შაფაკტატოღლუ: მოხარული ვარ, რომ აჭარის ნაკრებთან ერთობლივ წვრთნებს გავმართავთ, გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო ტურნირის – „ბათუმი ოუფენის“ ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში მონაწილეობას ჩვენს გარდა მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელი, სომეხი, ირანელი და უკრაინელი სპორტსმენები. დაგეგმილი გვაქვს სპორტსმენების მოწვევა რუსეთიდანაც.
ბათუმს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რაც მათი მწვრთნელის აკაკი ცენტერაძის დამსახურებაა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ იყო დრო, როდესაც აკაკი ჩემს აწგარდაცვლილ ძმასთან, ოსმან ტატოღლუსთან ვარჯიშობდა და მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული შეჯიბრი ორივე მხარეს წაგვადგება. აქვე გეტყვით, რომ ერთი სერიოზული პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ამის შესახებ საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ მისი განხორციელება შევძელით, ტაეკვონდოს დონე თქვენს კუთხეში საგრძნობლად მოიმატებს.
აკაკიცენტერაძე: დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ ჩვენთან და სწორედ მაშინ გადაწყდა ერთობლივი წვრთნებისა და ტურნირის ჩატარება. თურქეთს ტაეკვონდოს ძალიან დიდი სკოლა აქვს. ბათუმში საასპარეზოდ შვიდი კლუბის წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები არიან. თავდაპირველად, გვინდოდა ტურნირის ოქტომბერში ჩატარება, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატია დაგეგმილი, ასე რომ, “ბათუმი ოუფენი” ნოემბერში გაიმართება. ერთობლივი წვრთნები კი მალე დაიწყება. ასეთი მასშტაბის ტურნირი სათანადო დაფინანსებას მოითხოვს და ამაზეც ვზრუნავთ. რაც შეეხება მონაწილეებს, ვაპირებ ორი ასაკის, იუნიორებისა და დიდების გაერთიანებას, შეჯიბრებები როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის 9 წონით კატეგორიაში გაიმართება.
ვლადიმერასათიანი: მოხარული ვარ, „ბათუმი ლედის ოუფენი“ კვლავ ჩვენთან რომ ჩატარდება. ბოლოს ეს ტურნირი ჩვენთან 2007 წელს ჩატარდა, მაშინ საპრიზო ფონდი 25 000 აშშ დოლარი იყო. სურვილი გვქონდა, რომ მომდევნო წელსაც ჩვენ გვემასპინძლა აღნიშნული ასპარეზობისთვის, მაგრამ მსაჯთა საერთაშორისო კომისიამ საჩოგბურთო კორტები დაგვიწუნა და იძულებულები გავხდით, შეჯიბრი თბილისში გადაგვეტანა. წელს კი „ოუფენი“ კვლავ დაგვიბრუნდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმელ ბიზნესმენს მერაბ აფხაზავას, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო კორტებისთვის სრული რეკონსტრუქციის ჩატარება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს (რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული) და ბათუმის ნავთობტერმინალს, რომელიც ტურნირის გენერალური სპონსორია და 35 000 აშშ დოლარი გამოყო ამ შეჯიბრებისთვის. აქედან 15 ათასი საპრიზო ფონდისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი მოწვეული მსაჯებისა და ასე ვთქვათ ტურნირის დირექტორატის მასპინძლობისთვის, რაშიც შედის მათი მიღება, სასტუმროებში დაბინავება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, სხვა ბიზნესმენებს არ გასჩენიათ სპონსორობისა და თანადგომის სურვილი.
–აჭარისსპორტისდეპარტამენტითუგეხმარებათ?
– გეტყვით, რომ ამ ტურნირისთვის მათგან არავითარი დახმარება არ მიგვიღია.
– სამწუხაროდ, წელს ვარსკვლავებს ვერ ვიხილავთ, თუმცა როდესაც ეს გოგონები აქ თამაშობდნენ, მაშინაც არ იყვნენ ცნობილები და პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადადგეს. არ არის გამორიცხული, წლევანდელ ტურნირზე გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ჩოგბურთის ელიტაში იქნებიან. მონაწილეებს როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ველოდებით. აქვე დავსძენ, რომ ტურნირი აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება.
–ბათუმელიჩოგბურთელებითუიღებენმონაწილეობას?
– 14 წლის მარი ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონია, ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს. ის საკმაოდ იმედისმომცემი სპორტსმენია ასაკის მიუხედავად და მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ.
– ამის შესახებ უშუალოდ ამ ტურნირის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ბათუმის საჩოგბურთო კლუბ „პრემიუმის“ დირექტორი, ალექსანდრე ბუტნარუ მოგიყვებათ. მანამდე კი გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლოს ვაპირებთ ღია ტურნირის ჩატარებას აჭარის თასზე 10, 12 და 14 წლის ჩოგბურთელთა შორის, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლები იასპარეზებენ.
ალექსანდრებუტნარუ, ბათუმისსაჩოგბურთოკლუბ„პრემიუმის“დირექტორი: ჩვენი კლუბი თითქმის სამი წლის წინათ დავაარსეთ და მას შემდეგ, ბათუმში არაერთ ტურნირს ვუმასპინძლეთ. ამჯერად უკრაინიდან ველოდებით მოყვარულ ჩოგბურთელებს. ჩვენს მიერ ჩატარებული ტურნირები სამოყვარულოა და უპირველესად სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ვემსახურებით.
–უკრაინელთასტუმრობაზერასგვეტყვით?
– 19 სეტემბერს დაიწყება ტურნირი, რომელში ჩვენი კლუბი „პრემიუმი“ უკრაინის საჩოგბურთო კლუბის სპორტსმენებს გაეჯიბრება. ისინი სხვადასხვა ქალაქში ატარებენ ანალოგიური ხასიათის ტურნირებს და ამ ეტაპზე ბათუმი შეარჩიეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასში ძირითადად ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას და როგორც ნებისმიერი ტურნირი, აქაც იქნება საპრიზო ფონდი, გამარჯვებულები, პრიზიორები და ასე შემდეგ. თუ რა სახის ჯილდოები იქნება, ამას უკვე თავად გადაწყვეტენ.
– ეს შეჯიბრი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება და მასში ვეტერანი სპორტსმენები ღებულობენ მონაწილეობას, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. თუმცა ამისთვის აუცილებელია აღნიშნული ფედერაციის საიტზე ოფიციალურად დარეგისტრირდე, მიიღო პერსონალური პინ-კოდი, რის შემდეგადაც ასპარეზობის უფლებას მოიპოვებ. ამ ეტაპზე 35 მსურველია დარეგისტრირებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. ადრე ტურნირი თბილისში ტარდებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ჩვენი კლუბის სამწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასეს და გადაწყვიტეს შეჯიბრის ბათუმში გამართვა და იმედია, ეს ტრადიციულ სახეს მიიღებს. აქვე, თუ ნებას დამრთავთ, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობას გადავუხდი ტურნირის გენერალურ სპონსორს კომპანია „გუდვილს“, პარტნიორებს „ლიბერტი ბანკს“, „ორბი-ჯგუფსა“ და „ჯორჯია პალას ოტელს“, აგრეთვე, აჭარის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიას, რომელთა უშუალო პატრონაჟითაც ტარდება აღნიშნული შეჯიბრება.
დღეს ბათუმის საავტორო ფილმების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე კინოჩვენება მარტინ ლუნდის „თითქმის მამაკაცით“ გაიხსნება. ნორვეგიელი რეჟისორის ნამუშვარმა უკვე მოიპოვა აღიარება კარლოვი ვარის ფესტივალზე და ახლა ქართველი მაყურებელი შეაფასებს ისტორიას ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობებთან შეგუება უჭირს.
2011 წლის არაბული რევოლუციების ტალღა შონ მაკალისტერის დოკუმენტური ფილმის მთავარი თემაა. „უხალისო რევოლუციონერი“ სცდება საპროტესტო აქციების თემატიკას და ფოკუსს ერთ კონკრეტულ ადამიანზე აკეთებს. ბრიტანელი რეჟისორის ფილმი აღწერს თუ როგორ იცვლება იემენელი ტუროპერატორის ცხოვრება რევოლუციის გამო.
საღამოს სეანსზე ნაჩვენები იქნება გასული წლის გახმაურებული თურქული ფილმი „ერთხელ ანატოლიაში“. ნური ბილგე ჯეილანი, რომელიც კანის პრიზიორი ფილმის რეჟისორია, ფესტივალის ერთ-ერთი საპატიო სტუმარია. თურქული დრამის სიუჟეტი მამაკაცების ჯგუფის გარშემო ვითარდება, რომლებიც ანატოლიის ველზე დაკარგულ გვამს ეძებენ.
ფესტივალის მეორე დღე ირანული „ნარინჯისფერი პიჯაკით“ დასრულდება. დარიუშ მერჯუის ფილმი აქცენტს მუსლიმანურ ქვეყანაში ქალების ცხოვრებაზე აკეთებს.
ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი კინომოყვარულებს მომდევნო დღეებში ევროპულ და აზიურ პროდუქტთან ერთად ქართულ მხატვრულ ფილმებსაც შესთავაზებს.
დღეს ზღვისპირელები ბათუმში, „ადელის“ სტადიონზე ხარაგაულელებს მასპინძლობენ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ ორბურთიანი სხვაობით (2:0 ან მეტი) გამარჯვება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დროს საქართველოს თასის გათამაშების ფავროტი გუნდი ტურნირს მიღმა დარჩება.
„სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებისთვის“ თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების საკითხები დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ მისთვის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პრობლემები უფრო მკაფიოა: „მძიმე პრობლემებია სასჯელაღსრულებით სისტემაში და სამოქალაქო განათლების კუთხითაც. ამიტომ, უმცირესობების პრობლემებს სათანადო ყურადღება არ ექცევა და არც არასამთავრობოების პრიორიტეტებში ჯდება“.
ლადო მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ `ადამიანებს ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვისთვის 80-დღიან პატიმრობას როცა უსჯიან, გამოხატვის თავისუფლების მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. აქედან გამომდინარე, უკვე სხვა პრობლემები ნაკლებად აქტუალური გეჩვენება. მათ შორის უმცირესობების პრობლემაც“.
ორი წლის წინ ლადო მგალობლიშვილმა „ტელეარხ 25“-ის ეთერში განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებებს არ დაიცავდა (ორი წლის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბათუმში გეი აღლუმის ჩატარება იგეგმებოდა. არხს ამ საკითხზე დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობაზე არასამთავრობო სექტორიდან მხოლოდ ლადო მგალობლიშვილი დათანხმდა). ამ განცხადების მიუხედავად, მგალობლიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი უმცირესობების სტიგმატიზაციას არ ახდენს და ორი წლის წინანდელი განცხადებაში კორექტირება შეაქვს: „ეს არ იყო პირდაპირი გაგებით ნათქვამი. არა მგონია ამას შეეფერხებინა ჩემთან კომუნიკაცია. ამ განცხადების შემდეგ მომმართა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა, რომელსაც სამსახურში პრობლემები იმის გამო შეუქმნეს, რომ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. მაქსიმალურად შევეცადეთ, დაგვეცვა მისი უფლება“.
უმცირესობების პრობლემებზე მუშაობა რეგიონის არასამთავრობოებს რომ არ იზიდავს, ამას გენო გელაძე – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელიც ეთანხმება. ამ მხრივ რეგიონში ჩატარებული კონკრეტული აქტივობა მას არ ახსენდება: „ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს დევნილების, პენსიონერების, ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების უფლებებზე. მაგრამ უმცირესობების უფლებებზე არ გვიმუშავია. უმცირესობების თემა, რეგიონში მეორეხარისხოვანია. დღეს ამ თემას არჩევნები ფარავს, მანამდე საკუთრების პრობლემები ფარავდა და ა.შ. მახსოვს მხოლოდ ის ფაქტი, როდესაც გეი აღლუმის ჩატარებაზე გავრცელდა ინფორმაცია, უფლებების დაცვა კი არა, ლამის ყველა მათ წინააღმდეგ გამოვიდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდანაც კი არ მახსოვს განცხადება, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მათი უფლება“.
გენო გელაძის აზრით, უმცირესობების პრობლემების იგნორირება არა მისი სტიგმატიზაციის, არამედ ამ სფეროში მომუშავე კომპეტენტური კადრების დეფიციტით არის გამოწვეული: „უმცირესობებზე მუშაობას ძალიან სერიოზული სპეციალისტები სჭირდება, რადგან სპეციფიკურ ცოდნას და სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა, არ გამოვრიცხავ ტრადიციის პრობლემასაც _ ბევრი მიიჩნევს, რომ ამ თემების წინ წამოწევა არაპოპულარია…“
გენო გელაძის აზრით, არასამთავრობო სექტორი გაცილებით აქტიური იყო რამდენიმე წლის წინ, ვიდრე დღეს: „თუ გავაკეთებთ მონიტორინგს, მაგალითად, რამდენი პრესკონფერენცია ჩაატარეს არასამთავრობოებმა ნებისმიერ თემაზე, სამარცხვინო შედეგს მივიღებთ. რეგიონში მომხდარი რაღაც ამბის შეფასება რომ გააკეთებინო ან დისკუსია გამართო, კომპეტენტურ პირებსაც კი ვერ იპოვი. ყოველთვის ერთი და იგივე, თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციებია“.
ნანა გორგილაძის ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ბათუმის ფილიალიც“, მხოლოდ სპეციფიკური კუთხით მუშაობს. ორგანიზაცია ექიმებით, ფსიქოლოგებით და ფსიქიატრებითაა დაკომპლექტებული. ისინი წამების მსხვერპლებს ეხმარებიან, თუმცა, როგორც არასამთავრობოს ხელმძღვანელი ამბობს, ეთნიკური, რელიგიური ან სექსუალური ნიშნით დისკრიმინირებულ პირებთან არასდროს უმუშავიათ: „უფრო სამედიცინო რეაბილიტაციაა ჩვენი პროფილი, ჩვენ ვმუშაობთ კატეგორიაზე, რომელსაც სახელმწიფომ მიაყენა ზიანი, მაგალითად, დევნილები, დემონსტრაციის დროს დარბეული და ნაცემი პირები, ტყვეობაში მყოფი და ა.შ. ჯერ არ გვქონია პრეცენდენტი, რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს რომ მოემართოს“.
ნანა გორგილაძის განცხადებით, ყველაზე რთულ ვითარებაში მაინც სექსუალური უმცირესობები არიან: „ამ კუთხით თითქმის არავინ მუშაობს, რაც პრობლემაა. სექსუალური უმცირესობების დაცვა გარკვეულწილად სტიგმაა, ამიტომ ორგანიზაციებიც თავს არიდებენ. თუმცა, სტიგმაზე მეტად უფრო კომპეტენციის პრობლემა მგონია. არც უმცირესობები არიან გახსნილი პრობლემაზე საუბრისთვის, ვფიქრობ უკმაყოფილება არ არის იმ დონეზე მომწიფებული, რომ საუბარი დაიწყონ“.
„რეაბილიტაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნესტან კახაძეც ბენეფიციართა პრობლემაზე საუბრობს: „არასამთავრობოები, ალბათ, იმიტომ იკავებენ თავს ამ პროფილით მუშაობაზე, რომ არ არის საკმარისი კვლევის ობიექტი. განსაკუთრებით რთულია სექსუალურ უმცირესობებთან ურთიერთობა – არ მეგულება პირი, რომელიც თუნდაც პროექტის მომზადებამდე მიმოხილვის პერიოდში დაგთანხმდეს თანამშრომლობაზე. ამ პრობლემას ხელს უწყობს მართლმადიდებელი საზოგადოება, რომელიც მათი უფლებების დაცვის წინააღმდეგია“.
ნესტან კახაძე ამბობს, რომ სამართლებრივი დახმარება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვისაც გაუწევიათ: „ერთი გოგონა იყო და ერთიც ბიჭი, რომელთაც დასჭირდათ ჩვენი ადვოკატირება, მაგრამ ეს შემთხვევები უმცირესობების კატეგორიაში არ დაკვალიფიცირებულა. ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, მხოლოდ ანკეტის შევსების დროს დაფიქსირდა. ცალკე, უმცირესობების დაცვის კატეგორიაში არ გაგვიყვანია“.
სექტორში მიიჩნევენ, რომ მათი ფუნქცია სწორედ საზოგადოების უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დამაკავშირებელი გზების გამოძებნაა, თუმცა ამ ფუნქციას ისინი მხოლოდ ნაწილობრივ ართმევენ თავს.
„როცა რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონი მიიღეს, საიამ განაცხადა, რომ ამ კანონით ხელისუფლებამ რელიგიური უმცირესობები უბრალოდ მოატყუა. თუმცა, საიას ხელისუფლებასა და რელიგიურ უმცირესობებს შორის მედიატორის როლი არ უთამაშია, პრობლემა თვითონ მიიტანეს ხელისუფლებამდე“, – ამბობს საიას ბათუმის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია.
მისი აზრით, უმცირესობების თემა ძალიან ფაქიზია და მას სპეციფიური ტიპის კვლევები და დასკვნები სჭირდება: „რეგიონში ამ სფეროზე მომუშავე არასამთავრობო აქედან გამომდინარეა რომ არ არსებობს“.
საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის – „თანადგომას“ ბათუმის ხელმძღვანელი ნათია ხარატი ამბობს, რომ სექსუალურ უმცირესობებთან რამდენიმე წელია მუშაობენ, ოღონდ ეს ურთიერთობა მხოლოდ სამედიცინო კუთხით შემოფარგლება: „ვმუშაობთ შიდსის პრევენციაზე. დაახლოებით ასამდე ბენეფიციარი გვყავს, სხვადასხვა ქალაქიდანაც, ოღონდ ჩვენ მხოლოდ შიდსის პრევენციის კუთხით ვმუშაობთ და არა კომპლექსურად“.
ნათია ხარატის აზრით, უმცირესობების მიმართ თავად არასამთავრობოების დამოკიდებულებაც უკვე პრობლემატურია: „როცა უფლებადამცველი ეთერში ამბობს, რომ მათ არ დაიცავს, ბუნებრივია, მათი მიმართ ნდობა არ იქნება. ყველა წამოვა ურთიერთობაზე, თუ გულწრფელობას დაინახავენ. პრობლემები განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობებს აქვთ მრავლად, ამიტომ ამ პირებთან კონკრეტულმა ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ“.
უმცირესობებთან არასამთავრობოების მუშაობის პოლიტიკას ასე აფასებს ასლან ჭანიძე -„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე“: „არ შეიძლება ადამიანის უფლება იყოს პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული, პოპულარული და არაპოპულარული. იმის თქმა, რომ ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია და, შესაბამისად, არასამთავრობო სექტორი აქცენტს ამაზე აკეთებს, არასწორია. უფლებების დამცველი ორგანიზაცია უნდა იცავდეს ნებისმიერი ადამიანის უფლებას, იმის მიუხედავად ეს საზოგადოებას მოსწონს თუ არა. ის, რომ ეს ადამიანები იგივე უფლებით სარგებლობენ, რაც შენ გაგაჩნია, არა თუ მესამე სექტორმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ უნდა აღიაროს“.
რამ განაპირობა ხუთწლიანი პაუზა და შემდეგ კვლავ ტურნირის ბათუმში დაბრუნება?
პირველი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ველოდებოდით საჩოგბურთო კორტების სრულ რეკონსტრუქციას, რაც სამწუხაროდ ჭიანურდებოდა. ამას დაემატა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რამაც შეაფერხა ეს პროცესი, ამიტომ გადავწყვიტეთ ტურნირის თბილისში გამართვა. თუმცა, როგორც ხედავთ, ბათუმის საჩოგბურთო კორტები უკვე რეკონსტრუირებულია და მზადაა დიდი რანგის ტურნირების მისაღებად, ატმოსფეროც ჩინებულია და პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ლეიდის ოუფენ“ კვლავ ბათუმს დაუბრუნდა.
მონაწილეთა ასეთი მცირე რაოდენობა ტურნირის ისტორიას არ ახსოვს. რა არის ამის მიზეზი?
როგორც იცით, ბათუმამდე თბილისსა და თელავში ზედიზედ ორი ტურნირი ტარდება, მონაწილეებსაც ერთ ტურნირზე ჩამოსვლა, ამ შემთხვევაში ბათუმში, ძვირი უჯდებათ და ურჩევნიათ, თბილისისა და თელავის ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა, ხარჯი ნაკლები აქვთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ბათუმის საჩოგბურთო კორტები ხელოვნურსაფარიანია, თბილისსა და თელავში კი თიხნარზე თამაშობენ. მართალია, სამწუხაროა, რომ მხოლოდ 32 მონაწილე გვყავს წელს, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამათგან 14 ქართველია. შესაძლოა ორგანიზატორებს ურჩევნიათ მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ, ფედერაციას, ამ ეტაპზე გვაწყობს, რომ ჩვენმა გოგონებმა მიიღონ გამოცდილება, მოიპოვონ საპრიზო ადგილები, საპრიზო თანხაც მათ გადაინაწილონ და სარეიტინგო ქულებიც დაიმატონ. რაც შეეხება ტურნირის გაუქმებას, დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება. პირიქით, მიმდინარეობს მოლაპარაკება რათა მომავალი წლიდან საპრიზო ფონდი კიდევ უფრო გაიზარდოს. აქვე მადლობას მოვახსენებ ბათუმის ნავთობტერმინალს, რომელიც ტურნირის დაარსებიდან დღემდე ჩვენი სპონსორია და ბათუმის საჩოგბურთო კლუბს.
ტურნირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი ქართველი მაკა ჩახნაშვილი გახლდათ, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია. წელს როგორ შეაფასებთ ქართველთა შანსებს?
სოფიკო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ამ ტურნირის უდავო ფავორიტები არიან. კარგია, რომ წილისყრამ ისინის ბადის სხვადასხვა მხარეს განათავსა. ორივე შესანიშნავ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. აქვე მინდა აღვნიშნო ბათუმელი მარი ბოლქვაძე, რომელიც მიუხედავად პატარა ასაკისა (14 წლისაა) საკმაოდ იმედისმომცემი სპორტსმენია, რაც დაამტკიცა კიდეც. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს.
დღეს, 22:30 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ ლეო კარაქსის გახმაურებული ფილმს, „ზეციური მანქანებს” აჩვენებენ, საავტორო კინოს ბათუმის მეშვიდე საერთასორისო ფესტივალის ფარგლებში.
წლევანდელი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი პარალელურ სამყაროში მოგზაურობაზე მოგვითხრობს და მასში მთავარ როლებს ევა მენდესი, კაილი მინოუგი და მაიკლ პიკოლი ასრულებენ.
კინფესტივალი, რომელიც გუშინ გაიხსნა, 23 სექტემბრამდე გასტანს და 40-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები. წელს ჟიურის ცნობილი ქართველი რეჟისორი, ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობს.
ბათუმში სახელმძღვანელოების შეძენა ამ დროისათვის #10, #9 და #3 საჯარო სკოლაშია შესაძლებელი, ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე N12-ში მდებარე წიგნის მაღაზიაში.
აჭარის რეგიონებში კი სახელმძღვანელოები ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში, ქობულეთის #2 საჯარო სკოლაში და ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიყიდება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ წიგნები შესაძლოა ხულოს მუნიციპალიტეტშიც გაიყიდოს, სამინისტროში ამ საკითხზე მუშაობენ, მანამდე კი „ბათუმელებთან“ საუბრისას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გია აბულაძემ განაცხადა, რომ შუახევსა და ხულოში სასკოლო ბაზრობის მოწყობა არ არის აუცილებელი, რადგანაც იქ მცხოვრები მოსწავლეების უმეტესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის და სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. „მაღალმთიან აჭარაში დანარჩენი მოსწავლეები, რომელთა რიცხვიც ძალიან მცირეა, ბათუმიდან მიიღებენ წიგნებს“, – ამბობს გია აბულაძე.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი მექანიზმის შემოღება წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით გახდა საჭირო, მაღაზიებში დიდი რიგების გამო მშობლები ვერ ახერხებდნენ წიგნების დროულად შეძენას, სკოლებში კი, დიდი გამოფენა-გაყიდვების გაკეთება უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა, წიგნების შეძენა საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდზე, ინტერნეტ-მაღაზიაშიც არის შესაძლებელი. სამინისტროს განცხადებით, ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში, ფოსტა წიგნებს თბილისში 24 საათის, ხოლო რეგიონებში 48 საათის განმავლობაში მიიტანს. სახელმძღვანელოებს შემკვეთი მომსახურების დამატებითი ღირებულების გარეშე მიიღებს. საფოსტო სერვისით სარგებლობა 8 ოქტომბრის შემდეგაც იქნება შესაძლებელი.
ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში გამართულ წიგნის ბაზრობაზე „ბათუმელებთან“ საუბრისას მშობლებმა განაცხადეს, რომ დადებითად აფასებენ ბაზრობის სკოლებში მოწყობის იდეას, თუმცა აცხადებენ, რომ წიგნები დაპირებულზე ძვირი ღირს. „ტელევიზორში რამდენჯერმე თქვეს, რომ არც ერთი წიგნის ფასი 10 ლარზე ძვირი არ უნდა იყოსო, მაგრამ ადგილზე რაც ვნახე, საგნის მთლიანი კომპლექტი – წიგნი და რვეული ერთად აღებული 15 ლარი ღირს. ზოგიერთ წიგნს ტესტების კრებულიც აქვს, მასწავლებელი სრული კომპლექტის შეძენას ითხოვს და მეც იძულებული ვარ ვიყიდო. ზოგი წიგნი ორ ნაწილად არის გამოსული, ორივეს ფასი ერთად აღებული კი 10 ლარზე მეტია“, – აღნიშნა ბაზრობაზე მოსულმა მშობელმა მერი აბესლამიძემ.
აჭარის განათლების მინისტრის, გია აბულაძის თქმით, სასკოლო წიგნები ორ ნაწილად გამომცემლობისთვის მეტი მოგების მიღების მიზნით არ არის გაყოფილი. „თქვენ ხომ გაქვთ ნანახი, რა სისქის წიგნებია გამოცემული. მათი ტარება მოსწავლეების ხერხემალს უქმნის საფრთხეს. მხოლოდ ეს მიზანი აქვს წიგნების ორ ნაწილად გაყოფას“, – აღნიშნა გია აბულაძემ.
სამინისტრო აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი რიგების თავიდან არიდებაა, ამიტომაც შეეზღუდათ წიგნის მაღაზიებს სახელმძღვანელოების გაყიდვა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო გოგინაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ გამომცემლებს, წიგნის გავრცელების შეზღუდვის გამო, ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
წიგნის ბაზრობები, საქართველოს მასშტაბით, 400 სკოლაში მოეწყობა. რაც შეეხება სავაჭრო წერტილებს, სახელმძღვანელოები მხოლოდ 21 მაღაზიაში შევა გასაყიდად.
სწორედ ამის გამო, ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო ბადის თამაშები აღარ გამართულიყო და მონაწილეები პირდაპირ ძირითად ბადეში დაეშვათ. უკვე გაიმართა წილისყრა, რომელმაც მეტოქეები დააწყვილა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ტურნირზე მოასპარეზე 32 ქალს შორის 14 ქართველია, რაც მათ მიერ საპრიზო ადგილების მოპოვების შანსს ერთიორად ზრდის. დანარჩენი მონაწილეები გერმანიის, რუსეთის, მოლდოვას, სომხეთისა და ავსტრალიის წარმომადგენლები არიან.
ტურნირზე პირველ ნომრად რუსი იულია კალაბინაა, რომელიც პირველ წრეში ლანა როსტიაშვილს დაუპირისპირდება. მეორე ნომერია სოფიო ქვაცაბაია, რომელიც პირველ წრეში თანამემუამულე ანი გოგვაძის დამარცხებას შეეცდება. რეიტინგის მიხედვით ტურნირზე განთესილი რვა საუკეთესო სპორტსმენის დანარჩენი ექვსეული ასე გამოიყურება:
პარალელურად გაიმართება ასპარეზობა წყვილთა შორის. მომდევნო წრეში თამაშის უფლება უბრძოლველად (მეტოქეთა არარსებობის გამო) მოიპოვა გორგოძე-ქვაცაბაია (საქართველო), კალაბინა-პაშკოვასა (რუსეთი) და დები იანჩუკების (უკრაინა) წყვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 15 000 აშშ დოლარია.
ეროვნულ გუნდში მისი თანაშემწეები ლაშა გუჯეჯიანი და ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის პირადი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი იქნებიან. „ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და სევეცდები, ბევრი ტიტულები მოვიპოვოთ, რაც შეეხება სიახლეებს, გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ“, – განაცხადა ნაკრების ახალმა თავკაცმა. პირველი სერიოზული გამოცდა, რომლის ჩაბარებაც ცირეკიძესა და მის სამწვრთნელო შტაბს მოუწევთ, ბრაზილიაში დაგეგმილი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი იქნება, რომელიც 27-2 ოქტომბერს გაიმართება
მეორე ადგილზე ესტონელი მარკუს მანიკი გავიდა, მესამე ადგილი კი ლიტველმა ვილმანტას ბლიუტუსმა დაიკავა. მეოთხე ადგილი წილად ხვდა უკრაინელ ვიტალი მიხეევს. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლებს, მათგან მხოლოდ ერთი მიუახლოვდა საპრიზო ადგილს, გიორგი დოინჯაშვილმა ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ასპარეზობა ბათუმში უკვე მეორე წელია ტარდება და აჭარის უძლიერეს მამაკაცთა კლუბის პრეზიდენტის, გოჩა შავაძის განცხადებით, ის ტრადიციულ სახეს მიიღებს და მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მომდევნო წლებში გაცილებით გაიზრდება.
