტი იყო.
საქართველომ ლობისტურ ფირმასთან 300 000 დოლარის ღირებულების ექვსთვიანი კონტრაქტის ვადა გააგრძელა. კომპანიის მიერ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, Pოდესტა Gროუპ- მა „ლობირება უნდა გაუწიოს საქართველოს ინტერესებს და უნდა დაეხმაროს მას კავშირების დამყარებაში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პრესასთან“.
გარდა ამისა, მისი ვალდებულებაა ქართველი პოლიტიკოსებისთვის შეხვედრების მოწყობა ამერიკელ კონგრესმენებთან. წარსულში, ბ-ნი სააკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმცროსი ჯორჯ ბუშის ფავორიტი და დასავლურ ტელეარხებზე ხშირი სტუმარი იყო.
ის ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიას განასახიერებდა. თუმცა მისი პოზიცია გართულდა, როდესაც ევროკავშირმა 2008 წლის აგვისტოს კავკასიურ კონფლიქტზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში ომი საქართველომ დაიწყო.
ერთ დროს თბილი ურთიერთობები თბილისს და ვაშინგტონს შორის გაცივდა მას შემდეგ, რაც ბ-ნმა ბუშმა თეთრი სახლი დატოვა.
Pოდესტა Gროუპ-თან კონტრაქტი ერთადერთი შეთანხმება არ არის, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა გააფორმა. კერძოდ, მსგავსი მოქმედი კონტრაქტი არსებობს ანალოგიურად გავლენიან ლობისტურ კომპანიასთან ვაშინგტონში – Gეპჰარდტ Gოვერნმენტ Aფფაირს-თან.
მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომპანია ამბობს, რომ მან „ხელი მოაწერა 430,000 დოლარის ღირებულების ერთწლიან კონტრაქტს საქართველოს მომსახურების უზრუნველყოფისთვის“.

სტუდენტური დღეები

სამეცნიერო კონფერენციის შესახებ

[slideshow] სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებები ტარდება ბათუმის სამედიცინო-პედაგოგიურ კოლეჯში. მეცნიერული ცოდნის გაღრმავებისა და სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის თვალსაზრისით მეტად ნაყოფიერი იყო სტუდენტთა მე-17 სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც კოლეჯის დაარსების 20 წლისთავს მიეძღვნა.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კოლეჯის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ.

კოლეჯის 20-წლიან ისტორიაზე, სწავლების, აღზრდის, სამეცნიერო და შემოქმედებითი მუშაობის საკუთარ სტილზე, გამოცდილებას და ტრადიციებზე ვრცლად ისაუბრა დოქტორმა აკაკი ზოიძემ.

სექციის სხდომაზე მოისმინეს სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების მქონე 20 მოხსენება.
მრავალფეროვანი და სადღეისო მოთხოვნებით ნაკარნახევი იყო მოხსენებათა თემატიკა. ისინი შეეხებოდა მედიცინის, ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო დისციპლინებს, ფსიქოლოგიასა და ეთიკას. Continue reading “სტუდენტური დღეები”

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმში

დღეს ბათუმის ნავსადგუ რში ამერიკული სამხედრო ხომალდი Monterey 20 პორტში შემოვიდა.

საქართველოში აშშ–ს საელჩოს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ , «აშშ-ს საზღვაო ძალების გემი “მონტერეი” რამდენიმე წელია უკვე რეგულარულად არის შავი ზღვის რეგიონში და გამოხატავს აშშ-ს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე».

173 მეტრის სიგრძის გემს აშშ-ს საზღვაო ფლოტის კაპიტანი, ჯეიმს კილბი მართავს. გემზე მსახურობს 43 ოფიცერი და 323 რიგითი შემადგენლობის მოსამსახურე.

ხომალდი  ბათუმის ნავსადგურში 23 ივნისამდე დარჩება.

რა უნდა „მართინის“?

ორი დღის წინ კვარიათში მდებარე სასტუმრო „მართინიმ“ ბლოგერებისთვის კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული ბლოგერი ხუთ დღეს კვარიათში, სასტუმროს კეთილმოწყობილ ნომერში დასვენებას, რაც არც თუ ურიგო საჩუქარია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სეზონზე ამ სასტუმროში ერთი დღით ცხოვრება 150 ლარი ღირს.

