შინაგან საქმეთა სამინისტრო სერიალს გადაიღებს

 

 

 

შინაგან საქმეთა სმინისტრომ შესაბამისი ელექტრონული ტენდერი გუშინ გამოაცხადა. წინადადების მიღება 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობის დასრულებისთანავე (იმავე დღეს) უნდა წარადგინოს ერთი სერიის (15-წუთიანი) სატელევიზიო საპილოტო ვერსია DVD ფორმატში 2 ეგზემპლარად.

 

სატენდერო პირობების თანახმად, სატელევიზიო საპილოტო ვერსია უნდა მოიცავდეს:

ორიგინალურ სათაურს, თემატიკას, ფორმატს, გადაღების პრინციპებს, მუსიკალურ გახმოვანებას, ორიგინალურ გრაფიკას, გადაცემის ქუდს, პრომოს, ტიხრებს, ტიტრებსა და შესაბამის ე.წ. “პლაშკებს”.

 

აღნიშნული ნიმუშის გადაღებისათვის შესაძლებელია რომ პრეტენდენტი დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადების მიღების დაწყებამდე ნებისმიერ დროს და სამინისტრო უზრუნველყოფს გადამღები ჯგუფის დაშვებას საპატრულო ეკიპაჟთან 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის განმავლობაში. ამასთან, გადაღებული მასალა არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მიზნებისათვის და უზრუნველყოფილი უნდა იქნას გადაღებული მასალის შენახვისა და დაცვის სათანადო პირობები.

 

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტური, რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული სერიალი უნდა შედგებოდეს 110 ეპიზოდისგან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ყოველდღიური მუშაობის შესახებ როგორც კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან კონფრონტაციისას, ასევე მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტისას;

 

სამინისტროს მოთხოვნებშია ასევე, რომ ყოველი ეპიზოდი სამუშაო დღის შესახებ აღწერდეს როგორც ამ კონკრეტულ პერიოდში მომხდარ მნიშვნელოვან შემთხვევებს, ასევე იმ მოკლე მომენტებსაც, როდესაც ეკიპაჟის წევრები განიხილავენ გარემოებებს, გეგმავენ ჩარევას, ან საშუალება ეძლევათ დაისვენონ და ერთმანეთს გაესაუბრონ მომხდარის შესახებ;

 

ეპიზოდის სტრუქტურა, თანამიმდევრობა და თემატიკა წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული სამინისტროსთან;

 

ეპიზოდები გადაღებული უნდა იყოს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში (არაუმეტეს 5 ქალაქში შემსყიდველთან შეთანხმებით);

 

სერიალს თან უნდა ახლდეს ორიგინალური მუსიკა (სპეციალურად სერიალისთვის დაწერილი მუსიკა) და შეფუთული უნდა იყოს სპეციალურად დამზადებული კომპიუტერული გრაფიკით, ვიდეოსთვის ორიგინალური ფორმის/დინამიკის მისაცემად, ორიგინალური კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით, სპეციალურად გადაცემისთვის უნდა დამზადდეს გადაცემის ქუდი, პრომო, ტიხრები, ტიტრები, შესაბამისი “პლაშკები”;

 

სერიალისთვის შემსყიდველთან შეთანხმებით შერჩეული უნდა იქნას შესაბამისი სახელწოდება;

 

შემსყიდველთან შეთანხმებით, სერიალის ერთი ან რამდენიმე სერია უნდა იყოს წარდგენილი ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსზე.

 

დამზადებული სერიალი შესაბამისობაში უნდა იყოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ კანონის შესაბამისად მიღებულ ნორმატიულ აქტებსა და სხვა საკანონდებლო აქტების მოთხოვნებთან;

 

გადაღებული სერიალების შეუფერხებლად გამოყენებისა და ჩვენების მიზნით შსს-ს მიერ სერიალების მიღება ნიშნავს, რომ მას გადაეცა ყველა სახის განსაკუთრებული საავტორო და მომიჯნავე უფლებები.

ახალი მარწყვი 11 თვის განმავლობაში – კოოპერატივების თანადაფინანსება აჭარაში

 

 

დღეის მდგომარეობით მარწყვის კულტურის განვითარებას, როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, დიდწილად აფერხებს დაბალხარისხიანი ჯიშები, მოვლა–მოყვანის ტექნოლოგიების ცოდნის დაბალი დონე და წვრილი ოჯახური მეურნეობები, სადაც გართულებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა–განხორციელება. შესაბამისად, გათვალისწინებულია სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებისთვის  საწარმოო და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასათბურე მეურნეობებში მარწყვის კულტურის წარმოების მიმართულებით. ამიტომაც, გრძელვადიან პერიოდში მარწყვის მოყვანისათვის საჭიროა ახალი რემონტატული და სუპერ საადრეო ჯიშების გავრცელება და ასევე თანამედროვე აგროტექნიკური ღონისძიებების დანერგვა, სათბურში მარწყვის წარმოების განვითარების გზით.

 

აჭარის ტერიტორიაზე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პროგრამის ფარგლებში გადაეცემათ:

 

1) 200 კვ.მ–იანი სათბურის კონსტრუქცია (პოლიეთილენის ფირით, მულჩფირით, 2 ტონიანი სარწყავი ავზით, წვეთოვანი სარწყავი მილებით, წყლის საქაჩი ტუმბოთი).

2) ორგანული სასუქი (ბიოჰუმუსი);

3) მარწყვის მაღალხარისხიანი ჩითილები;

4) სამაცივრე კამერები.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თავისი თანამონაწილეობის ფარგლებში შეასრულებს ყველა იმ სხვა სამუშაოებს, რაც დაკავშირებული იქნება სასათბურე მეურნეობის საბოლოო მოწყობასთან, კერძოდ:

 

კოოპერატივის ტერიტორიაზე სათბურებისათვის ადგილის შერჩევა და მომზადება, სათბურის საძირკვლის მოწყობა ბეტონით, კონსტრუქციის მონტაჟი, სათბურის საწარმოო საშუალებებით ელექტრო ენერგიითა და სარწყავი წყლით სტაბილური უზრუნველყოფა.

 

ქვეპროგრამით მოსარგებლე კოოპერატივმა, ასევე უნდა უზრუნველყოს სამაცივრე დანადგარის მონტაჟისათვის საჭირო ტერიტორიის მოწყობა. შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი განხორციელდება სამინისტროს მიერ.

 

კოოპერატივებზე გადასაცემი სათბურებისა და სამაცივრე დანადგარების ადგილის შერჩევას და ბენეფიციართა (სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი) შერჩევას, შესაბამისი განცხადებებისა და წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი კომისია.

 

შესყიდული საქონელი/მომსახურება სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებზე გაიცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივის კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს კენკროვანი ხილის სასათბურე მეურნეობის ამოქმედებისათვის მინიმუმ 500 კვ/მ მიწის ნაკვეთი.

 

 

ასევე ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღირებულების 20%–ის თანაგადახდის საფუძველზე, სადაც წინასწარ გამოყენებული იქნება საბანკო გარანტია. კოოპერატივზე ქონების გადაცემა განხორციელდება კოოპერატივის მიერ გადასახდელი წილის, ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადახდის შემდეგ.

 

 

მთლიანობაში წელს, 23 კოოპერტივს გადაეცემა ამდენივე სათბურის კონსტრუქცია, სამაცივრე კამერა, 69 ტონა ორგანული სასუქი,  34 500 ძირი მარწყვის მაღალხარისხიანი ჩითილი. შედეგად, თანამედროვე ტექნოლოგიებით 0,46 ჰა-ზე 28 ტონა მრწყვის წარმოება უნდა გახდეს შესაძლებელი.

 

2013 წლიდან დღემდე, აჭარაში 10 კოოპერატივში თანადაფინანსების პრინციპით უკვე მოეწყო 1 ჰა მოცვის, 2 ჰა ვენახისა და 2 ჰა კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთები. კოოპერატივებში საწარმოო–სამეურნეო მიმართულება დარგობრივად სხვადასხვა მიმართულებისაა და ძირითადი პროფილი მეცხოველეობის, ან მრავალწლიან კულტურათა განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით, მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2015-2018 წლებში დღევანდელი მონცემებით 2 497 400 ლარია გათვალისწინებული.

 

2018 წლამდე სამინისტროს გათვლებით, მოქმედებაში შევა 200 კვ/მ–იანი 90-ზე მეტი მარწყვის სათბური, რომლებშიც საშუალოდ წლიურად წარმოებული იქნება 120 ტონამდე მარწყვი.

„ბათუმი თაუერის“ გასხვისებას „ნაციონალები“ აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია „ბათუმი თაუერის“ წინ

„ივანიშვილის ახირებაა, რომ ბათუმს არ უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“-განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ. მისი განცხადებით, ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიმღები პირი ისევ ყოფილი პრემიერ-მინისტრია, „ამიტომ, ჩვენი განცხადებებიც სწორედ მისი მისამართითაა“-ამბობს ის.