წიგნის მაღაზიის თაროებს თუ გადავხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ახალი გამოცემები არ გამოდის, თუმცა მკითხველების ერთი ნაწილი მაინც ირჩევს ნაცნობ სახელებს, კლასიკას. რატომ ხდება ეს, ქართველი მკითხველი უნდობლად ეკიდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, თუ ეს გარკვეულ წილად მკითხველის სნობურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს?
ალბათ, ერთიცა და მეორეც. ერთი, ის, რომ თანამედროვე ლიტერატურული პროცესი ვერ თანხვდება არსებულ სამკითხველო სტერეოტიპთან, მკითხველი მასში საკუთარ მოლოდინებს, თავის იდეალებს ვერ პოულობს და უცხოვდება მისგან. ხშირად აგრესიულადაც. ამიტომ თავის სურვილებს იგი გავლილი ლიტერატურული პროცესით იკმაყოფილებს.
მაგრამ უნდა ითქვას ერთი: მაღალი ლიტერატურა ყველას ლიტერატურაა, მისი სოციალიზაციის ხარისხი გამჭოლია, სხვადასხვა კულტურულ წრეზე გადის. ვფიქრობ, გარკვეულ შემთხვევებში (და ეს შემთხვევები ხშირია), კლასიკურ ტექსტებთან დიალოგის პასუხისმგებლობის მთელი სირთულე ამ სათაყვანო (სამართლიანადაც) ლიტერატურაზე მოდის და არა მკითხველზე. ის უფრო მოძრაობს მკითხველისაკენ, ვიდრე პირიქით. მხედველობაში მყავს სტერეოტიპული მკითხველი… ამიტომ კლასიკით კმაყოფილების ფაქტიც რამდენადმე საეჭვოა. ლიტერატურა ზღვრებთან თამაში და გადალახვაა. თუ ამგვარი გაერთიანება არ ხდება, აღფრთოვანება უსაფრთხო, უკვე დაზღვეული აღქმის გამო ხდება, პირველ რიგში, ხოლო წმინდა მხატვრული სიკეთეები მხოლოდ პირადი ,,გემოვნების“ დადასტურებებად მოიმარჯვება. ეს არის სუბიექტური ფაქტორი, რის გამოც ხშირად გვერდს უვლიან თანამედროვე ლიტერატურას და მიმართავენ ძველს. თუმცა თანამედროვეობის ტერმინი დასაზუსტებელია: წაკითხვადობისა და პოპულარობის სიხშირეები ცვლადია და ისინი თანამედროვეობის ინდიკატორად არ გამოდგება ყოველთვის, მით უფრო სიმულაციების ეპოქაში.
არის სხვა ფაქტორიც. ვთქვათ, ობიექტური, რომლის ფსიქო-კულტურული შინაარსი ასე შეიძლება გამოითქვას: ადრე, ჯერ კითხულობდნენ, მერე ცხოვრობდნენ, ახლა ჯერ უნდა იცხოვრო, მერე იკითხო. ეს ნიშნავს – სამკითხველო და ცხოვრებისეული გამოცდილება სინქრონული ხდება. სხვაგვარად გაგების აქტი ვერ შედგება. შესაბამისად, არ ცხოვრობ, – ვერც წაიკითხავ. თანამედროვეობა ნიშნავს, იყო აწმყოს განმცდელი. მოდა ამას არ გავალდებულებს, მოდას შეიძლება აყვე, თანამედროვეობა კი ნიშნავს განცდას. ცოდნას, შეცნობას, პირად აქტივობას, საკუთარ ხმას. ამ მხრივ, თანამედროვე ქართული ლიტერატურული სივრცე ალბათ იმდენად და იმდენივეს სცოდავს, რამდენადაც და რამდენსაც საზოგადოებრივი…
ადრე ლიტერატურა გულისხმობდა ერთგვარ ეთიკურ მომწიფებას, სავარჯიშოს ცხოვრებისათვის, სულიერ მომზადებას სამყაროსა და თვითშეცნობისათვის. მორალი ლიტერატურაში, ფართო აზრით, ნიშნავდა ზუსტ დროს პერსპექტივაში, იდეალურ დრო-სივრცეს. საითკენაც აჩქარებული კითხვით მიილტვოდა მკითხველი კაცობრიობა. ახლა ლიტერატურა ეს აღარ არის. მას შეუძლია მხოლოდ გითხრას, თუ სად ხარ ახლა. და თუ რამდენიმე ფურცლის შემდეგ უკმაყოფილო ხურავთ წიგნს, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა დროით განზომილებაში ხართ. ამიტომ, არ უნდა გაუწყრე მას, იქნებ ოდესმე შეხვდეთ, გადაიკვეთოთ და დამეგობრდეთ კიდეც.
ბოლო ხანს, როცა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე საუბრობენ, აუცილებლად მოჰყავთ მაგალითად რამდენიმე მწერალი, რომელთაც განიხილავენ როგორ ეპატაჟურს და იწყება იმაზე საუბარი, რომ ეს მწერლები უნიჭობას ნიღბავენ სკაბრეზით და ა.შ. თქვენი აზრით, რატომ აღიზიანებს მათი ტექსტები ასე საზოგადოებას?
ლიტერატურის ოდინდელი ფუნქცია იყო და არის სიმართლის თქმა. სხვადასხვა დროს თავისი სიმართლე აქვს და ფორმაც, რომელშიც ის თავს გამოხატავს. სამწუხაროდ, მხატვრული სიმართლის განსაზოგადოებაში არც თუ კეთილშობილ როლს ასრულებს მასმედია, რომელსაც სკანდალებისაგან თავისი ანგარიშები და ინტერესები აქვს. შეიძლება ითქვას, იგი, გარკვეულად, გადაფარავს ლიტერატურული კრიტიკის, სააუდიტორო და პედაგოგიური მედიაციის როლსა და ფუნქციას ლიტერატურასა და მკითხველს შორის, რაც არის პროცესების ანალიზის სწორი ადგილი.
როგორც ლიტერატურის, ისე მკითხველის (ეს ერთი მთლიანი ორგანიზმია) განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის სწავლებას სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში. ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივ-სამოქალაქო სივრცეზე გადის და ცალკე საუბრის საგანია.
რაც შეეხება ეპატაჟს და ცრუ ხმაურს. ლიტერატურული პროცესი არ არის მხოლოდ ის, რასაც კაცობრიობის წერილობითი და ზეპირი მეხსიერება სწვდება. ლიტერატურა, როგორც მხატვრული ფაქტი, განვითარების დინამიკური და რელიეფური პროცესის კვალია. ერთი მარადისობაში გადასული ტექსტის უკან, მრავალი მეორეხარისხოვანი და დავიწყებული ტექსტი დგას (ამის საუკეთესო მაგალითი გვაქვს რუსთაველის იქედნური კრიტიკის სახით მისი თანამედროვე ლიტერატურული პროდუქციის მიმართ, რომელზეც დღეს ჩვენ არაფერი, ან ბევრი არაფერი ვიცით).
მნიშვნელობები და ადგილი ორი რამის მიერ განისაზღვრება: დროისა და ლიტერატურის კრიტიკის. სამწუხაროდ, ჩვენში ეს საქმე უფრო დროის ფუნქციაა, მით უფრო მიუკერძოებლობის თვალსაზრისით… ფრთხილი ქართველის ეთიკა ალბათ ასე სჯის: რატომ გავაკეთო ის, რასაც დრო ისედაც გააკეთებს. ალბათ იმიტომ, რომ ეს უმადური საქმეცაა და სახიფათოც… ვფიქრობ, რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს, არანაკლებ აქტუალური თემაა ახლა, ვიდრე საუკუნენახევრის წინ.
ადრე მწერალს მორგებული ჰქონდა ერთგვარი ჭკუისდამრიგებლის როლი, თანამედროვე მწერლები ამისგან მეტ-ნაკლებად ცდილობენ გათავისუფლებას და ცოტათი დასცინიან კიდეც „ძველებს“. როგორ ფიქრობთ, ეს „მამების და შვილების“ ძველი ისტორიაა, თუ უბრალოდ თანამედროვე სამყარო უნდობლად უყურებს მენტორებს?
გეთანხმებით. ახალი სამყარო უნდობლად უყურებს მენტორს. ის ან ანაქრონიზმია, ან გაუცნობიერებელი (იქნებ არც) უპასუხისმგებლობა და არასერიოზულობა. რაც შეეხება თანამედროვეთა დამოკიდებულებას ტრადიციისადმი, თუ პერსპექტივაში შევხედავთ მოვლენებს, კონტექსტების წირს მოვნიშნავთ, ეპატაჟიცა და ეპიგონობაც ტრადიციაში ჩაწერის ხელოვნური ფორმებია. რაც შეეხება ნამდვილი ლიტერატურის ბუნებრივ ხმაურს, იქნება ეს სკაბრეზი თუ სხვა ,,საჩოთირო“ ხერხები, ეს პოზიტივური სათქმელის ნეგატიური ფორმით გამოხატვაა. არის ლიტერატურა, რომელიც გენერირებს ლიტერატურულ პროცესს, არაა განსაზღვრული მასობრივი მკითხველისათვის. ასეთი ტექსტი იყო 90-იანებში დავით ბარბაქაძის ,,ტრფობა წამებულთა“, რომლის ხმაურის გადაფარვა სამოქალაქო ომს თუ შეეძლო მხოლოდ.
მაგრამ დროში, რომელშიც არსებობდე – ნიშნავს იყო პოპულარული, გასაგებია რამოდენა ცდუნებები არსებობს გამოწვევათა პირისპირ. მოკლე გზა საფრთხეებს არ დაგიდევს, მით უფრო, რომ დიდი დრო და მასში აზროვნება ცრურწმენის ნაირსახეობად ჩანს ახლა. მყისიერ მომგებიან დივიდენდებზე გათვლილი პოლიტეკონომია, რა თქმა უნდა, გრძელ დროზე არ იანგარიშებს, ცხადია, არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც მწერალი აწმყოზე უნდა ფიქრობდეს და არა მომავალზე, რომელზეც მას არაფრის ცოდნა შეუძლია.
ლიტერატურისადმი საყვედურებში მოჯადოებული წრის წინაშე ვდგებით: ერთი მხრივ, მკითხველი, სინამდვილე ქმნის ლიტერატურას, მეორე მხრივ, ლიტერატურა ქმნის მკითხველს და სინამდვილეს. ეს დაახლოებით წააგავს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართებას: ყველა ხალხს შესაბამისი ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ ,,ერთხელაც“ აღმოჩნდება, რომ რომელიღაცას გაუსწრია, წინ წასულა… ამ საქმეში ლიტერატურას დალოდება არ სჩვევია. ვფიქრობ, ეს უკვე ფაქტია ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში.
თავად რას კითხულობთ, რის წაკითხვას ურჩევდი სხვებს და რატომ?
დელიკატური და ინტიმური თემაა… ჩემთვის (ალბათ სხვებისთვისაც) არსებობს ლიტერატურისა და მკითხველის მიზიდულობის მეტაფიზიკა: მკითხველი ისაა, ვინც კი არ ეძებს წიგნს, არამედ ვისთანაც წიგნები მიდიან. მისვლას ზუსტი დრო აქვს. ამ მოძრაობაში შეხვედრები და აცდენები ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორც ცხოვრებაში…
მე ასე დავსვამდი საკითხს: არა რა ვიკითხოთ, არამედ როგორ ვიკითხოთ. იმისთვის, რომ იკითხო და ისიამოვნო (რაც ნიშნავს შეიცნო), საჭიროა, ასე ვთქვათ, სამკითხველო ნდობა. არა ბრმა, ფეხის და მოდის ხმას აყოლილი, არამედ, ალბათ, ირაციონალური. ნდობა არის ის, რაც ღირებული ლიტერატურის ღირებულ ლიტერატურად მიღების გარანტი შეიძლება იყოს. ლიტერატურის ლიტერატურად ყოფნის, ფუნქციონირების საქმეში სკეფსისი, მით უფრო წინასწარგანწყობილი და მსოფლმხედველობრივი, ცუდი მეგობარია. წიგნს, ლიტერატურას, ისევე როგორც ადამიანს, მხოლოდ ნდობაში შეუძლია აჩვენოს საკუთარი თავი, შესაძლებლობები. და თუ წინასწარი, `ბრძენი“ სკეპსის გამო წიგნმა ,,ვერ ივარგა“, ეს მხოლოდ უადგილო და ნაჩქარევი ეჭვის ბრალია, რომელზეც ისევ მკითხველი წაიკრავს ფეხს. ლიტერატურა? ლიტერატურა თავისუფალია ამგვარი მარცხისაგან, ცხადია, თუ ის ლიტერატურაა და არა ფალსიფიკაცია… მე შემიძლია ვურჩიო ნდობა, წიგნები, დაე, თავად შეარჩიონ…
წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვა სასწავლო წლის განმავლობაში, ოთხ ნაწილად შეეძლებათ.
15 სექტემბრამდე სტუდენტებმა სწავლის საფასურის მეოთხედი უნდა გადაიხადონ.
გასულ წლებში სტუდენტები სწავლის თანხას შემოდგომასა და ზამთრის სესიების წინ ფარავდნენ, რის გამოც, სტუდენტების ერთი ნაწილი საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა და სტუდენტის სტატუსი უჩერდებოდა.
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლის მინიმალური გადასახადი 1500 ლარია, ხოლო მაქსიმალური- 2500.
სწავლა უნივერსიტეტის ბაკალავრიატში 17 სექტემბერს იწყება, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კი 1 ოქტომბერს.
დღეიდან ქობულეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ახალი ინტერნეტ პროვაიდერი „ა – ნეტი“ მომემსახურება.
კომპანია მომხმარებელს სრულ საკომუნიკაციო მომსახურებას სთავაზობს. მაღალტექნოლოგიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და უკაბელო ინტერნეტი, სატელეფონო და საკაბელო მომსახურება – ამ სერვისების ჩართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონიმუმ 18 ლარი დაუჯდება, ოქტომბრის ბოლომდე კი ინსტალაცია უფასო იქნება.
კომპანია „ა-ნეტი“ დაფარვის ზონის გაზრდას დაახლო მომავალში აჭარას ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.