კონკურსმა ქართველ ბლოგერების ინტერესი გამოიწვია, კონკურსში 74 ბლოგერი იღებს მონაწილეობს, თუმცა ბევრი მათგანი საკმაოდ ფრთხილად ეკიდება მსგავს კონკურსებს. რა უნდა სასტუმრო „მართინის“, რატომ აცხადებს კონკურსს საგანგებოდ ბლოგერებისათვის?

Continue reading “რა უნდა „მართინის“?”

სიმღერით გადაცემული ხალხის მილიონები ტელევიზიებს

სოფო ნიჟარაძე კლიპში თეთრი ვარდები
ავტორი: ლელა დუმბაძე

“თეთრი ვარდები”, “სიმღერა სამეგრელოზე”, “აფხაზეთო ჩემო”, “ბათუმს ქათქათას” – ამ და სხვა მსგავსი კლიპების დამზადებაზე ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. მარტო ორ კლიპზე – “სიმღერა სამეგრელოზე” და “თეთრი ვარდები”, რომლებიც ქუთაისისა და სამეგრელოს რეკლამირებისთვისაა განკუთვნილი, 291 285 ლარი დაიხარჯა. Continue reading “სიმღერით გადაცემული ხალხის მილიონები ტელევიზიებს”

„რუსთავი 2“ ანბანის კოშკში

ავტორი:ლელა დუმბაძე

„თქვენ უყურებთ კურიერს ბათუმის სტუდიიდან“ – ამ სიტყვებით დაიწყო 6 მაისს საინფორმაციო გამოშვება „კურიერიის“ წამყვანმა. პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმს „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ბათუმიდან, ანბანის კოშკიდან გადასცემდა. რა სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე სარგებლობს კერძო კომპანია სახელმწიფო ქონებით? – ამ კითხვაზე პასუხი არც ბათუმის მერიაში და არც აჭარის მთავრობაში არ აქვთ.

140 მეტრი სიმაღლის „ანბანის კოშკის“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის რაიმე სახით გადაცემას ბათუმის მერიაში არ ადასტურებენ. აჭარის ბიუჯეტიდან 64 მილიონით დაფინანსებული `ანბანის კოშკი~ საკუთრებაში ჯერ არც ბათუმის მერიას დაურეგისტრირებია ოფიციალურად. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გელა მახარაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, კოშკის მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციას რამდენიმე დღეა რაც ადგენენ და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის: „ახლა ვაწარმოებთ მიწერ-მოწერას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მიწის გადმოცემის თაობაზე, რადგან მიწა, სადაც კოშკი ავაშენეთ, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, კოშკის მშენებლობაზე ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი ბათუმის ქონებად ვაქცევთ“.

რომელი უწყების ნებართვით და რა სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით ისარგებლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა კოშკის ტელესტუდიით? Continue reading “„რუსთავი 2“ ანბანის კოშკში”

ცურვის მწვრთნელები მოცურავეების გარეშე

ავტორი: მირანდა მიქაძე

ცურვაში აჭარის ნაკრები გუნდი, რომელიც ეროვნულ შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობდა, წელიწადნახევრის წინ დაიშალა. მწვრთნელის, საშა ცინცაძის თქმით, გუნდის დაშლის მიზეზი უფულობა გახდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მოცურავეები დიდ თანხას ითხოვდნენ, რისი დაფინანსებაც მათ არ შეეძლოთ.

Continue reading “ცურვის მწვრთნელები მოცურავეების გარეშე”

„განთიადის” პრემიერა ბათუმში

ხვალ კინოთეტარ „აპოლოში“  რეჟისორ ბილ კონდონის ფილმს, „განთიადს” აჩვენებენ.

ხვალ კინოთეტარ „აპოლოში“  რეჟისორ ბილ კონდონის ფილმს, „განთიადს” აჩვენებენ.

გაზეთ „ბათუმელების” სარედაქციო სვეტიდან

ეთერ თურაძე, „ბათუმელების” მთავარი რედაქტორი

ეთერ თურაძე

<!** Image 1 align="" width="960" height="640" >

გენერალი რომან დუმბაძე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ქართველია, ვისაც მე პირადად ვიცნობდი. ის ერთადერთი ქართველია, რომელის ფოტოებიც 2004 წელს ბათუმში გამოფინეს შემდეგი წარწერით – „მოღალატე“. ფოტოების სახელების კედლებზე გამოკვრამდე გენერალს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რასაც ქართული კანონის შესაბამისად ღალატის კვალიფიკაცია მიეცემოდა. მაშინ გენერალმა საშინელი შეცდომა დაუშვა – არ დაემორჩილა ქვეყნის პრეზიდენტს ნიშნად იმისა, რომ ასლან აბაშიძეს ემორჩილებოდა.

