საქველმოქმედო გალა კონცერტი ბათუმში

 

ღონისძიებაში მონაწილეობენ უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა”, ფოლკლორული ანსამბლი “ათძალი”, ქორეოგრაფიული ანსამბლი “კოლხეთი”, ლაზური სიმღერების შემსრულებელი გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი”Shurimshine”, ქართული ტრადიციული გალობისა და სიმღერის ანსამბლი “ფერისცვალება” და ფოლკ-ბენდი “მარეთი”.

 

გარდა ამისა 10 აგვისტოს, 14 საათზე სასტუმრო რედისონში მოეწყობა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე გასაყიდად წარმოდგენილი იქნება ცნობილ ქართველ მხატვართა შემოწირული ფერწერული ტილოები. 17 აგვისტომდე გაგრძელდება.

შუამთობაზე საქართველოს პრემიერმა ჰესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

 

 

“ვიცი, რომ გაწუხებთ ჰესების მშენებლობის საკითხი, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ყველა დეტალს შევისწავლით, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ისე, რომ არც ერთ ოჯახს არ მიადგეს ზიანი. გპირდებით, ყველა ოჯახი მიიღებს კომპენსაციას, რომლის ნაკვეთებიც ჰესების გამო იქნება ათვისებული” – თქვა მან.

 

პრემიერის თქმით მათი მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი სწორედ საქართველოს მთიანი რეგიონია – „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემოდგომას მივიღებთ მთის კანონს, ვინაიდან ეს არის მართლაც გადაუდებელი საქმე მთის და მთელი ქვეყნის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მთაში ცხოვრობთ“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გარდა ამისა პრემიერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მთიანი აჭარის არც ერთ სოფელს მისასვლელი გზის პრობლემა აღარ ექნება. “ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა ოჯახს მიეწოდებოდეს ელექტრო ენერგია და უშუქოდ არ დარჩეს არც ერთი სოფელი”.

 

შუამთობაზე პრემიერმა ახალი კურორტის „გოდერძის“ შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ზამთრის სეზონზე გაიხსნება ახალი კურორტი, სადაც რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იქნება.

 

 

შუამთობა ჩირუხში

შუამთობაზე კულტურული და სპორტული სახის ღონისძიებები გაიმართა, რომლებშიც შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები მონაწილეობდა.

უჩამბის, ზამლეთის, ოლადაურის, გოგინიაურის, შუბნის, ჭვანის, ბარათაულის და წყალსაყრის შემოქმედებითი და მხატვრული კოლექტივები სადღსასწაულო-საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ დანარჩენი 14 მთის მოიალაღეების და მოწვეული სტუმრების წინაშე.

სპორტული სანახაობა „მარულა“ მოაწყეს ხულოელმა და შუახეველმა ცხენოსანმა მხედრებმა.


 

 შუამთობის ზეიმს უცხოელ ტურისტებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის 5 მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებლები, უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ტურიზმი, ნაგავი და ჯარიმები

 

 

„ეს ალბათ კულტურის და აღზრდის საკითხია, წესით არ უნდა სჭირდებოდეს ჯარიმით შეშინება ადამიანს იმისათვის, რომ ნაგავი არ დაყაროს ნებისმიერ ადგილას, შეუძლია ორი ნაბიჯი გაიაროს და ურნაში ჩააგდოს“, – ამბობს ბათუმელი ნინო დვალი და იმასაც დასძენს, რომ თავადაც არაერთხელ შესწრებია ასეთ ფაქტს, მაგრამ შენიშვნა მოქალაქისათვის, რომელიც ნაგავს ქუჩაში ან პარკში აგდებდა, არ მიუცია. „ხან არ მცალია, ხან კიდევ კონფლიქტურ სიტუაციას ვარიდებ თავს“, – ამბობს ის.

 

ზაფხულში ბათუმის სანაპირო დამსვენებლების საყვარელი ადგილია. ზღვის ნაპირას საზამთროს ქერქებს, შეჭმული სიმინდის ტაროებს, სიგარეტის ნამწვავებს, ცელოფნის პარკებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგავს არც თუ იშვიათად შეხვდებით.

 

„წელს გვქონდა შემთხვევები, როცა სამშენებლო დანაგვიანებაზე გამოვწერეთ ჯარიმები. თუკი მშენებლობისას სამშენებლო ნარჩენები ხვდება ისეთ პერიმეტრზე, სადაც ადამიანები მოძრაობენ, ათასი ლარით განისაზღვრება ჯარიმა. გვაქვს შემთხვევები, როცა ინდივიდუალურად ვაჯარიმებთ, სიგარეტის, მზესუმზირის, პოლიეთილენის პარკებისა და სხვა ნივთებით დანაგვიანებისას. ჯარიმა 50 ლარია. საკმაო რაოდენობის ჯარიმებია. ხდება ისეც, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი ან ტურისტები თითონ ასუფთავებენ პერიმეტრს, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არ არის, რომ ტურისტი დავაჯარიმოთ. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია სისუფთავე შენარჩუნდეს“, – ამბობს გურამ ჩიქოვანი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

მისი თქმით, ბულვარში სისუფთავეს მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს. „შვიდი კონტროლიორი მთლიან პერიმეტრზეა გადანაწილებული და მოძრაობენ. პარალელურად მათ ეხმარება დაცვის სამსახური. თუ მოქალაქემ წინააღმდეგობა გაგვიწია, პირადობის ნომერს არ იძლევიან ხშირ შემთხვევაში, ამ დროს დაცვის პოლიციას გადაყავს პიროვნება განყოფილებაში, სადაც დგინდება პირადი ნომერი და აჯარიმებენ“, – ამბობს გურამ ჩიქოვანი.

 

რა მონაკვეთებში ანაგვიანებენ ბულვარს ყველაზე ხშირად? გურამ ჩიქოვანი ამბობს, რომ საღამოს ზღვის ნაპირი არ არის განათებული და, შესაბამისად, ძალიან რთულად კონტროლდება: „ღამით სანაპიროზე გადადიან ნასვამი ადამიანები, გადააქვთ ლუდი, შემდეგ ტოვებენ ნაპირზე, ყოველ დილით ვასუფთავებთ, სპეცმანქანა ვერ მიდის, მხოლოდ ადამიანური რესურსია საჭირო, რომ პერიმეტრი დასუფთავდეს. ვისაც იჯარით აქვს აღებული ტერიტორია, მათ აქვთ ვალდებულებაც, რომ ტერიტორია დაასუფთავონ.“

 

მისი თქმით, ბულვარს, ძირითადად, ახალგაზრდები და ასაკოვანი ქალები ანაგვიანებენ, ეს უკანასკნელნი ძირითადად მზესუმზირის ნარჩენებით.
თუმცა ბულვარის ადმინსიტრაციის მხრიდან ჯარიმის გამოწერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოქალაქე დაჯარიმებულია. საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს და სწორედ იქ წყდება, ეკისრება თუ არა ჯარიმა მოქალაქეს ქუჩის ან პარკის დანაგვიანებისთვის.

 

გურამ ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ჯარიმების სისტემა საკმაოდ ეფეტურად მუშაობს. „ხალხმა იცის, რომ დაჯარიმდებიან, შესაბამისად, სისუფთავეც იზრდება. ყველა ღონისძიება, იგივე ჯარიმები, ინფორმაციული შეხვედრები, გაფრთხილებები, პარალელურად და დოზირებულად უნდა გატარდეს. სულ მოვუწდოებთ ხალხს, რომ შენიარჩუნონ სისუფთავე, რადგან ეს ახდენს გავლენას ტურიზმზე და, შესაბამისად, ყველა ადგილობრივზე შემოსავლის თვალსაზრისით.“

 

საყოფაცხოვრებო ნარჩენები არა მხოლოდ ბულვარში, პარკებსა და ქალაქის ქუჩებში, არამედ ველურ ბუნებაშიც გვხვდება, მათ შორის ტყეებსა და დაცულ ტერიოტირებზე. „ეს არის შოკი ჩემთვის, იყო ველურ ბუნებაში, უნიკალურ ბუნებაში და ირგვლივ ხედავდე ნაგავს,“ – უთხრა გრიგორ ვოლფმა, გერმანელმა ტურისტმა გასულ წელს „ბათუმელების“ ვებგვერდის, ნეტგაზეთის კორესპოდენტს. გერმანელი ტურისტი სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბაზე იმყოფებოდა სამოგზაუროდ.