აქციის მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებას აიძულებენ, უარი თქვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის გასხვისებაზე.

„აშენებულ უნივერსიტეტში სასტუმროს გასხნას ჯობია, თუ მართლა არსებობს ასეთი ინვესტორი, ვინც 50 მილიონის დახარჯვას აპირებს, სხვა ადგილზე ააშენებინონ სასტუმრო“.

„ბათუმი თაუერის“, შემდგომში კი ტექნოლოგიური უნივერსიტეტად წოდებული შენობის მშენებლობა ბათუმში 2011 წელს დაიწყო. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4504 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” საჩუქრად გადასცა, რის შემდეგაც კომპანია „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტმა“ მშენებლობა დაიწყო.

„ბათუმი თაუერის“ მშენებლობა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა, რადგან მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორი ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს,  მაღლივი მშენებლობის დაწყებას მშენებლობის ნებართვის გარეშე ეწინააღმდეგებოდა.

შენობა 2012 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ბათუმი თაუერი“ უფუნქციოდ დარჩა.

კინოაფიშა დღეს

 

12:00 საათზე – ცელქი ბავშვები 2 – ფასი 7 ლარი

13:20 საათზე – ყინულის დედოფალი 2 3D – ფასი 8 ლარი

15:20 საათზე – ახალ წელს დაკარგულები – ფასი 8 ლარი

17:00 საათზე – ცელქი ბავშვები 2 – ფასი 8 ლარი

19:00 საათზე – მოსე: ღმერთები და მეფეები 3D – ფასი 9 ლარი

22:00 საათზე – მოსე: ღმერთები და მეფეები 3D – ფასი 9 ლარი

 

ამ ფილმების ჩვენება, ამავე განრიგით 14 იანვრამდე გაგრძელდება

სტაჟირება უცხოეთში

 

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან

 

ქვეპროგრამის მიხედვით, მასში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე ასაკის, მოქალაქეს,  რომელსაც აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და ფლობს იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც სტაჟირებას გაივლის.

 

სტაჟირების პერიოდი, რომლის ხანგრძლივობა 3-დან 7 თვემდეა, მოიცავს ერთთვიან უცხო ენის ინტენსიურ კურსს, პროფესიულ პრაქტიკას პროგრამის მონაწილე ევროპის რომელიმე რეგიონის კერძო ან საჯარო სტრუქტურაში და მიმღები რეგიონის მიერ შემუშავებულ კულტურულ პროგრამას.

 

სტაჟიორი ფინანსდება მასპინძელი რეგიონის  ბიუჯეტიდან და აკომოდაციისა (შეწყობა/შეთანხმება) და კვების ხარჯების დაფარვის მიზნით, მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 700-დან 800 ევრომდე. სტაჟიორი დაზღვეული იქნება ევროპის რეგიონთა ასამბლეის მიერ. მიმღები რეგიონი არ აანაზღაურებს სტაჟიორის მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს.

 

ქვეპროგრამა ემყარება ახალგაზრდების ურთიერთგაცვლის პრინციპს, აქედან გამომდინარე, აჭარის რეგიონში 3-თვიანი ვადით მოწვეულ იქნება 2 უცხოელი სტაჟიორი.

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაციისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

განცხადება მინისტრის სახელზე;

სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმა;

საერთაშორისო პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლი;

მოქალაქის საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში გაცემული საგანამანთლებლო დოკუმენტის შემთხვევაში – აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4).

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიზნით წინა წლებში დარეგისტრირებული პირები, რომელთა კანდიდატურა მაღალი საკონკურსო პირობების გამო ვერ შეირჩა პარტნიორი რეგიონების მიერ, ხელახალი რეგისტრაციისათვის წარადგენენ მხოლოდ განცხადებას. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

 

აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება 2 ეტაპად:

პირველ ეტაპზე, სამინისტროში დარეგისტრირებულ აპლიკანტთა პირად საქმეს შეისწავლის მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესარჩევი კომისია. კომისია განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ქვეპროგრამით დადგენილ მოთხოვნებთან და აპლიკანტთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე ამოწმებს მათ მოტივაციას და უცხო ენის ცოდნის დონეს.

 

კომისიის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატს, უფლება ეძლევა დარეგისტრირდეს პროგრამა ევროოდისეას ვებ-გვერდის (www.eurodyssee.eu) მეშვეობით, სააპლიკაციო ანკეტის განთავსების გზით. კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კანდიდატის სააპლიკაციო ანკეტის გადაგზავნას პროგრამის ფარგლებში არსებულ ვაკანსიებზე.

 

მეორე ეტაპზე, მიმღები რეგიონის კოორდინატორი, შეისწავლის კანდიდატის სააპლიკაციო ანკეტას და მასთან სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სტაჟიორის შერჩევასთან დაკავშირებით.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტრო საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებზე გასცემს ფინანსურ დახმარებას ერთჯერადი გასაცემლის სახით – 950 ლარის ოდენობით. ბენეფიციარები სტაჟირების დასრულების შემდეგ სამინისტროში წარმოადგენენ სტაჟირების სერტიფიკატს და დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებენ მიღებულ გამოცდილებას.

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არანაკლებ ექვსი თვით ადრე განცხადების შემოტანის დღიდან.

რაში დახარჯავს “ბათუმის ბულვარი” 6 მილიონამდე ლარს

 

 

ბათუმის ბულვრი /თედო ჯორბენაძეს ფოტო/

 

ბათუმის ბულვარის გამწვანებისათვის წელს ადმინისტრაცია 380 ათას ძირ ერთწლიანი ყვავილებისა და 3 249  ძირ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების შეძენას აპირებს. მოხდება ბულვარში დაზიანებული გაზონის აღდგენა ახალი კორდით და ჩრდილის ამტანი ბალახის თესლის შესყიდვა, რისთვისაც მთლიანობაში 371 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე იგეგმება საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშოს მოწყობა (შშმ პირთა ოთახის გათვალისწინებით), რაშიც 50 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

 

ბულვარისთვის წელს შეიძენენ 50 საბაღე სკამს, 200 ცალ საბაღე ურნების ვედროებს, 5 ველოსიპედს. დამონტაჟდება 16 ცალი სასმელი წყლის შადრევნი.

 

შეიცვლება არდაგანის ტბის ირგვლივ განლაგებული სანათები – “ეკლექტიკები” და მათ ნაცვლად ახალი ტიპის დეკორატიული სანათები დამონტაჟდება; მოხდება  სტიქიის გამო დაზიანებული განათების ელემენტების აღდგენა-შეკეთება და   დამიწების კონტურების მოწყობა ბულვარის მტელ ტერიტორიაზე.

 

ბულვარში გარე განათების მომსახურებისთვის – 210 979 ლარი, ხოლო გარე განათებისა და მუსიკალური შადრევნების ელ.ენერგიის ხარჯში 280 000 ლარია გაწერილი.

 

ბულვარის ტერიტორიის დასუფთავება და სანიტარული მომსახურება ადმინისტრაციას 603 142 ლარი, ხოლო შადრევნების მოვლა-პატრონობის მომსახურება 210 508 ლარი დაუჯდება. ცალკე 100 000 ლარია გათვალისწინებული  ბულვარში შადრევნებისათვის სათადარიგო ნაწილების შესაძენად, ხოლო წყლის ხარჯი – 37 ათასი ლარია. ბულვარის ზოოკუთხისა და მის მობინადრეთა მომსახურებისთვის კი 55 557 ლარია გათვალისწინებული.

 

602 796 ლარი დაიხარჯება ბულვარის ტერიტორიის დაცვაში.

 

1 890 253 ლარია გამოყოფილი მიმდინარე სამშენებლო – სარემონტო სამუშაოებისთვის, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული დაზიანებული მოზაიკის შესაცვლელად, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოსაწყობად, ასევე შეიცვლება დაზიანებული ფილები, ბორდიურები; მოეწყობა სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღების ჭები, მოხდება საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია ძველ ბულვარში.

 

162 843 ლარი დაიხარჯება ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება -დაგეგმარებაში.

 

ამ და სხვა სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან წელს მთლიანობაში 5 704 600 ლარია  გამოყოფილი.

ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი სადენების დაზიანებაა

GE DIGITAL CAMERA

ბათუმის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები დღეს  დილიდან შეიქმნა. დაზიანებული იყო ერთ-ერთი ქვესადგური, რომლის ფუნქციონირებაც დღის პირველ ნახევარში აღსდგა.