ამ ადამიანს რამდენიმე თვის განმავლობაში ბათუმის მე-3 საპყრობილის შენობის ხან რომელ ნაწილში ვხედავდი და ხან – რომელში. მაშინ მე-3 საპყრობილის მონიტორინგის ჯგუფის წევრი ვიყავი და საპყრობილეში შესვლა ნებისმიერ დროს შემეძლო. რომან დუმბაძე, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, თავისუფლად გადაადგილდებოდა საპყრობილეში, როგორც მახსოვს, ადმინისტრაცია მაღალი სასჯელის გამო მისდამი მეტნაკლებად ლოიალური იყო.

მაშინ მეც მეგონა, რომ რომან დუმბაძე, როგორც სამშობლოს მოღალატე, ისე გაასამართლეს. ამის შესახებ მასთან საუბარს დიდხანს ვერ ვახერხებდი. ერთ დღეს კი მაინც ვკითხე. მახსოვს მაშინ რაც მითხრა – მე სამშობლოს მოღალატე არ ვარ და არც სასამართლოს გავუსამართლებივარ მაგ მუხლითო. დოკუმენტები მაჩვენა, რითაც დავრწმუნდი, რომ სასამართლოს შესახებ სიმართლეს მეუბნებოდა.

რომან დუმბაძის მოღალატეობის შესახებ გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ისევ შეგვახსენა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რუსმა გენერალმა მოღალატე დუმბაძე მოითხოვა 12 ტყვე ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ. მაშინ გენერალი დუმბაძე ყველაზე ნაკლებად მადარდებდა, მაგრამ მაინც გაოგნებული ვიყავი გივი თარგამაძის განცხადებით. ვის ვის და გივი თარგამაძეს ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა, რომ გენერალი დუმბაძე ღალატის მუხლით არ გაუსამართლებიათ.

რომან დუმბაძის „სამშობლოს ღალატის“ ამბავი ქართულმა მედია კიდევ ერთხელ მისი მოკვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიხსენა. ამაზე ისეთმა გამოცემებმაც კი დაწერეს, ვისაც პირადად მე ვენდობი. ანუ დეზინფორმაციის ტალღა გენერალ დუმბაძესთან დაკავშირებით იმდენად მასშტაბურია, რომ თითქმის შეუძლებელია, საზოგადოებამ სხვა ინფორმაცია მიიღოს…
არ ვიცი, მე-5 გვერდზე გამოქვეყნებული სტატია გარდაცვლილი გენერლის საქმის შესახებ, დეზინფორმაციის ამ ნიაღვარში რამდენად ბევრ ადამიანისთვის იქნება დამაჯერებელი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ამბის მოყოლა.

26 მაისს, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზე დილიდან შარშანდელი 26 მაისის ამსახველი ფოტოების ტალღა წამოვიდა. შარშან, 26 მაისს, „აღლუმისთვის მოედნის გასათავისუფლებლად“ პოლიცია დილამდე სდევდა მომიტინგეებს, იჭერდა, სცემდა… მაშინ ორი მოქალაქე დაიღუპა თუ ოთხი, დღემდე გაურკვეველია.

დღის მეორე ნახევარში ამ საშინელ ფოტოებს „ფეისბუქის“ გვერდზე ქუთაისის კადრები ჩაენაცვლა –  საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა და მის წინ გამართული აღლუმი. შარშანდელი 21 მაისისა (აჭარის ტელევიზიასთან მიტინგის დაშლა) და 26 მაისის შესახებ „ბათუმელების“ ამ ნომერში არაფერს ვწერთ, წლევანდელი 26 მაისის შესახებ პატარა ინფორმაცია კი მე-4 გვერდზე დევს.
გაზეთი დასაბეჭდად იყო გამზადებული, როდესაც დადასტურებული ინფორმაცია მოვიდა ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის შეწყალების შესახებ. ამ პოზიტიური ინფორმაციის წაკითხვა მკითხველს „ბათუმელების“ ამავე ნომერში შეეძლება.

Exit mobile version