 

მტირალას დაცული ტერიტორია აჭარაში ეკოტურისტების საყვარელი ადგილია. დავით ხომერიკი, მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი ამბობს, რომ მათ ტურისტები გარემოს დანაგვიანებისთვის ჯერ არ დაუჯარიმებიათ, რადგან მდგომარეობა შეიცვალა და დანაგვიანების შემთხვევები იშვიათია.
„ის კულტურა, რომ არ უნდა დაანაგვიანო ბუნება, ძლიერდება ხალხში და არ გვქონია დაბინძურების გამო დაჯარიმების შემთხვევა. ეს კარგია. თუმცა მაინც ხდება ისეთი რაღაც, რომ მანქანიდან ვიღაც ბოთლს გადააგდებს, ქაღალდს ან ცელოფანს… ჩვენი რეინჯერები ყოველდღურად პატრულირებენ და ასეთ შემთხვევებს აკონტროლებენ. ჩვენს ფუნქციაში შედის, რომ ბილკები იყოს მოწესრიგებული. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, სულ უფრო ნაკლებია ასეთი შემთხვევები“, – ამბობს დავით ხომერიკი.

 

თავის მხრივ მოქალაქეებსაც აქვთ შენიშვნები ქალაქში და ტურისტულ ადგილებში ურნების სიმცირესთან დაკავშირებით. დავით ხომერიკი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავენ: „მტირალაზე, სადაც კი არის საპიკნიკე ადგლები, რეინჯერთა საგუშაგო თუ ვიზიტორთა ცენტრი, არის ცელოფნის პარკები, მორიგე თანამშორმელი აწვდის პარკს ტურისტებს. სასურველია ურნის დადგმა, მაგრამ პლასტმასის ურნის დადგმა ბუნებაში არაესთეტურია, დონორ ორგანზიაციას ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ და ისეთი ურნები გვქონდეს, რაც ბუნებასთან იქნება ასოცირებული, არ გვინდა პლასტმასის ურნები იყოს.“

 

ქეთი ახვლედიანი სტუდენტია. იგი ამბობს, რომ ბევრს არ მოგზაურობს, თუმცა იმის დასანახად, თუ როგორ ანაგვიანებენ სკვერებს თუ ბუნებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მისი გამოცდილებაც საკმარისია. ქეთი ასეთ ფაქტს იხსენებს: „ორი თვის წინ ვიყავი შაორის ტბაზე, რაჭაში. ჭამეს, სვეს და ყველაფერი იქ დაყარეს. ერთი ამერიკელი იყო იქვე, რომელსაც არავისთის არ უკითხავს, არც შენიშვნა მიუცია, დიდი პარკი აიღო და მთელი ნაგავი მოაგროვა. არასოდეს მინახავს, ასეთ სიტუაციაში თუნდაც დაცვას შენიშნვა მიეცა ვინმესთვის“.

 

ქობულეთში სმენადაქვეითებულთა ფესტივალი მიმდინარეობს

 


ფესტივალი პირველ აგვისტოს, საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ქართული ცეკვების პოპურით გამოვიდა. ფესტივალის გახსნას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

 

ფესტივალი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყრუთა კავშირების ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და იგი 7 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სპორტული აქტივობები, სილამაზის კონკურსები, ხოლო ფესტივალის დასკვნით საღამოს, ცენტრალური პარკის ამფითეატრში გალა კონცერტი გაიმართება.

 

 

„როცა ვაგონებში ვიხრჩობოდით“

GE DIGITAL CAMERA

ისრაფილ ქორიძე შვილთაშვილთან ერთად

მამამ ჯერ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, ორი წელი კი შახტაში იმუშავა. ორდენებით დაბრუნდა სახლშიო,  – გვიყვება ისრაფილ ქორიძე, თუმცა მძიმე დღეებს გამოვლილი მაინც არ დაინდეს და ომიდან დაბრუნების შემდეგ, ორ წელიწადში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს.
„მე, ჩემი ორი ძმა და მშობლები გადაგვასახლეს. ვიხრჩობოდით, ვაგონებში ისეთი მდგომარეობა იყო. ვერ გადმოგცემთ, ვერ აღვწერ იმ განცდას, რაც იქ გადავიტანეთ. თავზე ავტომატიანი ჯარისკაცები გვადგნენ.

ეს ნამდვილი წამება იყო. არავინ დაინდეს, ქალი და კაცი, ჩვილი და მოზარდი, ყველა ერთად შეყარეს საწამებლად. ვაგონებიდან გემზე გადაგვიყვანეს და ტომსკში წაგვიყვანეს. ერთი სიკეთე ის იყო, რომ ჰაერს ვსუნთქავდით მაინც. გემიდან ბევრი შეეცადა გაქცევას, წყალში ხტებოდნენ ადამიანები. აღარ მახსოვს დაიღუპა თუ არა ვინმე მდინარეში, მე მგონი ყველა ამოიყვანეს. სოფელი, სადაც ჩაგვასახლეს, თავდაპირველად ცარიელი დაგვხვდა. იქაურებისთვის უთქვამთ, კაციჭამიები მოჰყავთო და გაქცეულან, მერე ნელ-ნელა დაბრუნდა ხალხი სოფელში“.

ისრაფილ ქორიძე იხსენებს, თუ როგორ შეასახლეს ათობით ოჯახი პურის საშრობებში და უმწეო მდგომარეობაში დატოვეს.

„სახლიდან ორი კილო ფქვილიც კი არ წამოგვაღებინეს. ტანზე რაც გვეცვა, ის იყო ჩვენი ქონება. ზაფხულში გადაგვასახლეს, ისეთი კოღოები იყო, შეუძლებელი იყო გაძლება. ცეცხლს ვანთებდით, რადგან კვამლზე გარბოდნენ. აქედან დაიწყო ჩვენი ახალი და უმძიმესი ცხოვრება.

11 წლიდან ფიზიკურად ვმუშაობდი ხე-ტყეზე. დღეში 15 კაპიკს გვიხდიდნენ და როგორ გვეყოფოდა. ერთ საღამოს გემი ჩამოდგა და მთელი ღამე მარტომ ვიმუშავე, 25 ტონა შაქარი გადმოვტვირთე. 260 მანეთი გადამიხადეს. მამაჩემი ორი დღე მეხუტებოდა სიხარულით, ამდენი ფული რომ მივიტანე სახლში. ფიზიკურად შრომობდა ყველა, დედაჩემი, რომელიც დაბადებით ყრუ-მუნჯი იყო, მთელი დღე თოფებისთვის საკონდახე მასალებს ამზადებდა. ვშრომობდით ბავშვებიც… ერთადერთი, რაც კარგად მოდიოდა, კარტოფილი იყო. ეს იყო ჩვენი პური და სხვა საკვებიც. ჩვენს სოფელში ნათესავებმა ძროხა გაყიდეს და იმ გამოგზავნილი ფულით მამამ პატარა ხის სახლი იყიდა“.

ისრაფილ ქორიძეს სკოლაში არ უვლია, რადგან, როგორც გვეუბნება, არც ფეხსაცმელი ჰქონდა და არც შესაფერისი ტანსაცმელი: „60 გრადუსს აღწევდა ციმბირში ყინვა, 30 გრადუსამდე რომ დაიწევდა, ასე გვეგონა, რომ დათბა. 45 გრადუსში გარეთ გასვლის უფლება აღარ გვქონდა. აბა როგორ უნდა მევლო სკოლაში“.

განათლების მიღება ვერც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეძლო, –  „ცხრა წელი გადასახლებაში ვიყავით. სტალინი რომ გარდაიცვალა, მეორე წელს მოგვცეს დაბრუნების უფლება. უკან დასაბრუნებელი ფული სოფლიდან გამოგვიგზავნეს. ჩვენს სახლში მახარაძეების ოჯახი იყო შესახლებული. არ უნდოდათ ჩვენი კარ-მიდამოს დატოვება, ბოლოს მამაჩემმა შეკრიბა ახლობლები და თათბირი გამართა. ფულს სთავაზობდა, რომ ჩვენი სახლი დაეტოვებინათ. არ ვიცი აიღეს თუ არა ფული, მაგრამ სახლი დაგვიბრუნეს, რომელიც ფაქტობრივად თავიდან იყო ასაშენებელი. არც ერთი ნივთი ადგილზე არ დაგვხვედრია. ისევ მძიმე, ფიზიკური შრომა დავიწყე. ბოლოს ხელოსანი გავხდი, 150-მდე სახლი მექნება აგებული. მთელი ცხოვრება შრომა-გარჯაში ვარ. ახლაც ვმუშაობ, თუმცა ფეხები მტკივა უკვე“.

ისრაფილ ქორიძემ არ იცის, რისთვის გადაასახლეს. „ალბათ ვერ იტანდნენ ადამიანები ერთმანეთს“, – ასკვნის ბოლოს.
როგორ ფიქრობთ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ რატომ დაგაბრუნეს? – ამ კითხვაზე ასე პასუხობს `ვერ გეტყვით, მისი ბრალი იყო თუ ბერიას… მე მასთან (ბერიასთან) ფოტოც მქონდა გადაღებული. ჩვენს სოფელში ფილმს იღებდნენ და მაშინ იყო აქ ამოსული. იქედან მახსოვს, ფორთოხლის ხეზე რომ შემომსვა“.