„ძირითადად სადენები ზიანდება, ვინაიდან ტემპერატურის ვარდნის გამო გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს, ჩვენი მხრიდან ყველას მიეწოდება ელექტროენერგია. ადგილზე ლოკალური პრობლემების შესახებ კი არ გვაქ ინფორმაცია. ერთადერთი, ჩაქვშია დაზიანება – ტრანსფორმატორის შეკეთება მიმდინარეობს და სოფელ ჩაქვისთავში გვყავს 7 აბონენტი დარჩენილი შუქის გარეშე“ – გვითხრეს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარის სერვისცენტრის სადისპეტჩერო  სამსახურში.

9 იანვრს შუქის გაცილებით სერიოზული პრობლემა ბათუმში ბონის დასხლებაში იყო.

კონკურსები და ოლიმპიადები აჭარის სკოლებში

 

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან

 

კლასების მიხედვით გამოვლენილი საპრიზო ადგილის მფლობელები, წარჩინებული სკოლები და გამორჩეული

მასწავლებლები სამინისტროსაგან მიიღებენ ჯილდოს. ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ დიპლომები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები. ამ ღონისძიებებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს  121 500 ლარია გამოყოფილი.

 

აჭარის საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარადება 2 ტურად შემდეგ საგნებსა და კლასებში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა -VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები;

2. ინგლისური ენა -VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები;

3. მათემატიკა -VII, VIII, IX, X, XI-XII კლასები;

4. ფიზიკა – IX, X, XI-XII კლასები;

5. ქიმია – X, XI-XII კლასები;

6. ბიოლოგია – IX, X, XI და XII კლასები;

რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.

ოლიმპიადის ორივე ტური ჩატარდება ტესტირების ფორმით.

 

პოეზიის კონკურსის (პოეტ დეკლამატორთა კონკურსის) მიზანია აჭარაში გამოავლინოს ნიჭიერი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული მოსწავლეები. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო და კერძო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს შესაბამისი კომისია. პირველ ათ ადგილზე გასული მოსწავლეებისათვის ჩატარდება თემატური ვორკშოპი.

 

ლიტერატურული მარათონის მიზანია კითხვის პოპულარიზაცია მოსწავლეებში. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ კერძო და საჯარო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს. გამარჯვებულს აქაც შესაბამისი კომისია გამოავლენს.

 

სახვითი ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ კერძო და საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. ჩატარდება თემატური ვორკშოპი.

 

კონკურსი ჩატარდება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის მათემატიკასა და ქართულ ენაშიც.

 

სამინისტრო ასევე გეგმავს განახორციელოს შემეცნებითი ტურები საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ წარჩინებული მოსწავლეებისათვის. წარჩინებულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა ისტორიული ადგილები, ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადსხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. ექსკურსიებში მონაწილეობის მიღბა შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეებს.

 

საგნობრივ ოლიმპიადაში თუ კონკურსებში მონაწილეობის პირობებსა და ვადებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი განსაზღვრავს. აღნიშნული ღონისძიებებისთვის კი, რომლებშიც სამინისტროს გათვლებით, წელს არანაკლებ 15 000 მოსწავლე უნდა ჩაერთოს,  თანხა შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

საგნობრივი ოლიმპიადა – 63 000 ლარი;

პოეზიის კონკურსი; ლიტერატურული მარათონი – 8 000;

სახვითი ხელოვნების კონკურსი – 4 500;

კონკურსი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის მათემატიკასა და ქართულ ენაში – 16 000;

ექსკურსიები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ – 30 000 ლარი.

აჭარაში თოვა შეწყდა

 

 

 

ხულო

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია ყველა მოსახლეს მიეწოდება და გზებზე მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა

ბესიკ ბაუჩაძე: „ელექტროენერგია დაბას და სოფლებს სრული დატვირთვით მიეწოდება. გზები გაწმენდილია, ზვავი არ ყოფილა, არის მხოლოდ ერთი საფრთხე – გზები არის მოყინული და შესაბამისად ღამის საათებში მძღოლებისთვის გადაადგილება რისკის შემცველია“

გამგებლის ინფორმაციით, ნებისმიერ ავტომობილს შეუძლია მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე, გარდა ბაკი-ბაკოს, რიყეთის, დეკანაშვილების, უჩხოს, გუდასახოს, დანისპარაულისა და გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე სოფლების მიმართულებით, სადაც მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებისთვის არის დასაშვები მოძრაობა. ამ სოფლებში მოსახლეობა საცალფეხო გზით სარგებლობს.

ხულოს ტერიტორიაზე საქართველოს გზების დეპარტამენტისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის 16 ტრაქტორი მუშაობს.

 

შუახევი:

შუახევში 60-70 სანტიმეტრამდე თოვლია. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, დიდთოვლობას განსაკუთრებული პრობლმები არც შუახევში შეუქმნია, მუშაობს 15 ერთეული ტრაქტორი და ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გაწმენდილია.

„გასულ ღამეს 200 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, თუმცა ამ მომენტისთვის ელექტროენერგია ყველას მიეწოდება. არ ყოფილა ზვავი ან მეწყერი. შუახევში ყველაზე პრობლემური სოფელი ნაღვარევია, დიდთვლობის შედეგად იკეტება გზა და წყდება გარემოს, თუმცა ამ დიდთობლობაზე ეს პრობლემა არ შექმნილა“.

 

ქედა:

ქედაში, სადაც თოვლის საფარმა ზოგან ერთ მეტრსა და 20 სანტიმეტრს მიაღწია, 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს. უხვმა ნალექმა 9 თემიდან 7 თემში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა, ხოლო სოფელ ნამონასტრევთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, სადაც 12 კომლი ცხოვრობს.

ქედის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით, სოფელ ნამონასტრევთან მისასვლელი გზის გაწმენდა ხვალ დაიწყება. 

დავით დუმბაძე: „ნამონასტრევში კარდიოლოგიური პრობლემით ავადმყოფიც გვყავდა, რომელსაც ამბულატორიული დახმარება ადგილზე აღმოვუჩინეთ. ეს სოფელი ზვავსაშიშია ამიტომ გზის გაწმენდა სახიფათოა, 9-10 წლის წინ იყო შემთხვევა, როცა თოვლისგან გზის გაწმენდის დროს ზვავში ბიჭი მოყვა და დაიღუპა. ამიტომ დღეს არ ჩავთვალეთ ამ გზის გაწმენდა საჭიროდ, მზად გვყავდა ტექნიკაც, სამაშველოც, ექიმებიც.

ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები იყო ტრანსფორმატორებზე, ასევე ხაზებზე – მოკლე ჩართვის გამო. დღეს პირველი საათისთვის ყველა თემში აღდგა ელექტროენერგია”.

 

ხელვაჩაური:

ხელვაჩაურის გამგებლის ინფორმაციით ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ყოროლისთავში აბონენტებს, შუადღით სოფელ თხილნარში ჩამოწვა ზვავი, რომლის გამოც 30 ოჯახი ვერ ახერხებს საავტომობილო გზით სარგებლობას.

 „ფორსმაჟორული და კატასტროფული მდგომარეობა არ გვქონია, მაგრამ თოვლმა ჩაკეტა ცენტრალური გზები სოფლების მიმართულებით ორთაბათუმში, მახო-სიმონეთის მიმართულებით, მაჭახელში. თხილნარში ზვავი ჩამოწვა, რომელმაც ხეებიც დაგლიჯა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და ხვალ დილით დავასრულებთ“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

ხელვაჩაურში გზების გაწმენდით სამუშაოებზე 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

 

ქობულეთი:

ამ დროისთვის გაწმენდილია ცენტრალური გზები ქობულეთში. გამგებლის ინფორმაციით დარჩენილია შიდა გზები, რომლის გაწმენდაც ხვალ განახლდება. ქობულეთში ამ ეტაპზე ელექტროენერგია მიეწოდება მთელს მუნიციპალიტეტს გარდა საჩინოს 100 აბონენტისა, სადაც მიმდინარეობს მუშაობა და დღეს საღამოს ჩართავენ.

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, ამჯერად,  ძირითად ქალქში მოვიდა თოვლი: „დაზიანდა ამფითეატრის სახურავი, ამინდის გამუმჯობესების შემდეგ დავითვლით ზარალს და აღვადგნეთ სახურავს. 11 ერთეული ტექნიკა მუშაობდა დღეს. წუხელ 3 საათზე ოზურგეთი-ქობულეთის მაგისტრალზე სამი მანქანა ჩაიხერგა, მუხაესტატედან ჩოლოქის ხიდამდე მოყინული იყო გზა. გამოვიძახეთ ტრაქტორები და გავწმინდეთ გზა”.

 ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებლების თქმით, სპეცტექნიკა მობილიზებულია და აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ დროს საჭირო ადგილზე მისვლა. 