„6 მაისის პარკის“ დირექტორის, გელა ბოლქვაძის განცხადებით, იმ დროისათვის ეშმაკის ბორბალზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ატრაქციონის სათადარიგო დიზელის ძრავის საშუალებით, „ეშმაკის ბორბალი“ მექანიკურად დაუშვეს ძირს.
„112-ის სამაშველო ბრიგადის გამოძახება საჭირო არ აღმოჩნდა. დიზელის ძრავით ავამუშავეთ ბორბალი და მგზავრები ჩამოვიყვანეთ. ამ დროისათვის ატრაქციონი ტექნიკურ შემოწმებას გადის და, სავარაუდოდ, ხვალ უკვე ჩაირთვება“, – აღნიშნა გელა ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, „ეშმაკის ბორბალი“ ტექნიკურ შემოწმებას თვეში ერთხელ გადის.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბათუმში ამ ატრაქციონის ავარიულად გაჩერება გახდა საჭირო.
მე, პარტია “მომავალი საქართველოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებ. გუშინ, 10 სექტემბერს შევხვდი ბათუმის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს და მათი პრობლემები მოვისმინა. მოსახლეობას ქვეყანაში რეალური ცვლილებები სურს და ეს ცვლილებები ძალიან მალე, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.
ბათუმელებმა პარტია „მომავალ საქართველოსა“ და მის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატეს და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.
მოსახლეობა დაიღალა ქვეყანაში გამეფებული უსამართლობით, უკანონობითა და იმ ცრუ დაპირებებით, რომელიც აქამდე იყო.
ახლა დროა, ბათუმელების კეთილდღეობისათვის რეალურ ცვლილებებს მოჰყვეს რეალური ნაბიჯები, რომელსაც მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება საპარლამენტო არჩევნების დროს.
თავიდან მოვყვეთ, როდის შეიქმნა “ბეთლემი” და როდის ჩაუდექით მას სათავეში?
ქედაში საფეხბურთო გუნდი გასული საუკუნის 1950-1960-იან წლებში ჩამოყალიბდა და საქართველოს პირველობებზე სხვადასხვა სახელით ასპარეზობდა. 1980-1990-იან წლებში მე დავინიშნე მთავარ მწვრთნელად. მაშინ კარგი გუნდი გვყავდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, ანუ ქართული საბჭოურს გამოეყო, პირველივე წელს მივიღეთ საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობა. 1/64 ფინალიდან დავიწყეთდა მეოთხედფინალამდე გავაღწიეთ, მხოლოდ იქ დავმარცხდით ფოთის “კოლხეთთან”. არადა, ფოთელებმა იმ წელს თასის ფინალი ითამაშეს. მერე იყო ხანგრძლივი ჩავარდნის პერიოდი და ასე 10-15 წელი ბურთი აღარ გაგორებულა. საბოლოოდ კი გადაწყდა აღგვედგინა ეს გუნდი. ორი წელი რეგიონალლიგის დასავლეთ ზონაში ვასპარეზობდით. პირველ წელს მეხუთე ადგილი დავიკავეთ, შარშან კი პირველი ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ, მეორე ადგილზე გავედით.
რთული სეზონი გქონდათ?
კი, ძალიან რთული იყო. პირველი წრე მეორე ადგილზე დავასრულეთ, მეორე წრე კი ძალიან ცუდად დავიწყეთ -ხუთი შეხვედრიდან სამი წაგება, ერთი ფრე და მხოლოდ ერთი მოგება. თუმცა საკუთარ თავში ძალები მოვნახეთ და ბოლო 8 შეხვედრა ზედიზედ მოვიგეთ, რამაც განაპირობა კიდეც პირველი ლიგის საგზურის მოპოვება.
პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილება ბევრს არ ექნება…
ვერ დაგეთანხმებით. ჩვენთან ისეთი ბიჭები თამაშობენ, რომლებსაც ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაშიც უთამაშიათ, ვიტალი დარჩიძე, კახა ქაცარავა, ლევან ბექთაშევი, ვასო კუნჭულია. მათ გარდა დავიმატეთ რამდენიმე მოთამაშე: გიორგი კახიანი “ბაღდათიდან”, ლაშა კალანდაძე და გიორგი ხაჩიძე “ოზურგეთიდან”, ასევე “მაჭახელადან” დავითაძე, ანანიძე და სეიდიდი. ოთხი ფეხბურთელი ქედის მკვიდრია. კარგი ბიჭები არიან, ვფიქრობ, ურიგო გუნდი არ გვეყოლება.
პირველივე სეზონში უმაღლეს მიზნებს არ დაისახავდით ალბათ …
დასამალი რაა და წელს პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ. როგორც იცით, პირველ ლიგაში “შუქურა” და “ადელი” თამაშობენ, თუმცა პირველობა ორ ქვეჯგუფადაა გაყოფილი, მათ ჩვენთან შედარებით გაუმართლათ, ჩვენს ქვეჯგუფში კი საკმაოდ ძლიერი გუნდები მოხვდნენ: თბილისის “დინამო-2”, ლანჩხუთის “გურია”, “მაღაროელი”, “მეშახტე” და “გაგრა”, რომელმაც შარშან ევროპის ლიგაზე ითამაშა. ასე რომ, კონკურენცია მართლაც დიდია.
თამაშებსაც სად გამართავთ?
ქედაში კარგი სტადიონი გვაქვს, უბრალოდ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ტრიბუნების კეთილმოწყობა, საფარის განახლება და ასე შემდეგ. ჩემპიონატის მატჩებს ქედაში ვუმასპინძლებთ.
გუნდს ვინ აფინანსებს?
აჭარის მთავრობა და ქედის მუნიციპალიტეტი. კლუბის პრეზიდენტი ბაქარ ბარამიძე გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ “ბეთლემის” მეორე მწვრთნელია ვახო ქაცარავა.
ხელფასების პრობლემა არახალია ქართული კლუბებისთვის…
ჩვენთან ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა და იმედია, არც შეიქმნება.
უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდები გამარჯვებისთვის პრემიალურ თანხებსაც იღებენ…
ჩვენთანაც მასე იქნება. წარმატების შემთხვევაში ბიჭებს აუცილებლად წავახალისებთ.
რამდენი ფეხბურთელი იქნება გუნდში?
24 ფეხბურთელი მყავს განაცხადში. შევხედავთ ჩვენს შედეგებს და შესაძლოა, სამომავლოდ გავძლიერდეთ კიდეც.
მაღაზიის გატეხის პირველ მცდელობას სოფელ ბაბუჩოღლებში აგვისტოს ბოლო რიცხვებში ჰქონდა ადგილი. მძარცველებმა მაღაზიის უკანა კედლის კარის გამომტვრევა სცადეს, თუმცა კარს შიგნით არსებული გისოსების გატეხა ვეღარ შეძლეს. იმავე დღეს სამი მაღაზია მახუნცეთშიც გაქურდეს, ორი მაღაზია მახუნცეთის ცენტრში და ერთიც ცენტრიდან რამდენიმე მეტრით მოშორებით, ე.წ. „გვირაბთან“.
მახუნცეთში თენგიზ მახარაძის მაღაზიაში მძარცველები მაღაზიისა და საცხოვრებელი სახლი გამყოფი კედლის გამოტეხის შემდეგ შევიდნენ. მაღაზიის მესაკუთრის განცხადებით, გატანილია 500 ლარამდე თანხა და 1000-1200 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა სახის საქონელი. თენგიზ მახარაძე: „15-20 დღის წინ მოხდა ქურდობა, შაბათი დღე იყო, მეზობელი მაღაზიის მეპატრონემ გამაგებინა, ჩემი მაღაზია გაქურდეს და თქვენიც გატეხილიაო. ქურდებმა რკინის სეიფი გაიტანეს მაღაზიის გარეთ – ნავაჭრი, 500-ლარამდე თანხა და 1000-1200 ლარამდე საქონელი წაიღეს, ძირითადად ძვირად ღირებული სასმელები და სიგარეტები. შეტყობინებისთანავე ადგილზე მოვიდა პოლიცია, ექსპერტიზა… ორჯერ მოვიკითხე და მითხრეს, რომ ძიება მიმდინარეობს“.
იმავე დღეს თენგიზ მახარაძის მაღაზიის გარდა მახუნცეთში მზიური ბერიძის მაღაზიაც გაქურდეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაქურდეს მახუნცეთში „გვირაბთან“ არსებული კაფე-ბარის მაღაზია. აქ მძარცველები სამზარეულოს კარებიდან შევიდნენ. როგორც დაწესებულებების თანამშრომლები ამბობენ, მძარცველებმა მხოლოდ 60-80 ლარის პროდუქტი გაიტანეს.
მარინა სამნიძე, კაფეს თანამშრომელი: „30 წელია მახუნცეთის ბინებში ვცხოვრობ, ბინის კარები დღით არასოდეს დამიკეტია, გაქურდვის მცვდელობა არასოდეს ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
ორი წელია რაც კაფე არსებობს, პირველად ახლა გატეხეს, კაფეს თავისი მაღაზია აქვს, ძირითადად, სიგარეტები, სასმელები და ტკბილეულობა იყიდება. ქურდობა სავარაუდოდ ღამით მოხდა _ დილით მოსულებს მაღაზია გაქურდული დაგხვდა. სამზარეულოს კარებიდან შესულან, ეს კარები დაკეტილი კი იყო, ალბათ, გამოტეხეს. სასმელები და სიგარეტები იყო წაღებული, გაეჩხრიკათ ხის კარადა, სადაც საჭირო დოკუმენტაციას ვინახავთ, სხვა ყველაფერი ისევე დაეტოვებინათ, კარებიც კი დაეხეურათ – “პატიოსანი ქურდები” ყოფილან”.
ბაბუჩოღლებში მეორე მაღაზია 31 აგვისტოს გაძარცვეს. მაღაზიის გამყიდველის, სულიკო ვერძაძის თქმით, ქურდებმა მაღაზიიდან სწრაფი გადახდის აპარატი, ფული და 150 ლარის პროდუქტი გაიტანეს: `გადახდის აპარატი აქვე, ახლოს დაამტვრიეს და თანხა წაიღეს. აპარატში 800 ლარამდე უნდა ყოფილიყო, ქსელმა აპარატის გათიშვის დრო – ღამის პირველი საათი და 50 წუთი უჩვენა”.
სასურსათო მაღაზიები დაბა ქედასა და სოფელ წონიარისშიც გაძარცვეს, წონიარისში ორი მაღაზია, ქედაში – ერთი.
აქამდე მაღაზია ქედაში მხოლოდ ორი წლის წინ გაქურდეს _ სოფელ პირველი მაისის ცენტრში მდებარე მაღაზიაში ქურდები კარზე დატანებული ფანჯრიდან გადავიდნენ. მესაკუთრის, ლამარა თებიძის თქმით, ქურდებმა მაშინაც სიგარეტები, პური და ფული გაიტანეს: “ქურდებმა მაღაზიის უკანა ნაწილში განთავსებული სათავსოს კარებზე, ზედა ნაწილში არსებული ფანჯარა გამოამტვრიეს, მოხსნეს გისოსები და ისე შემოვიდნენ. განსაკუთრებული არაფერი წაუღიათ, ხურდა ფული მქონდა _ 100-ლარამდე და 200-ლარამდე თანხის პროდუქტი. ქურდობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა, გამოიძიეს თუ არა არ ვიცი, პასუხი არ მიმიღია, მოკითხვითაც კი არ მომიკითხავს, დიდი თანხა არ იყო და აღარ შევაწუხე. მას შემდეგ ფანჯრები და კარები დავჭედე და მაღაზიას ძველებურად ვამუშავებ”.
მაღაზიების ძარცვის შემთხვევის მომრავლებასთან დაკავშირებით ქედის პოლიციის რაიონული სამმართველო “ბათუმელებთან” კომენტარს არ აკეთებს. “მეტი საინტერესო ვერაფერი ნახეთ?!” – პოლიციაში მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლნენ.
ბათუმის ბულვარში მდებარე ქვიშის მოედანზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში უფროსებს შორის, რომელშიც ქვეყნის ყველა კუთხის სპორტსმენი (6 წონითი კატეგორია, 105 ფალავანი) მონაწილეობდა. აჭარის ნაკრები ტურნირზე შვიდი სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა მედლის მოპოვება მათგან მხოლოდ ერთმა, მძიმეწონოსანმა ვახტანგ ზოიძემ შეძლო, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ქუთაისელ ლაშა გურულთან. გიორგი დიასამიძემ (90 კგ.) კი, რომელიც ასევე აჭარის ნაკრების წევრია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა წააგო. წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ:
60 კგ. პაატა მერებაშვილი (გორი);
66 კგ. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი);
73 კგ. გიორგი პაპუნაშვილი (გორი);
81 კგ. ზვიად კაპანაძე (ხაშური);
90 კგ. იასონ ნემსაძე (ქუთაისი);
+90 კგ. ლაშა გურული (ქუთაისი).
სექტემბრის ბოლოს აჭარა ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად ხარაგაულის „ჩხერიმელას“ დაუპირისპირდა. პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდმა უმაღლესლიგელ „დინამოს“ არა მარტო წინააღმდეგობა გაუწია, არამედ დაამარცხა კიდეც, რასაც არავინ ელოდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ლვოვის „კარპატიდან“ განათხოვრების წესით ჩამოყვანილმა მეკარემ ივან პიცანმა და ფორვარდმა ალექსანდრ ტიმჩიშინმა, თუმცა თავი მათ არაფრით გამოუჩენიათ. მატჩის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი უფრო საკუთარ თავთან დამარცხდა, ვინაიდან მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა. „განმეორებით მატჩში ძალიან გაგვიჭირდება“, – დასძინა ბოლოს გია გურულმა. რაც შეეხება „შუქურას“, ქობულეთელებმა გასვლით შეხვედრაში ოზურგეთის „მერცხალი~ 3:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა, ბათუმელთაგან განსხვავებით, ფაქტობრივად გაინაღდეს.
საქართველოს თასის 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრები 17-18 სექტემბერს გაიმართება.
ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სამმა ფალავანმა აჭარიდან ვერცხლის მედლები მოიპოვა. 42 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენადი ჩიტაძემ (მწვრთნელი – ავთო აბულაძე) და 63 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (მწვრთნელი – ლევან შავაძე) მხოლოდ ფინალური შეხვედრები წააგეს და ვერცხლს დასჯერდნენ. რაც შეეხება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რამაზ ზოიძეს, ფინალში მისი და აზერბაიჯანელი ფალავნის ჭიდაობისა და ოქროს მედლის ბედიც მსაჯებმა გადაწყვიტეს. თუ რა მოხდა კონკრეტულად ბაქოს ხალიჩაზე, ამაზე „ბათუმელებთან“ რამაზ ზოიძემ, მარად არძენაძის მწვრთნელმა, ისაუბრა.