ბერიასთან შეხვედრა მისთვის აღარ არის სასიამოვნო მოგონება: „არ ვიცი რა ფილმს იღებდნენ, არც ის ფილმი მინახია და არც ის ფოტო. ეჰ, ასეთ დღეში კი ჩაგვყარეს… ეს ეკუთვნოდა ორდენებით დაბრუნებულ მამაჩემს?!“

მოყვარულებს შორის შეჯიბრება მინი-ფეხბურთში

მიმდინარეობს ბოლო შეხვედრა და დღეს საღამოს გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მედლებს, თასებსა და დიპლომებს გადასცემს.

ტურნირი მინი-ფეხბურთში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და საინიციატივო ჯგუფ „ბათუმი 2014“-ის ეგიდით ტარდება.

ხელნაკეთი გემების მოდელიორები

გემთსამოდელო წრე ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 70 წელზე მეტია არსებობს. წრის ხელმძღვანელი, ზურაბ ქარცივაძე ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ბევრი საბავშვო დაწესებულება არსებობდა, სადაც სხვადასხვა ტექნიკური წრე ფუნქციონირებდა, შემდეგ ეს წრეები გაერთიანდა და უკვე 12 წელია ყველა მათგანი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშია განთავსებული.

გემთსამოდელო წრეში სკოლის ასაკის დაახლოებით 30 ბიჭი დადის და იმის გამო, რომ ამ წრეს საქართველოში ანალოგი არ აქვს, მათ არც მეტოქე გუნდი ჰყავთ და მხოლოდ ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამბობენ, რომ ჰქონდათ მცდელობა ფოთში გაეხსნათ ანალოგიური წრე, იახტების ნახაზებიც კი გააგზავნეს საამისოდ, თუმცა იქედან პასუხი აღარ მიუღიათ: “თბილისსა და ქუთაისში მხოლოდ ავიატორების წრეები ფუნქციონირებს, გემების დამზადება კი ცოტა სხვა რამაა, ალბათ ზღვასთან სიახოლოვეს მოითხოვს”, – ამბობს ზურაბი.

გემთსამოდელო წრეში ორ წლის მანძილზე ბიჭები ხის დამუშავებას, დეტალების გამოჩარხვას, შეწებებას, ელექტრობის მარტივ წესებს, ნახაზების შექმნასა და მათ წაკითხვას სწავლობენ. მათ მიერ გაკეთებული ყველა გემი, რომელიც სასტენდო ანუ დასათვალიერებელი არ არის, მოქმედია და ერთ ჯერზე, წყალში რამდენიმე ათეული მეტრის გავლა შეუძლია. 13 წლის სურენ ჩილიჯიანი ამბობს, რომ ინტერესი ტექნიკური წრეებისადმი ბაბუასგან გაუჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ავტოსამოდელო განხრით: `ექვსი წელია თვითმფრინავებს ვაკეთებ, ახლა რამდენიმე თვეა გემთსამოდელო წრეშიც დავიწყე სიარული”.

12 წლის ალექსანდრე ცეცხლაძე ერთი წელია, რაც გემთსამოდელო წრის წევრია. წრის შესახებ ზურა მასწავლებლისგან გაიგო, რომელიც მათ სკოლაში ასევე გეოგრაფიას ასწავლიდა. “ძალიან მიხარია ამ საქმის კეთება, როცა გარეთ გემით გავდივარ, ყველა ყურადღებას მაქცევს, ყველას ძალიან მოსწონს და ეს ძალიან სასიამოვნოა. რაც შეიძლება მეტ ხანს მინდა გემების კეთება, მერე კი მეზღვაური გავხდები”, – ამბობს ის.

11 წლის გიორგი გედევანიძეს უკვე ხუთი გემი აქვს გაკეთებული: “ჩემი გემებიდან ყველაზე მეტად ჯავშნიანი კატარღა მომწონს, ამერიკული, სამხედრო გემია. გემები სულ მაინტერესებდა, მამაჩემსაც ჰყავს გემი, ბუქსირი, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს. დიდ ლაინერებს პატარა ადგილის გამო უჭირთ ჩვენთან შემობრუნება და ამაში მათ ბუქსირი ეხმარება”, – ამბობს გიორგი.

ბიჭები ამბობენ, რომ ყველაზე სასიამოვნო მათ საქმიანობაში ბოლო ეტაპია – მომენტი, როცა გემი ზღვაში ჩადის. “ყველაზე რთული დასაწყისია, როცა ხიდან ტეხ ფორმას, მაგრამ ბოლოს, როცა გემს წყალში ჩაუშვებ და მიდის, ყველაზე დიდი სიხარულია”, – ამბობს სურენი.

გემების ნახაზებს ინტერნეტში ან ჟურნალ “არსენალში” პოულობენ, მაგრამ ბიჭების თქმით, არის გემები, რომელთა ნახაზებიც გასაიდუმლოებულია, ასეთ გემებს ზოგიერთი მათგანი ორიგინალიდან თავისი ხელით იხაზავს.

მას შემდეგ, რაც გემების აწყობა სრულდება, საჭირო ხდება მათი შემოწმება, რისთვისაც გასაშვები ანუ საწვრთნელი აუზია საჭირო. იმის გამო, რომ აუზის გაკეთება დამატებით ფართობთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, ბიჭები გემებს “მორვაგზალში”, ჭაჭის თაუერის ერთ-ერთ, შედარებით სუფთა აუზში ტესტავენ ან პირდაპირ ზღვაში უშვებენ.

შეჯიბრებებს ნურიგელის ტბაზე აწყობენ, რომელიც ბოლო დროს ხავსით იფარება, რაც გემების სვლას უშლის ხელს. “ხავსი ფრანს შემოეხვევა ხოლმე და გემი შუა ტბაში ჩერდება, ჩვენ კიდევ შუა ტბიდან გემის ამოსაღებად ნავით ჩასვლა გვიწევს და ეს ძალიან გვაფერხებს”, – ამბობს წრის ხელმძღვანელი.

სულ მალე ბიჭები რადიომართვადი გემების დამზადებას აპირებენ, რისთვისაც წელს ჩინეთიდან ელოდებიან საჭირო დეტალებს. ზურაბ ქარცივაძე ამბობს, რომ რადიომართვად გემს მეტი ფუნქცია აქვს, მიმართულებების შეცვლის გარდა მას შეუძლია სხვა მოძრავი ელემენტები გაააქტიუროს, მაგალითად, იარაღის შემობრუნება, გემზე მოთავსებული ვერტმფრენის წამოწევა და ასე შემდეგ. ამიტომაც სულ მალე ბიჭების შრომა ბევრად უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნება.

გემთსამოდელო წრე უფასოა. ამ წრეში გაერთიანება სკოლის ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის გოგონებსაც, შეუძლია.

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ბათუმში მურატ ილდიმირი ჩამოდის

 

 

 

იმავე დღეს, 19.00 საათზე სასტუმროში „შერატონში“ გაიმართება პრესკონფერენცია, მოგვიანებით კი სასტუმროში “ინტურისტში” საქველმოქმედო ვახშამი მოეწყობა, საიდანაც შესული თანხა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” ანგარიშზე ჩაირიცხება.

 

ფონდის ხელმძღვანელის კახა ჯანაშვილის თქმით, მურატ ილდიმირი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორი გიორგი ოვაშვილის კლიპში, რომელშიც ფონდის მიერ მოგროვებული ფულით განკურნებული ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

თანხის დონაციასთან დაკავშირებით შეგიძიათ დაუკავშირდეთ ფონდის წამრმომადგენლებს შემდეგ ნომრებზე: 577 055 183; 577 171 791

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 6 თვის საქმიანობის ანგარიში

 

 

მიმდინარე წელს, სამინისტრო 17 პროგრამას ახორციელებს, ამათგან ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 3 ახალი პროგრამაა.

 

პროგრამების საერთო ბიუჯეტი 5 960 200 ლარს შეადგენს. 

გასული 6 თვის განმავლობაში, პროგრამების ფარგლებში ვაუჩერი 5 799 პაციენტზე გაიცა. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით სამედიცინო მომსახურეობა 5 127 პაციენტს დაუფინანსდა, სოციალური დაცვის პროგრამებით კი 672 პაციენტმა ისარგებლა. 

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი მიმართვიანობა სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაზე დაფიქსირდა, რეაბილიტაციის კურსი 2 105 ბენეფიციარს დაუფინანსდა. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კველევის ფარგლებში მომსახურება გაეწია 1 210 პაციენტს. მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით ისარგებლა 1 024 მოქალაქემ.

სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, სავარძელ–ეტლი მიიღო 143 შშმ პირმა, 302 მოქალაქეს გადაეცა სმენის აპარატი, 6 მარტოხელა დედას 8 ბავშვთან ერთად მიეცა სადღეღამისო თავშესაფარი, 100 წელს გადაცილებულ 49 მოქალაქეს გადაეცა 1 000 – 1 000 ლარი, ახალშობილი ტყუპის 33-მა ოჯახმა მიიღო 36 ათასი ლარი, 217 პაციენტს დაუფინანსდა კარდიო ქირურგიული ოპერაცია, ცერებრული დამბლით დაავდებულ 349 ბავშვს დაუფინასდა რეაბილიტაციის 524 კურსი, 47 პაციენტს დაუფინანსდა სახსრების ენდოპროთეზირება. 

 

გაქრობის პირას მიყვანილი მარადიდი

 

 

ზედა მარადიდი – სახელგადარქმეული (მურათლი), თურქეთის შემადგენლობაში შემავალი, ქვედა მარადიდი კვლავ ცოცხალი, არსებობისთვის მუდმივად მებრძოლი.

 

ქვედა მარადიდის ზოგიერთ უბანთა ისტორიულ სახელები: ქედი, ლიმურეთი, ძაბლავეთი, ქუთურეთი, ლომანაკეთი, ნამასკლავეთი, ქუშალლა, ყორნალი, ქვაბიში, კვრიკეთი. ფანჩვეთი, ბრევეთი, კაპანი, ქეციქეთი. სოფელს აკრავს მცირე ზომის დაბლობი: ჯამეკარი, დუზქოი, სკელე და მირვეთვაკე. იგი მთლიანად ღელეთა და მდინარე ჭოროხის მოტანილი ქვა-ღორღითაა შექმნილი. მარადიდის ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ უბანში შეიმჩნევა ძველ დროში დასახლებების არსებობის კვალი. ამჟამად დასახლებულია ჯამეკარი, დუსქოი, ქედი, ძაბლავეთი, ქუთურეთი, ლომანაკეთი, ბრევეთი და ქეციქეთი.

 

სოფელს ორი პატარა ღელე ჩამოუდის. ერთი ღრემშიღელის სახელითაა ცნობილი, მეორე კი ბრევეთის ღელით. ადიდებული პატარა ღელეები საშინელი სანახავია. ამ დროს ისინი ისე მძლავრები არიან, რომ შეუძლიათ ექვსი კუბური მეტრის ქვების თავისუფლად ტარება, დინების სიჩქარე ძალიან დიდია, გარშემო ყველაფერი ზანზარებს, გამაყრუებელი ხმაურია, ჰაერში ლაყე კვერცხის სუნი ტრიალებს, მისი დინების გზაზე ყველაფერს თვალის დახამხამებაში ანგრევს და ანადგურებს. ამ დროს დინების მიმართულება წამებში იცვლება. კალაპოტის შეცვლის მექანიზმი ასეთია: მდინარე უზარმაზარი მასის ქვა-ღორღის გადატანას დამრეც და ვიწრო კალაპოტში ადვილად ახერხებს, მაგრამ დაბლობზე ძალა არ ჰყოფნის მის მიერ მოტანილი მასის გადაადგილებისთვის.

 

ეს მასა უჩერდება, შემდგომში მოტანილი ქვა-ღორღით რამდენიმე წუთში მდინარის კალაპოტი მაღლდება, უსწორდება დაბლობის სიმაღლეს და შემდეგ დინების მიმართულებას იმ მომენტში შექმნილი სიტუაცია წყვეტს. გასულ საუკუნეში სოფელში მოხდა სამი დიდი წყალდიდობა (1941 წ. ორმოცდაათიან წლებში, 1968 წ.). 1941 წლის წყალდიდობას მოყვა ღრემში ღელის კალაპოტის შეცვლა. ახლდა ადამიანთა მსხვერპლიც.

 

1968 წლის წყალდიდობის დროს ღრემში ღელემ შეაჩერა მდინარე ჭოროხის დინება, რის გამოც დაიწყო ჭოროხის შეგუბება. ასეთი ორთაბრძოლა დაბლობში მცხოვრებელი მოსახლეობისათვის შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო, მაგრამ ბუნებამ გადაწყვიტა მისი კარგად დასრულება.

 

ბოლოს მოვიყვან გამოცდილ ხალხთა დარიგებას: „ადიდებულ ღელეს ვერ გაასწრებ, ადიდებულ ჭოროხზე გასწრება კი შეიძლება“. დასკვნა: ადიდებულ ღელეს დროულად მოცილდი. ძველ დროში მდინარის ნავალ ადგილას საცხოვრებელ სახლებს არასოდეს აშენებდნენ. სჯეროდათ გამონათქვამისა მდინარე თავის ნავალ ადგილს ერთხელ მაინც დაუბრუნდებაო. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ჯამეკარი, დუზქოი და მირვეთვაკე დაუსახლებელი იყო. ახლა კი ჯამეკარი და დუზქოი ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული, მირვეთვაკე კი სახნავ-სათეს მიწად გამოიყენებოდა.

 

 

საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით მირვეთ-ვაკის ტერიტორიაზე დაიწყო ჰესის მშენებლობა კირნათის სახელწოდებით (ჯერ ერთი ჰესი შენდება სოფელ მარადიდის ტერიტორიაზე და რატომ ჰქვია მას კირნათის ჰესი? აქ ხომ არა არის ჩადებული მზაკვრული განზრახვა გაქრეს ხსენებიდან ისტორიული სოფლის მარადიდის სახელი). ჯერ გათვალისწინებული იყო 11-მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა, რაც გამოიწვევდა მირვეთ-ვაკისა, სკელესა დუსქოის დაბლობების წყლით დაფარვას. ახლა კი საუბარია 15 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაზე. ამ შემთხვევაში დაიფარება სოფელ მარადიდის მთელი დაბლობი. საცხოვრებელი სახლების დატოვება 15-ზე მეტ ოჯახს მოუწევს. გადასატანი იქნება 190-მდე საფლავი. 

 

თურქეთის ტერიტორიაზე სოფელ მარადიდიდან დაახლოებოთ 3 კილომეტრში მდინარე ჭოროხზე აშენებულია კიდევ ერთი ჰესი. კაშხლის მშენებლობის დროს ჩამოჭრეს მიმდებარე მთა, რომელიც ხეობას იცავდა გამჭოლი ქარისაგან. ამან გამოიწვია ჭოროხის ხეობის გახსნა, რის გამოც, ხეობაში წარმოშობილმა ერთ-ერთმა ქარბორბალამ (სოფელში ქარბორბალას არსებობა მანამდე არავის სმენია!), ჭოროხის კალაპოტთან აღებული მრავალწლიანი ნარგავები ფესვებიანად მოთხარა, ზოგიერთი კი მერქანზე გაწყვიტა. ჭოროხის გაუთავებელმა ჩაკეტვებმა გაანადგურა მდინარეში თევზი, კიბორჩხალი, ხმელეთზე კი-ბაყაყები. სოფელში გაჩნდა კოღოები. ჭოროხის დინების შეწყვეტამ გააჩერა ჭოროხის ხეობაში ქარების მოძრაობაც, რის გამოც დაბლობში მოიმატა ტენიანობამ. შემცირდა მოსავლიანობა, დანესტიანა ფუტკრის სკები და დაბლობში თაფლის წარმოების მეურნეობებიც განადგურებამდე მიიყვანა. საცხოვრებელ ბინებში ისე მოიმატა სინესტემ, რომ გგონია სველ ლოგინში წევხარ.

 

15-მეტრი სიმაღლის კაშხლის აშენების შემთხვევაში, მომატებული ნესტიანობა სოფელში კიდევ უფრო გააძლერებს მეწყერულ მოვლენებს. 200-300 წლის წინათ მომხდარმა მეწყერმა შექმნა ის დაბლობი, სადაც ამჟამად სოფლის სასაფლაოა. არაა გამორიცხული ანალოგიური მეწყერის გამეორებისა, რადგანაც ბრევეთის ღელის კალაპოტში შეიძლება გეზენიდან (მარადიდში არსებული მთის ერთი ნაწილის სახელწოდებაა) ჩამოწვეს მთის ნაწილი, ამის წინაპირობა არსებობს, რადგან მთის დიდ მასას მოძრაობა უკვე დაწყებული აქვს (დაახლოებით 8-10 მეტრის სიმაღლეზე მთის ქანების დიდი მასა უკვე ჩამოწეულია). წყალდიდობის დამანგრეველ ძალას ვერ შეაჩერებს ვერც ღელის გასუფთავებული კალაპოტები და ვერც ღელეებში გაკეთებული ჯებირები. შედეგში მივიღებთ ქვა-ღორღით კაშხლის ტერიტორიის შევსებას და წყლის მასის კაშხალში შემცირებას.