სოციალურად დაუცველებს საოჯახო ტექნიკა სარეიტინგო ქულად აღარ ჩაეთვლებათ

 

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან

 

ახალი მეთოდოლოგია საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა და იგი სრულად ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ გაიწერება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გადამოწმდება ყველა ის ოჯახი, რომელსაც სარეიტინგო ქულა უკვე მინიჭებული აქვს.

 

 „საკმაოდ დიდი ნაწილია ადამიანებისა და ერთბაშად ვერ შემოწმდება. რაც შეეხება ახალ შემოტანილ განაცხადს – მათი ქულა ახალი მეთოდოლოგიით 1 აპრილიდან დაითვლება. ვისაც ამ დროისთვის ქულა აქვს, შეუძლია ჯერ არ მოგვმართოს, მათთან ანგარიშსწორება, ჩვეულებრივ, იმ ძველი ქულით მოხდება [ვიდრე არ გადამოწმდება]“ – აცხადებს თენგიზ აბაზაძე.

 

სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით ქულის მინიჭებისას მთლიანად ამოვარდა სოციალური აგენტის სუბიექტური ფაქტორები [აგენტის სუბიექტური შეფასება], რაც მნიშვნელოვნად ცვლიდა სარეიტინგო ქულას. ამასთან,  გაითვალისწინებენ მხოლოდ ისეთ ქონებას, რომელიც ოჯახისთვის პოტენციურად შემოსავლის მომტანია. სხვა დანარჩენის გათვალისწინება ქულის მინიჭებისას აღარ მოხდება.

 

ახალი მეთოდოლოგიით მოძრავი ქონების ინდექსის გამოთვლის დროს  გაითვალისწინებენ მხოლოდ მსუბუქი, სამგზავრო, ან სატვირთო ავტომობილების [არასაბჭოთა წარმოების], ტრაქტორების [გარდა მინიტრაქტორისა], კომბაინებისა და თესლის ჩამყრელი აპარატების რაოდენობას.

 

იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა თუ მოძრავი ქონების ჩამონათვალი კი, რომელსაც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან აღარ გაითვალისწინებენ სარეიტინგო ქულის მინიჭებისას გაცილებით დიდია. ესენია:

საბჭოთა ავტომობილები;

პატარა ტრაქტორები;

უცხოური მაცივრები;

უცხოური სარეცხი მანქანები;

არასაბჭოთა გაზქურები;

მობილური ტელეფონი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების მტვერსასრუტი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების ელექტრო წყლის გამათბობელი ავზი;

გაზის წყლის გამათბობელი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების გაზის გამათბობელი;

პერსონალური კომპიუტერი;

მუსიკალური ცენტრი;

ვიდეო ან ციფრული ფოტოკამერა;

ვიდეომაგნიტოფონი ან DVD ფლეერი;

დენის გენერატორი;

სატელიტური ანტენა;

თანამედროვე (არა საბჭოთა) წარმოების კონდიციონერი;

ტოსტერი;

სამზარეულოს კომბაინი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების მაცივარი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების სარეცხი მანქანა;

ჭურჭლის სარეცხი მანქანა;

გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგების ინდივიდუალური სისტემა;

თხევადკრისტალური ან პლაზმურეკრანიანი ტელევიზორი.

 

იცვლება შემწეობის გაცემა ქულების მიხედვით და მაქსიმალური ზღვარი რაც ეხლაა – 57 000 ქულა, აღარ იქნება. ახალ მეთოდოლოგიასთან ერთად მუშავდება და იხვეწება შემწეობის გაცემის ადმინისტრირების წესიც, რომელიც ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედებამდე დამტკიცდება.

 

„შემდეგში თანხის გაცემა დიფერენცირებულად მოხდება.  ვთქვათ, 30, 40, ან 50 ათას ქულიანებზე გაიცემა სხვადასხვა ოდენობის თანხა. იცვლება ბავშვებზე თანხის გაცემის წესიც; ასევე, ოჯახის პირველი წევრი იღებდა მეტ თანხას, რის გამოც ადგილი ჰქონდა ოჯახების ხელოვნურად გაყოფას. ახალი წესებით ყველა წევრი აიღებს ერთნაირ თანხას და აღარ ექნებათ მოტივაცია ოჯახებს, რომ ხელოვნურად გაიყონ“ – აცხადებს თენგიზ აბაზაძე.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოში, ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაახლოებით მილიონნახევრიან ზრდას ელოდებიან.

 

ძალაში რჩება ოჯახში დემოგრაფიული ცვლილების ან მისამართის შეცვლის გამო ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდება, ასეთი ოჯახის გადამოწმება და მისთვის  ხელახლა ქულის მინიჭება. ასეთ დროს, ოჯახს გადამოწმების პერიოდში უჩერდება  თანხის მიღება და ამ პერიოდის თანხას ახალი ქულის მინიჭების შემდეგ მიიღებს.

 

თენგიზ აბაზაძის თქმით, „შეიძლება არ დაგვჭირდეს აპრილისთვის დალოდება, თუმცა, ვმუშაობთ სხვა უწყებებთანაც, მიმდინარეობს მემორანდუმების გაფორმება.  მათგან გვჭირდება ინფორმაცია მოქალაქეებზე. პროცესში ჩართულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც, რათა სხვა მიზნებისთვის არ იქნას ეს ინფორმაცია მოპოვებული თუ გამოყენებული“.

 

ახალი მეთოდოლოგიის შეუფერხებლად ამოქმედებისთვის  სააგენტოსთვის მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და  საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება უნდა უზრუნველყონ შემდეგმა უწყებებმა:

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ; ზოგადად ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

ამასთან, მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია: „ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელებს, აგრეთვე დაგვა-დასუფთავების და/ან ნარჩენების მართვის შესაბამის ოპერატორ კომპანიებს ან დასუფთავების მოსაკრებლის ამკრებ შესაბამის უფლებამოსილ პირებს და სხვებს) აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბა­ზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად“.

ციხისძირის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

 

9.01.2015, სოფელი ციხისძირი /გიორგი გოხიძის ფოტოები/

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბათუმში ელექტროენერგია ბონის დასახლებას არ მიეწოდება

 

 

 

 

„ენერგო პრო-ჯორჯიას“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი სურმავას განცხადებით, ამ დასახლებაში 04 კილოვატიანი სადენებია დაზიანებული. მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება უბანს დღის ბოლომდე აღუდგება.

 

გიორგი სურმავას თქმით, მცირე დაზიანებებია მუნიციპალიტეტებშიც. „არის ცალკეული უბნები გათიშული, თუმცა, განსაკუთრებული პრობლემები არ არის“.  

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

 

ამ დროისათვის სრული დატვირთვით ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტებსა და ქ. ბათუმში მდებარე კლინიკები და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ცენტრები.

საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით: 0422 24-79-72, 577 30 45 03.

„შუქურა“ საწვრთნელ შეკრებას ანტალიაში გეგმავს

 

 

ნინო ხიმშიაშვილის ფოტო

 

„შუქურას“ 35-კაციანი შემადგენლობა, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გაემგზავრება. ტენდერში გამარჯვებული, რომელმაც გუნდის ანტალიაში შეკრება უნდა უზრუნველყოს, 14 იანვარს გამოვლინდება.

 

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

 

35 ადამიანის ტრანსპორტირება ქობულეთი-ტრაბზონი(საავტომობილო გადაზიდვა), ტრაბზონი-ანტალია (ავია გადაზიდვა) და უკან, ტრაბზონი-ანტალია-ქობულეთი;

ტრანსპორტირება აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით;

მთელი შემადგენლობის განთავსება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთ სართულზე, 2 ან 3 ადგილიან ნომრებში;

სამჯერ კვება, უალკოჰოლო სასმელები;

სასმელი წყლით უზრუნველყოფა ვარჯიშებზე და თამაშებზე;

ერთი ოთახი მასაჟისთვის, ერთი ოთახი ინვენტარისთვის;

სერვისი, ჩაი, ყავა, ტკბილეული საცხოვრებელ სართულზე;

საცურაო აუზი, საუნა, სატრენაჟორო და საკონფერენციო დარბაზი;

ყოველდღიურად ორი ვარჯიში;

სპორტული ფორმების დღეში ორჯერ გარეცხვა;

ოთხი ამხანაგური მატჩი მსაჯობით;

ტრანსპორტირება საფეხბურთო მინდვრებამდე;

შეკრების პერიოდში დელეგაციის ხელმძღვანელობისათვის მსუბუქი ავტომობილით და გიდით მომსახურება;

შეკრების პერიოდში ფეხბურთელთა სპორტული სამედიცინო დაზღვევა.