– ბათუმის ღია ჩემპიონატი ჩავატარეთ, რომელშიც ჩვენს გარდა თბილისის (4 გუნდი), რუსთავისა და ჭიათურის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. გვინდა, რომ მომავალი წლიდან ამ ტურნირმა საერთაშორისოს სტატუსი შეიძინოს. სწორედ ამ ასპარეზობისას დავინახეთ ჩვენი მოცურავეების პერსპექტივა, სწორი მუშაობისა და სათანადო თანადგომის შემთხვევაში, მათ დიდი შანსი აქვთ 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოხვდნენ. გეტყვით მათ გვარებსაც: თემურ შავლიძე, საშა კულბაჩნი, ქეთინო თავართქილაძე და … ხალვაში. ამათგან კულბაჩნი და თავართქილაძე ჩემთან ვარჯიშობენ, დანარჩენები კი საშა ცინცაძესთან, „პლაზაში“.
– ბატონო გიორგი, სწორი მუშაობა და სათანადო თანადგომა ახსენეთ, რას გულისხმობთ?
– დიდი ხანია რაც ცურვას ვასწავლი, მწვრთნელი ვარ. დღეს ბავშვები ჩვენთან კვირაში სამ დღეს, თითო საათს ვარჯიშობენ, ეს კი საკმარისი ნამდვილად არ არის. თუ რეალურ შედეგს გვინდა მივაღწიოთ, მაშინ მეტია საჭირო.
– და რა უშლით ხელს?
– ფინანსები. როგორც იცით, წვრთნები სასტუმრო კომპლექს `მარინას~ საცურაო აუზზე მიმდინარეობს. იქ გადასახადი თვეში 80 ლარია. ბავშვი კვირაში სამჯერ ვარჯიშში იხდის ამ ღირებულებას. ვისაც კი სპორტთან რაიმე შეხება აქვს, მიხვდება, რომ ეს ზღვაში წვეთია. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ ბავშვს, ვისაც არა მარტო ცურვის სწავლის სურვილი აქვს, არამედ უნდა სპორტსმენად ჩამოყალიბდეს, ყოველდღიური ვარჯიშის ფინანსური საშუალება არა აქვს.
– შეღავათები არ გაქვთ?
– ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ აჭარის სპორტის დეპარტამენტიდან ვიღებთ დაფინანსებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს საწვრთნელი შეკრება გავიაროთ და რამდენიმე ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა, ისიც საქართველოს მასშტაბით. ეს კი ნამდვილად არ არის საკმარისი.
– გამოსავალს რაში ხედავთ?
– გამოსავალი ერთია – უნდა აშენდეს ერთი საცურაო აუზი, სადაც მწვრთნელები დაინიშნებიან და ოფიციალურად მიიღებენ ხელფასს, ბავშვები კი არ გადაიხდიან მეცადინეობაში ფულს. მაშინ ბევრი შეძლებს ვარჯიშს და წარმატების მიღწევის რეალური შანსიც გაჩნდება. ეს კი, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
– მწვრთნელების დეფიციტს განიცდით?
– ძველი თაობის მწვრთნელებიდან მხოლოდ მე დავრჩი. `ბათუმი-პლაზაში~ არის ორი მწვრთნელი საშა ცინცაძე და ირაკლი ვოლკოვი, რომელთაც აქვთ ლიცენზია და იქაც ასწავლიან ცურვას, მაგრამ თუ გვინდა სერიოზულ შედეგზე ვიფიქროთ, სამი მწვრთნელი საკმარისი ნამდვილად არაა.
– ვინ გეგულებათ ბათუმში, ვინც მწვრთნელად მუშაობას შეძლებს?
– ნარგიზ ცივაძე, ტატიანა ანაფრენჩუკი, არტიომ არუთუნიანი, კარინა ხაჩატურიანი, დავით გოგუა და ბევრი სხვა… მაგრამ მათ მწვრთნელობა რომ შესთავაზო, მაშინ სათანადო ბაზა უნდა გქონდეს. დღეს კი ბათუმში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც ცურვის სწავლაა შესაძლებელი – „მარინა“ და „ბათუმი პლაზა“. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბათუმის სასპორტო სკოლაში ცურვის მასწავლებლის შტატი არ არსებობს. ვერც გავამტყუნებთ, ბაზა არა გვაქვს, არადა რა კარგი აუზი გვქონდა?! მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ ბათუმში გაიზარდა იგორ ომელჩენკო, სახელოვანი მოცურავე, რომელიც დღე სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის.
მწვრთნელიც რომ გამოჩნდეს, სათანადო კურსები უნდა გაიაროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დროსთან ერთად სწავლების მეთოდიკაც შეიცვალა. ავიღოთ ჩვენი ოლიმპიელი ირაკლი ბოლქვაძე, მან 200-მეტრიანი დისტანცია 2,15 წუთში დაფარა, 20 წლის წინ ეს მსოფლიო რეკორდი იყო, ახლა კი… მაიკლ ფელპსი ნახეთ რა სიჩქარით ცურავს და დასკვნას თავად გააკეთებთ. თუმცა, თუ ირაკლის მწვრთნელის, ირინა მაჟულინას სიტყვებს ვენდობით, ამ ბიჭს აქვს რეალური პერსპექტივა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2016 წელს გაიმართება, გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენოს.
– მახსოვს ბათუმში, ადრე, ზღვაზე ასწავლიდით ცურვას მსურველებს. დღეს რამდენად ბვერს აინტერესებს ცურვის შესწავლა?
– სამწუხაროდ, რაც ჩვენი აუზი დაანგრიეს, მას მერე სპორტის ეგ სახეობა ლამის ჩაკვდა. დაახლოებით 15 წელი ზღვაზე ვასწავლიდი ცურვას. კლუბ „ტონუსში“ საშა ცინცაძე ავარჯიშებდა ბავშვებს და ასე ვთქვათ, არ დავკარგეთ ცურვის ტრადიციები, მაგრამ არდაკარგვა ერთია და აღდგენა მეორე. ახლა აუზზე ვმუშაობ. დაინტერესება არის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, სათანადო ფინანსების უქონლობის გამო, ბევრი ვერ ახერხებს მოსვლას.
– როგორც ვიცი, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება, რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია?
– გვაქვს ასეთი იდეა. ორი აუზია ამჟამად ბათუმში, „მარინასა“ და „პლაზაში“. „მარინაში“ 25-მეტრიანია, „პლაზაში“ კი ოლიმპიური სტანდარტებისაა – 50-მეტრიანი, თუმცა ტრიბუნები არ არის მაყურებლებისთვის. ზამთრის ჩემპიონატები, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს, ხშირად იმართება 25-მეტრიან აუზებზე, ასე რომ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ბათუმში ჩემპიონატების ჩატარება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, ვნახოთ რა გამოვა.
მოქალაქე ლელა აბესაძე აცხადებს, რომ დღეს, 12 საათზე, მას აჭარის მთავრობის სახლთან ინციდენტი მოუხდა სამთავრობო დაცვის უფროსის მოადგილესთან, კახა ტუღუშთან. ლელა აბესაძე ამბობს, რომ კახა ტუღუშმა ის სიტყვიერად შეურაცხყო. აბესაძის განცხადებით, დღეს მას კახა ტუღუშთან სურდა საუბარი: „მან მითხრა, რომ თქვენთან საქმე არ მაქვსო და შევიდა შენობაში, საიდანაც გინება დამიწყო“.
მანამდე, 5 სექტემბერს აბესაძე შეხვდა კახა ტუღუშს. როგორც თვითონ იხსენებს, ტუღუშისთვის უნდოდა ეკითხა, „თუ შარშან, რომელ თვეში მისცა გამოძიებას ჩვენება ჩემ საქმესთან დაკავშირებით. კახა ტუღუშმა მითხრა, რომ ის მესამე განყოფილებაში არ დაუბარებიათ და არც ჩვენება მიუცია“.
როგორც ლელა აბესაძე ამბობს, საქმე ეხება ერთი წლის წინ, 21 აგვისტოს მომხდარ ფაქტს, როდესაც ლევან ვარშალომიძის დაცვის უფროსმა – ვახტანგ კაზაზიშვილმა ის სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. ლელა აბესაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა და პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა. ლელა აბესაძე ამბობს, რომ ამ ინციდენტის თვითმხილველი იყო კახა ტუღუში.
ლელა აბესაძე ამბობს, რომ ის ერთი წელია ცდილობს გაიგოს პროკურატურამ საქმე აღძრა მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე თუ არა. მას სწორედ ამ ინფორმაციის დაზუსტებისთვის სჭირდებოდა შეხვედრა კახა ტუღუშთან – უნდოდა ეკითხა დაკითხეს თუ არა ის მოწმის სტატუსით.
ლელა აბესაძე კახა ტუღუშს ტყუილსა და სამსახურის ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. ის ფიქრობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის შოთა რიჟამაძეს, ბათუმის პროკურორს. თუმცა, არ არის დარწმუნებული ამას მოხერხებს თუ ვერა.
ზეინაბ რინკავოი ბათუმის #1 საარჩევნო უბნის წევრად „ევროპელი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. უბნის დაკომპლექტებიდან რამდენიმე დღეში მას კომისიის მდივნის თანამდებობა ჩააბარეს. ამავე უბანზე და ამავე თანამდებობაზე ის 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“-ის კვოტით იყო წარდგენილი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ამ უბანზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა.
„საარჩევნო უბნებზე მდივნის კანდიდატურა დაეთმოს ოპოზიციას“, – ეს იყო ერთ-ერთი იმ საკითხებს შორის, რაზეც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. მაშინ ბათუმის #79 ოლქის საუბნო კომისიებში პოზიციების გადანაწილებისას მდივნების თანამდებობა „ქრისტიან დემოკრატების“, „მრეწველებისა“ და პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“-ის წარმომადგენლებმა დაიკავეს. ამჯერად „მრეწველები“ „კოალიცია ქართული ოცნების“ შემადგენლობაში გაერთიანდნენ, „ჩვენ თვითონ“-მა კი სახელი შეიცვალა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ევროპელი დემოკრატების“ სახელით მონაწილეობს.
ამ პარტიის დამფუძნებელი პაატა დავითაია საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების) კვოტით შევიდა. 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის კი „ევროპელი დემოკრატები“ და გიორგი თარგამაძის „ქრისტიან დემოკრატები“ ერთ ბლოკად დარეგისტრირდნენ, შესაბამისად, ერთიანი საარჩევნო სიით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
დოკუმენტებით დადგინდა, რომ ისინი, ვინც ახლა უბნებზე „ევროპელი დემოკრატების“ კვოტით მოხვდნენ და ისევ მდივნებს თანამდებობები დაიკავეს, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდენ.
104 უბნიდან მხოლოდ ხუთ უბანზე იმუშავებს მდივნის პოზიციაზე „კოალიცია ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ერთ უბანზე მდივნის თანამდებობა „კონსერვატორებს“ ერგოთ, კიდევ ერთზე კი „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელს. კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის, ავთანდილ ბერიძის ინფორმაციით, ამ პოზიციაზე მათ კანდიდატურა თითქმის ყველა უბანზე დააყენეს, თუმცა კომისიებმა არჩევანი „ევროპელ დემოკრატებზე“ შეაჩერეს. ის ამის მიზეზად, „ამ პარტიისა და “ქრისტიან-დემოკრატების“ ხელისუფლებასთან კავშირს“ ასახელებს.
„მდივნებზე თუ მეკითხებით, მე არ ვარ პასუხისმგებელი მათზე, რადგან მდივნებს ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა. როცა მე მომაკითხა ადამიანმა, თქვენთან მინდა ვიყოო და გამომიგზავნა იმეილი, სადაც გავეცანი მის მონაცემებს, ჩავთვალე, რომ ის ღირსია იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილი. მან უბანზე ჩემი პარტიის ინტერესები კი არა, საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაიცვას და თუ არ დაიცავს, კომისიის სხვა წევრებს შეუძლიათ უჩივლონ და დააჯარიმონ. თუ მასთან იქნება პრეტენზიები, მე ამაზე პასუხისმგებელი ნამდვილად ვიქნები. და თუ კანონს დაიცავს, მაშინ რა შუაშია თქვენი კითხვები? – ყველაზე დიდი ოპოზიციონერი ახლა ბიძინა ივანიშვილია ხომ? – ის თავიდან ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელი, ნინო ბურჯანაძე კი 2008 წელს ნაციონალური მოძრაობის მარგარიტ ტეტჩერი იყო. მე არ მაქვს კუდის და სოდის აპარატი პარტიაში, რომ ვამოწმო, ვინ ვისი მომხრე იყო და სად იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ „ევროპელმა დემოკრატმა“ ლევან გაბრიჩიძემ.
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს სწავლობს, ამბობს: – როცა საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნები ხდებიან ერთი, ამ შემთხვევეში „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ევროპელი დემოკრატების“ ბლოკის წარმომადგენლები, ეს მიუთითებს ხელისუფლების სერიოზულ სიმპათიაზე ამ პოლიტიკური ბლოკის მიმართ. მისივე თქმით, `ზუსტად იგივე ხდება მთელ ქვეყანაში… თუკი გავითვალისწინებთ იმ რეიტინგებს, რაც აქვთ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყანაში, უფრო უპრიანი იქნებოდა, მინიმუმ გაეყოთ ეს პოზიცია და ის თანაბრად შეხვედროდა ოპოზიციურ გაერთიანებებს.
ამ ბლოკიდან წარდგენილი კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა, 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ დანიშნა საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ძალიან მეეჭვება, რომ ერთბაშად ყველამ შეიცვალა პოლიტიკური შეხედულება და ნაციონალები უეცრად „ევროპელი დემოკრატები“ ან „ქრისტიან-დემოკრატები“ გახდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორ პოლიტიკურ ბლოკს შორის სერიოზული სიახლოვეა. ამის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებით კომპლექტდება ის კვოტა, რომელიც დღეს ოპოზიციას გააჩნია კომისიის მდივნების სახით“.
ბათუმში არიან აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები, რომელთა მობილიზებას სოფლის რწმუნებულები უწევდნენ კოორდინაციას. მათ შორის არის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები.
„27 ადამიანი ჩამოვედით, პლუს თექვსმეტი – ერთი მარშუტკა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც” – უთხრა „ბათუმელებს” სოფელ ადაძეების სოფლის რწმუნებულმა. სოფელ ხიჭაურის რწმუნებულის ცნობით კი მათი სოფლიდან 19 ადამიანი ჩამოვიდა.
მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსულებიდან ზოგი ამბობდა, რომ საკუთარი ხარჯებით ჩამოვიდა, ზოგი კი აცხადებდა, რომ მათი ბათუმში მგზავრობა „ნაცმოძრაობამ” უზრუნველყო. „გვითხრეს თათბირია ბათუმში და უნდა წახვიდეთო. კონცერტსაც ველოდით და სადილსაც, დიდი ხანია აქ ვდგავართ და დავიღალეთ“ – უთხრა ბათუმელებს გიორგი ბერიძემ.
„რად მინდოდა კონცერტი, კონცერტი თავში მაქვს, პრეზიდენტი მოვაო და მასთან მინდოდა შეხვედრა“, – ამბობს ოთარ ირემაძე.
აქციაზე ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ჯემალ ანანიძე, ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. „როგორც მხარდამჭერი ამ ნიშნითაც ვარ და როგორც ქალაქის ხელმძღვანელი, რომელიც თვალყურს უნდა ადევნებდეს პროცესებს“ – განაცხადა, ჯემალ ანანიძემ. ამ ნიშნით იმყოფებოდა აქციაზე გელა მახარაძეც, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ზურა ჭურკვეიძე და სხვა საჯარო მოხელეები. ერას მოედანზე მობილიზებული იყვნენ საჯარო სკოლის მასწავლებლები, სტუდენტები და სახელმწიფო შპს-ეების, „ბათუმის წყალის“ და „სანდასუფთავების“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
ჯემალ ანანიძის განცხადებით, კონცერტს ნაციონალური მოძრაობის ორგანიზიებით გამართა და მის ორგანიზებაში ქალაქის მერია არ ჩარეულა. „კონცერტი არ გამართულა „ბათუმობის“ ფარგლებში, შესაბამისად კონცერტის თანხებისა და სანდასუფთავების ტექნიკის შესახებ საკითხი, ნაციონალურ მოძრაობასთან უნდა გაარკვიოთ“.
საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების კომისია გაერთიანდა, რომლის თავმჯდომარედ, საკრებულოს უმრავლესობის წევრი, დავით კასრაძე დაინიშნა. შეიქმნა ახალი, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია, რომელსაც ზაურ ფატლაძე უხელმძღვანელებს. ხელმეორედ დამტკიცდა კომისიის წევრთა შემადგენლობაც.
სხდომაზე დაამტკიცეს, საპატიო ბათუმელების სიაც. ეს წოდება მხატვარ ამირან გაგნიძეს, სპორტსმენ ვახტანგ ქორიძეს, ექიმ ვაჟა ბაღოშვილს, ქორეოგრაფ რეზო ჭანიშვილსა და საკრებულოს წევრს, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, ზაურ ფატლაძეს მიანიჭეს.
საკრებულომ ბათუმის საპატიო მოქალაქის სტატუსი რამდენიმე უცხოელსაც მიანიჭა, ამათგან ერთი, თურქეთის მოქალაქე, ქ. კუშადასის ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტი ზაფერ თინგაზია, ორი კი ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი, ავსტრიელი ერიხ კაშკა და იმავე პროექტის კონსულტანტი, გერმანელი მათიას ჰითცელია.
საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის დროს, საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა შენიშვნები გამოთქვა: „ეს ადამიანები ბათუმის მეგობრები არიან თუ ნაციონალური მოძრაობის? ჩვენ, ოპოზიცია არ ვყოფილვართ ჩართული ამ პროცესებში და არ ვიცით, რა ნიშნით იმეგობრებდით ამ ადამიანებს. ერთადერთი ის ვიცი, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე საკრებულოს წევრების ცოლები დადიოდნენ და ოპოზიცია კი არასდროს მიუწვევიათ“ – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
ამავე სხდომაზე, საკრებულომ „ბათუმობის“ სახალხო დღესასწაულის გამართვის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც 8-9 სექტემბერს უნდა გაიმართოს. ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, „წლევანდელი ბათუმობა არის ნაცმოძრაობის წინაასაარჩევნო ღონისძიება და რადგან აქამდე ეს ღონისძიება ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არცერთ წელს არ გამართულა“.
30-მდე ადამიანი შეიკრიბა დღეს ბათუმში, მთავრობის სახლთან. მოქალაქეეები ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში იმ ბინებს ითხოვენ, რომლის საფასურიც, მათივე თქმით, უკვე გადახდილი აქვთ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მშენებლობა, რომელიც „ცენტრ პოინტმა“ 2006 წელს დაიწყო, გაურკვეველ ვითარებაში შეჩერდა. შემდეგ მშენებარე კორპუსი კომპანია „დექსუსის” საკუთრებაში გადავიდა და 2012 წლის მარტში სამშენებლო სამუშაოებიც აღდგა, თუმცა ეს სახლი ამჟამად ბათუმის მერიას ეკუთვნის.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა თანხა „ცენტრ პონტს“ გადაუხადეს და მერიას მათ წინაშე ვალდებულება არა აქვს აღებული. „შპს „ცენტრპოინტიჯგუფი“ გაჩერდა, ვეღარაშენებსბინებს, შესაბამისადარისვალდებულებაშესასრულებელიმისმიერ. ცენტრპოინტიაშენებდა მერიისთვის, რომვერდაამთავრაცენტრპოინტმა, ავდექითდაჩვენთვითონვამთავრებთ, ჩვენივეხარჯებით. რაციმასნიშნავს, რომეგშენობანაგებობაარისმერიისდავისწინაშეცმერიასვალდებულებაარაქვს, ერთკვადრატსაცვერმიიღებს.“ _ განაცხადაგელამახარაძემ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა.
„ცენტრ პოინტი ჯგუფს” 2010 წლდან კომპანია „დექსუსი” მართავს. აქ ამბობენ, რომ კომპანია არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. „ამ ადამიანებს ვთავაზობთ სხვადასხვა კომერციულ ფართობს და სხვადასხვა ობიექტებში გადასვლას. ისინი, ვისაც აქვს სრული დაფარვა, მიიღებენ ალტერნატიულ ფართობს, ხოლო დანარჩენები გადანაწილდებიან სხვადასხვა ობიექტებში. ანუ ჩვენ ვთავაზობთ მათ ბათუმის მაგნოლიაში კომერციულ ფართობს და ასე შემდეგ. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოსავალი იქნება. საბოლოო ჯამში მიხვდებიან, რომ გამოსავალი აქციის ფორმა არ არის, არამედ არის ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კომპანია „დექსუსის“ პიარმენეჯერმა ნატა თოფურიამ.
თანხა, რომელიც აქციის მონაწილეებმა „ცენტრ პოინტს” გადაუხადეს დაახლოებით 800 ათას დოლარს შეადგენს.
ტურისტული ბუმის დასრულებასთან ერთად ბათუმში ღამის გართობის სეზონიც დასრულდა. კლუბების შესასვლელებთან უკვე ვეღარ შეხვდებით გაუთავებელ რიგებს და აღარც გვიან ღამით შეგაწუხებთ ხმამაღალი მუსიკა. შემოდგომის ბათუმში კლუბური ცხოვრება მშვიდმა გარემომ ჩაანაცვლა, თუმცა სექტემბრის თვეშიც იგეგმება რამდენიმე კულტურული ღონისძიება.
8-9 სექტემბერს ქალაქი ბათუმობას ზეიმობს. ორდღიანი დღესასწაული ბათუმის მერიის ორგანიზებით ხორციელდება. მოეწყობა ღია მსვლელობები, თეატრალიზებული წარმოდგენები და სხვა და სხვა ფესტივალები. ქალაქის მერია ბათუმთან დამეგობრებული ევროპული ქალაქების წარმომადგენლებს გონიოს ციხეში უმასპინძლებს. როგორც ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი მამუკა თამაზაშვილი აცხადებს, ბათუმობა 2012 საკმაოდ შთამბეჭდავი და გამორჩეული იქნება. დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
6 სექტემბერს, ერას მოედანზე, ღია ცისქვეშ, ლაზური ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ლაზ საზოგადო მოღვაწეს, ჰასან ხელიმიშს მიეძღვნება. თურქულ ანსამბლებთან ერთად ფესტივალზე მონაწილეობას ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ. ღონისძიება 9 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.
მათთვის, ვინც შვებულება სექტემბერში დაგეგმეს, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ბათუმის დელფინარიუმი, კინოთეატრი „აპოლო”, პიაცა და ბარების უმეტესობა. სეზონის მიწურვას არც ბათუმის ცირკი უშინდება და 7,8,9 სექტემბერს უკრაინელ და ბელორუს დასებთან ერთობლივ წარმოდგენას გეგმავს.
პრეზიდენტის მიერ „გაღლეტილ მინისტრად” მოხსენიებულ ვანო მერაბიშვილს თბილისში 45 კვ.მ ბინა აქვს. მერაბიშვილს შარშან ხელფასის სახით 75 ათასი ლარი მიუღია. საბანკო ანგარიშებზე მინისტრი თითქმის 150 ათას ლარსა და 33 ათას დოლარს ინახავს. თუმცა, ქართული მედია, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ შს მინისტრი რამდენიმე სასახლეს იშენებს, მათ შორის ერთ-ერთს თბილისში, ეგრეთ წოდებულ სიხარულის ქუჩაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა სწორედ ამ ქუჩაზე იშენებს სახლებს.
ეს ფოტო 2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მისულ მიხეილ სააკაშვილს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ გადასცა. ბაღათურიას თქმით, სახლი შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის
ვანო მერაბიშვილს თავისი პირველი დეკლარაცია 1999 წელს შეუვსია. დეპუტატის რანგში მყოფი მერაბიშვილი წერს, რომ თბილისში ორი ბინა აქვს. 2005 წლისთვის უშიშროების მინისტრ მერაბიშვილს თბილისში უკვე ერთი ბინა, 17 წლის მერსედესი და 21 წლის „გაზ 24“ აქვს. 2005 წელს მერაბიშვილი ინიშნება შს მინისტრად, მისი ყოველთვიური ხელფასი 2980 ლარია. საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება: 13 ათასი ლარი და 2300 დოლარი.
2010 წელს, საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, 34 წლის ეკატერინე ზღულაძე, თბილისში თავის მეუღლესთან, იმჟამად „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ შეფთან, გეგა ფალავანდიშვილთან 34 კვადრატულ მეტრ ბინას იყოფს.
მომდევნო წელს ეკა ზღულაძის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება – გეგა ფალავანდიშვილი მეუღლის გრაფიდან იშლება, მისი ქონება კი იზრდება – თბილისში 122 კვ.მ. ბინასა და 133 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართობს (სხვენი) ყიდულობს.
ეკა ზღულაძეს შარშან 35 ათასი ლარი უნდა მიეღო ხელფასის სახით, მაგრამ 72 ათასით მეტი შეხვდა, ანუ 107 ათასი ლარი აიღო. საზოგადოებისთვის უცნობია, ეკა ზღულაძის სამმაგი ოდენობის პრემიით დაჯილდოება რით იყო გამოწვეული.
ეკატერინე ზღულაძეს ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2007 წელს აქვს შევსებული. მაშინ მერაბიშვილის მოადგილეს 17 250 ლარი ხელფასის, ხოლო 20 ათასი ლარი პრემიის სახით მიუღია.
ვებგვერდზე არ იძებნება ქონებრივი დეკლარაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოსო თოფურიძის სახელზე. თოფურიძე შევარდნაძის მთავრობაში პოლიციელი იყო, ახლა კი ყველა გახმაურებულ დაკავებას ხელმძღვანელობს. სოსო თოფურიძე ამბობს, რომ კანონის ყველა დამრღვევს მიწვდება დასაჭერად. წესით, ამ საქმის კეთებაში მას ხელისუფლება იმდენივეს უნდა უხდიდეს, რამდენსაც ეკა ზღულაძეს (მოადგილეების ხელფასის ზღვრულ ოდენობას კანონი არეგულირებს).
თოფურიძის ხელქვეითსა და კოლეგას, აჭარის კუდ-ის უფროსს, თეიმურაზ პატარიძეს, დეკლარაციის მიხედვით, არანაირი ქონება არ აქვს. `ბათუმელების~ ჟურნალისტური გამოძიებით კი დადგინდა, რომ 2006 წელს ქუთაისიდან ბათუმში კუდ-ის უფროსად გადმოყვანილი პატარიძე ცხოვრობს ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ბინაში. ეს ბინა, რომელიც საბაზრო ფასის მიხედვით 250 ათასი დოლარი ღირს, ასევე ქუთაისელ მეწარმეს, მამუკა თევდორაძეს სახელმწიფომ 50 ათას ლარად მიყიდა. თევდორაძემ, თავის მხრივ, ბინა საფასურის გარეშე კუდის უფროსს დაუთმო.
იმავე სახლის ეზოში, სადაც თემურ პატარიძე ცხოვრობს, მეზობლების თქმით, კუდ-ის უფროსმა ორსართულიანი სახლიც აიშენა. 2006 წლის შემდეგ თემურ პატარიძის ოჯახის საკუთრებაში კიდევ რამდენიმე სახლი აღმოჩნდა. პატარიძემ 2010 წელს ხელფასის სახით 68 ათასი ლარი მიიღო, რაც სამჯერ მეტია 2006 წელს მის მიერ მიღებულ 21 ათას ლარზე.
მარტვილელი გოჩა ფარულავა კი ის მოხელეა, რომელმაც პოლიციელების, მათ შორის თემურ პატარიძის საქმიანობის კანონიერება უნდა გააკონტროლოს (კანონით პროკურატურა შს სამინისტროს საქმიანობას ზედამხედველობას უწევს). ფარულავა აჭარის პროკურორად 2011 წლიდან მუშაობს. მას ორი წლის წინ სახელმწიფოსგან 88 ათასზე მეტი, ხოლო შარშან 82 ათასი ლარი მიუღია.
საკუთარი შემოსავალი აქვს გოჩა ფარულავას მეუღლესაც – შარშან ანა ვაჩეიშვილს 30 ათასი ლარი მიუღია `ავერსი ფარმასგან~, სადაც ის სამედიცინო წარმომადგენელია (აჭარის პროკურორის მეუღლის საქმიანობა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დამსაქმებელი კომპანიის მედიკამენტების შესყიდვის შეთავაზებას ითვალისწინებს), რვა ათასამდე ლარი კი – კიდევ ერთი კომპანიისგან. გოჩა ფარულავას სულ 46 კვადრატული მეტრი ბინა აქვს, ისიც რუსთავში. ქონებას მიწის სახით ფლობს გარდაბანსა და მარტვილში.
გოჩა ფარულავას ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2006 წელს შეუვსია. მისი მთელი შემოსავალი მაშინ 35 ათასი ლარი ყოფილა.