 

მოხდება რა მარადიდის დაბლობზე მცხოვრები ოჯახების განსახლება, იგი შეცვლის სოფლის ინფრასტრუქტურასც. შემცირდება სოფლის მოსახლეობა. მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების გამო შეიძლება დაისვას სოფელში საშუალო სკოლის გაუქმების საკითხიც (ქართული სკოლა სოფელ მარადიდში პირველად 1886 წელს გაიხსნა და 120 წლის იუბილე 2006 წელს იზეიმეს). ისედაც ნესტიან სოფელში, ნესტიანობის მომატების შემთხვევაში მოსავალი არ მოვა და ხალხი იძულებული იქნება დატოვოს სოფელი, ე.ი. მარადიდი დაიცლება მოსახლეობისგან. ისტორიული სოფელი მის სახელთან ერთად გაქრება საქართველოს რუკიდან.

 

რომ არ მივიღოთ ასეთი მძიმე შედეგი, კირნათის ჰესი ან არ უნდა აშენებულიყო, ან მისი კაშხლის სიმაღლე, უკიდურეს შემთხვევაში 11 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ჰესის აშენების შემთხვევაში მარადიდის მცხოვრებლებს უნდა გადაუხადონ არა მარტო მიყენებული მატერიალური, ასევე მორალური ზარალიც. კირნათის ჰესის მშენებელი კომპანიის ბოლოდროინდელი მოქმედებიდან ჩანს, რომ მას ამის დიდი სურვილი არა აქვს.

ონლაინ შოპინგით თაღლითობაში ბრალდებული ბათუმელი გოგონა

 

 

გამოძიების ვერსიით, გოგონამ სოციალურ ქსელში შექმნა ონლაინშოპინგის გვერდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს სთავაზობდა სხვადასხვა ფირმის ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოწერას. საერთო ჯამში დაკავებულს მითვისებული აქვს 80 ათასი ლარი. საქმეში 50-ზე მეტი დაზარალებულია.
თაღლითობა ანუ სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ბსუ-ს 160 სტუდენტი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის შეირჩა

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის, რომელიც 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 12 000 ადამიანი შეირჩევა, მათგან 10 000 უშუალოდ ინტერვიუერის პოზიციაზე დასაქმდება და მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.

საყოველთაო აღწერაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტებიც. სტუდენტების შერჩევაში ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ჩართული.


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის რევაზ ოკუჯავას თქმით, პროგრამისთვის აქტიური და მაღალი შეფასების მქონე სტუდენტები შეირჩა, შერჩევისას გაითვალისწინეს დეკანატებისა და თვითმმართველობის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურებიც.

„ადგილები დავყავით ფაკულტეტებზე, დავანაწილეთ I, II,III და IV კურსელებზე. მაქსიმალურად შევეცადეთ ყველა კატეგორიის სტუდენტი მოხვედრილიყო სიაში“ – ამბობს რევაზ ოკუჯავა.

კითხვაზე თუ რამდენად ინფორმირებული იყო სტუდენტები, ამ პროცესების შესახებ რევაზ ოკუჯავა ამბობს, რომ რადგან სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, სტუდენტებს შეძლებისდაგვარად მიაწვდინეს ხმა.

 

ბსუ-ს მიერ შერჩეული სტუდენტების სია განათლების სამინისტროს 30 ივლისს გადაეცა, სტუდენტები შერჩევის პროცესი კი ერთ კვირას გრძელდებოდა.

რევაზ ოკუჯავას ამბობს, რომ შერჩეული ბავშვებიდან შესაძლოა ყველა არ დაასაქმონ – „სიის გადაცემა მხოლოდ პირველი ეტაპია, სტუდენტები კიდევ გასაუბრებაზე და სპეციალური გადამზადების კურსებზე უნდა გავიდნენ“ – ამბობს ის.

 რევაზ ოკუჯავას თქმით სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ სიაში ვერ მოხვდნენ, საშუალება ექნებათ www.hr.gov.ge -ზე გაიარონ რეგისტრაცია, სადაც აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე განცხადების მიღება 15 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

ინტერვიუერის ანაზღაურება 400–500 ლარი იქნება, თითოეულ მათგანს აღწერის ფარგლებში დღის განმავლობაში საშუალოდ 8 ოჯახის გამოკითხვა მოუწევს.


შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ქიმიურ-ბიოლოგიური საფრთხეების შესახებ

 

 

 ბათუმში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ბიოლოგიურ სფეროში სახელმწიფოს ქბრბ შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა და ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც აღნიშნულ სფეროში აუცილებელი ყველა ღონისძიება გაიწერება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ბიოლოგიური ნაწილი, DTRA-ს მიერ საქართველოში ბიოუსაფრთხოების სფეროში შემუშავებული დოკუმენტები და ქართულ მხარესთან აღნიშნული ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ლევან იზორიამ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმაც.

ბათუმში მართვის სისტემების გაუმჯობესებაზე სემინარი ჩატარდება

 

 

სემინარი კერძო და საჯარო ორგანიზაციების უმაღლესი რანგის მენეჯერებისთვის არის განკუთვნილია, იგი ქართული ორგანიზაციების სტრუქტურებში გავრცელებულ ხარვეზებს და მათ შედეგებს ეხება.


სემინარზე განიხილება რეალური ორგანიზაციების სტრუქტურები  და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ შეცდომებზე, რომლებიც ორგანიზაციებს შესაძლებლობას აკარგვინებს უკეთ გამოიყენონ თანამშრომლების ლიდერული პოტენციალი, გააუმჯობესონ საქმიანობის შედეგები და შეამცირონ დანახარჯები. გარდა ამისა, სემინარზე მოხდება იმ მთავარი წესების გაცნობა, რომელთა დარღვევა ორგანიზაციაში სისტემურ პრობლემებს იწვევს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია სტრუქტურის ფორმირებისას ან ცვლილებისას.


სემინარზე დამსწრე მენეჯერებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ ორგანიზაციების სტრუქტურებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.


სემინარს საკონსულტაციო კომპანია სინერჯის ჯგუფის ხელმძღვანელი პაპუნა ტოლიაშვილი გაუძღვება.


სინერჯი ჯგუფს მართვის სისტემებზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.  ბოლო ორი წლის განმავლობაში მას 50-ზე მეტ ორგანიზაციაში აქვს სტრუქტურული ცვლილებების პროექტი განხორციელებული.

 

”არტანუჯის” 5 ახალი წიგნის წარდგინება ბათუმში

 

 

ალექს ფერგიუსონი – “ჩემი ავტობიოგრაფია”;

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “მე – ზლატანი”;

 

რაფაელ ნადალი – “ჩემი ამბავი”;

 

ანა პოლიტკოვსკაია – “პუტინის რუსეთი”;

 

ბობ დილანი – “ქრონიკები”;

დასწრება თავისუფალია. 

მისამართი მემედ აბაშიძის ქ. 60

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

5 ეკომიგრანტ ოჯახს რეაბილიტირებულ შენობაში ბინები გადაეცემა

 

საცხოვრებელი ფართები სოფელ ბუთურაულში მცხოვრებ თ. მამულაძის, ო. მამულაძის, ნ. მამულაძის, ზ. მამულაძის და გ. დიასამიძის ოჯახებს გადაეცემათ.

ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები კენჭისყრის შედეგად გადაუნაწილდებათ. პროცედურა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდება და მას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილება აჭარის ა.რ – ის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ა.რ. – ში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.

2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 179 ოჯახი დაკმაყოფილდა.

 

ქობულეთი სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

 

 

 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სპორტული აქტივობები, სილამაზის კონკურსები, ხოლო ფესტივალის დასკვნით საღამოს, ცენტრალური პარკის ამფითეატრში გალა კონცერტი გაიმართება.

 

ფესტივალის მიზანია  ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ყრუთა კულტურის გაცნობა, ჟესტური ენის პროპაგანდა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენა.

 

ფესტივალი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყრუთა კავშირების ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

 

 

 

ქობულეთში, საავადმყოფოს უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 

 

   კეთილმოწყობითი პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მოეწყო ჩამდინარე წყლის სისტემები, ტროტუარებზე დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო ბორდიურები და სანიაღვრე კოლექტორები.

 

   სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან  2 465 600 ლარია გამოყოფილი.

ხუცუბანი-თეთროსნის შემაერთებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს


 

 გზის კეთილმოწყობით სამუშაოებს კომპანია „მარჯინი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს თვის ბოლოს დასრულდება.


 გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტის სასოფლო გზების კეთიმოწყობითი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლისთვისაც 598 000 ლარია გათვალისწინებული.