ოცნების ქალაქში მცხოვრები: შეშა არ გვაქვს

 

„დღემდე იმ შეშას ვხმარობდით, რაც ზაფხულში მოვაგროვეთ. უკვე გვითავდება. ჩემი ოჯახი შვიდი წევრისგან შედგება, აქედან ოთხი ბავშვია, მათ შორის ერთი სამი წლისაა. მე კიდევ სამ მეზობელთან ვიყავი, შეშა არც მათ აქვთ. ხვლა ვაპირებ აქვე მოვჭრა ალვის ხე, მერე მოვლენ ალბათ და დამაჯარიმებენ“, – მოწერა „ბათუმელებს“ როინ გუნდაძემ და დაამატა, რომ „დიდებისთვის ასატანია ეს სიცივე, მაგრამ პატარებს ძალიან უჭირთ“.

 

როინ გუნდაძის თქმით, მათ დახმარებისთვის ბათუმის მერიას მიმართეს, მაგრამ „შეშა არ შეხვდათ“.

როინ გუნდაძე ამბობს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა და სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს.

ბათუმში თოვს. „ოცნების ქალაქი“ კი ბათუმის გარეუბანში მდებარეობს.

9 იანვარს ბათუმში ითოვებს

 

კობა ფარტენაძის ფოტო
კობა ფარტენაძის ფოტო

ამინდის პროგნოზის ვებგვერდების მონაცემებით ამ დროისათვის ტემპერატურა 1 გრადუსია. წინასწარი პროგნოზით ბათუმში ხვალ, 9 იანვარს, სუსტი თოვაა მოსალოდნელი, ტემპერატურა  4-0 გრადუსი იქნება.  

 

სინოპტიკოსები გამოდარებას 10 იანვრიდან ელიან. გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად იანვრის მეორე ნახევარში ბათუმში ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება.

 

ლუკა კვაჭაძის ფოტო
ლუკა კვაჭაძის ფოტო

 

იდენტობა აცხადებს, რომ ორგანიზაციას და ირაკლი ვაჭარაძეს ემუქრებიან

უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მუქარის შესახებ განცხადება საჯაროდ თავის ვებ გვერდზე გაავრცელა. “იდენტობის” ხელმძღვანელის ანა რეხვიაშვილის თქმით, განცხადებას ასევე შეიტანენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

“ირაკლი ვაჭარაძის კომენტარს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, სადაც ის სამართლიანად აფასებს ეპისტოლეს შინაარსს ქალთა უფლებების წინააღმდეგ მიმართულ განაცხადად, ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი წერილები მოჰყვა”, – წერს იდენტობა 8 იანვარს.

 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოფისში არ წყდება მუქარის ზარები, პოლიციას მიმართავს და თხოვს ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ მუქარას, რადგან ამგვარი თავდასხმები ორგანიზაციასა და ირაკლი ვაჭარაძეზე სისტემურ ხასიათს ატარებს და არ შემოიფარგლება ერთჯერადი, ვერბალური დაპირისპირებით. “ამგვარ შემთხვევებს პერმანენტული და სისტემური ხასიათი გააჩნია”.

 

“იმ ფონზე, როდესაც დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ტერორიზმისა და ფუნდამენტალიზმის სავალალო შედეგებს იმკის, არანაკლებ საფრთხის შემცველია ამგვარი მუქარები ჩვენ მიმართ. ისინი შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ აგრესიას, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და წარმოადგენს სრულიად მიზანმიმართულ, რეალურ საფრთხეს. რელიგიური ფუნდამენტალიზმის ფონზე ჩადენილი დანაშაულების უგულებელყოფა მხოლოდ წაახალისებს ძალადობას და ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს”, – აცხადებს “იდენტობა”.

 

ორგანიზაცია თავის განცხადებაში იმ პირებსაც ასახელებს, რომლებიც “იდენტობას” და ირაკლი ვაჭარაძეს ემუქრებიან, მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირი, არქიმანდიტი ანთიმოზია,  მეორე – ლადო სადღობელაშვილი. 

 

 ეს უკანასკნელი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს: 

 

“ირაკლი ვაჭარაძე – მოიხადე ბოდიში! ითხოვე პატიება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ „იდენტობა“ არ არსებობს! შენ და შენს კანტორას ელის ძალიან ცუდი დღეები! შენს ნაც კონტროლირებად-ექსტრემისტულ ორგანიზაციას უნდა მოეღოს ბოლო !!!
ჩვენთან არს უფალი!”

 

სადღობელაშვილი 10 იანვარს იდენტობას ოფისთან აქციასაც აანონსებს, რომლის მთავარი მოთხოვნა “იდენტობის” აკრძალვა იქნება. 

 

“იდენტობაში” აცხადებენ, რომ მუქარის შემცველი კომენტარების ნაწილი სოციალური ქსელებიდან წაშლილია, თუმცა აქვთ ეკრანის ანაბეჭდები, რომელსაც თან დაურთავენ საჩივარს. 

 

ორგანიზაცია „იდენტობა“ სამართალდამცავ ორგანოებს  რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამგვარი თავდასხმები ფიზიკური ანგარიშსწორების რეალურ საფუძველს შეიცავს.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყეს თუ არა სამართალდაცავებმა გამოძიება და როგორ აპირებენ  უზრუნველყონ ორგანიზაციის და ირაკლი ვაჭარაძის უსაფრთხოება. შსს-ს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ “ირაკლი ვაჭარაძეს სამართალდამცავები გაესაუბრებიან და მოახდენენ რეაგირებას”. 

სახსრების ენდოპროთეზირება – ვინ ისარგებლებს სამედიცინო ვაუჩერით

 

 

 

მომსახურება განხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის მოსარგებლის მკურნალობის დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 4000 ლარს.

 

მოსარგებლეთა შერჩევის წესი:

ქვეპროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯის 90 %-ით:

100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის;

 

მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯის 80%-ით შემდეგი ბენეფიციარებისთვის:

ვინც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

ომის ვეტერანები;

ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);

მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები.

 

სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის 70%ით, მაგრამ არაუმეტეს 4000 ლარისა.

 

მკურნალობის ღირებულების დარჩენილი ნაწილი დაიფარება პაციენტის მიერ.

 

ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ:

სახელწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეები, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ქირურგიულ მკურნალობას.

 

ქვეპროგრამის მოცულობით არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული მკურნალობა (პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შემდეგ), საზღვარგარეთ მკურნალობა და ასევე არ დაფინანსდება სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

 

ვაუჩერის გაცემის საფუძველს წარმოადგენს:

განცხადება;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია;

ქვეპროგრამის ბენეფიციარის დამადასტურებელი საბუთი;

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №IV-100/ (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა.

 

სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 200 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც 70 ბენეფიციარზეა გათვლილი.

ქირავდება ბინა ბათუმის ცენტრში, თეატრთან

 

ქალაქ ბათუმში, ახმეტელის ქუჩაზე, შვიდსართულიანი სახლის, მეხუთე სართულზე ქირავდება, ორ ოთახიანი გარემონტებული ბინა. შესაძლებელია ფართის ზაფხულამდე გაცემა.

დაგვირეკეთ : 557919143 იზო

აგვისტოს ომში და ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება

 

 

აგვისტო, 2008 წელი /ფოტო ბათუმელების არქივიდან/

 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ 3 მეომრის ოჯახზე დახმარების გაწევას.

 

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს, ხოლო აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 19 მეომრის ოჯახს – თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

 

დახმარების გასაცემად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აჭარის მუნიციპლიტეტების გამგეობებმა და ქალაქ ბათუმის მერიამ უნდა წარადგინოს დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთაგან მატერიალური დახმარების მიმღებ პირთა სია და საბანკო რეკვიზიტები.

 

შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებია ოჯახის დახმარების თანხის წილობრივი გაცემა მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე ან შვილის კანონიერ წარმომადგენელზე.

 

ზემოაღნიშნული ოდენობით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა აჭარის ბიუჯეტიდან დაგეგმილია მიმდინარე 2015, ასევე 2016-17 და 2018 წლებშიც –  ყოველწლიურად 80 ათასი ლარის, სულ 320 ათასი ლარის ფარგლებში.