ჯონი ბაკურიძის, აჭარის ყოფილი საპატრულო პოლიციის უფროსის, სახელმწიფოსგან მიღებული შარშანდელი შემოსავალი 25 ათასი ლარი იყო. მას შარშან 1000 ლარის მოგება მიუღია კომპანია „ევროპელისგან“, რომელიც 2007 წელს დაუფუძნებია. ჯონი ბაკურიძეს ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2005 წელს აქვს შევსებული. 2006 წლის დეკლარაციაში კი აფიქსირებს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1591 ლარი იყო. ჯონი ბაკურიძე ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მეუღლის 170 კვადრატულ მეტრ ბინაში ცხოვრობს.
რამდენიმე დღის წინ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად გიორგი ჭანტურია დანიშნეს. ის მანამდე აჭარის სოდ-ის უფროსი იყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჭანტურია აჭარაში გადმოსვლამდე ქალაქ ოზურგეთში საქმიანობდა. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, მოახერხა თუ ვერა საკუთარი ხელფასით გიორგი ჭანტურიამ თუნდაც ერთი სახლის ყიდვა ბათუმში. მას ქონებრივი დეკლარაცია არც ერთხელ არ შეუვსია, ყოველ შემთხვევაში 30 მარტისთვის მისი მონაცემები შესაბამის ვებგვერდზე არ იძებნებოდა. გიორგი ჭანტურიას ნახვა ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე შეუძლებელია კაბინეტშიც – მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ „უფროსს სამსახურში ვერ ნახავთ, ის ობიექტებზეა გასული“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ შარშან სახელმწიფოსგან 43 ათასამდე ლარი მიიღო. მას, ისე როგორც წინა წლებში, ქონება არც შარშან შეუძენია. თუმცა რეგისტრირებული შენაძენი ბინის სახით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ძმას აქვს – მან თბილისის ძველ უბანში ორი ბინა იყიდა, რომელთა საბაზრო ფასი, ფართობის მიხედვით, ნახევარ მილიონ დოლარს აღწევს. ირაკლი ვარშალომიძე ოფიციალურად არანაირ ბიზნესს არ ეწევა და არც სხვის ბიზნესს მართავს.
ცნობილია, რომ ლევან ვარშალომიძე მშობლებისა და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბათუმში. ამ ოჯახმა 2004 წლის შემდეგ რვა ბინა დაირეგისტრირა ბათუმის ცენტრალურ უბანში. საჯარო რეესტრში არ იძებნება, ვისი საკუთრებაა ბათუმის ცენტრში კიდევ ერთი, 702 კვადრატულ მეტრი ფართობი. ამ მისამართის შესახებ რეესტრში სხვა არაფერი იძებნება გარდა იმისა, რომ ფართობის საკადასტრო ნახაზი ირაკლი ვარშალომიძეს აქვს მომზადებული.
2004 წლის შემდეგ ვარშალომიძეების ოფიციალური ქონების საბაზრო ფასი მილიონს აჭარბებს. ლევან ვარშალომიძე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშაობს, ხოლო ირაკლი ვარშალომიძის საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი.
დაუსაბუთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ძმა და მამა არაერთ მილიონიან ბიზნესს აკონტროლებენ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოში არ არსებობს. თუმცა უცნობია, რეალურად ვინ დგას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების უკან, რომლებიც აჭარაში საქმიანობენ.
ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია იმ უპირატესობით სარგებლობს, რომ ინვესტორის ვინაობა გასაიდუმლოებული რჩება.
აჭარის საპატრულო პოლიციას 23 ივლისიდან ახალი უფროსი ჰყავს. ანზორ ბალაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ჭანტურია შეცვალა.
ანზორ ბალაძე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის გადადგომის შემდეგ დააწინაურეს – ის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან შს აჭარის მთავარ სამმართველოში უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ბოლო რვა თვის განავლობაში აჭარის საპატრულო პოლიციაში ეს უკვე მეორე ცვლილებაა. მანამდე, 2004 წლიდან ამ თანამდებობაზე ჯონი ბაკურიძე მუშაობდა, რომელიც „ტელეარხ 25-ის“ ჟურნალისტთან კონფლიქტის მოტივით, ამ წლის თებერვალში დაითხოვეს სამსახურიდან.
ჯონი ბაკურიძე მაშინ გიორგი ჭანტურიამ შეცვალა, რომელიც მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
გიორგი ჭანტურია ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.
თამარ, უშიშროების საბჭოს მდივანმა AP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ, კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ მიბაძეს ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს. ეს ახალი ტაქტიკა თავად „ინფო 9“-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს, გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან“. გიგა ბოკერიასაქვს თუ არა ამ განცხადების გაკეთების უფლება?
როდესაც ბოკერია ამბობს, რომ ის ვერ ხედავს დანაშაულს „ინფო 9“-ს ჟურნალისტის,ეკატერინე დუგლაძესთან დაკავშირებით, ეს არის მწვანე შუქი იმისათვის, რომ საქმე არ გამოიძიონ.
ის არ არის უფლებამოსილი პირი,ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს. როდესაც ის სუბიექტურ შეფასებას აკეთებს, არღვევს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს, რადგან სახელმწიფო უშიშროება ეს არის სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება. ის არ არის პარლამენტის წევრი, რომელსაც შეუძლია გამოხატოს მსგავსი აზრი. მაგალითად, გოკა გაბაშვილი, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს, მასთან დაკავშირებით ასეთ შეფასებას არ ვაკეთებთ, რადგან ის არის პოლიტიკოსი და მას სიტყვის თავისუფლება მაღალ რანგში აქვს დაცული. უშიშროების საბჭოს მდივანს კი მსგავსი ტიპის გამოხატვის უფლება არ აქვს – მისი ყოველი ასეთი გამოხატვა შეიძლება ჩაითვალოს მედიაზე ზეწოლად.
არის თუ არა ბოკერიას ეს განცხადება იმის დასტური, რომ მედიაჯგუფი ხელისუფლებამ შექმნა?
საზოგადოებამ ზუსტად იცის, ვინ აფინანსებს „ინფო 9“-ს – დიდი ფინანსური რესურსი ჩაიდო ამ საქმეში, ლამის ყველა სოფელში თითო წარმომადგენელი ჰყავთ. „ინფო 9“ არ მალავს, საიდან აქვს ფინანსური წყარო, რაც ყველასთვის ნათელია, მაგრამ გაურკვეველია, საიდან გაჩნდა ამდენი კარგად აღჭურვილი მედიაჯგუფი, რომელიც „ინფო 9“-ის ყველა ჟურნალისტს თან დაჰყვება. მათ არ აფინანსებს არც ივანიშვილი და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, მაშინ საიდან ამდენი კამერა- მიკროფონი, ტრანსპორტი, საწვავი, ხელფასი. ეს ყველაფერი ხომ საიდანღაც მოვიდა. და ვინ იღებს ამით სარგებელს? აი, ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები არიან.
ეკატერინე დუგლაძეს მედიაჯგუფის წევრები ეჭრებიან პირად ცხოვრებაში პატარა შვილთან ერთად სეირნობის დროსაც კი, შეურაცხყოფენ სიტყვებით, – „ფუ, რას გავხარ, შენ ვინ წაგიყვანს ცოლად“. არის თუ არა ეს რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა და რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა, ამისგან თავი რომ დაიცვას?
უშიშროების საბჭოს მდივნის ინტერვიუში კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება თითქოს არ ერევა არაფერში და გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია. თუმცა აქ არც ისე მარტივად არის საქმე – გამოხატვის თავისუფლების დაცვა გულისხმობს იმას, რომ სადაც საჭიროა ხელისუფლება უნდა ჩაერიოს. ჟურნალისტებს 24 საათის განმავლობაში დასდევენ, უვარდებიან სახლში, მათი პირადი ცხოვრება ხელყოფილია, არ აძლევენ მუშაობის, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ამას ემატება მათი არაეთიკური ამორალური რეპლიკები. ამ ფონზე ვერც ერთი ადამიანი თავის სამსახურებრივ მოვალეობას სრულყოფილად ვერ შეასრულებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ზეწოლა არ არის მარტო ფიზიკური. როცა ჟურნალისტს ურტყამენ, მარტივია თქმა – არ უნდა დაარტყა. მაგრამ როცა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი, ეს უფრო ღრმა პრობლემაა.
შეიძლება ამას ვუწოდოთ მედიაში ნერვების ომი. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ „მაესტროსა“ თუ „ინფო 9“-ის ჟურნალისტები ამას ვეღარ უძლებენ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ „მაესტროს“ ჟურნალისტის ნანა ფაჟავას ფაქტი, როდესაც მას უმტყუნა ნერვებმა, გადალახა ზღვარი და მიკროფონი მოიქნია. ის დაუყოვნებლივ დაიბარეს დაკითხვაზე, სამაგიეროდ, როდესაც „ინფო 9“-ის ჟურნალისტები მიმართავენ პოლიციას, მათ არავინ ეკითხება, რა ტიპის ზეწოლას განიცდიან. ფაჟავას სიუჟეტის ყურებისას მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ მას უნდა მოეთმინა, მაგრამ რატომ უნდა ითმინოს ყოველთვის „ინფო 9“-მ და „მაესტრომ“?!
„ინფო 9“-ის ჟურნალისტები მიმართავენ პროკურატურას, საკანონმდებლო ორგანოს… ყოველი კონკრეტული საკითხი უნდა შეისწავლონ და უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამას აკეთებს. ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გონივრულობა და დაკითხოს ეს ხალხი – ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაუნდა დააყენოს.
როცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?
გიგა ბოკერია ინტერვიუში ხაზს უსვამს იმას, რომ „ინფო 9“- ს ჟურნალისტები ცუდად იქცევიან. ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გავმიჯნოთ: „ინფო 9“-ს რესპონდენტი არის ხელისუფლება, საჯარო მოხელე, მედიაჯგუფი კი დასდევსჟურნალისტებს. ნებისმიერი მედიის როლი არის ხელისუფლების კონტროლი, ადამიანის უფლებების დაცვა. შესაბამისად, „ინფო 9“-ს შეუძლია ასეთი მეთოდები გამოიყენოს, მით უფრო, რომ ეს ჟურნალისტები არც ერთ შემთხვევაში არ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაგალითად, გამგეობის თანამშრომელზე. მედიაჯგუფების ინტერესის საგანი კი არ არის ხელისუფლება, არც ადამიანი, ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს, მათი ნერვების მოშლით არიან დაკავებულები. ნებისმიერ ქვეყანაში ჟურნალისტების პირველი ფუნქცია არის იმის კონტროლი, თუ როგორ იცავს ხელისუფლება ადამიანის უფლებებს, სხვა ყველაფერი მეორადია. შესაბამისად, მთავარი წყალგამყოფი ამ ორი ჯგუფის საქმიანობაში არის ის, რომ „ინფო 9“ მიკერძოებულად თუ მიუკერძოებლად ასრულებს მედიის ფუნქციას – ცდილობს აკონტროლოს ხელისუფლება და ადამიანის უფლებები, რომლის დაცვაც ხელისუფლების მოვალეობაა. მედიაჯგუფი ამას არ აკეთებს.
ხელისუფლება არ ამბობს, რატომ არ არის ეკატერინე დუგლაძის შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. თუ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება არც ერთ არგუმენტს არ წარმოადგენს, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის მოვალეობას. ამ ფონზე შეუძლებელია ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, რომ ის ხელს უწყობს მედიაგარემოს გაჯანსაღებას.
რა შეცვალა „ინფო 9“-ისა და მედიაჯგუფის გამოჩენამ ქართულ ჟურნალისტიკაში?
ვიღაცის აზრით, „ინფო 9“ არის მართული მედია, რადგან დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. მაგრამ ანალოგიურად შეგვიძლია შევაფასოთ ძირითადი წამყვანი არხები – „რუსთავი 2“ და „იმედიც“ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლები არიან…
ინფო 9“-ს გამოჩენა ვიღაცისთვის შეფერხებაა საკუთარ საქმიანობაში, შესაბამისად, შეიქმნა დაბრკოლებები მის გასანეიტრალებლად გაურკვეველი წარმომავლობის მედიაჯგუფების სახით. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ამ მედიაჯგუფების შექმნას ჰქონდეს, არის ის, რომ საზოგადოება დაიბნეს და ვერ გაარკვიოს, რომელი მედია არის მართალი და რომელი – არა.
ძალიან რთულია თქვა, რა არის გამოსავალი, მაგრამ ერთი უდავოა – ამ სიტუაციაში საზოგადოება დაკარგავს ნდობას მედიის მიმართ და ეგ იქნება დამანგრეველი როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის: თუ საზოგადოება უკვე აღარ ენდობა მედიას, რომელიც სასიცოცხლო როლს თამაშობს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, იქ რთული იქნება დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტების მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირდება საზოგადოებაში?
ყველაზე მეტად საზოგადოება, რომელიც ვერ ენდობა ვერავის. საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ მას არავინ ემსახურება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ადგენს. კონსტიტუცია ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. დაზარალდება მედიაც – თუ მას საზოგადოება არ ენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ეყოლება მაყურებელი. ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ მედიამ საკუთარი რეპუტაცია დაიბრუნოს.
დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ტაო–კლარჯეთი“ გაიხსნა, რომელიც 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენციაში 30–მდე უცხოელი და 80–მდე ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.
კონფერენცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით იმართება.
პროექტის მიზანი ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევა, დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელთა მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელება და განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი მიკრორეგიონებისა და იმ ძეგლების შესწავლის გააქტიურება, რომლებიც თურქეთში კაშხალების მშენებლობის გამო უახლოეს მომავალში დაიტბორება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბუბა კუდავას განცხადებით, ტაო-კლარჯეთში ძეგლების შესწავლა ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდობი არ იყო, სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია.
კონფერენციას მონაწილე ავსტრიელმა ისტორიკოსმა, ბრუნო ბაუმგარტნერმა, ოშკთან და იშხანთან ერთად, ნაკლებად ცნობილი ძეგლების შესწავლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეხება ტაო–კლარჯეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და იქ საქართველოს კულტურასთან დაკავშირებული დოკუმენტებია შემონახული.“
ხვალ, კონფერენციის მეორე დღეს, თურქი მეცნიერები იშხანის ეკლესიის რესტავრაციის პროექტს წარადგენენ. მოხსენებაში საუბარი იქნება რესტავრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.
კონფერენცია ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. პროექტი 8 აგვისტოს ტაო–კლარჯეთში ექსპედიციით დასრულდება.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ამის მიზეზი არ არის ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება.
„ჩვენ აქცენტს მხოლოდ პარტიის წევრებზე და რეგიონში პარტიული სტრუქტურების ხელმძღვანელებზე ვაკეთებთ, ამიტომ მათ მივეცით არჩევანი, რომ კენჭი ეყარათ საპარლამენტო ან უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და აქცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე გააკეთეს, გარდა ერთისა. ხულოში დავით თავართქილაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭი ეყარა საპარლამენტო არჩევნებზე.“ – აღნიშნავს მანანა ნაჭყებია.
აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი პაატა მგელაძე ამბობს, რომ „რესურსის არ ქონა – ეს არ არის სწორი ინტერპრეტაცია. მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ პოლიტიკურ სახეებზე გავაკეთეთ აქცენტი და უმაღლესი საბჭო იყო ჩვენი პრიორიტეტი.“
დაარსებიდან დღემდე აჭარის უმაღლეს საბჭოში „მემარჯვენეები“არასდროს ყოფილან წარმოდგენილი, მათ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში არასდროს მიუღიათ მონაწილეობა.
პაატა მგელაძე ამბობს, რომ წარსული ანალიზი, როცა პარტია უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე – შეცდომაა და ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ.
„ახალ მემარჯვენეებს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ექვსივე ოლქში ჰყავთ კანდიდატი წარდგენილი. ექვსივე მათგანი პარტის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები არიან.
ბათუმის ოლქში – ჯუმბერ მიქელაძე, ხულოში – ხათუნა კახაძე, ქედაში – გელა გორგილაძე, შუახევში – იოსებ დავითაძე, ხულოში – ნანა ხალვაში, პაატა მგელაძე კი პროპორციული სიის პირველი ნომერია.
ქვეყნის მასშტაბით პარტიას 15 000 წევრი ჰყავს. აჭარის მონაცემი პარტიას ჯერ დაზუსტებული არა აქვს.
1035 პირველკურსელი და განახლებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები – ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 17 სექტემბერს განახლდება. რეგისტრაცია გავლა სტუდენტებს 10 სექტემბრიდან შეუძლიათ.
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ამჟამად 4000-ზე მეტ სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში ოცამდე ფაკულტეტია, უნივერსიტეტს პრესსამსახურის განცხადებით ყველაზე მოთხოვნადი ბოლო წლებში ტურიზმის მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ფაკულტეტზე სწავლის საფასურიც მაღალია – 2250 ლარი წელიწადში. შედარებით დაბალი კონკურენციაა საინჟინრო და სამთო-სამრეწველო განხრებზე, სადაც განათლების მიღება წლიურად 1500 ლარი ღირს.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, თამაზ კობალაძის ოჯახში შეშის ღუმელი ანთია. ოჯახის დიასახლისმა, შორეთ ნინიძემ, ოჯახის გარეთა საქმეები დაასრულა და სადილის მზადებაშია. ღუმელში ხაჭაპურს აცხობს და მხალი დროულად რომ მოიხარშოს, ღუმელს შეშას უმატებს. მხალი დუღს, გვერდით სათლით წყალიც დუღდება. ქალბატონი შორეთი ამბობს, რომ რადგან ოჯახს უჭირს, შეშის ღუმელს ამიტომ ანთებს, ყოველდღე პურსა და საჭმელს ზედ აკეთებს და ზაფხულის ცხელ დღეებს ღუმელთან ატარებს.
კობალაძეების ხუთსულიან ოჯახში არავინ მუშაობს, ოჯახი არც სახელმწიფო დახმარებას იღებს, მათი შემოსავალი პენსიაა. „უმუშევრობამ და გაჭირვებამ აიძულა ჩემი შვილი სამუშაოდ თურქეთში წასულიყო, რა უნდა ქნა და რით უნდა ირჩინო თავი, სამსახურიარაა, არც დახმარება, სოფელში რას მოიყვან ისეთს, რომ თავი ირჩინო?გლეხის მოყვანილი ყველაფერი იაფია…ახლა ყველა თურქეთში მიდის. დახმარება ვითხოვე, მანქანა გყავთო, ძველიდან მყავს მანქანა, მანქანა ხომ არ მაჭმევს. საავადმყოფოში მივედი და სანამ წამალს დავლევდი, 200 ლარი დამიჯდა“- ამბობს შორეთ კობალაძე.
საუბრისას იგი გადასახლებას იხსენებს, როცა გასული საუკუნის შუაწლებში მისი ოჯახი ყაზახეთში გადაასახლეს: „5 წლისა ვიყავი, როცა გაგვასახლეს, პატარაობაში გარდამეცვალა დედა, მერე გასახლება, რაც იქ გადავიტანეთ გახსენებაც არ მინდა. გასულ წელს თქვეს, 10 000 ლარს მიიღებთო, გადასახლებულებს კომპენსაცია ეკუთვნითო. საბუთები შევკარი, ეს მინდობილებაო, ადვოკატიო, 200 ლარი დამიჯდა საჭირო საბუთების შეკრება, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მივიღე ცნობა, რომ ნამდვილად ვიყავი გასახლებული – ეს ისედაც ვიცოდი, მერე ითქვა, რომ 420 ლარი გვეკუთნოდა. ესაა სამართალი?”
65 წლის თამაზ ცინცაძე სოფლის ისტორიას მიყვება და არსებულ პრობლემებზე მესაუბრება: „ჩვენი სოფლის ზევით სოფელია – უჩხითი ჰქვია. სოფელი დაქანებულა, მიწა ჩამოწოლილა და ამ მიწაზე მოსახლეობა დასახლებულა. ახალდასახლებულ ადგილს ქვესოფელს ეძახდნენ, აქედან წამოვიდა სახელწოდება ქოსოფელი. სოფელი პატარაა, მაგრამ აქ მცხოვრებლებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს, არ მომწონს ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, ადრე კოლექტივი იყო და შემოსავალი გვქონდა, ტყემალი იყო, ვაშლი თუ სხვა ხილი, ვაბარებდით, ახლა არც ჩაბარება არ არის და არც არაფერი, მსხალია თუ ვაშლი ხის ძირშივე ლპება, ბათუმში თუ წაიღებ, კაპიკებში უნდა გაყიდო, რომ არ დაგრჩეს გასაყიდი, ზოგჯერ კაპიკებშიც არ იყიდება. ოჯახში ოთხი სული ვართ და არავინაადასაქმებული, ორი პენსიონერი ვართ, ეს არის ოჯახის შემოსავალი, ყველაფერთან ერთად შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია, თვალისპრობლემა აქვს“.
როგორც მოსახლეობა ამბობს,სოფლის პროგრამის ფარგლებშისოფელში ელექტროწისქვილი რამდენიმე წლის წინ აშენდა, თუმცა დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი, რადგან ვერ მოხდა წისქვილის ქსელში ჩართვა, „წისქვილი გააკეთეს და დღემდე ვერადა ვერ ჩართეს, ცარიელ შენობას რა აზრი აქვს? სოფელი ადრე წყლის წისქვილს ამუშავებდა, ახლა წყლის პრობლემა გვაქვს“ – ამბობს თამაზ ცინცაძე.
სოფელში ოთხკლასიანი დაწყებითი სკოლაა. ოთხი კლასის დასრულების შემდეგ ბავშვები მეზობელ სოფელში დადიან და დღის განმავლობაში 4 კილომეტრის გავლა უწევთ.
სოფლიდან ქალაქში მგზავრობა 2 ლარი ღირს, ერთი ტომარის გადატანა კი – 1 ლარი.სოფელს თავისი სამარშრუტო ტაქსი არ აქვს. „მარშრუტკა~ მაშინ გადადის სოფელში, თუ მგზავრები მეზობელი სოფლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს დაურეკავენ და გასვას სთხოვენ. სოფელი მაგისტრალიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული, სოფლის გზა გაფუჭებულია. `ვითომ მოხრეშეს, გაწვიმდა და ატალახდა” – ამბობს ანზორ ცინცაძე.
ორსართულიან ხის სახლში 74 წლის ხასან ბასილაძე მარტო ცხოვრობს. იგი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროსა და მინისტრთა საბჭოში მუშაობდა, სოფელს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც პენსიაში გავიდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. დღისით მცენარეებს უვლის, ნათესავ-მეგობრებს სოფლიდან ხილ-ბოსტნეულს უგზავნის, დასვენებისას წიგნებს კითხულობს და ტელევიზიით ახალ ინფორმაციასაც ეცნობა.მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უჭირს, ამბობს, რომ ყველაფრით კმაყოფილია:„საკმაოდ მომწონს დღევანდელი ცხოვრება, როგორაა იცი? _ ყველაფერი შედარებითია. ზოგს არ მოსწონს დღევანდელობა, მას არ მოსწონს, ვისაც არც წინა ცხოვრება მოსწონდა, არის პლუსი და მინუსიც.სოფლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხალხი გაჭირვებულია, ყველა პენსიაზეა დამოკიდებული, პენსია რომ არ ჰქონდეს, ხალხი მშიერი იქნება. მოსავალი არ არის, სიმინდით და ლობიოთი ხომარ იცხოვრება. მე პენსიაც მაქვს და მარტოხელობის დახმარებაც, მარტოხელა კაცი ვარ, მაგრამ მოწყენილი არ ვარ“.
სოფელში მოახლოებულ არჩევნებზეც საუბრობენ. „კანონი არის, უნდა მიხვიდე არჩევნებზე, მივალ და ჩემს არჩევანს დავაფიქსირებ, მჯერა არჩევნების“ – ამბობს შორეთ ნინიძე.თამაზ კობალაძე კი „ნაციონალების“ დაპირებებს იხსენებს და ამბობს, რომ დაპირებები არ სრულდება: „გზა სარემონტოა, მოვიდნენ ნაციონალური პარტიიდან, გავაკეთებთ, გავაკეთებთო – წავიდნენ და აღარ მოსულა არავინ. რაც დაიწყეს, არაფერი გაკეთებულა ნორმალურად“.
„სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს, სარწყავ წყალზე რომ არაფერი ვთქვათ. ორი წლის წინ მოვითხოვეთ სარწყავი არხის გაკეთება და არ გაგვიკეთეს, მთავრობამ არ ჰყოფნის ფინანსებიო, შემდეგ სასმელი წყლის წყალშემკრები ბასეინის გაკეთება გადავწყვიტეთ სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხით, მაგრამ ვერც ის გაკეთდა არასაკმარისი თანხის გამო, წელს ისევ ბასეინის გამართვას მოვახმარეთ გამოყოფილი თანხა“- გვიამბობს ანზორ ცინცაძე.
თინა 26 წლისაა და ოთხი წლის შვილი ჰყავს. მას საკუთარი გვარის დასახელება არ სურს. როგორც თინა ამბობს, მისთვის ყველაზე მტკივნეული უფულობაა: „მაშინ, როცა ბავშვი რაღაცის ყიდვას გთხოვს და ჯიბეში ერთი თეთრიც არ გაგაჩნია, საშინელებაა. არც მე ვმუშაობ და არც ჩემი ქმარი. ოჯახს პენსიონერები პენსიით გვარჩენენ. აუცილებლად მივალ არჩევნებზე, იქნებ რამე გვეშველოს”.
„პირველსავე კვირაში, უკანონოდ მითვისებულ ქონებას ჩამოვართმევთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს დედის ძმის ჩათვლით, რომელმაც მიიტაცა ოქროს საბადო, მიიტაცა ბათუმისა და თბილისის აეროპორტი. ისევე როგორც ჩამოვართმევთ ქონებას ბანდიტ ძმებ ბეჟუაშვილებს, მათ ჩამოვართმევთ ჭიათურმარგანეცს. ისევე, როგორც ჩამოვართმევთ ნავთობბროდუქტებით ვაჭრობის მონოპოლიას კრიმინალ და ნარკომან კეზერაშვილს. სახელმწიფო საკუთრებად გამოვაცხადებთ მთელ ენერგეტიკას. ბათუმის პორტიდან გავაძევებთ სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ბეჟუაშვილების დაქვემდებაში მყოფ პროკურორებს, რომლებიც არაფერ კავშირში არ არიან ბიუჯეტთან და ჩვენი მეზღვაურების დასაქმებასთან. ჩვენ გამოვაცხადებთ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის სახელმწიფო რაციონალიზაციას, საიდან წამოსული მილიარდებიც დღეს თავს იყრის, კეზერაშვილისა და სააკაშვილის ბანდის ხელში. აი ამ სიმდიდრით, რომელსაც ჩამოვართმევთ ბანდიტებს, გამოვაცხადებთ უფასო განათლების პრინციპს საბავშვო ბაღიდან ასპირანტურამდე.“ – განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრაზე.
„არავითარი ნატო არავითარი კატო“ – ამ სიტყვებით „ლეიბორისტების“ ლიდერმა პარტიის კიდევ ერთი წინასაარჩევნო პრიორიტეტი გამოკვეთა. ის ამომრჩეველს რუსეთის ბაზრის გახსნასაც დაპირდა: „ვერანაირი პოლიტიკური ძალის მოსვლა ჩვენ ვერ გადაგვარჩენს, თუ არ გაიხსნა რუსეთის აუთვისებელი ბაზარი. ისევე, როგორც არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ქალი, არ არსებობს მთავრობას უნდოდეს ნატოში შესვლა და იმავდროულად რუსეთმა გააღოს საზღვარი, ნატოზე უნდა ითქვას უარი.“ – პარტიის ლიდერის ამ განცხადებას დარბაზში მყოფთა ოვაციები მოჰყვა.
ამომრჩეველთან შესახვედრად გიორგი გუგავა და კახა ძაგანიაც იმყოფებოდნენ. შეხვედრას ხუთასამდე ამომრჩეველი ესწრებოდა. ბონის კულტურის სახლში არსებული 400 ადგლიანი დარბაზი მთლიანად შევსებული იყო, დამსწრეთა მცირე რაოდენობა კი ფეხზე იდგა. შეხვედრის დაწყებამდე პარტიის კოორდინატორებმა დარბაზში მსხდომებს პარტიის ლიდერთან კითხვების დასასმელად კალამი და ფურცლები დაურიგეს.
გამოსვლის დასასრულს შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები წარადგინა.
აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების მოგებას „ლეიბორისტების“ სახელით ქობულეთიდან – ბელა ბერაძე; ხელვაჩაურიდან – ბიძინა დუმბაძე; ქედიდან – ნაიმე ძნელაძე; შუახევიდან – თამარ მიქელაძე; ხულოდან – ზაურ დეკანაძე; ბათუმიდან კი პარტიის აჭარის კოორდინატორი – დავით რობაქიძე შეეცდება.
საქართველოს პარლამენტში აჭარიდან წარდგენილ ლეიბორისტთა სია კი ასე გამოიყურება: ბათუმიდან – თამაზ დევაძე, ქობულეთიდან ნუგზარ რომანაძე; ხელვაჩაურიდან – რუსლან მალაყმაძე; ხულოდან ნაირა აბესაძე. შუახევიდან – მადონა დავითაძე.