  ხუცუბანი-თეთროსნის შემაერთებელი გზა ამორტიზირებული იყო, რაც წლების განმავლობაში აფერხებდა სოფლებს შორის მიმოსვლას. მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით და მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით აჭარის საგზაო დეპარტამენტის 2014 წლის პრიორიტეტულ ღონისძიებებში ასახული იქნა აღნიშნული ღონისძიება.


  მიმდინარე წელს სასოფლო-გზების ინფრუსტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის ორაგანიზებით დაგეგმილია აჭის, შუაღელეს, ხალა-ჩაქვისთავის, ზედა აჭყვასა და მე-7 რაიონის (დაბა ჩაქვი) გზების რეაბილიტაცია.

სტუდენტების დაფინანსების მიზნით განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს

 

 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები 25 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, უნდა წარადგინონ განათლების  სამინისტროში.
 
 
განცხადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
 
 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:


2011, 2012 და 2013 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო პროგრამებზე;

 

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 

 

ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 % -სა.

 

 

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:


1) სტუდენტი, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა და ატესტატი მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში (ქედა, შუახევი, ხულო) – 25 ადგილი;

2) სტუდენტი, რომელიც არის ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო – 25 ადგილი;

3) სტუდენტი, რომელიც არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი და მეტი შვილი) – 25 ადგილი;

4) სტუდენტი, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია, ან
ნაკლებია 100 000-ზე – 25 ადგილი. სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტები კატეგორიების მიხედვით.

 

1. სტუდენტმა – მაღალმთიანი აჭარიდან: (ქედა, შუახევი, ხულო) უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამის სკოლაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლის შესახებ;

ე) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის შედეგების შესახებ;

ვ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ;

ზ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, სწავლის საფასურის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით.

2. სტუდენტმა – ობოლი (დედით, ან მამით, უდედმამო) უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამის სკოლაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლის შესახებ;

ვ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის შედეგების შესახებ;

ზ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ;

თ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, სწავლის საფასურის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით.

 

 

3. სტუდენტმა – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი, ან მეტი შვილი) უნდა წარადგინოს:


ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლისა და მისი და ძმების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამის სკოლაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლის შესახებ;

ე) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის შედეგების შესახებ;

ვ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ;

ზ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, სწავლის საფასურის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით.

 

4. სტუდენტმა – სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული სარეიტინგო ქულა ტოლია, ან ნაკლებია 100 000-ზე) უნდა წარადგინოს:


ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება რომ სტუდენტი ეკუთვნის სოციალურად დაუცველ ოჯახს (ცნობა გაცემული უნდა იყოს აღნიშნული პროგრამის სააპლიკაციო ვადის ფარგლებში, 2014 წლის 25 ივლისიდან 2014 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით);

დ) დაბადების მოწმობის ასლი;

ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამის სკოლაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლის შესახებ;

ვ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის საშუალო შედეგების შესახებ;

ზ) ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ;

თ) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, სწავლის საფასურის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით.

 

აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში 9 აგვისტოს დაიწყება

 

 შეჯიბრება 8 წონითკატეგორიაში ჩატარდება  – 56; 62; 69; 77; 85; 94; 105; +105. 

 

გამარჯვებულად გამოცხადდება სპორტსმენი, რომლიც ორჭიდის ჯამში თავის წონით კატეგორიაში მეტ ქულას დააგროვებს.

 

 გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან .

ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

 

 

ბინების კონკრეტულ ოჯახებზე გადაცემის გადაწყვეტილება სპეციალურმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში რეგონში მცხოვრები ყველა ეკომიგრანტი ოჯახის ცხოვრების პირობებს სწავლობდა.

 

არსებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აჭარის მთავრობამ ამ ეტაპზე 80 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი ბინებით უზრუნვლყო.

ბენზეს „ სოციალურ სახლის“ მშენებლობის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. 

აჭარაში 2012 წლიდან დღემდე „სოციალური სახლების“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინება 179 ოჯახს გადაეცა.

 

2014 წლის ბოლოს, ქედის მუნიციპალიტეტში, ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია დასრულდება, რის შედეგადაც საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში 12 ოჯახს გადაეცემა. 

2015 წლის ბოლოს კი ხულო მუნიციპალიტეტში დასრულდება კიდევ ერთი „სოციალური სახლის“ მშენებლობა, სადაც საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში სულ 72 ოჯახს გადაეცემა.

 

 

 

 

იყიდება სასტუმროს ტიპის სახლი

 

იყიდება ჰაიდარ აბაშიძის (ყოფილი ტურგენევის) ქუჩაზე ოთხსართულიანი
სასტუმროს ტიპის სახლი. პირველი, მეორე და მესამე სართულები გარემონტებულია,
მეოთხე სართული შავი კარკასი. საერთო ფართობი: 635-კვ.მ. ეზოს ფართობი: 200-კვ.მ.

ფასი: 450 ათასი დოლარი


577252585

597019963

იყიდება ბინა ლერმონტოვის და გორგასლის კვეთაში

 


ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში, მესამე სართულზე, იყიდება 68-კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინის კარკასი.
ფასი: 32 ათასი დოლარი.


577252585

597019963

პოლიტიკური კარიკატურების გამოფენა ბათუმში

 

დღეს ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ამფითეატრთან ახლოს  პოლიტიკური კარიკატურების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. 

 

გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეუფორონის“ ინიციატივით იმართება. მასში რვა კარიკატურისტი მონაწილეობს, აქედან ერთი ქართველია.

 

 

„მიხარია რომ ახალი სტადიონი ააშენეს, უფრო კომფორტულია ჩრდილში ითხოვო მოწყალება“ ავტორი: ჩაბა ვარგა (უნგრელი კარიკატურისტი)

 

ობამა

 

პუტინი ოლიმპიადის შემდეგ

 

პუტინი უკრაინის წინააღმდეგ „დასაწყისისთვის მე ავიღებ ყირიმს“ – ავტორი: მარტინ შუტოვეჩი (სლოვაკი კარიკატურისტი)

 

ამინდის გოგონა

 

მედიის ყურადღება „პრემიერ მინისტრის კაბინეტი. ჟურნალისტები სისხლის სუნს გამოჰყვნენ“ პაველ რეისენაუერი ( ჩეხი კარიკატურისტი)

 

 

ჩანგალი არტილერიაში. ავტორი: გიორგი გამეზარდაშვილი

 

გიორგი გამეზარდაშვილი

 

საჭმელი

 

იყიდება ბინა ქობულეთში

 

იყიდება ქობულეთში ახალ გარემონტებული ოროთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი
ავეჯითა და ტექნიკით. შესაძლებელია მანსარდის დაშენება.
ფასი:45 ათასი დოლარი


577252585

597019963

იყიდე ბინა იაფად !


ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, მეოთხე სართულზე, იყიდება 80-კვ.მ ფართობის

სამოთახიანი საშუალოდ გარემონტებული ბინა ზღვის ხედით.
ფასი: 65 ათასი დოლარი.


577252585

597019963

სასწრაფოდ იყიდება ბინა

 

სასწრაფოდ იყიდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, ეკლესიასთან, მე-5 სართულზე,
ერთოთახიანი გასარემონტებელი ბინა.

ფასი: 18 ათასი დოლარი


577 25 25 85

597019963

სახიფათო თამაში ბათუმში

 

ლია უკლება

– არ ვიცი ხატვა რატომ დავიწყე. არც ის ვიცი, როგორ დავიწყე, მარტო დედაჩემის ემოცია მახსოვს და ის ფურცელი, რომელზედაც პირველი ფიგურა მოვხაზე ლურჯი ფლომასტერით. 14 წლისამ შევწყვიტე ოცნება აკადემიაში ჩაბარებაზე და ხატვაც დავივიწყე. 36 წლისას გამახსენდა. უცნაურად ვიცხოვრე, უცებ მოვწყდი, გავჩერდი ერთ ადგილზე, მერე ამ ადგილას წლები ვიდექი, მერე გამოვფხიზლდი და ისევ იმ ადგილიდან დავიწყე, სადაც შევწყვიტე, დიდი ამბავია და ძალიან პირადული.

 

ალბათ ბევრ ბავშვს აქვს მდიდარი ფანტაზია, მეც მქონდა. 5 წლისას უზარმაზარი მუხლუხო მყავდა ეზოში, ადამიანის სიმაღლე. შავი ბეწვიანი, ბოლოებში ყავისფრად ჰქონდა ბეწვი გამოხუნებული, დადიოდა ჩემს ეზოში და მოჭრილ ხეებს დაათრევდა. სასწაულად მეშინოდა, მაგრამ ფანჯარას არ ვცილდებოდი და ვუყურებდი. ცოტა რომ გავიზარდე, ენის ქვეშ „ბრიტვის“ დამალვა დავიწყე. მომწონდა, რომ შეიძლება ენა დაესერა, შეიძლება არც დაესერა. მერე ძალიან მშვიდი გავხდი და აღარ ვიყავი საინტერესო ჩემივე თავისთვის. ახლა ისევ იქ დავბრუნდი… მუხლუხოსთან.