ELT ლომბარდი: საჯარო შეტყობინება დავალიანების დაფარვისა და გირავნობის საგნების შესაძლო რეალიზაციის თაობაზე


იზა ბედინაძე; თამილა გვიანიძე; მარინა ირემაძე; თამარ გარაყანიძე; ჯუნა შავლიძე; რომან ჩაზმავა; თამილა კილაძე; ნაზი დუმბაძე; რუსუდან ჯანელიძე; ირმა ჯაში; ელზა ბერიძე; დიანა დიასამიძე; ჯემალ აბაშიძე; ნიკა უნაფქოიშვილი; თენგიზ დუმბაძე; ხათუნა ჭაღალიძე; კახა ფუტკარაძე; იოსებ ეზიეშვილი; ნოდარ გელაძე; შორენა კახიძე; გიორგი ციმაკურიძე; დავით რომანაძე; ქსენია ხათაშვილი; ნინო ბეჟანიძე; ჯაბა ოქროპირიძე; რევაზ წულუკიძე; ლელა მოწყობილი; იაკობ ვართანიანი; პაატა ვადაჭკორია; ირმა მახარაძე; ტარიელ ნიოლაიშვილი; ნინო ჭყონია; სოფიო ქათამაძე; მალხაზ თხილაიშვილი; რუსუდან მიქელაძე; ვალერიან ხოფერია; ექეკლე ქაჯაია; კობა ჯორბენაძე; გიორგი ქონიაძე; გოგიტა გორგაძე; ცისანა გორგილაძე; მურმან სალაძე; ნაზიბროლა მაკარაძე; მეგი თედორაძე; მახარე ქათამაძე; ჯულიეტა ჭინკაძე; ნატალია უმეთაძე; რამინ სურმანიძე; ანაიდა ბაგდასარიანი; მიხეილ ფუტკარაძე; დავით ტოგონიძე; დავით კვირიტიძე; მაია ზოიძე; ალბერტ დავიდიანი; გელა ლორთქიფანიძე; რობერტ ესოიანი; მიხეილ ფუტკარაძე; ნათია თურმანიძე; ზურაბ ქარჩავა; როლანდ პაქსაძე; კობა ჩხიკვაძე; ავთანდილ ბერიძე; ლუიზა ჯაყელი; ნონა ვერძაძე; ლელა დოხაძე; ასლან სურმანიძე; ჯულიეტა ახცხეციანი; გიორგი მამუშაძე; მირზა დუმბაძე; ქეთევან მურადოვა; ზინა ფარტენაძე; მამუკა თავდგირიძე; გოჩა აბულაძე; ხათუნა ბასილაძე; რამაზ გაბაიძე; დარეჯან კაკაბაძე; ანა ქათამაძე; თეონა მახარაძე; ლელა ნაგერვაძე; იმედა ლორთქიფანიძე; ამირან საგინაძე; ილია ყურშუბაძე; მამუკა დიასამიძე; მალხაზ დევაძე; რაულ კონცელიძე; შორენა მამულაძე; ნუკრი ფუტკარაძე; რუსლან ფუტკარაძე; რუსთამ ისკენდეროვ; ლევან დავითაძე; ნანა ხალვაში; ნესტან ბერიძე; ირაკლი ჭაღალიძე; ზვიად მახარაძე; ავთანდილ აბაშიძე; მერაბ გორჯელაძე; ფრიდონ კიკვაძე; მიხეილ კენჭაძე; ალექსანდრე ღელეყვა; გიორგი გამრეკელი; გიორგი გამრეკელი; ლევან ცხოიძე; ნინო ბაქრაძე; გურანდა ღონიაძე; მაია ქავჯარაძე; რეკლე ქაჯაია; მამუკა გოგიტიძე; გიორგი ტუქსაძე; რომან ყაზაიშვილი; ლევან ვაჭარაძე; ნიგარ თავდგირიძე; ბაჩუკი ნაროუშვილი; მარიამ ფოთელიძე; თამაზ გურგენიძე; მაია დიასამიძე; მამუკა გოგიჩაიშვილი; ბაადურ ანთაძე; თემურ მახაჭაძე; ირინე რუსია; პაატა გურგენიძე; ზაზა ვადაჭკორია; იგორ ხალვაში; თეიმურაზ გოგუაძე; ფრიდონ ანთაძე; ინდირა მგელაძე; ვლადიმერ არქელოვი; მინდია კონცელიძე; რევაზ ტიკარაძე; მირანდა ახალაძე; ზვიად გელაძე; მალხაზ წითელაძე; ასლან დიასამიძე; რაულ ტაკიძე; დავით ლორთქიფანიძე; ზაურ ზაგანია; დურმიშხან ხიმშიაშვილი; ანდრეი ლობკო; დავით კაჭუა; ნანა ტუღუში; თეონა დუმბაძე; ნოდარი გოგობერიშვილი; ასმათ ჭურღულია; ალდონა ჯალაღონია; ანატოლი შამოევი; გოჩა აბუსელიძე; ნაზი ჯაში; მალვინა კვირიკაძე; რამაზ ცქვიტინიძე; ზაზა საღრიშვილი; ზაურ ქაჯაია; ქრისტინა ტუღუში; მამუკა ხალაძე; თეონა ქართველიშვილი; კახა კილაძე; იზოლდა ნაგერვაზე; მინდია ზაქარაძე; როდიონ იგნატევი; ფრიდონ ოქროპირიძე; გიორგი ჯაფარიძე; გიორგი კეშელავა; კახა ბერიძე; მიხეილ კეკელიძე; ირაკლი კუნჭულია; კახა კობალაძე; ზურაბ ქურდობაზე.


მის: 26 მაისის ქ.#29. მობ.: 597 49 89 99/593 49 89 99; ტელ.: (0422) 27 30 29;

მის.: ჭავჭავაძის ქ.#8 (ბათუმი პლაზის წინ), ტელ.: (0422) 25 95 30    

www.eltcompany.ge

13 მილიონი ლარი დაზარალებული ოჯახების ბინებით უზრუნველსაყოფად

 

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან

 

სპეციალური პროგრამის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ქალაქ ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში მოთხოვნის შესაბამისად, აგრეთვე ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობის დასრულება.

 

სოციალური და ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაში წელს 10 ათასი ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში 3 990 000 ლარი დაიხარჯება.

 

მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდება. როგორც პროგრამაშია აღნიშნული, შარშან, ანალოგიური პროგრამის ფარგლებში  ქედის მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდა სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი.

 

2016, 2017 და 2018 წლებში კი, ყოველწლიურად 75 [ჯამში 225] სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის საბინაო პირობებით უზრუნველყოფაა დაგეგმილი.

თოვლი ხელვაჩაურში

 

როგორც ხელვაჩაურში მყოფი „ბათუმელების” ჟურნალისტი იუწყება, თოვლის გამო მოძრაობა ჯერჯერობით, არც ერთი მიმართულებით არ შეფერხებულა. ხელისუფლების ცნობით, ხელვაჩაურში მანდარინის მოსავალი სრულად არის მოკრეფილი.

 

საქართველოს სხვა რეგიონებში ამ დროისთვის განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი სიცივისგან ერთი ადამიანი გაიყინა და გარდაიცვალა.

 

რაც შეეხება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს, გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ოთხ სახლს ქარბუქმა სახურავი გადახადა. გამგებლის – ბესიკ ბუაჩიძის ინფორმაციით, ამ სახლებში მცხოვრები ოჯახები უსაფრთხო ადგილას, მეზობლებთან არიან გადაყვანილები.

მთავრობის თანადაფინანსება სესხის პროცენტის დასაფარად

 

 

 

სამინისტრო იმ სესხის საპროცენტო განაკვეთის ნაწილს გადაიხდის, რომელსაც  შერჩეული ბანკი აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გასცემს.

 

პროგრამაში აღნიშნულია, რომ შერჩეული კომერციული ბანკი საკრედიტო რისკების გათვალისწინებით მოახდენს ტურისტული ბიზნესით დაკავებული მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების დაფინანსებას.

 

ტურისტულ ბიზნესად ჩაითვლება საქმიანობა, რომელიც უკავშირდება აჭარის  ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი კვების ობიექტის (კაფე, რესტორანი, ბისტრო, ბარი, სასადილო და სხვა), სასტუმროს (არაუმეტეს 50 ნომრიანი, მათ შორის საოჯახო ტიპის), გასართობი ობიექტის (ღამის კლუბი, დისკოთეკა, საბილიარდო, ბუნგალო და სხვა) მოწყობას (მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) და სხვა ტურისტულ საქმიანობას.

 

საკრედიტო რესურსი განისაზღვრება 6 მილიონი ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 15%-ს. სესხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 200 000 ლარით და სესხი გაიცემა არაუმეტეს 7 წლის ვადით.

 

ბიზნეს სუბიექტი პირველი სამი წლის განმავლობაში გადაიხდის დადგენილი სესხის საპროცენტო განაკვეთის 3%-ს. ხოლო სხვაობა სუბიექტის მიერ ასანაზღაურებელ და დადგენილ საპროცენტო განაკვეთებს შორის – 12% სამი წლის განმავლობაში ანაზღაურდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბანკის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე.