 

ნამუშევრებს ჟანრობრივად არ ვყოფ. ვინაიდან კლასიკური განათლება არ მაქვს, ვიკარგები ხოლმე, ხან სიურეალისტურია, ხან კონცეპტუალური, ხან, უბრალოდ, ფერწერა. ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავი აუცილებელია ერთ ჟანრში მუშაობა-მეთქი? მერე ვიკიდებ და იმას ვაკეთებ, რაც მინდა, რაც მიმაჩნია, რომ უნდა გავაკეთო. რა ჟანრი იქნება, ნაკლებად მაინტერესებს.

 

ხატვის დაწყება საშინელი პროცესია… რაღაც თემა გაჩნდება თავში წერტილივით. შეიძლება თვეების მანძილზე იყოს ეს წერტილი. მერე ნელ-ნელა იზრდება, იზრდება და ერთ დღესაც ვხვდები რომ მორჩა, ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და ვიწყებ ხატვას. არის სხვა შემთხვევებიც, როცა დღეები ვზივარ ცარიელ ტილოსთან და ვუყურებ. მერე ერთი ფუნჯის მოსმა ყველაფერს წყვეტს. არის მესამე შემთხვევაც, როცა ზუსტად ვიცი, რას ვხატავ, მაგრამ შუა ხატვისას ყველაფერს ვცვლი.

 

– თქვენი ნამუშევრები გამორჩეულია იმით, რომ ტაბუირებულ თემებს ეხებით. ეს პროტესტია საზოგადოების გამოფხიზლებისთვის თუ შენი განწყობაა?


– ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულებები და თუ ვინმეს გამოაფხიზლებს ან პროტესტს გაუჩენს, არ იქნება ცუდი. უბრალოდ, სხვანაირად არ შემიძლია, სახიფათო თემები მომწონს, მომწონს, როცა მეშინია; მომწონს, როცა არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს ნამუშევრები, თან რადიკალურად არაერთგვაროვანს. მომწონს, როცა ვინმე ბრაზდება ნახატის დანახვაზე, ბრაზდება ესე იგი, სადღაც საგულდაგულოდ დამალული საკუთარი სისუსტე ან შეცდომა დაინახა, ეს კარგია. საშინელი რეაქციები მოყვა ღვთისმშობელს –  ლანძღვა, მუქარა, გინება, ცილისწამება. რაც კი შეიძლება ცუდი მოახდინოს ადამიანმა ვერბალურად, ყველაფერი მოყვა. ეს დღემდე გრძელდება და ვიცი კიდევ დიდხანს გასტანს, ამიტომაც შევეგუე. თავიდანვე ვიცოდი, რომ სახიფათო თემას ვეხებოდი. ამ ნახატმა ის გააკეთა, რა მიზანიც ჰქონდა. სოციალურ ქსელებში და სააგენტოებზე იწერებოდა, რომ ეს იყო ეპატაჟი, რათა ვიღაც ვიგინდარა პოპულარული გამხდარიყო. მე ვამბობ, რომ ეს იყო ეპატაჟი და გარკვეულწილად ამან გამხადა პოპულარული, მაგრამ პოპულარულობა არ ნიშნავს კარგ მხატვრობას. უფრო გამიხარდება თუკი პოპულარული მხატვარი ვიქნები. ვნება მაქვს მუდმივი ძიებისკენ. როგორც ყველა მაძიებელი, ნაპოვნს ნაგავში ვაგდებ და მერე ისევ ძებნას ვიწყებ.

 

– თქვენს ნახატებში  დომინანტი არის ქალი, ქალთა პრობლემები ჩანს. შეიძლება ვთქვათ, რომ ფემინისტურია თქვენი ნამუშევრები?


– ასე თავისით გამოვიდა, მე არ მქონია მიზანი, რაღაც ხაზი შემექმნა, სადაც ქალის თემას წინ წამოვწევდი. უბრალოდ, იმას ვაკეთებდი, რაზეც ვფიქრობდი, რაც მაწუხებდა და აღმოჩნდა, რომ ეს თემა ძალიან მტკივნეული ყოფილა ჩემთვის. ჩემი ნახატები მგონი სრულიად ადეკვატურია იმ გარემოსთან, რაშიც ვცხოვრობთ. რანაირად ვხატო ყვავილები, მინდვრები და მდელოები, როცა ნაგავში ვიხრჩობით. როცა ადამიანის დაბადება აპრიორი უდრის სიღატაკეში სიკვდილს ან ბავშვობაშივე (შიმშილით) ან ახალგაზრდობაში (თვითმკვლელობით) ან საკუთარ ჩირქსა და ნეხვში – სიბერეში. როცა ასეთი ავადმყოფია გარემო, როცა ყველაფერი ყარს, სხვანაირად არ გამოდის. არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ საზოგადოება მინდა იყოს პოზიტიური, თავისუფალი, უშიშარი, სოლიდარული, განათლებული, კეთილი.

 

მანამდე „სახიფათო თამაში“ ერქმევა გამოფენას, რომელსაც პირველ აგვისტოს ბათუმში  მოვაწყობ. ბათუმში ჩამოსვლა დიდი ხანია მინდა. ბათუმელების გაცნობა მინდა, მაინტერესებს, თუ ვიქნები მე მათთვის საინტერესო და ისინი ჩემთვის. ბათუმის შემდეგ გამოფენა გერმანიაში მექნება ოქტომბერში, ბადენ ბადენში. 27 ოქტომბერს გაიხსნება გამოფენა და 24 ნოემბრამდე გასტანს.

 

ლია უკლებას გამოფენა „სახიფათო თამაში“ ბათუმში, „პრესკაფეში“ 1-ელ აგვისტოს  გაიხსნება.

 

ნავთობპროდუქტები მდინარის კალაპოტში

რუსუდან ზაქარაია დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე, 19 ნომერში ცხოვრობს. მდინარე ბარცხანა მისი სახლის უკან ჩაედინება. სახლის მოპირდაპირე მხარეს  ნავთობტერმინალია. მდინარის კალაპოტში კი გუბეა, რომელშიც ნავთობპროდუქტებია თავმოყრილი. რუსუდანი ამბობს, რომ ეზოში გაუსაძლისი, სპეციფიური სუნი დგას.

„შეუძლებელია აქ გაჩერება, პარასკევი, შაბათი, კვირა ვცდილობთ ბავშვები გავარიდოთ სახლს. ალერგიული გახდნენ ამ სუნის გამო. ვის არ მივმართეთ, მაგრამ არავინ აგვარებს პრობლემას,“ – ამბობს რუსუდან ზაქარაია.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ ბარცხანაში არსებული მდგომარეობის შესახებ „ბათუმელებიდან“ შეიტყო და თანამშრომლები აღნიშნული ტერიტორიის შესამოწმებლად გააგზავნა.

„აჭარის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. როგორც შესწავლის შედეგად დადგინდა, მიმდინარეობს ჯებირის სამაგრი სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ტექნიკისთვის  სავალი გზის გათავისუფლების პროცესში აღმოჩნდა, რომ მდინარის კალაპოტში წარმოიქმნებოდა ნავთობით დაბინძურებული წყლის გუბურები. სამშენებლო სამუშაოები წარმოების პროცესში გამოირეცხა ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალი. იმისთვის, რომ არ შერეოდა მდინარე ბარცხანას და არ ჩასულიყო ზღვაში, სამშენებლო კომპანიამ გააკეთა თხრილები, სადაც შეგროვდა ეს ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალი. უახლოეს დღეებში ამოიტუმბება ამ ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალი. მას უსაფრთხო ადგილას გააუვნებელყოფენ“, – განუცხადა „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.

მისივე თქმით, მდინარე ბარცხანაში აღნიშნული მონაკვეთი ისტორიულად დაბინძურებული უბანია. მიმდებარე ტერიტორია ემიჯნება ტერმინალს, თუმცა როგორც მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, ამ ეტაპზე დაბინძურება ტერმინალისგან არ არის გამოწვეული.

ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებნი შიშობენ, რომ ჯებირის გაკეთება, ნავთობპროდუქტების გადინების კერის პოვნის გარეშე დამატებით პრობლემას წარმოქმნის. კერძოდ, ნავტობპროდუქტები ამჟამად არსებულ კედელსა და ახლადაშენებულ ჯებირს შორის მოექცევა და ტერიტორია აღარ გაიწმინდება. თუმცა ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები არსებულ სიტუაციას გამოასწორებს.

„ეს ჯებირი, რასაც აკეთებენ, უზრუნველყოფს შემდგომში რომ არ ჩამოდინდეს ნავთობპროდუქტები მდინარეში. ეს იქნება ერთგვარი შემაკავებელი,“ – ამბობს ნელი კორკოტაძე.

ნავთობპროდუქტები მდინარე ბარცხანის კალაპოტში

კითხვაზე, მას შემდეგ, რაც დაბინძურების არსებული კერა ამოიტუმბება, როგორ გააკონტროლებენ ტერიტორიას, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი პასუხობს, რომ  შავი ზღის დაცვის კონვენციური სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია შავი ზღვის დაბინძურებაზე, პერმანენტულად ახორციელებს პატრულირებას სანაპიროზე.

„მათ შორის ბარცხანის შესართავთანაც. დაბინძურების კერის აღმოჩენის შემთხვევაში მომენტალურად ხდება ზომების მიღება და შეკავება. ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე ზღვის ნავთობით დაბინძურების არ არსებობს. აღვნიშნავ, ეს არის ისტორიულად დაბინძურებული ადგილი. ჩვენ სულ ვეძებთ ამ დაბინძურების კერას, მაგრამ იქ რომელიმე კონკრეტული კერის პოვნა შეუძლებელია. ხან ერთ ადგილასაა, ხან მეორე ადგილას. ლოკალურად არაა. ჩვენ კონტროლზე ავიყვანთ ამ ტერიტორიას და როგორც კი მოხდება ამ ტიპის რაიმე ჩაღვრა მომენტალურად ამოვტუმბავთ ნავთობპროდუქტები იქნება ეს თუ დაბინძურებული წყლები.

რაც შეეხება მოსახლეობის წუხილს, იქ ნამდვილად დგას ნავთობპროდუქტების სუნი. ბუნებრივია, როცა ტემპერატურაა და გუბურებში მოგროვილია ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალი, შედეგად შემაწუხებელი სუნი  წარმოიქმნებოდა,“ –  აცხადებს ნელი კორკოტაძე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, თუკი დაბინძურების ახალ კერას აღმოაჩენს. როგორც მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, დაბინძურების კერის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ცხელ ხაზზე 153. ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ყველა ოპერატორიდან დარეკვა უფასოა.

განახლება: სტატია გაზეთ „ბათუმელების“ 27-ე (21 ივლისი – 3 აგვისტოს) ნომერში დაიბეჭდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ მდინარე ბარცხანის კალაპოტში ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული კერის შესახებ ზუსტად ერთი კვირის წინ შეიტყო. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა მოჰყვა თუ არა შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირება მიღებულ შეტყობინებას. მდინარე ბარცხანის კალაპოტი ისევ ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული.

Boney M, Sandra, Ottawan – 80-90 წლების მომღერლები ბათუმში

 

კონცერტები საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ყოველდღიურად მაყურებელი სცენაზე 8 ცნობილ მუსიკალურ ჯგუფს იხილავს, რომლებიც 80-90-იანი წლების ჰიტებს შეასრულებენ.

 

ფესტივალში მონაწილეობას ორი ქართველი შემსრულებელი ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი მიიღებს.  

 

პატარა სპორტსმენების პრობლემები

 

ფოტოს გადაღებისას ბავშვები თამაშს აჩერებენ და ვინაობას მეკითხებიან. „აქ კარები არ არის, ქვებს ვაწყობთ და ჩვენი კარები ესაა. შორიდან არ ჩანს, აი იქეთაა“, – მაჩვენებს ვიტალი მელაძე და თან მეუბნება: „ადრე უფრო ბევრი ვიყავით, სკოლა რომ მოიხსნა, ზოგი სოფელში წავიდა, ზოგი ქალაქში“.

 

ბავშვები საუბარს ერთმანეთს არ აცლიან. ზოგი ჩემპიონატსა და მის საყვარელ გუნდზე საუბრობს, ზოგი ამბობს, რომ ოცნებობს ფეხბურთელობაზე. სხვა ამბობს, რომ უნდა სტადიონი მოუწყონ.

 

„გვინდა ფეხბურთის და კალათბურთის ფარები იყოს. მე კალათბურთი უფრო მიყვარს, ვიდრე ფეხბურთი, მაგრამ რომ არ არის ფარები, ფეხბურთს ვთამაშობ. ქვებით ვაკეთებთ კარს, კალათბურთის ფარს ასე ვერ გააკეთებ. ადრე სკოლის ეზოში ვთამაშობდით, იქ არის მოედანი. ეროვნული გამოცდები რომ დაიწყო, ფარები ჩამოხსნეს“,  – ამბობს საბა ზოიძე.

 

მოედნის ბოლოში ერთსართულიანი შენობა დგას, რომელიც 2011 წელს გასახდელისა და საშხაპის დანიშნულებით აიგო. თუმცა, ამ დრომდე უფუნქციოა, 2011 წელს აშენებულ საშხაპემდე წყალი დღემდე არ მიუყვანიათ.

 

სასპორტო სკოლას აქ ათი სპორტული სექცია აქვს, მათ შორის ფეხბურთის და კალათბურთის, სპორტსკოლის დირექტორი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბავშვებს მეცადინეობა ფეხბურთში საჯარო სკოლის ეზოში მოედანზე უტარდებათ, კალათბურთში კი სკოლის დარბაზში და დასძენს, მინი ფეხბურთში პრობლემები არ ექმნებათ.

 

„ფეხბურთში სამი ჯგუფი გვაქვს, ორი დაბაში და ერთიც სოფელ ქვემო ვაშლოვანში. დაბაში სკოლის მიმდებარე მოედანზე ვარჯიშობენ ჩვენი მოსწავლეები, მოედანი პატარაა, მაგრამ შეიძლება დაწყებითი ეტაპის მომზადება გაიაროს სპორტსმენმა. მართალია, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა, მაგრამ მუნიციპალიტეტისაა, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ითამაშოს, ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი მოსწავლეების განკარგულებაშია. რაც შეეხება სპორტკომპლექსის სტადიონის დიდი ფეხბურთისთვის, ესეც არ აკმაყოფილებს სტანდარტს, ფართი არასაკმარისია. სტანდარტებში რომ მოექცეს ფართი უნდა გაიზარდოს, ამისთვის კი საშხაპეების აღება მოგვიწევს. დაგეგმილია თანამედროვე ტიპის მოედნის მოწყობა, არ იყო გასახდელი და საშხაპეები, აშენდა, ყველაფერი მზადყოფნაშია, მხოლოდ წყალი არ არის. მოედანზე ხელოვნური საფარია მოსაწყობი, სტადიონს არც მომვლელი ჰყავს“, – აცხადებს ჯუმბერ ბოლქვაძე.

 

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ სტადინის სადრენაჟე არხების, საყრდენი კედლების, საშხაპისა და გასახდელის მოწყობა მუნიციპალიტეტს 10 000 ლარამდე დაუჯდა.

 

ფეხბურთის მწვრთნელი მერაბ ბოლქვაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და დასძენს, რომ მოსწავლეებს ადრე სპორტკომპლექსის მოედანზე ამეცადინებდა, მას შემდეგ, რაც საშხაპე აშენდა მოედნის ზედაპირი მწყობრიდან გამოვიდა.

 

მერაბ ბოლქვაძე: „ჩვენი მოსწავლეები ორი ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, ერთიც ქედის „ბეთლემში“ პირველ ლიგაში. აქ შეიძლება გაიზარდოს კარგი სპორტსმენი. პირობები არ გვაქვს, დიდი სტადიონი არაფრად ვარგა, მინდორი გაფუჭდა, მაგრამ თავი პატარა სტადიონზე გაგვაქვს. ადრე ამ სტადიონს ვიყენებდით, თუმცა, რაც სკამები დააწყეს, გასახდელი და საშხაპე შენობა ააშენეს მწყობრიდან გამოვიდა სტადიონის ზედაპირი, აქ ბავშვს როგორ ვათამაშებ, ფეხი რომ მოიტეხოს მერე რა ვუთხრა მშობელს?“.

იყიდება გარემონტებული ბინა შერატონთან

 

ქ. ბათუმში  ახალაშენებულ კორპუსში კლდიაშვილის ქუჩაზე,   შერატონთან ახლოს, იყიდება სამოთახიანი  68კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა  ავეჯით.

 ფასი: 120 ათასი დოლარი.


574 24 01 01
568 10 90 80


იყიდე გარემონტებული ბინა !

 

 

ქ. ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის მეშვიდე სართულზე იყიდება 80 კვ.მ ფართობის  გარემონტებული ბინა. ფასი: 55ათასი დოლარი.


 

574 24 01 01
568 10 90 80


ქირავდება ბინა ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე

 

 

ქ.ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის  ქუჩაზე  ერთი წლით ქირავდება ორ ოთახიანი  ბინა ერთი საძინებლით.

ფასი: 350 დოლრი

 

574 24 01 01
568 10 90 80

Exit mobile version