  

პროგრამის განხორციელების პერიოდად მითითებულია 2015-2018 წლები; წელიწადში, 2017 წლის ჩათვლით, უნდა დაფინანსდეს არანაკლებ 30, ანუ მთლიანობაში არანაკლებ 60 სუბიექტი. გაცემული სესხის მომსახურების თანადაფინანსების მიზნით სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

2015 წელი – 598 000 ლარი;

2016 წელი – 481 000 ლარი;

2017 წელი – 299 000 ლარი;

2018 წელი – 0

სამედიცინო დახმარება სოციალურად დაუცველებს – აჭარის ბიუჯეტიდან

 

 

 

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში,  აჭარის ბიუჯეტში, 855 ბენეფიციარზე 1 315 000 ლარია გამოყოფილი. ქვეპროგრამით გათვალიწინებული მომსახურება განხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. ბენეფიციარებს კი წარმოადგენენ:

 

პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;

 

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

 

ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები);

 

მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;

 

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები;

 

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;

 

უსახლკაროები;

 

მარტოხელა დედები და პაციენტები, რომლებიც ამ დროისთვის არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არა აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი მკურნალობა, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობით.

 

გადაწყვეტილებას ბენეფიციართა მკურნალობის დაფინანსების შესახებ ღებულობს შესაბამისი კომისია. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

მკურნალობის ღირებულება _ 1000 ლარის ჩათვლით _ 100%-ით;

მკურნალობის ღირებულება _ 1001 ლარიდან _ 2000 ლარის ჩათვლით _ 90%-ით;

მკურნალობის ღირებულება _ 2001 ლარიდან _ 3000 ლარის ჩათვლით _ 80%-ით;

მკურნალობის ღირებულება _ 3001 ლარი და მეტი _ 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 7000 ლარისა.

 

პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით დაფინანსდება სრულად არაუმეტეს 10 000 ლარისა;

 

ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი კი შეადგენს 10 000 ლარს.

 

აჭარის რეგიონში არსებული უმწეოთა თავშესაფარის კონტიგენტის და უსახლკაროების მკურნალობა დაფინანსდება სრული მოცულობით თანაგადახდის გარეშე ზღვრული ტარიფით არაუმეტეს 3000 ლარისა.

 

ქვეპროგრამის მაღალი რესურსტევადობის გამო გეგმიური მკურნალობის დაფინანსებისას გამოყენებული იქნება რიგითობისა და მოცდის პრინციპი.

 

მკურნალობის დაფინანსების შესახებ პაციენტის წარმომადგენელმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს პაციენტის მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პროცესში (სტაციონარიდან გაწერამდე).

 

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი, მისი ან მისი წარმომადგენლის მოთხოვნით გადაჰყავთ ქვეპროგრამაში მონაწილე სხვა სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ სამედიცინო ვაუჩერით დაიფარება მკურნალობის ხარჯები მათ მიერ არჩეულ ერთ–ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, მეორე სტაციონარში მკურნალობის ხარჯებს სრული მოცულობით ფარავს ბენეფიციარი.

 

დაუშვებელია ქვეპროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთი და იგივე ნოზოლოგიური კოდის სხვადასხვა კლინიკაში დაფინანსება ან მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში განმეორებით დაფინანსება.

 

სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი (სამედიცინო მომსახურება, რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას და რომელიც არ წარმოადგენს დღის სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას) პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების საკითხის განხილვის მიზნით პაციენტის წარმომადგენლებმა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა მომართონ გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის მოსარგებლეები ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობით (არსებული პროპორციების დაცვით) ისარგებლებენ შესაბამისი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ. ქვეპროგრამის ფარგლებში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარების მკურნალობის წლიური ლიმიტი შეადგენს 5 000 ლარს.

ხოლო პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით დაფინანსდება სრულად (თანაგადახდის გარეშე) არაუმეტეს 10 000 ლარისა;

 

ქვეპროგრამის მოცულობით არ დაფინანსდება:

 

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა; ამბულატორიული მკურნალობისათვის მედიკამენტების ხარჯები (გარდა ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის ტარგენტულ მკურნალობასთან დაკავშირებით საჭირო მედიკამტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებისა);

ბ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

გ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

დ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;

ე) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;

ვ) აივ-ინფექციის/შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;

ზ) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებული ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, ასევე ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.

თ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის ხარჯები;

ი) უკვე ჩატარებული მკურნალობა (პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შემდეგ);

კ) სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.

ახალდაბადებული ტყუპების ოჯახი ფულად დახმარებას მიიღებს

 

 

ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების თანხა ჩაირიცხება მშობლის (დედის ან მამის) საბანკო ანგარიშზე.

 

ერთჯერადი დახმარების მისაღებად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა წარედგინოს დაინტერესებული პირის განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, მშობლების პირადობის მოწმობების (ან სხვა დოკუმენტის, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია) ასლები, ახალშობილების დაბადების მოწმობების ასლები, საბანკო რეკვიზიტები.

 

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

წელს გათვალისწინებულია 150 ახალშობილი ტყუპების ოჯახისთვის დახმარების გაწევა, რისთვისაც მიმდინარე წლის აჭარის ბიუჯეტში 150 000 ლარია გამოყოფილი.

სეზონის გახსნის ფასები და სეზონური ფესტივალები აჭარაში

 

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან

ამ ღონისძიებებისთვის სპეციალური პროგრამის ფარგლებში დეპარტამენტი აჭარის ბიუჯეტიდან 430 ათას ლარს დახარჯავს. პროგრამა, ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებას, მათი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას, ტურისტული ობიექტების ბაზის შექმნას და მუდმივ განახლებასაც გულისხმობს.

 

აჭარის ბიუჯეტიდან ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის 95 ათასი ლარია გათვალისწინებული; 

ამასთან, საზღვაო სეზონის გახსნას –  90 ათასი ლარი;

შემოდგომის ფესტივალის ორგანიზებას – 85 ათასი ლარი;

ფრინველების ფესტივალის ორგანიზებას – 25 ათასი ლარი;

ბათუმში საკრუიზო ტურიზმის განვითარების სტრატეგის შემუშავებას – 75 ათასი ლარი;

ხოლო, ეკო და სოფლად ტურისტული პროდუქტების განვითარებას – 60 ათასი ლარი მოხმარდება.

 

აჭარის მთავრობაში თვლიან, რომ ამ ღონისძიებების შედეგად, რეგიონში გაუმჯობესდება ტურისტული სერვისების ხარისხი და გაიზრდება/განვითარდება ტურისტული პროდუქტები.

„სანდასუფთავებამ“ 12 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან

 

დავით ასამბაძე: „გაუქმდა ადმინისტრაციის უფროსის, არქივარიუსის თანამდებობები და ასევე რამდენიმე სამსახური. გათავისუფლებულებმა, რომლებსაც კანონმდებლობით ეკუთვნოდათ კომპენსაცია, მიიღეს კომპენსაცია. მათგან რამდენიმეს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა 31 დეკემბერს, შესაბამისად, მათ კომპენსაცია ვერ მიიღო“.

 

ახალი წლის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, „14 საშუალო რანგის თანამშრომელი“ გაათავისუფლეს ბათუმის მერიის კიდევ ერთი შპს-დან – „ბათუმის წყლიდან“. თავად გათავისუფლებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, „ბათუმის წყალმა“ ახალი წლის შემდეგ 50-მდე ადამიანი დაითხოვა სამსახურიდან.

ოდესელი წყვილის ”CHOCOLATTE” ბათუმში

არტიური და ირინა CHOCOLATTE-ს ბართან

„ჩოკო“ უკრაინულად შოკოლადს ნიშნავს, „ლატე“ კი ფრანგული სიტყვაა და აღნიშნავს დასალევს, მაგალითად რძეს, ყავას. „ჩოკოლატე“ ასეთი სიმბიოზია – დესერტი დასალევთან ერთად. ჩვენ არ გვაქვს მძლავრი სამზარეულო. ჩვენ მსუბუქი დესერტი  ბლინები, პეჩენიები, ბულკები, სხვადასხვა სახის ყავასა და წვენთან ერთად. შეგიძლიან მიირთვათ, როგორც ადგილზე ასევე წაიღოთ ყავა ან დესერტი სახლში“ – გვაცნობს არტური „ჩოკოლატეს“.

ირინა ხოლოსტენკო და არტურ ნაზარენკო უკრაინის ქალაქ ოდესიდან არიან. ისინი საქართველოში სამოგზაუროდ გასულ წელს ჩამოვიდნენ. მოიარეს საქართველოს რამდენიმე ქალაქი და ბათუმში დარჩენა გადაწყვიტეს.

„ბათუმი ჩვენი ქალაქის მსგავსი აღმოჩნდა. აქაური არქიტექტურა ოდესის არქიტექტურას ჰგავს. ჩვენი ქალაქიც, როგორც ბათუმი საზღვაო და ტურისტული ქალაქია. აქ ავიხდინეთ ჩვენი პატარა ოცნება“– ამბობს არტიური.

„პატარა ოცნებას“ „ჩოკოლატეს“ უწოდებენ, რომლის გახსნისთვისაც თავიანთი დანაზოგი გამოიყენეს და ორი თვე მუშაობდნენ.

„როცა შევაგროვეთ პატარა კაპიტალი გვქონდა ოცნება გვეყიდა ავტომობილი, ან გადაგვეხადა ქორწილი. მაგრამ ბოლოს ეს პროექტი ვამჯობინეთ. თუკი საქმე კარგად წაგვივიდა მერე მანქანასაც შევიძენთ და ქორწილსაც გადავიხდით“ – ამბობენ ირინა და არტური.

 

კაფეს მთავარი მენიუ უკრაინული ბლინებია, სხვადასხვა შიგთავსით. მაგალითად კარტოფილით, კომბოსტოთი, ხაჭოთი, ხორცით, ასევე რძით, თაფლით, შოკოლადით.

„ჩვენ ვამზდებთ უკრაინულ ნაციონალურ ბლინებს, რომლის რეცეპტიც ბებიამ გადმოგვცა. ბლინები იდეალურია, როგორც საუზმისთვის ასევე დესერტისთვის“.

თითოეული ბლინის წონა 20 გრამია და მათი ფასი 50 თეთრიდან ერთ ლარამდეა. 50 თეთრი ღირს ბლინი შიგთავსის გარეშე. ბლინი თაფლის, რძის, შოკოლადის შიგთავსით – 70 თეთრი, ხოლო ბლინი ხორცით – ერთი ლარი.

„ჩოკოლატე“ დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს. კაფეს ღია მენიუ აქვს და იქ შესულს ინტერიერის დათვალიერებისას შეუძლია შეარჩიოს სასურველი ყავა, დესერტი ან წვენი. აუცილებლად მოგხვდებათ თვალში კედელზე ჩამოკიდებული ცნობილი ადამიანების კარიკატურები, მაგალითად მაიკლ ჯექსონის, ჩარლი ჩაპლინის, ჩე გევარას. არტური ამბობს, რომ „ეს არის ჩვენი ინტერპრეტაცია „ჩოკოლატეში“  შემოსული ადამიანისთვის კარგი გუნების შესაქმნელად. მან არა მარტო უბრალოდ უნდა დალიოს ყავა და წავიდეს, არამედ ცოტათი მოდუნდეს და განიტვირთოს. ფერებიც ასეთი გარემოს შესაქმნელად გვაქვს შერჩეული“.

ირინამ და არტურმა ერთმანეთი ოდესაში გაიცნეს. ერთად თანაცხოვრებაზე კი ოფიციალურად 22 დეკემბერს ბათუმში იუსტიციის სახლში მოაწერეს ხელი. ისინი ახლა „ბენზეში“ მეგობართან ერთად ცხოვრობენ. არტური პროფესიით მზარეულია, ირინას კი ბარმენობა სურდა.

არტური:  „ენერგეტიკის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ზღვაში უნდა წავსულიყავი მზარეულად და სწავლა აღარ გამიგრძელებია. შემდეგ, მოხდა ისე, რომ შევხვდი ირინას და მივხვდი, რომ შორს ზღაში ვერ წავიდოდი და მას მარტო ვერ დავტოვებდი“.

ირინა:  „მეორე კურსიდან გამოვედი და დედას ვუთხარი – აღარ მინდა სწავლის გაგრძელება, მინდა ვიმუშაო. მუშაობა დავიწყე ოფიციანტად, რესტორანში, შემდეგ სასტუმროში. მინდოდა ბარმენი გავმხდარიყავი, მაგრამ სამუშაოდ არ ავყავდი არავის, რადგან ბარმენის ადგილი მაღალია, მე კი დაბალი ვიყავი. ახლა  კი ნამდვილად შემიძლია ბარმენად მუშაობა ჩემს კაფეში“.

ირინა და არტური ბათუმში დიდხანს აპირებენ დარჩენას.

„CHOCOLATTE“ ჩვენი პატარა ოცნებაა, რომელიც იმედი გვაქვს, თანდათან გაიზრდება. ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს ყველა დეტალი გამოვიყენოთ და საინტერესოდ შევქმნათ. ვგეგმავთ პროექტორის დამონტაჟებას და თემატური კინოსაღამოების მოწყობას“– გვეუბნება ირინა.

 

„ბათუმის წყალმა“ თანამშრომლები დაითხოვა

 

„ბათუმელებს“ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს გათავისუფლებულებმა, მათი თქმით, გათავისუფლებულია ორმოცდაათამდე თანამშრომელი.

 

ცოტა ხნის წინ ბათუმის მერმა შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი ჯანი ვარშალომიძე დაითხოვა. ეს თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია, მოვალეობას ამ დრომდე მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე ასრულებს.

ბათუმის მერიაში უამინდობისთვის სპეცტექნიკაა მობილიზებული

 

 

 

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის თქმით, საჭირო შემთხვევაში ყველა სპეციალური სამსახური მზადყოფნაში იქნება.

„მთელ საქართველოში ტემპერატურის კლება შეინიშნება. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სამსახური ყოფილიყო მობილიზებული. ეს იქნება მერიის სამსახურები, სახანძრო–სამაშველო სამსახური, ბათუმის წყალი, დასუფთავების სამსახური თუ საპატრულო პოლიცია“.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მზადყოფნაშია ჯაგრისებითა და ყინულის სამტვრევი მექანიზმით აღჭურვილი ორი ერთეული სპეცტექნიკა, 10 ერთეული ხელის მოტობლოკი, შვიდი ერთეული  ტრაქტორი, რომელიც ისეთი ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად გამოიყენება, სადაც დიდი მანქანა ვერ მუშაობს.   მობილიზებულია სამი გრეიდერი, ერთი ხუთტონიანი თვითმტვირთავი მანქანა, სამი ერთეული ე.წ. ბობკატი, რომელიც აღჭურვილია თოვლის საწმენდი ჯაგრისით.

 

დამატებით რეზერვშია ორი ერთეული  ტრაქტორი და ოთხი ერთეული თვითმცლელი, რომელთა გამოყენება საჭიროების შემთხვევაში მოხდება.
უახლოეს პერიოდში შეემატება ხუთი ერთეული თოვლსაწმენდი მანქანაც“.

 

გარდა ამისა, მობილიზებულია შპს სანდასუფთავების ადმინისტრაციული რესურსი – 300 თანამშრომელი.

 
ბათუმის მერია მოუწოდებს გამოუცდელ მძღოლებს და იმ მძღოლებს,  რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ აქვთ ზამთრის საბურავები, მოძრაობისგან თავი შეიკავონ. მოსახლეობას შეეძლება ისარგებლოს მუნიციპალური ტრანსპორტით, რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს.

აჭარის სამაშველო სამსახური უქმდება

 

მამუკა თურმანიძე

 

სააგენტოს უფროსი მამუკა თურმანიძე, 2014 წლის 31 დეკემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე დღეს, სააგენტოს უფროსად დაინიშნა სულხან ხაბაზი. ეს ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის მთავრობაში დაუდასტურეს. მანამდე, სულხან ხაბაზი ქობულეთის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის განყოფილების უფროსი იყო.

 

სსიპ – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო ლიკვიდაციის შემდეგ,  შს სამინისტროს დაქვემდებაში ახალი სამსახურის სახით გადავა.  

საახალწლო კონცერზე დღეს ადგილობრივი მუსიკალური ბენდები დაუკრავენ

საკონცერტო სცენა ერას მოედანზე

ამ საღამოს დაუკრავენ მუსიკლური ჯგუფები: „მემო“, „მაო ძე დუნი“, “ფემილი ბენდი” და “ბაბილონი”. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და 10 საათამდე გაგრძელდება.

საახალწლო–საშობაო კვირეულის ფარგლებში გამართული კონცერტები ხვალ 7 იანვრას, ერას მოედანზე ბათუმელი მომღერლის სოფო ხალვაშის კონცერტით დასრულდება.

საახალწლო–საშობაო კვირეულის ღონისძიებები ბათუმის მერიისგან ფინანსდება.

ხვალ ბათუმში ალილო გაიმართება

 

 

 

7 იანვარს კი ბათუმში ტრადიციული ალილო გაიმართება. როგორც მიტროპოლიტმა დიმიტრიმ „ბათუმელებთან“ განაცხადა, ალილო „ხვალ 12 საათზე საკათედრო ტაძართან დაიწყება და მთელ ქალაქს მოიცავს. ალილოზე შეგროვილ პროდუქტს კი მოხუცებულთა ან/და ბავშვთა სახლს გადასცემენ.

 

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვაც დასრულდება.

 

ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც 25 დეკემბერს აღინიშნება. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, შობას იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს, რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა. 

[polldaddy poll=0]

Exit mobile version